imedi /  01 ოქტომბერი 2020, 17:07 / სანდო წყარო

დაბა მანგლისში ადგილობრივები და დამსვენებლები უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკურორტო ზონებში წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რებილიტაციას აქტიურად განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაბა მანგლისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებები მიღება ხვალ სრულდება.

„ტენდერში გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 24 თვეში უნდა დაასრულოს, პროექტის სავარაუდო ღირებულება 13 მილიონ ლარამდეა.

დღეის მდგომარეობით, მანგლისის მოსახლეობის 15%-ს წყალი 24-საათაინ რეჟიმში მიეწოდება, დანარჩენ ნაწილს კი დღეში 12-14 საათით. დაბაში არსებული წყალმომარაგების ქსელის 60% ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს, ხშირია წყლის დანაკარგები.

დაგეგმილი პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის არსებულ სათავე ნაგებობას და გაიზრდება სასმელი წყლის დებიტი, მოძველებული ქსელი ახლით ჩანაცვლდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაბა მანგლისის 3 000-მდე მცხოვრებელი და კურორტზე ჩასული დამსვენებლები 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

დაბა მანგლისში კომპანიის აბონენტების გამრიცხველიანების, სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის - I ეტაპის სამუშაოები 2019 წლის ზაფხულში დასრულდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი სათავე ნაგებობა, ამორტიზებული ქსელის ნაწილი ახალი სისტემით შეიცვალა. გამრიცხველიანდა მოსახლეობა, გაიზარდა წყლის დებიტი.

აღნიშნული პროექტის განხორციელებამდე ადგილობრივ მოსახლეობას წყალი დღეგამოშვებით 2-3 საათით მიეწოდებოდა“, - ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

ბიძინა ივანიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 20:59

COVID19

ბიძინა ივანიშვილი: ხვალ არც ერთი ჩვენგანი არ უნდა დარჩეს სახლში და ყოველმიზეზგარეშე უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან

ამიტომ მოგმართავთ თქვენ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ოცნების ვეტერანებს და ახლად შემოერთებულ ჯარისკაცებს - ხვალ არცერთი ჩვენთაგანი არ უნდა დარჩეს სახლში და ყოველმიზეზგარეშე უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან. ეს ჩვენი ვალია ქვეყნის, მისი მომავლის, ერთმანეთის და რაც არ უნდა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, იმათ წინაშეც, ვინც ხვალ სხვა პარტიის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. ფაქტია, რომ ყველას დარწმუნება ვერ შევძელით, რაც დემოკრატიის პირობებში სავსებით ნორმალურია, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველთან პარტიის წარმომადგენლების შემაჯამებელ შეხვედრაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა. „ფაქტია, რომ ყველა ის წარმატება, რისი მიღწევაც ოცნებამ ამ რთულ პერიოდში მოახერხა და შეძლო, არ აღმოჩნდა საკმარისი უმცირესობაში მყოფი, ჩვენდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასარწმუნებლად და ხვალ ისინი განსხვავებულ არჩევანსაც გააკეთებენ. მაგრამ ჩვენ მეტნი ვართ, გაცილებით მეტნი და სწორედ ეს არის უმრავლესობის პასუხისმგებლობა უმცირესობის წინაშე, რომ შევძლოთ და დავაზღვიოთ მათი შეცდომაც, რათა მათვე არ დაუჯდეთ ძვირი საკუთარი მცდარი გადაწყვეტილება. მე პატივს ვცემ საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევანს და დრამატულს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ მათი გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს „ქართულ ოცნებას““, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კახა კალაძე

30 ოქტომბერი 2020, 20:57

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვამაყობთ ჩვენი პოლიტიკური გუნდით, გამოცდილი და ახალი წევრებით, რომლებსაც გამოარჩევთ საქმის სიყვარული, გამოცდილება, ცოდნა და კეთილსინდისიერება

ქვეყნის წარმატება თავისით არ მოდის. მას ქმნიან წარმატებული ადამიანები, რომლებსაც საკუთარი საქმე უყვართ, სამშობლოს გულშემატკივრობენ და სხვა ადამიანებზე ზრუნავენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გლდანში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 20:55

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ მცირედით მაინც გამრუდდეს ხალხის არჩევანი

ხელისუფლების წყარო ხალხია და მხოლოდ ის წყვეტს, ვინ უნდა გაუძღვეს ქვეყანას. ასე მუშაობს დემოკრატია და მე ამაყი ვარ, რომ დღეს, ქართველ ხალხს კლავ მყარად უპყრია ხელთ ეს უზენაესი უფლება, რომელიც 2012 წლამდე მიტაცებული ჰქონდა უზურპატორს. , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველთან პარტიის წარმომადგენლების შემაჯამებელ შეხვედრაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა

ბიძინა ივანიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 20:50

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი ამომრჩევლებს მიმართავს

მივესალმები მთელ საქართველოს, მის მრავალეროვან ხალხს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, დედამიწის რომელ წერტილშიც არ უნდა ცხოვრობდეს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, ყველა მათგანის მზერა მოპყრობილია საკუთარი სამშობლოსკენ. დღეს იწურება მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა 4 წლის წინ მოგვცა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მეორე ვადით ანდო ქვეყნის ბედი და მისი განვითარების პერსპექტივა. როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერმა, პირველ რიგში, გულითადი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ნდობისთვის, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველთან პარტიის წარმომადგენლების შემაჯამებელ შეხვედრაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა

ლევან კობიაშვილი

30 ოქტომბერი 2020, 20:39

პოლიტიკა

ლევან კობიაშვილი: გლდანის მაჟორიტარობა ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა

მადლობა გუნდს, რომელმაც გამომიცხადა ნდობა და უკვე მეორედ დამასახელა გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, - ამის შესახებ ლევან კობიაშვილმა გლდანში, ამომრჩეველთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

30 ოქტომბერი 2020, 20:38

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს წინსვლას ვერავინ შეაჩერებს და ხვალ ჩვენ ლევან კობიაშვილთან ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან არჩევნებში

საქართველოს წინსვლას ვერავინ შეაჩერებს და ხვალ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, ლევან კობიაშვილთან ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან არჩევნებში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან კობიაშვილის წარდგენაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს დემოკრატიის გაძლიერებისკენ.

30 ოქტომბერი 2020, 20:31

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 24 405 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 405 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 274 ადამიანი გარდაიცვალა.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 20:29

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენი თითოეული მოქალაქის დაკვეთაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა

ხვალ, 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქე გააკეთებს თავის არჩევანს და ეს არჩევანი იქნება ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი, ღირსებით სავსე დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ. ეს იქნება არჩევანი, რომელიც უარს ეტყვის უუფლებობის, ძალადობის, ფეხქვეშ გათელილი ღირსებისა და ადამიანის ინტერესების წარსულში დაბრუნებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 20:27

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 31 084 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 31 084 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 199 ადამიანი გარდაიცვალა.

30 ოქტომბერი 2020, 20:16

მსოფლიო

მიწისძვრის შედეგად, საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ორი არასრულწლოვანი დაიღუპა

მიწისძვრის შედეგად, საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ორი არასრულწლოვანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

30 ოქტომბერი 2020, 20:13

პოლიტიკა

კახა კალაძე: დღეს, ისე როგორც არასდროს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში აყვანილია უმაღლეს დონეზე

დღეს ქვეყანაში, განსხვავებული აზრის ადამიანები არ იდევნებიან, მათ არ ყრიან სამსახურიდან როგორც ეს ხდებოდა წინა წლებში, - ამის შესახებ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან კობიაშვილის ამომრჩევლისთვის წარდგენის ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 20:02

მსოფლიო

პარიზში სამართალდამცველებმა ცივი იარაღით შეიარაღებული პირი დააკავეს

პარიზში სამართალდამცველებმა ცივი იარაღით შეიარაღებული პირი დააკავეს, რომელიც პოლიციელებს ემუქრებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

30 ოქტომბერი 2020, 19:55

სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი დაათვალიერა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა სასწავლო ცენტრის ახალი შენობა დაათვალიერა. ცენტრის სარემონტო სამუშაოები მიმდინარე კვირას დასრულდა. შენობაში მოეწყო ბიბლიოთეკა, ვირტუალური ტირი, საკონფერენციო დარბაზი, სივრცეები როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მეცადინეობისთვის.

მირანდა მესხი

30 ოქტომბერი 2020, 19:42

პოლიტიკა

მირანდა მესხი: ზუგდიდის საარჩევნო ოლქში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ ამომრჩეველს გადასატანი ყუთით მოვემსახურებით

ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის ინფორმაციით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში არის 107 საარჩევნო უბანი, ამას ემატება 2 სპეცუბანი, 109 და 110, ე.წ.„კოვიდუბნები“, ხოლო ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 120 213-ს.„კოვიდუბნებზე“ 280 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მალხაზ ჯალაღონია

30 ოქტომბერი 2020, 19:31

პოლიტიკა

მალხაზ ჯალაღონია: გამარჯვების იმედს იმ ადამიანების რაოდენობაც მაძლევს, რომლებიც გუშინ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ

ობიექტური კვლევების მიხედვით ოპოზიცია იმარჯვებს, - ამის შესახებ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 19:29

მსოფლიო

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა.

ალექსანდრე ახვლედიანი

30 ოქტომბერი 2020, 19:21

პოლიტიკა

ალექსანდრე ახვლედიანი: მაქვს გამარჯვების იმედი, ზუგდიდში ალბათ მეორე ტური იქნება

ალბათ იქნება მეორე ტური და ჩემს თავს მეორე ტურში ვხედავ,-ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე ახვლედიანმა მედიასთან განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 19:14

პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი: მიღებულია შესაბამისი ზომები არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად

საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და პანდემიის პირობებში მიღებული უსაფრთხოების ზომები იყო მთავარი თემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახაბერ ქემოკლიძის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეხვედრაზე, რომლის შემადგენლობაში ფრანგი სენატორები იმყოფებიან.

30 ოქტომბერი 2020, 19:08

მსოფლიო

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 80 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 80 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გიგი უგულავა

30 ოქტომბერი 2020, 19:07

პოლიტიკა

გიგი უგულავა: ზუგდიდელები ხვალ მხარს დაუჭერენ ცვლილებებს

ზუგდიდელები ხვალ გააკეთებენ არჩევანს, ისინი მხარს დაუჭერენ ცვლილებებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ, მედიასთან განაცხადა.