imedi /  01 ოქტომბერი 2020, 20:43 / სანდო წყარო

გოჩა კურდღელია: ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ადამიანი და ადამიანზე ზრუნვაა, რაც პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა

ფოთის ცენტრალურ პარკში ქალაქის მერმა, გოჩა კურდღელიამ მოსახლეობას მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მერმა მოქალაქეებს 2013-2020 წლებში ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ, როდესაც ,,ქართული ოცნება“ ხალხის სამსახურში ჩადგა, დაიწყო ყველა იმ სფეროს გაძლიერება, რომელიც ქვეყნის განვითარების ფუნდამენტს წარმოადგნს.

„8 წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია როგორც საშინაო საქმეებში, ისე საგარეო ასპარეზზე. საქართველომ ხელი მოაწერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას და ჩვენ დავიწყეთ ევროპულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცესთან ადაპტირება, მივაღწიეთ ევროპასთან უვიზო მიმოსვლას, გავაძლიერეთ პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის შედეგად, ინტენსიურად ვითარდება და ფართოვდება ფოთის პორტი.

საზღვარგარეთიდან მოზიდული ინვესტიციებით ფოთში მიმდინარეობს ორი ახალი ნავსადგურის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის პორტის, ქალაქისა და ქვეყნის შესაძლებლობებს. ფოთის, როგორც საზღვაო ქალაქისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ნატოსთან საქართველოს პარტნიორობის ფორმატი შავი ზღვის უსაფრთხოების ფარგლებში.

არ შემიძლია, არ ვახსენო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც არაერთი საწარმო გაიხსნა ჩვენს ქალაქში და დასაქმდა ასეულობით ადამიანი. შემუშავდა პროგრამა „სახელმწიფო - შენი პარტნიორია“, რომლის მიზანია მეწარმეობის, ფერმერობისა და ტურისტული ბიზნესის განვითარება.

ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული სწორი პოლიტიკისა და რეგულაციების შედეგია ის, რომ გლობალური პანდემიის ფონზე საქართველო მწვანე ზოლად არის მიჩნეული. ეპიდემიასთან ბრძოლის პარალელურად მმართველი გუნდი მუშაობს და ატარებს ქმედით ღონისძიებებს იმისათვის, რომ აღმოფხვრას ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი და გააძლიეროს იგი.

რაც მთავარია, დღეს უკვე რთული წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა ადამიანების ცხოვრება საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის გარეშე. თავისი მნიშვნელობით, ეს უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეფორმაა, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში განახორციელა და ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი სწორედ ადამიანი და ადამიანზე ზრუნვაა, რაც, პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

ამ 8 წლის განმავლობაში, მართლაც ძალიან ბევრი საინტერესო და ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ქალაქზე. მართალია, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, თუმცა, ძალიან დიდი შემართებით ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად გადავჭრათ ყველა ის პრობლემა, რომლებიც ჩვენს ქალაქს აწუხებს“, - განაცხადა ფოთის მერმა.

ყველა სიახლე

მიხეილ სარჯველაძე

26 ოქტომბერი 2020, 22:00

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტის დაცვა და ეს მიდგომა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება

„ქართული ოცნების„ ხელისუფლების პრიორიტეტული მიმართულება იქნება სამართალდამცველთა უზრუნველყოფა ცხოვრებისა და სამუშაოს ღირსეული პირობები.

26 ოქტომბერი 2020, 21:54

მსოფლიო

სომხეთის პრემიერის მეუღლე: ხვალიდან, ქალთა რაზმი სამხედრო მომზადებას დაიწყებს და რამდენიმე დღეში სამშობლოს საზღვრების დასაცავად გავემგზავრებით

სომხეთის პრემიერის მეუღლემ, ანა აკოპიანმა განაცხადა, რომ „სამხედრო მომზადების გავლასა და მთიან ყარაბაღში სამშობლოს საზღვრების დასაცავად წასვლას აპირებს“.

არჩევნები

26 ოქტომბერი 2020, 21:46

პოლიტიკა

Survation-ის კვლევით, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 55% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 22%

Survation-ის კვლევის შედეგების მიხედვით, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 55% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 22%. კვლევის შედეგები „რუსთავი2“-მა გამოაქვეყნა. სხვა მონაცემები ასე გადანაწილდა: „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 5%; „ლელო“ - 4%; „ევროპული საქართველო“ - 4%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 3%; „გირჩი“ - 2%; „ლეიბორისტული პარტია“ -2%; სხვა პარტიებს ხმას აძლევს - გამოკითხულთა 3%.

კვლევა

26 ოქტომბერი 2020, 21:39

პოლიტიკა

Survation: მოსახლეობის 71% არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

კომპანია Survation-ი ბრიტანეთის ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს და 20 წლიანი გამოცდილების ექსპერტებს უყრის თავს. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არაერთ რეფერენდუმსა და არჩევნებზე ჩაატარა კვლევა, მათ შორის, აშშ-ში, იტალიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში და სხვა.

დონალდ ტრამპი

26 ოქტომბერი 2020, 21:20

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მხარეები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს იცავენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარეები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს იცავენ.

ბადრი ესებუა

26 ოქტომბერი 2020, 21:20

სამართალი

შსს-მ ბადრი ესებუას ფოტო გაავრცელა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუას ფოტო გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.

ვლადიმერ ბორცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 20:53

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: ტყუილია, თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა

„მცდარია ინფორმაცია, თითქოს ბადრი ესებუა, რომელმაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა განახორციელა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა და შემდეგ გაექცა“, - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ბადრი ესებუას დააკავებენ, საზოგადოება უწყებისგან დაუყოვნებლივ მიიღებს ინფორმაციას.

26 ოქტომბერი 2020, 20:50

სამართალი

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაზე გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლითაც მიმდინარეობს

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლითაც მიმდინარეობს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

ვლადიმერ ბორცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 20:49

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: მოწოდების მიუხედავად, კონკრეტული მედიის წარმომადგენლებმა, საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით, ტერორისტული აქტის ჩამდენი ეჭვმიტანილი პირის მონაცემები მაინც გაავრცელეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, სამინისტროს მოწოდების მიუხედავად, კონკრეტულმა მედია საშუალებებმა მიზანმიმართულად, საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით, ტერორისტული აქტის ჩამდენი ეჭვმიტანილი პირის მონაცემები გაავრცელეს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვლადიმერ ბორცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 20:23

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: თავდამსხმელის იდენტიფიცირება იმავე ღამეს მოხდა და მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დასადგენად

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის ფოტოების და ვინაობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, იმაზე ადრე, ვიდრე ამას სამინისტრო დაადასტურებდა.

26 ოქტომბერი 2020, 20:12

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 17 012 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17 012 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 141 ადამიანი გარდაიცვალა.

ემი კონი ბარეტი

26 ოქტომბერი 2020, 20:06

მსოფლიო

აშშ-ის სენატი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კენჭს დღეს უყრის

აშშ-ის სენატი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კენჭს დღეს უყრის.

26 ოქტომბერი 2020, 20:05

სამართალი

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბოცვაძის განცხადებით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. მისი თქმით, ვინაიდან, საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ცნობილია იდენტიფიცირებული პირის ვინაობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მის შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

26 ოქტომბერი 2020, 19:56

მსოფლიო

ირანმა საფრანგეთი ექსტრემიზმის გაღვივებაში დაადანაშაულა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა საფრანგეთი ექსტრემიზმის გაღვივებაში დაადანაშაულა.

26 ოქტომბერი 2020, 19:41

სამართალი

ბადრი ესებუას სახლში პოლიცია და სპეცრაზმი მივიდა

ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიშში, ბადრი ესებუას სახლში პოლიცია და სპეცრაზმი მივიდა. ამ წუთებში სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს, გარე პერიმეტრს სპეცრაზმი აკონტროლებს. თვითმხილველების ინფორმაციით, ბადრი ესებუას სახლში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები.

ნიკოლ ფაშინიანი

26 ოქტომბერი 2020, 19:26

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება ვერ მოხერხდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 19:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ცესკომ მიიღო ყველა ზომა იმისთვის, რომ საარჩევნო უბნები მაქსიმალურად უსაფრთხო სივრცედ გადაქცეულიყო

ჩვენ გვაქვს საარჩევნო გათვლები, მათ შორის აქტივობასთან დაკავშირებით და ამ არჩევნებზე მაღალ აქტივობას ველით, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ გადაცემა, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

სტივენ ვან გუხტი

26 ოქტომბერი 2020, 19:04

COVID19

არ დატოვოთ ბავშვები ბებიებთან და ბაბუებთან - ბელგიის სამეფოს კრიზისის ცენტრის წარმომადგენელი მოქალაქეებს აფრთხილებს

არ დატოვოთ ბავშვები ბებიებთან და ბაბუებთან - ბელგიის სამეფოს კრიზისის ცენტრის წარმომადგენელი მოქალაქეებს აფრთხილებს. პროფესორმა სტივენ ვან გუხტმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბელგიაში კორონავირუსის მეორე ტალღის დროს ხანდაზმულების დაცვა ყველაზე პრიორიტეტული საკითხია.

ნიკოლოზ სამხარაძე

26 ოქტომბერი 2020, 18:55

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ომში დაზარალებული ქალაქიდან - გორიდან ვუწვდით შერიგების ხელს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებას სამომავლო მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და კეთილდღეობისთვის

„ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიან გზას ალტერნატივა არ გააჩნია! ამიტომ, დღეს, სწორედ ომში დაზარალებული ქალაქიდან - გორიდან ვუწვდით შერიგების ხელს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს სამომავლო მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

26 ოქტომბერი 2020, 18:53

მსოფლიო

აშშ-ში 60 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა საყოველთაო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

აშშ-ში 60 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა საყოველთაო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. აღნიშნულს პორტალი United States Elections Project-ის მონაცემები ცხადყოფს.