06 ოქტომბერი 2020, 17:15 / სანდო წყარო

ზაზა ლომინაძე: ჩემი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობა იქნება

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაზა ლომინაძე, მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად, ქუთაისის მეორე და მეხუთე პოლიკლინიკის თანამშრომლებს შეხვდა.

კანდიდატებმა მედპერსონალთან ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს ჯანდაცვის სისტემა დგას.

„სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლოა. ქუთაისის მეორე და მეხუთე პოლიკლინიკის თანამშრომელებთან საინტერესო დიალოგი შედგა. პირველად ჯანდაცვას სისტემის ორგანიზაციულ მოწყობაში განსაკუთრებული როლი აქვს. პაციენტის პირველი კონტაქტი სამედიცინო მომსახურებასთან სწორედ პოლიკლინიკებში ხდება და უდიდესი პასუხიმგებლობა აქვს დაკისრებული აქაურ მედპერსონალს - ეს ერთგვარი „კარიბჭეა“ ჯანდაცვის სისტემაში. კოვიდინფექციასთან ბრძოლის პროცესშიც დიდია მათი როლი. კოლეგებთან ერთად, ამა თუ იმ საკითხის ეფექტურად მოგვარების გზებზეც ვიმსჯელეთ. ჩემი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობა იქნება", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ყველა სიახლე

20 ოქტომბერი 2020, 15:31

სამართალი

ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დ.გ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ნ.გ.-ს მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ზ.მ. ერთხმად ცნო დამნაშავედ.

20 ოქტომბერი 2020, 15:30

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 220 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 220 ათასს გადააჭარბა.

20 ოქტომბერი 2020, 15:29

COVID19

ეპიდემიოლოგი: კორონავირუსი უკან არ იხევს, პირიქით, მას გადამდებლობა უფრო მეტი აქვს

„შეიძლება ეს ვირუსი ყველამ მოიხადოს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ისეთ დროში, რომ არც ძალიან გაწელოს, რომ ძალიან დიდხანს არ გაჩერდეს და არც ძალიან სწრაფად, რომ ერთდროულად, მოკლე დროში იმდენად ბევრი შემთხვევა იყოს, რომ ჰოსპიტალურმა სექტორმა ვერ გაუძლოს“, - განაცხადა ეპიდემიოლოგმა.

20 ოქტომბერი 2020, 15:26

COVID19

პრემიერ-მინისტრმა აჭარის რეგიონში არსებული ეპიდვითარება და კლინიკებში, მათ შორის საწოლფონდის კუთხით არსებული მდგომარეობა ადგილობრივ შტაბთან განიხილა

აჭარის რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ გაბუნიას, რომელიც აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებიდან დღემდე, ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემაში არსებული ვითარების მართვის გაუმჯობესებისა და კოორდინაციის მიზნით ბათუმში იმყოფება.

20 ოქტომბერი 2020, 15:19

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს, რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებს შეხვდა

სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დღევანდელ შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე, რეგულაციების თანმიმდევრობით და სწორად შესრულებაზე, ხარვეზების აღმოფხვრაზე, კოვიდინფიცირებულების მკურნალობასა და მართვაზე იმსჯელა.

20 ოქტომბერი 2020, 15:18

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: 2021-2024 წლებში საერთაშორისო მაგისტრალის სიგრძე კიდევ 200 კილომეტრით გაიზრდება, აშენდება 200 ხიდი და 70-მდე გვირაბი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, რუსთავში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე ქვეყნის ინფრასტრუქტურაში განხორციელებული პროექტები შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.

ნინო ლაცაბიძე

20 ოქტომბერი 2020, 15:11

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: დასახული პრიორიტეტების ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებით, 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე დასაბუთებული განაცხადის გაკეთების საშუალება გვექნება

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ დასახული პრიორიტეტების ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებით ჩვენ 2024 წელს ევროკავშირის სღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დასახული პრიორიტეტების ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებით ჩვენ 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე დასაბუთებული განაცხადის გაკეთების საშუალება გვექნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა რუსთავში, ნინო ლაცაბიძემ რუსთავში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ძლიერი ეკონომიკის შესაქმნელად.

20 ოქტომბერი 2020, 15:05

COVID19

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ობიექტს ააშენებს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს კომპანია “სოკარ ენერჯი ჯორჯია”. კაფსულის ჩაგდების ცერემონია დღეს გაიმართა და მასში მონაწილეობა სოკარის პრეზიდენტმა, კომპანიის ინვესტიციების მართვის სამსახურის უფროსმა და ადგილობრიივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი 2020, 15:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსთავი დაფუძნდა, როგორც ინდუსტრიული ქალაქი და ამ ქალაქისთვის ეკონომიკური განვითარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს იწყებს. პირველი - მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაცია რუსთავში იმართება და ის პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. მდგრადი განვითარების პროგრამა ეკონომიკური განვითარებას, ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე გარემოს დაცვის პროგრამული მიმართულებებს მოიცავს.

გიორგი გახარია

20 ოქტომბერი 2020, 14:57

ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა, კონკრეტული ბიზნეს სექტორისთვის კორონაპანდემიის პირობებში დაწესებული საგადასახადო შეღავათების ვადის გაგრძელება მნიშვნელოვანია.

20 ოქტომბერი 2020, 14:52

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა 16 000-ს პირველად გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 16 319 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1 431 635-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 269 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 24 635-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 1 085 608 პაციენტი.

20 ოქტომბერი 2020, 14:42

COVID19

ეპიდემიოლოგი: თუ ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი დასტაბილურდება, ვიტყვით, რომ პიკს მივაღწიეთ

„ეს ციფრები საკმაოდ საყურადღებო და საგანაგაშოა, მაგრამ ამ შემთხვევაში პანიკა არაფერს არ მოგვცემს, ეს სიტუაციას უფრო ართულებს. ყველაზე სწორია რეგულაციების შესრულებაა, რომ მეტად გავრცელებას ხელი შევუშალოთ. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში თითოეულ მოქალაქეს დღეს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე მას ჰგონია. არის ადამიანების ნაწილი, რომელიც რეგულაციებს არ იცავს განსახვავებული მოსაზრების გამო, მათ, სამწუხაროდ, ვირუსის არსებობის დღესაც არ სჯერათ“, - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

კახა კალაძე

20 ოქტომბერი 2020, 14:42

COVID19

კახა კალაძე: ნინო წილოსანთან კონტაქტი ყველა რეგულაციის დაცვით მქონდა, თავის დაზღვევის მიზნით ტესტი გაკეთებულია

თბილისის მერის განცხადებით, დეპუტატ ნინო წილოსანთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კონტაქტი ჰქონდა, თუმცა რეგულაციების დაცვით. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ ნინო წილოსანთან კონტაქტი მას პირბადის გარეშე არ ჰქონია, ტესტი მაინც ჩაიტარა.

გოგა ხაინდრავა

20 ოქტომბერი 2020, 14:41

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: დავით გარეჯის საქმეზე, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს

რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ამ თემაზე მან დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე ილაპარაკა.

ზურაბ ნოღაიდელი

20 ოქტომბერი 2020, 14:15

სამართალი

რა წერია დავით-გარეჯის საქმეზე ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებაში

როგორც ნოღაიდელი ამბობს, ამ სხდომაზე დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის მაშინდელმა თავმჯდომარემ წარადგინა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქართული მხარე ამბობდა, რომ დავით-გარეჯში შემავალი ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტერები საზღვრების დადგენის შემდეგ, აზერბაიჯანის მხარეს ხვდებოდა და ეს საკითხი სადავო კომისიის არც ერთ წევრს არ გაუხდია.

20 ოქტომბერი 2020, 13:58

რეგიონი

სენაკში აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა პრემიერა, „პროლოგი - ჩემი წარსულია“ გამართა

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა პრემიერა ,,პროლოგი - ჩემი წარსულია“ გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სპექტაკლი დიდი ქართველი მსახიობის, აკაკი ხორავას ტრაგიკულ ცხოვრებასა და ტრიუმფალურ შემოქმედებით გზას ასახავს და მისი დაბადებიდან 125 წლისთავს მიეძღვნა.

20 ოქტომბერი 2020, 13:55

ეკონომიკა

ნიდერლანდური გამოცემა ქართულ ღვინოზე წერს

ნიდერლანდურმა ვებგვერდმა ans-online.nl-მა გამოაქვეყნა ბლოგი ღვინის უცნობ ისტორიაზე. ბლოგში აღნიშნავენ ღვინის 8000-წლიან ისტორიას, რომელიც საქართველოში იწყება და რომ თავდაპირველად ღვინო ამფორაში მზადდებოდა. ბლოგში ასევე წერენ, რომ წითელი, თეთრი და როზე ღვინოების გარდა, არსებობს სხვადასხვა ფერის ღვინოები. სტატიის ავტორს მაგალითად ქართული, ქარვისფერი ღვინო მოჰყავს.

20 ოქტომბერი 2020, 13:49

ეკონომიკა

ნიდერლანდური გამოცემა: მოცვის ექსპორტი საქართველოსთვის შეიძლება ძალზედ მნიშვნელოვანი იყოს

ნიდერლანდურმა ვებგვერდმა www.agf.nl გამოქვეყნა სტატია, რომელიც ეხმაურება ეფკოს (Efko) პრეზენტაციას მოცვის ბიზნესში ინვესტიციასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ. დავითაშვილმა ისაუბრა პროექტზე „დანერგე მომავალი“, რომელიც მიზნად ისახავს სასოფლო მეურნეობის განვითარებას. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა კენკროვანი ხილის მნიშვნელობას.

20 ოქტომბერი 2020, 13:48

COVID19

მოსწავლეებისა და მასწავლებლის დაინფიცირების გამო, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ნინო ბულიას განცხადებით, სკოლაში ვირუსის შიდა გავრცელება არ მომხდარა და ინფიცირების შემთხვევები ოჯახებს უკავშირდება. სკოლაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, ხოლო სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები გადასული არიან თვითიზოლაციაში.

20 ოქტომბერი 2020, 13:47

სპორტი

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის 1-ელ ნოემბერს გასამართი შეხვედრა გადაიდო

ევროპაში COVID-19-ის პანდემიის განახლებისა და არსებული შეზღუდვების შემდეგ, რაგბი ევროპამ გადაწყვიტა 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა თამაში დროებით გაეუქმებინა. შესაბამისად საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებ გუნდებს შორის 1-ელ ნოემბერს გასამართი შეხვედრა გადაიდო.