http://imedi.ge/ /  08 ოქტომბერი 2020, 18:09 / სანდო წყარო

ბათუმში ახალი სკვერის მშენებლობა და სტადიონის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო

ბათუმი

ბაქოს ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა და სტადიონის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. აჭარის მთავრობის ცნობით, პროექტის ფარგლებში სკვერში დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონი, დაიდგმება დეკორატიული სკამები და მოეწყობა კორდი.

სტადიონზე კი, დაიგება ხელოვნური საფარი, დამონტაჟდება კალათბურთის ფარი და საფეხბურთო კარი, ხოლო ირგვლივ მოეწყობა გარე განათების სისტემა. პროექტის ღირებულება 200 ათას ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოები აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა დათვალიერეს.

ყველა სიახლე

ანა ქასრაშვილი

25 ოქტომბერი 2020, 08:57

კულტურა

კომპოზიტორი ანა ქასრაშვილი საერთაშორისო კონკურსის World Soundtrack Awards-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა

ქართველი კომპოზიტორი, ანა ქასრაშვილი საერთაშორისო კონკურსის World Soundtrack Awards-ის ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებული გახდა. ის ახალგაზრდა კომპოზიტორის მიერ შექმნილ საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში დაჯილდოვდა.

ბარაკ ობამა

25 ოქტომბერი 2020, 08:43

პოლიტიკა

ბარაკ ობამა აშშ-ის ეპიდვითარებაზე: დონალდ ტრამპს თავიდანვე რომ ემუშავა, სიტუაცია ასე არ გართულდებოდა

„რვა თვე ამ პანდემიაში. ახალი შემთხვევები რეკორდს ამყარებს. დონალდ ტრამპი ვერ შეძლებს, რომ უცებ დაგვიცვას. ის ელემენტარულ ნაბიჯებსაც კი ვერ დგამს, რომ საკუთარი თავი დაიცვას“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ჯო ბაიდენის მხარდამჭერთა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

25 ოქტომბერი 2020, 08:24

COVID19

კოლუმბიაში კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიის, რუსეთის, არგენტინის, ესპანეთისა და საფრანგეთის შემდეგ, კოლუმბია გახდა მერვე ქვეყანა, სადაც კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ინფიცირების 8 769 ახალი შემთხვევა აღწერეს.

25 ოქტომბერი 2020, 08:06

COVID19

დღე-ღამეში იტალიაში კორონავირუსის 19 644 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 151 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსის 19 644 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 151 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 504 509 შემთხვევა დადასტურდა, 37 210 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 264 117 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

25 ოქტომბერი 2020, 00:52

ტექნოლოგიები

აშშ-ში მეხანძრე რობოტი შექმნეს

რობოტი მეხანძრე ავტომობილი 1 600 კილოგრამს იწონის და საათში 13 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს. Thermite -ს აქვს ძლიერი ძრავი, რომელიც დიზელის საწვავზე მუშაობს. სავსე ავზი რობოტის მუშაობას 20 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს.

25 ოქტომბერი 2020, 00:39

COVID19

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ლუგარის ლაბორატორიის სახელით მოქალაქეებს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის პრეპარატს სთავაზობენ, რაც სიცრუეა

ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ავღანეთი

25 ოქტომბერი 2020, 00:31

მსოფლიო

Reuters: ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი, აბუ მუჰსინ ალ-მასრი მოკლეს, რომელიც ფედერალურ ბიუროს, ძებნილ ტერორისტთა სიაში ჰყავდა შეყვანილი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ალ-მასრის აშშ უცხოური ტერორისტული დაჯგუფებებისთვის მატერიალურ მხარდაჭერაში ადანაშაულებდა.

25 ოქტომბერი 2020, 00:26

ტექნოლოგიები

აშშ-ში რობოტი დელფინები შექმნეს

ამერიკულმა საინჟინრო კომპანია Edge Innovations-მა შექმნა რობოტი-დელფინი, რომელიც ნამდვილისგან არ განსხვავდება. გამომგონებლების მიზანია, აკვაპარკებსა და დელფინარიუმებში დელფინების რობოტებით შეცვლა.

25 ოქტომბერი 2020, 00:18

ტაბლოიდი

მსოფლიოში უძვირესი Ferrari ახალი მფლობელის მოლოდინშია

Ferrari 250 GT SWB California Spyder-ის მოდელი 1961 წელსაა გამოშვებული და ამ ავტომობილს „ოსკაროსანი“ მსახიობი ჯეიმს კობერნი ფლობდა. ავტომობილი გაყიდვებით მსოფლიო რეკორდსმენია, ამის შესახებ techcult წერს.

25 ოქტომბერი 2020, 00:04

მსოფლიო

მსოფლიოს უხუცესი წყვილიდან, კაცი 110 წლისა გარდაიცვალა

მსოფლიოს უხუცესი წყვილიდან, კაცი 110 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც LadBible-ი იუწყება, 110 წლის ხულიო მორა, ეკვადორის დედაქალაქ კიტოში, ხუთშაბათს გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ხულიო და მისი 104 წლის ცოლი 1941 წლის 7 თებერვალს, გაცნობიდან 7 წლის თავზე დაქორწინდნენ და მათმა ქორწინებამ ჯამში 79 წელს გასტანა.

ემანუელ მაკრონი

24 ოქტომბერი 2020, 23:42

მსოფლიო

ერდოღანის განცხადების გამო საფრანგეთმა თურქეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

საფრანგეთმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების გამო თურქეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შეურაცხყოფა და უხეშობა მეთოდი არ არის.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

24 ოქტომბერი 2020, 23:32

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ემანუელ მაკრონს მკურნალობა სჭირდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს მუსლიმებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამო მკურნალობა სჭირდება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

24 ოქტომბერი 2020, 23:32

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ.ოპერატიული შტაბი ავრცელებს.ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 141 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა, 59 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

ირაკლი ჩიქოვანი

24 ოქტომბერი 2020, 23:09

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, არსებული მხარდაჭერით ზუგდიდში მნიშვნელოვან შედეგს დავდებთ

ზუგდიდში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობას განაგრძოს. კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, ის დღეს სამეგრელოს მოქალაქეებს რუსთაველის ქუჩაზე შეხვდა.

წყალბურთი

24 ოქტომბერი 2020, 23:03

სპორტი

რუმინეთის ჩემპიონატში ქართველი ხელბურთელების დებიუტი შედგა

„რეშიცამ“, სადაც ისინი ჩაირიცხნენ, ნეიტრალურ მოედანზე ანგარიშით 20:21 წააგო „სუჩავასთან“, გოლების თითქმის ნახევარი კი ქართველების ანგარიშზეა - ორჯონიკიძემ 5 გაიტანა, კბილაშვილმა - 4. ორივე ახალი სეზონის წინ გადავიდა რუმინულ კლუბში, მაგრამ ქართველებს სჭირდებოდათ სამუშაო ვიზა, რომლის გაკეთებაც, პანდემიის გამო გაჭიანურდა.

ალექსანდრე მოწერელია

24 ოქტომბერი 2020, 22:40

პოლიტიკა

ალექსანდრე მოწერელიამ წალენჯიხის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო

„ქართული ოცნების“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.კანდიდატი ამჟამად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა.

24 ოქტომბერი 2020, 22:17

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: რემდესივირი გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პრეპარატი, რომელიც ოფიციალურად არის რეკომენდებული კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ

მედიკამენტი რემდესივირი მიუხედავად იმისა, რომ არ იყო იდეალური და ჩვენც არ ვყოფილვართ მისი მეხოტბე, მაინც მთელ მსოფლიოში დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა და ახლაც ითვლება ყველაზე იმედის მომცემად იმ ანტივირუსულ პრეპარატებს შორის, რომლებიც კლინიკურ კვლევებს გადიან, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

24 ოქტომბერი 2020, 22:13

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: დიდი ტყულია, როდესაც ამბობენ, რომ საქართველომ კოვიდთან ბრძოლაში კრახი განიცადა

„მინდა ყველას, ვინც ხელმძღვანელობს პრინციპით - „რაც უარესი, მით უკეთესი“, ვინც ამბობს, რომ ქვეყანაში სიკვდილობა კატასროფულად იზრდება და ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა, მკაფიოდ და გასაგებად ვუთხრა - ეს ტყუილია. დიდი ტყუილი“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომლის პოსტს კლინიკა ავრცელებს.

24 ოქტომბერი 2020, 22:02

რეგიონი

თელავის მეშვიდე სკოლა სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავა

COVID19-ის შემთხევვის გამო თელევის მეშვიდე სკოლა ერთი კვირით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავა. სკოლაში კორონავირუსი ერთ-ერთ პედაგოგს დაუდასტურდა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სკოლაში უკვე ჩატარდა ეპიდკვლევა.

თენგიზ ცერცვაძე

24 ოქტომბერი 2020, 22:01

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ვიდრე ცდილობენ, იპოვონ „კატა ბნელ ოთახში“, ჩვენ დიდი წარმატებით ვუმკურნალეთ 26-ათასზე მეტ კოვიდინფიცირებულს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მყოფ იმ ქართველ მედიკოსებს პასუხობს, ვინც საქართველოსსახელისუფლებპ ვერტიკალისა და და ექიმების მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო პოლიტიკასა და ღონისძიებებს აკრიტიკებს.