imedi /  09 ოქტომბერი 2020, 15:23 / სანდო წყარო

დავით ჩიკვაიძე: „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური გაერთიანების და შესაბამისად, მთავრობის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, მისი პატივი და ღირსება

დავით ჩიკვაიძე

დავით ჩიკვაიძე

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ვიდგე თქვენ წინაშე, როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, პოლიტიკური გუნდის, რომელმაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ხელისუფლებას ჩამოაშორა ძალადობრივი რეჟიმი და ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა დაამკვიდრა, დემოკრატიულ განვითარებას შეუწყო ხელი, - განაცხადა დავით ჩიკვაიძემ ონში სიტყვით გამოსვლისას.

„დღეს საქართველოს სახელმწიფო ჩადგა ხალხის სამსახურში. მოხარული ვარ, რომ მერის მოვალეობის შემსრულებლის რანგში, მიმდინარე წლის მაისის შემდეგ, შევხვდი არაერთ თქვენგანს, საშუალება მოგვეცა, რომ ერთად განგვეხილა ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი პრობლემები, გადაგვეწყვიტა ნაწილი მათგანი და დაგვესახა შემდგომი სამომავლო გეგმები. როგორც აქ არაერთხელ აღინიშნა, მუნიციპალიტეტს ტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია, რომლის ათვისებასაც ხელისუფლების უშუალო ჩართულობით და თანადგომით ვახორციელებთ.

მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადგომით და „ისრაელის სახლის“ აქტიური მონაწილეობით, ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება, კერძოდ, ქართველი ებრაელების, ონელი ებრაელების კომპონენტი, ლაილაში-ონი-უწერის მიმართულების, ტურისტული მიმართულება გახდა ევროპის ებრაული კულტურის მარშრუტის ნაწილი. ეს არის მნიშვნელოვანი საწინდარი ონის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდისთვის, და რა თქმა უნდა, გაგრძელდება ჩვენს ადგილობრივ თუ უცხოელ მეგობრებთან ერთად, ტურიზმის სხვა მიმართულების განვითარებისათვის მუშაობა“, - განაცხადა დავით ჩიკვაიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დაბრუნების ხელშეწყობა და ადგილზე მყოფი ახალგაზრდებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა.

„მოგეხსენებათ, რომ პრემიერ-მინისტრის რაჭაში ბოლო სტუმრობის დროს, დაანონსდა საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერის პროგრამა – „სახელმწიფო შენი პარტნიორია“. დღეს ონელებს გვაქვს საშუალება, რომ აქვე, ჩვენს იუსტიციის სახლში მივიდეთ და შესაბამისად დატრენინგებულ თანამშრომლებთან ერთად განვიხილოთ ჩვენთვის საინტერესო ბიზნეს- წინადადებები, მათთან ერთად დავსახოთ ეს გეგმები და მათი თანადგომით, მათი ჩართულობით შევადგინოთ ის პროექტი, რომელიც შემდეგ საქართველოს მთავრობის მხრიდან მოიპოვებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას. ამის პარალელურად, გაგრძელდება აქტიური საქმიანობა ონში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და ჩვენს მუნიციპალიტეტში კარგად განვითარებული საწარმოების ჩამოყალიბების მიმართულებით.

ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დაბრუნების ხელშეწყობა და ადგილზე მყოფი ახალგაზრდებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა. განხორციელდება ერთობლივი პროექტები საქართველოს მთავრობასთან ერთად. დაწყებულია აქტიური თანამშრომლობა ახალგაზრდობის სააგენტოსთან, რამდენიმე დღის წინ ონში დაფუძნდა რაჭის ახალგაზრდობის ასამბლეა, რომელიც, ბუნებრივია, პრობლემების წინ წამოწევასა და გადაჭრის გზების ერთობლივ შემუშავებას უზრუნველყოფს.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დღეს, თქვენი სახელით, კიდევ ერთხელ გადავუხადო უდიდესი მადლობა საქართველოს მთავრობას, აღმასრულებელ ხელისუფლებას და რა თქმა უნდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ გიორგი გახარიას 28-29 ივლისს ონში მომხდარი სტიქიის დროს აღმოჩენილი მყისიერი თანადგომისათვის, განსაცდელისა და გაჭირვების დღეებში ჩვენთან სტუმრობისთვის და იმ ეფექტური მუშაობისთვის, რაზეც მომდევნო დღეებში მთელი საქართველო საუბრობდა – ეს იყო სტიქიის ზონის მიღმა დარჩენილი მოსახლეობის საკვებისა და მედიკამენტების მხრივ უწყვეტი მომარაგება, დაზიანებული ინფრასტრუქტურის, ელექტროენერგიის, გზებისა და ხიდების ორ კვირაზე ნაკლებ დროში აღდგენა. ეს იყო დღეები, როდესაც ყველა ონელი ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებდა – „ჩვენ ვიგრძენით, რომ გვაქვს სახელმწიფო და გვყავს მზრუნველი მთავრობა“, ეს იყო დღეები, როდესაც ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც დაინახა, რას ნიშნავს ეფექტური მთავრობა, რას ნიშნავს მოსახლეობის მხარდაჭერა, რას ნიშნავს შემდგარი სახელმწიფო აპარატი, რა შედეგი მოაქვს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობას. ამ კონტექსტში განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ჩვენი დეპუტატობის კანდიდატის, ჩვენი მოქმედი დეპუტატის, ჩვენს რეგიონზე უზომოდ შეყვარებული ადამიანის, ბატონი გოჩა ენუქიძის უდიდესი პირადი წვლილი სტიქიის ღამეს საქართველოს მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის უზრუნველყოფის და მომდევნო დღეებში სახელისუფლო ორგანოების მობილიზაციის საქმეში, რომელმაც სტიქიის შედეგად მოწყვეტილ სოფლებში პირველი პანიკა მოხსნა, სიტუაცია განმუხტა და მათში იმედის გაღვივება განაპირობა“, - განაცხადა დავით ჩიკვაიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური გაერთიანების და შესაბამისად, მთავრობის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, მისი პატივი და ღირსება.

„ეს ღირებულება არასდროს ყოფილა ლიტონი სიტყვები, არამედ იყო, არის და იქნება ჩვენი და მათ შორის პირადად ჩემი, ყოველდღიური საქმიანობის წარმმართველი და მოტივატორი“, - აღნიშნა დავით ჩიკვაიძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ ონში მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატები წარადგინა.

ყველა სიახლე

ლევან კობიაშვილი

30 ოქტომბერი 2020, 21:24

პოლიტიკა

ლევან კობიაშვილი: წინა ხელისუფლებამ ერთადერთი რაც გლდანს გაუკეთა - ააშენა ციხე და გაავსო იგი ჩვენი მოქალაქეებით

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველომ“ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გლდანის რაიონში გამართა, რომელზეც რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატი, ლევან კობიაშვილი წარადგინეს. შემაჯამებელ შეხვედრაზე გლდანის მოსახლეობას და ქართველ საზოგადოებას სიტყვით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა მიმართეს.

ბიძინა ივანიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 21:10

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი ვალია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ასპროცენტიანი გამოცხადებით დავიცვათ ისინიც, ვინც მცდარ არჩევანს გააკეთებენ

ჩვენ ხომ ზედმიწევნით კარგად ვიცით, რას უქადის ეს არჩევანი ჩვენს სამშობლოს და სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ასპროცენტიანი გამოცხადებით დავიცვათ ისინიც, ვინც მცდარ არჩევანს გააკეთებენ, რათა არ დავუშვათ, რომ ემოციით ნაკარნახევი გადაწყვეტილებით დასაჯონ ქვეყანა და საკუთარი თავი. ისინი ხომ, განსხვავებული ხედვის მიუხედავად, ჩვენი სისხლი და ხორცი - ჩვენი ძმები და დები არიან, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველთან პარტიის წარმომადგენლების შემაჯამებელ შეხვედრაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა

კომუნიკაციების კომისია

30 ოქტომბერი 2020, 21:08

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა

კომუნიკაციების კომისიამ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი „იმედის“ წინააღმდეგ დააკმაყოფილა და ტელეკომპანიას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქმე ეხება „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც „იმედმა“ ეთერში არ განათავსა.

ბიძინა ივანიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 21:05

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: გახსოვდეთ საკუთარ ხალხს არ უბრაზდებიან

გახსოვდეთ, საკუთარ ხალხს არ უბრაზდებიან. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენზე განაწყენებული ადამიანების დიდ ნაწილს, ისევ ჩვენ ვეიმედებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავუწბილოთ მათ ეს იმედი, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველთან პარტიის წარმომადგენლების შემაჯამებელ შეხვედრაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 21:04

პოლიტიკა

ზაზა ლომინაძე: ჩემი საქმიანობის ყოველი დღე იქნება მიმართული იქეთ, რომ ქუთაისი იყოს ქალაქი, სადაც უმთავრესი იქნება განვითარება და წინსვლა

,,31 ოქტომბერი უმნიშვნელოვანესი დღეა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. არჩევანი, რომელსაც ახლა გავაკეთებთ , განსაზღვრავს იმას, როგორ ვიცხოვრებთ ხვალ. მე უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ქუთაისისა და ქუთაისელების წინაშე- ვიყო თქვენი ხმა საქართველოს პარლამენტში,"-განაცხადა ,,ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ. მისი განცხადებით 31 ოქტომბრის არჩევნები ჩაივლის მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში, როგორიც იყო წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი.

ბიძინა ივანიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 21:00

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას

დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას და პოლიტიკური მრავალფეროვნების მიუხედავად, ოპოზიციურ ველზე კვლავ დომინირებს რევანშზე ორიენტირებული, დესტრუქციული ძალა, რის გამოც, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, პრაქტიკულად, ამ ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველთან პარტიის წარმომადგენლების შემაჯამებელ შეხვედრაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა

ბიძინა ივანიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 20:59

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: ხვალ არც ერთი ჩვენგანი არ უნდა დარჩეს სახლში და ყოველმიზეზგარეშე უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან

ამიტომ მოგმართავთ თქვენ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ოცნების ვეტერანებს და ახლად შემოერთებულ ჯარისკაცებს - ხვალ არცერთი ჩვენთაგანი არ უნდა დარჩეს სახლში და ყოველმიზეზგარეშე უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან. ეს ჩვენი ვალია ქვეყნის, მისი მომავლის, ერთმანეთის და რაც არ უნდა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, იმათ წინაშეც, ვინც ხვალ სხვა პარტიის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. ფაქტია, რომ ყველას დარწმუნება ვერ შევძელით, რაც დემოკრატიის პირობებში სავსებით ნორმალურია, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველთან პარტიის წარმომადგენლების შემაჯამებელ შეხვედრაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა. „ფაქტია, რომ ყველა ის წარმატება, რისი მიღწევაც ოცნებამ ამ რთულ პერიოდში მოახერხა და შეძლო, არ აღმოჩნდა საკმარისი უმცირესობაში მყოფი, ჩვენდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასარწმუნებლად და ხვალ ისინი განსხვავებულ არჩევანსაც გააკეთებენ. მაგრამ ჩვენ მეტნი ვართ, გაცილებით მეტნი და სწორედ ეს არის უმრავლესობის პასუხისმგებლობა უმცირესობის წინაშე, რომ შევძლოთ და დავაზღვიოთ მათი შეცდომაც, რათა მათვე არ დაუჯდეთ ძვირი საკუთარი მცდარი გადაწყვეტილება. მე პატივს ვცემ საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევანს და დრამატულს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ მათი გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს „ქართულ ოცნებას““, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კახა კალაძე

30 ოქტომბერი 2020, 20:57

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვამაყობთ ჩვენი პოლიტიკური გუნდით, გამოცდილი და ახალი წევრებით, რომლებსაც გამოარჩევთ საქმის სიყვარული, გამოცდილება, ცოდნა და კეთილსინდისიერება

ქვეყნის წარმატება თავისით არ მოდის. მას ქმნიან წარმატებული ადამიანები, რომლებსაც საკუთარი საქმე უყვართ, სამშობლოს გულშემატკივრობენ და სხვა ადამიანებზე ზრუნავენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გლდანში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 20:55

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ მცირედით მაინც გამრუდდეს ხალხის არჩევანი

ხელისუფლების წყარო ხალხია და მხოლოდ ის წყვეტს, ვინ უნდა გაუძღვეს ქვეყანას. ასე მუშაობს დემოკრატია და მე ამაყი ვარ, რომ დღეს, ქართველ ხალხს კლავ მყარად უპყრია ხელთ ეს უზენაესი უფლება, რომელიც 2012 წლამდე მიტაცებული ჰქონდა უზურპატორს. , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველთან პარტიის წარმომადგენლების შემაჯამებელ შეხვედრაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა

ბიძინა ივანიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 20:50

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი ამომრჩევლებს მიმართავს

მივესალმები მთელ საქართველოს, მის მრავალეროვან ხალხს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, დედამიწის რომელ წერტილშიც არ უნდა ცხოვრობდეს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, ყველა მათგანის მზერა მოპყრობილია საკუთარი სამშობლოსკენ. დღეს იწურება მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა 4 წლის წინ მოგვცა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მეორე ვადით ანდო ქვეყნის ბედი და მისი განვითარების პერსპექტივა. როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერმა, პირველ რიგში, გულითადი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ნდობისთვის, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველთან პარტიის წარმომადგენლების შემაჯამებელ შეხვედრაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა

ლევან კობიაშვილი

30 ოქტომბერი 2020, 20:39

პოლიტიკა

ლევან კობიაშვილი: გლდანის მაჟორიტარობა ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა

მადლობა გუნდს, რომელმაც გამომიცხადა ნდობა და უკვე მეორედ დამასახელა გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, - ამის შესახებ ლევან კობიაშვილმა გლდანში, ამომრჩეველთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

30 ოქტომბერი 2020, 20:38

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს წინსვლას ვერავინ შეაჩერებს და ხვალ ჩვენ ლევან კობიაშვილთან ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან არჩევნებში

საქართველოს წინსვლას ვერავინ შეაჩერებს და ხვალ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, ლევან კობიაშვილთან ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან არჩევნებში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან კობიაშვილის წარდგენაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს დემოკრატიის გაძლიერებისკენ.

30 ოქტომბერი 2020, 20:31

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 24 405 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 405 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 274 ადამიანი გარდაიცვალა.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 20:29

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენი თითოეული მოქალაქის დაკვეთაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა

ხვალ, 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქე გააკეთებს თავის არჩევანს და ეს არჩევანი იქნება ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი, ღირსებით სავსე დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ. ეს იქნება არჩევანი, რომელიც უარს ეტყვის უუფლებობის, ძალადობის, ფეხქვეშ გათელილი ღირსებისა და ადამიანის ინტერესების წარსულში დაბრუნებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 20:27

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 31 084 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 31 084 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 199 ადამიანი გარდაიცვალა.

30 ოქტომბერი 2020, 20:16

მსოფლიო

მიწისძვრის შედეგად, საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ორი არასრულწლოვანი დაიღუპა

მიწისძვრის შედეგად, საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ორი არასრულწლოვანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

30 ოქტომბერი 2020, 20:13

პოლიტიკა

კახა კალაძე: დღეს, ისე როგორც არასდროს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში აყვანილია უმაღლეს დონეზე

დღეს ქვეყანაში, განსხვავებული აზრის ადამიანები არ იდევნებიან, მათ არ ყრიან სამსახურიდან როგორც ეს ხდებოდა წინა წლებში, - ამის შესახებ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან კობიაშვილის ამომრჩევლისთვის წარდგენის ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 20:02

მსოფლიო

პარიზში სამართალდამცველებმა ცივი იარაღით შეიარაღებული პირი დააკავეს

პარიზში სამართალდამცველებმა ცივი იარაღით შეიარაღებული პირი დააკავეს, რომელიც პოლიციელებს ემუქრებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

30 ოქტომბერი 2020, 19:55

სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი დაათვალიერა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა სასწავლო ცენტრის ახალი შენობა დაათვალიერა. ცენტრის სარემონტო სამუშაოები მიმდინარე კვირას დასრულდა. შენობაში მოეწყო ბიბლიოთეკა, ვირტუალური ტირი, საკონფერენციო დარბაზი, სივრცეები როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მეცადინეობისთვის.

მირანდა მესხი

30 ოქტომბერი 2020, 19:42

პოლიტიკა

მირანდა მესხი: ზუგდიდის საარჩევნო ოლქში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ ამომრჩეველს გადასატანი ყუთით მოვემსახურებით

ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის ინფორმაციით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში არის 107 საარჩევნო უბანი, ამას ემატება 2 სპეცუბანი, 109 და 110, ე.წ.„კოვიდუბნები“, ხოლო ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 120 213-ს.„კოვიდუბნებზე“ 280 ამომრჩეველია რეგისტრირებული.