imedi /  12 ოქტომბერი 2020, 14:47 / სანდო წყარო

კახა კალაძე: მოქალაქე სახელმწიფოს დამსჯელი მექანიზმის ნაცვლად, როგორც ეს წინა ხელისუფლების პირობებში იყო, პარტნიორად, დამხმარედ და საკუთარ ნაწილად აღიქვამს

კახა კალაძე

კახა კალაძე

კახა კალაძე

ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, ქვეყანა ყველაზე მეტად დაუახლოვდა დასავლეთს და დასავლურ სტრუქტურებს, ყველაზე მეტად არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, ყველაზე მეტად არის შექმნილი პირობა, რომ თითოეული ოჯახი ეკონომიკურად გაძლიერდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ ბორჯომში, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობოს კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე გსიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ძალიან მიხარია, რომ ვიმყოფები ამ მშვენიერ ქალაქში, მშვენიერ მხარეში, ბორჯომში, რომლის ბუნება და ბუნებრივი რესურსები მთელ მსოფლიოშია განთქმული. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ თავიანთი კუთხე, ქალაქი, ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ ყოველდღიურობისთვის, იმ საქმიანობისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის.

„ქართული ოცნების” ერთიანი გუნდი, თქვენთან ერთად, კიდევ ერთი გამარჯვებისთვის ემზადება, რათა მომავალ წლებში, განახლებული ენერგიით, ახალი ძალებითა და შემართებით, საქართველოს წარმატებისთვის ვიზრუნოთ.

ჩვენმა სამშობლომ რთული პერიოდები გამოიარა, თუმცა 2012 წლის გამარჯვების შემდეგ, რომლის შემოქმედიც ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და თავჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია, ქვეყანაში მშვიდობამ და სტაბილურობამ დაისადგურა. ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, ქვეყანა ყველაზე მეტად დაუახლოვდა დასავლეთს და დასავლურ სტრუქტურებს, ყველაზე მეტად არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, ყველაზე მეტად არის შექმნილი პირობა, რომ თითოეული ოჯახი ეკონომიკურად გაძლიერდეს. დღეს, მოქალაქე სახელმწიფოს დამსჯელი მექანიზმის ნაცვლად, როგორც ეს წინა ხელისუფლების პირობებში იყო, პარტნიორად, დამხმარედ და საკუთარ ნაწილად აღიქვამს და განიხილავს.

დღეს, თითოეული ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია და უკლებლივ ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს გვერდში დგომითა თუ საკუთარი ძალებით ახალი საქმე, ახალი ბიზნესი წამოიწყოს, გააძლიეროს რეგიონი, ადგილობრივები დაასაქმოს და ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. დღეს, ბიზნესი თავისუფალია და მას სახელმწიფოს მხარდაჭერა აქვს, რაც უფრო მეტ მოტივირებულ ადამიანს, მეტ ინვესტიციას და მეტ დასაქმებულს ნიშნავს.

ბორჯომში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ბევრი ინვესტიცია ჩაიდო, თუმცა ეს არ არის საკმარისი, განსაკუთრებით იმ კრიზისულ ფონზე, რაც კორონავირუსმა გამოიწვია. "ქართული ოცნების” ერთიანი და ეფექტური გუნდი, მზად არის, ყველა გამოწვევას თქვენთან ერთად გაუმკლავდეს.

ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში ამ მიმართულებით რამდენად მძიმე ვითარებაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევძლოთ მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა.

ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა, რათა მოვახერხოთ გამოწვევებისა და პრობლემებისთვის ღირსეული პასუხის გაცემა, რაც თქვენს მუნიციპალიტეტში და ზოგადად ქვეყანაში არსებობს.

31 ოქტომბერს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში წარმოდგენილი ჩვენი გუნდი, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია, აუცილებლად გაიმარჯვებს და ამ ყველაფერში თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველა სიახლე

28 ოქტომბერი 2020, 17:34

პოლიტიკა

Public Opinion Strategies-ის მიერ გამოკითხულთა 51% ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად დასაქამებასა და უმუშევრობას ასახელებს

დასაქმება და უმუშევრობა 51%, სიღარიბე და სოციალური დახმარება 32%, ოკუპირებული ტერიტორიები 27%, ფასების ზრდა 19%, კორონავირუსი 17%, განათლება 13%, ჯანდაცვა 12%, პენსიები 11%, შიდა პოლიტიკური უსაფრთხოება 6%, საგარეო საფრთხეები 4%.

გიორგი გახარია

28 ოქტომბერი 2020, 17:32

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს, საბოლოო მიზანი კი ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა

ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო უნდა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, ხოლო საბოლოო მიზანი არის სრულფასოვანი წევრობა ევროატლანტიკურ ოჯახში. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი მომავალი თაობებისთვის, - ამის შესახებ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნების“ კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

28 ოქტომბერი 2020, 17:30

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი საზოგადოება მზად არის, რომ კვლავ ჩააბაროს ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“

„მთავარი თემა, მთავარი განწყობა, რაც მე დავინახე ეს იყო, რომ ჩვენი საზოგადოება მზად არის, რომ ჩააბაროს კვლავ ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“. მე ეს მტკიცედ დავინახე მათი დამოკიდებულებიდან და ეს არ იყო საარჩევნო პროცესებზე საუბარი. ეს იყო საუბარი, რა თქმა უნდა, ყოფით ნაწილზე, იმ გამოწვევებსა და იმ მომავალ გეგმებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს ნაძალადევის რაიონში“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2020, 17:26

პოლიტიკა

Public Opinion Strategies-ის გამოკითხულთა 59% ამბობს, რომ კახა კალაძის მიერ შესრულებული სამუშაო მოსწონს

კითხვაზე მოგწონთ თუ არა თბილისის მერის თანამდებობაზე კახა კალაძის მიერ შესრულებული სამუშაო, რესპონდენტთა 59% ამბობს, რომ მოსწონს, 29% ამბობს, რომ არ მოსწონს. ტელეკომპანიის დაკვეთას უმსხვილესი ამერიკული საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ი შეასრულებს.

28 ოქტომბერი 2020, 17:22

მსოფლიო

საფრანგეთის მთავრობა: საფრანგეთი არასდროს დათმობს თავის პრინციპებსა და ღირებულებებს

საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, გაბრიელ ატალის განცხადებით, საფრანგეთი არასდროს დათმობს თავის პრინციპებსა და ღირებულებებს.

გიორგი გახარია

28 ოქტომბერი 2020, 17:20

პოლიტიკა

„იმედის“ დაკვეთით გამოკითხულთა 68% ამბობს, რომ გიორგი გახარიას მიერ შესრულებული სამუშაო მოსწონს

კითხვაზე, მოგწონთ თუ არა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესრულებული სამუშაო, რესპონდენტთა 68% ამბობს, რომ მოსწონს, 23% ამბობს, რომ არ მოსწონს. ტელეკომპანიის დაკვეთას უმსხვილესი ამერიკული საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ი შეასრულებს.

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2020, 17:17

პოლიტიკა

კახა კალაძე: დღეს სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე მზრუნველი და დამხმარე გახდა, უსმენს ადამიანებს და ყველაფერს აკეთებს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში

კარგად იცით რომ წლების განმავლობაში არა მხოლოდ ნაძალადევს რაიონი, არამედ მთელი თბილის მთლიანად იყო მიტოვებული, ადამიანებს არ ჰქონდათ განვითარების შესაძლებლობა, დამკვიდრებული იყო უიმედობა და სრული ნიჰილიზმი, თუმცა 2012 წლის შემდეგ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა.

28 ოქტომბერი 2020, 17:09

რეგიონი

ანაკლიაში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა გაიხსნა

ანაკლიაში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა გაიხსნა. ამ დრომდე ანაკლიაში სახანძრო-სამაშველო დანაყოფი არ იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შენობის გახსნასთან ერთად შეიქმნა და ამოქმედდება ახალი სახანძრო-სამაშველო განყოფილება, რაც გაზრდის სტიქიაზე რეაგირების ეფექტიანობას.

28 ოქტომბერი 2020, 17:00

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 928 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 928 ადამიანს გამოუვლინდა, 11 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 52,137 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 699 ადამიანი. ვირუსისგან 42,033 პაციენტი განიკურნა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

28 ოქტომბერი 2020, 16:52

მსოფლიო

ერდოღანი: საფრანგეთი ემანუელ მაკრონის მანკიერ, პროვოკაციულ და სიძულვილით სავსე პოლიტიკაზე უკეთესს იმსახურებს

ჩვენთვის ღირსების საკითხია, ჩვენს წინასწარმეტყველზე თავდასხმებს წინ აღვუდგეთ, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ხვიჩა კვარაცხელია

28 ოქტომბერი 2020, 16:52

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიათი დორტმუნდის „ბორუსია“ დაინტერესდა

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევით, ხვიჩა კვარაცხელიათი დორტმუნდის „ბორუსია“ დაინტერესდა. ამის შესახებ რუსულ გამოცემა „ჩემპიონატს“ გერმანულ კლუბში თავისმა წყარომ განუცხადა.

28 ოქტომბერი 2020, 16:47

რეგიონი

თბილისის მერიამ სენაკს 11 ავტობუსი გადასცა

თბილისის მერიამ სენაკს 11 მუნიციპალური ავტობუსი გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტობუსები ნოემბრის ბოლოდან მოემსახურებიან მოქალაქეებს და უზრუნველყოფენ მათ დროულ და კომფორტულ გადაადგილებას.

28 ოქტომბერი 2020, 16:47

COVID19

შვეიცარიაში კორონავირუსის 8,616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

შვეიცარიაში კორონავირუსის 8,616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სულ დადასტურებული შემთხვევები შვეიცარიასა და მეზობელ ლიხტენშტაინში 135,658-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განამვლობაში 24 ადამიანი გარდაიცვალა და ჯამში ლეტალური მაჩვენებელი 1,954-მდე გაიზარდა.

28 ოქტომბერი 2020, 16:39

კულტურა

ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა“ იწყება

„ალტერნატიული ტალღა 2020”-ის მთავარი მიზანია მცირებიუჯეტიანი მხატვრული ფილმების პროექტების განვითარება უცხოელი და ქართველი კინოპროფესიონალების დახმარებით. პლატფორმა ძირითადად ფოკუსირებულია ქართულ კინოპროექტებზე, თუმცა რამდენიმე წლის წინ მას შავი ზღვის რეგიონიც (თურქეთი, უკრაინა, ბულგარეთი) შეუერთდა.

ფირუზ გელაშვილი

28 ოქტომბერი 2020, 16:35

COVID19

„ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის შტაბის უფროსი ფირუზ გელაშვილი, რომლის ოჯახის წევრებიც ინფიცირებული არიან, ტესტირებაზე უარს აცხადებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის შტაბის უფროსის ფირუზ გელაშვილის ოჯახის რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ფონზე გელაშვილი სპეციალისტების მოწოდებაზე, რომ მან კორონავირუსზე კვლევა ჩაიტაროს და თვითიზოლაციაში გადავიდეს კატეგორიულ უარს აცხადებს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.

28 ოქტომბერი 2020, 16:35

საზოგადოება

სოფიო ქაცარავამ ბრისტოლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, სოფიო ქაცარავამ ბრისტოლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრებზე განხილულ იქნა ბიზნესის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ინიციატივები, ასევე დაძმობილებულ ქალაქებს თბილისსა და ბრისტოლს შორის ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერების პერსპექტივები.

ავსტრალია მარჯნის რიფი

28 ოქტომბერი 2020, 16:34

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ავსტრალიაში აქამდე უცნობი მარჯნის რიფი იპოვეს

რიფის სიმაღლე 500 მეტრს შეადგენს და ის ისეთ ცნობილ ცათამბჯენებზე მაღალია, როგორებიცაა იმპაიერ სტეიტ ბილდინგი (ნიუ იორკი) და პეტრონას თვინ თაუერსი (კუალა ლუმპური). მეცნიერებმა რიფი ოკეანეს ფსკერის 3D-რუკის შექმნისას იპოვეს. მათი თქმით, ქვეყანაში მსგავსი აღმოჩენა 120 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა.

თორნიკე რიჟვაძე

28 ოქტომბერი 2020, 16:27

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირი შევიდა

დაბა ხულოში მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში, ბუნებრივი აირი აინთო. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და კომპანია სოკარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხულოში ადგილობრივ მოქალაქეებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ხორციელდება მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტები

28 ოქტომბერი 2020, 16:25

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 73 240 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 73 240 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 985 ადამიანი გარდაიცვალა.

28 ოქტომბერი 2020, 16:21

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა პრიორიტეტულია

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ბოტანიკურ ბაღში წარმატებულ კარატისტებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდა. კანდიდატის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა პრიორიტეტულია. „სპორტის სხვადასხვა სახეობაში ზუგდიდს ბევრი წარმატებული სპორტსმენი ჰყავს. მათ შორის არიან წარმატებული კარატისტები, მსოფლიოს, ევროპისა და კავკასიის ჩემპიონები სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიაში. დღეს მათ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შევხვდი. ჩემთვის სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი ბავშვობა ამ სპორტთან ასოცირდება. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა პრიორიტეტულია. ჩემი, როგორც ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, საზრუნავი მათი წარმატებისთვის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა იქნება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.