imedi /  12 ოქტომბერი 2020, 17:17 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: აბასთუმანი სულ მალე იქნება საერთაშორისო დონის კურორტი, რომელიც კიდევ უფრო ცნობადს გახდის სამცხე-ჯავახეთს და საქართველოს

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

სულ მალე ადიგენი გახდება გზაჯვარედინი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ადიგენში, ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ - მინისტრის თქმით, ადიგენი ძალიან მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტი იყო ყოველთვის და გახდება კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი, რადგან აქ ბევრი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

„მოგეხსენებათ, რომ ხულო-ზარზმა დაიწყო და მალე ამას ბოლოში გავიყვანთ ისევე, როგორც ბაღდათი-აბასთუმანი დააკავშირებს ადიგენს ქუთაისის აეროპორტთან საათნახევრით უფრო მოკლე პერიოდში. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, იმისთვის, რომ საქართველოს ერთიანობის სიმბოლო - ზარზმა, რაც შეიძლება ბევრმა ქართველმა და ჩვენი ქვეყნის ბევრმა სტუმარმა ნახოს - ადიგენის და ზოგადად საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც არის საერთოდ ქართველობის, ქართულისა და ერთიანი, ძლიერი საქართველოს სიმბოლო უნდა იყოს ადვილად მისასვლელი და უნდა იყოს ამ ქვეყნის ყურადღების ცენტრში. გარდა ამისა, აბასთუმანი სულ მალე იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბალნეოლოგიური კურორტი, ეს იქნება საერთაშორისო დონის, საერთაშორისო მასშტაბის კურორტი, რომელიც კიდევ უფრო ცნობადს გახდის ადიგენს, საქართველოს და მთლიანად ამ ხეობას, სამცხე-ჯავახეთს. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად, მაგრამ ამაზე რომ ვსაუბრობთ, ყველას კარგად გვესმის, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პრობლემები გვაქვს, რომლებიც ნელ-ნელა უნდა გადავლახოთ, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამისთვის, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებში სულ ინვესტირებულია დაახლოებით 512 მილიონი ლარი. შემდგომი 4 წლის განმავლობაში, როდესაც ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს არჩევნებში, ქვეყნის სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იქნება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი.

„ყველას კარგად გვესმის, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პრობლემები გვაქვს, რომელებიც ნელ-ნელა უნდა გადავლახოთ, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამისთვის. მე ერთ ციფრს მოგიყვანთ- 2012 წლის შემდეგ სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებში სულ ინვესტირებულია დაახლოებით 512 მილიონი ლარი. შემდგომი 4 წლის განმავლობაში, როდესაც ,,ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იქნება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. ეს ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სასმელი წყალი, რომელიც ადიგენში რამდენი წელია უკვე პრობლემაა და სულ რაღაც ერთ თვეში დასრულდება და 24 საათიანი წყალმომარაგება გექნებათ, მაგრამ უნდა მოჰყვეს წყალარინება, წყალმომარაგება ნორმალური უნდა იყოს სოფლებში ისევე, როგორც სარწყავი წყალი არ უნდა იყოს პრობლემა ისევე, როგორც მაგისტრალური გზები ნორმალურ მდგომარეობაში გვაქვს, მაგრამ შიდა სოფლის და ქალაქებს შორის გზები არის წესრიგში მოსაყვანი. ეს ყველაფერი არის სისტემური, ელემენტარული ინფრასტრუქტურა, რომელიც ნორმალურ ევროპულ ქვეყნებში კარგა ხანია მოწესრიგებული აქვთ, მაგრამ კიდევ დაგვჭირდება რაღაც დრო ერთად შრომით, რომ ეს ყველაფერი მოვიყვანოთ წესრიგში. ეს სისტემური ინფრასტრუქტურა უბრალოდ ჩვენს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ ისინი თბილისში, ადიგენში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში - ერთ დონეზე უნდა შეეძლოთ ცხოვრება. ამიტომ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, ერთად უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში თქვენ ყველამ კარგად ნახეთ, ჩვენ არ ვართ მომხრე პოპულიზმის და ბევრი ლაპარაკის, ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქმე. ამ საქმესაც ბევრი პიარი და რეკლამა არ სჭირდება იმიტომ, რომ ადამიანები ამას თვითონ ხედავენ ეს არის ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა არჩევნებზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არანაირ პოპულისტურ დაპირებას არ იძლევა.

„ჩვენ, ამ არჩევნების დროსაც, არანაირ პოპულისტურ დაპირებას არ ვიძლევით. გვაქვს კონკრეტული გეგმა, კონკრეტული ნაბიჯებით და კონკრეტული მიზნებით. მიზანი, როგორც იცით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იყოს გაზომვადი და თითოეული ჩვენი მიზანი არის გაზომვადი და არა ფუჭი დაპირება. ამიტომ, იმ მხარდაჭერით, რომელიც საბედნიეროდ, ჩვენ, ჩვენი მოქალაქეების გვაქვს, წყნარად, მშვიდად, აბსოლუტურად მშვიდ გარემოში უნდა მივიდეთ, არ უნდა წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციას, არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩვენი ღირსეული და სამართლიანი გამარჯვება რაიმე რისკის, ან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ამიტომ, არ უნდა წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციებს, უნდა გავიმარჯვოთ ღირსეულად, სამართლიან ბრძოლაში. გამარჯვებას გისურვებთ!“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:31

პოლიტიკა

პრემიერი: როგორ შეიძლება ქვეყანაში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ბედნიერებას ვერ მალავენ, როცა ხედავენ ჩვენი ინფიცირებული მოქალაქეების ზრდას

გიორგი გახარია ოპოზიციას მოუწოდებს, არჩევნებში დამარცხებას საკუთარი მომავალი არ გადააყოლონ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ვახტანგ გომელაური

27 ოქტომბერი 2020, 18:29

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლებზე და ვცდილობთ, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, შევუმსუბუქოთ მძიმე სამუშაო

წალენჯიხაში, პოლიციის ახალი შენობის გახსნის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და რეგიონებში პოლიციის ახალი შენობების მშენებლობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, როგორც წალენჯიხაში ისე რეგიონების სხვა ქალაქებშიც პოლიციის შენობების მშენებლობა გაგრძელდება, რადგან თანამშრომლებს მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეთ მძიმე სამუშაოს შესრულების პროცესში.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:26

პოლიტიკა

გიორგი გახარია: უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნების დემოკრატიულად, ღიად და ტრანსპარენტულად ჩატარება ყველას ვალდებულებაა

ეს საარჩევნო კამპანია არის უკიდურესად ღია, უკიდურესად გამჭირვალე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, არჩევნების დემოკრატიულად, ღიად და ტრანსპარენტულად ჩატარება ჩვენი ყველას ვალდებულებაა.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:23

სამართალი

გიორგი გახარია: პოლიციელები, რომლებიც ჩვენი ინფიცირებული მოქალაქეების კავშირებს ადგენდნენ, დღეს, რადგან სამ დღეში არჩევნებია ამორალური დარტყმების ქვეშ არიან

ეს ის პოლიციაა, ის ექიმები და სამხედროები არიან, რომლებიც პირველ რიგში, ჩვენს ამომრჩევლებს იცავენ. ხალხი ამას კარგად ხვდება. დღეს, მაგალითად, მთავრობა და ხელისუფლება ყველაზე უფრო მეტად არის დაინტერესებული, რომ ის დამნაშავე, რომელმაც მძევლები აიყვანა, რაც შეიძლება სწრაფად იყოს დაკავებული. ჩვენი მოქალაქეების ინტერესიც იგივეა. ოპოზიციის ინტერესი კი ეს არ არის. ოპოზიცია დაინტერესებულია, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეს პროცესი და ზოგიერთი ტელევიზია ამ პროცესს ხელსაც უშლის, რადგან არჩევნებამდე საჭორაო საგანი იყოს. ზუსტად იგივეა ეპიდემიოლოგიურად“, – განაცხადა გახარიამ.

ლინას ლინკევიჩუსი

27 ოქტომბერი 2020, 18:20

მსოფლიო

ლინას ლინკევიჩუსი: ნატო არ მიიწვევს გასაწევრიანებლად სახელმწიფოს, რომლის საზღვრებზე ომი მიმდინარეობს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, დონბასში მიმდინარე კონფლიქტი და რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია უკრაინის ნატოში გაწევრიანების გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:17

პოლიტიკა

გიორგი გახარია: არ მჭირდება კვლევები, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი

ვფიქრობ რომ ეს საკმაოდ ფრთხილი ციფრებია - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია Survation-ის კვლევას, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნებას“ ხმების 55% აქვს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ - 22%-ი.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 18:16

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მჯერა, რომ ეს რამდენიმე დღე სტაბილურად მშვიდ გარემოში ჩაივლის

ჩვენ ვნახეთ, რომ წინასაარჩევნო კამპანია, მიუხედავად იმ რამდენიმე ინციდენტისა, რომელიც დავგმეთ და მომავალშიც იქნება დაგმობილი, ეს კამპანია უცნაურად მშვიდია, ყველა წინა არჩევნებთან შედარებით და ამის ლუსტრაცია ფაქტებითაც შემიძლია, რადგან 8 წელი ვხელმძღვანელობდი უწყებათაშორის კომისიას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მე-4 ნომერმა, თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 18:14

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: წინა დღეებშიც ისმოდა არაერთი სიცრუე და ჩვენ უნდა ვიყოთ ამ სიცრუეების გაბათილების მუდმივ რეჟიმში

„დღეს დილიდან ისმოდა, მაგალითად, ბრალდებები, რომ თითქოს რომელიმე მისამართზე 40-ზე მეტი პირია მიწერილი და ჩვენ ვნახეთ შესაბამისი უწყების განცხადება, რომ ეს არის ტყუილი. წინა დღეებშიც ისმოდა არაერთი სიცრუე და ჩვენ უნდა ვიყოთ ამ სიცრუეების გაბათილების მუდმივ რეჟიმში“, - განაცხადა წულუკიანმა.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:09

COVID19

გიორგი გახარია: ჩვენი პასუხისმგებლობა არის საერთო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ციფრები შევამციროთ

ჩვენი პასუხისმგებლობა არის საერთო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ციფრები შევამციროთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკასთან დაკავშირებით. „როგორ შეიძლება, ეს შეაფასო. ეს არის უმძიმესი ტრაგედია ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, გავუფრთხილდეთ მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებს. მაღალი რისკის ჯგუფები პირველ რიგში არის ჩვენი ხანდაზმულები. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქრონიკული დაავადების ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები, არიან მძიმე მდგომარეობაში და ჩვენ

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 18:07

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ნამდვილი დამკვირვებლები ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების, სინამდვილებში კი პარტიული დანაყოფების შეფასებებს სიფრთხილით უნდა მოეკიდონ

ნამდვილი დამკვირვებლები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ამ ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, რადგან, როგორც ჩანს არსებობს რეალური სქემა. მათ უკვე იციან, რომ არჩევნებს აგებენ, ამიტომ სავარაუდოდ გადაწყვეტილი აქვთ, რომ ამ შედეგებს არ შეეგუონ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 18:02

საზოგადოება

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-3 თემატური ჯგუფის რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა

ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-3 თემატური ჯგუფის - „ენერგეტიკა, გარემო, კლიმატი, ტრანსპორტი და სამოქალაქო დაცვა“ რიგით მე-6 სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:00

სამართალი

გიორგი გახარია ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე: შსს-ში მუშაობის ბედნიერება 2 წელი მქონდა და ზედმიწევნით ვიცი, რას გრძნობს ახლა თითოეული კეთილსინდისიერი პოლიციელი

„მერწმუნეთ, ეს ტოქსიკური 4-5 დღე მალე გაივლის და ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი საზოგადოება დავაზიანოთ. შეუძლებელია ჯანმრთელ ადამიანს უხაროდეს ის ტრაგედია, რომელიც დატრიალდა ზუგდიდში და შეუძლებელია, როდესაც ვხედავთ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომელიც უკიდურესად გულგატეხილი ჩანს იმისი გამო, რომ სისხლი არ დაიღვარა და დღეს დაჟინებით მოითხოვს და ამხელს პოლიციას, რომ თითქოს ის არის უმოქმედო და უუნარო, ამას ჩვენი საზოგადოება სულ მალე დაინახავს და ყველა ვიგრძნობთ ამ აჟიოტაჟის და პანიკის ფასს, ზუსტად არჩევნებიდან მეორე-მესამე დღეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 17:58

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, უფრო მეტიც ამისთვის ყველაფერს აკეთებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში ჟურნალისტებს განუცხადა.

რატი იონათამიშვილი

27 ოქტომბერი 2020, 17:52

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ჩვენი მიზანია, შშმ პირებმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ მათ ამის საშუალება ადაპტირებულ ფორმატში ჰქონდეთ

„ჩვენი მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა პარტიამ, ვიზრუნოთ იმისთვის, რომ მათ ადაპტირებულ ფორმატში ჰქონდეთ ამის საშუალება“ - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

27 ოქტომბერი 2020, 17:46

COVID19

ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, როგორი პირბადეა კორონავირუსისგან დაცვისთვის ყველაზე ეფექტიანი

დღეისთვის მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ჩვეულებრივი მოხმარების ნიღბებს შორის ყველაზე უფრო ეფექტურია სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი, შემდეგ ეფექტურობით გამოირჩევა ორშრიანი სამედიცინო ნიღაბი, თუმცა გარკვეული შემაკავებელი უნარი გააჩნია ნაჭრის მრავალშრიან ნიღბებსაც, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა​ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 17:43

სამართალი

გიორგი გახარია: შსს-ს ჰქონდა კონკრეტული დავალება, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო და მან ეს დავალება პირნათლად შეასრულა

„ეს იყო ის დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ და ეს შეასრულეს. ახლა რაც შეეხება მეორე ნაწილს. ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ წარმატებით დასრულდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ოთარ ერანოსიანი

27 ოქტომბერი 2020, 17:35

სპორტი

ოთარ ერანოსიანმა პროფესიონალურ კრივში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

ოთარ ერანოსიანმა პროფესიონალურ კრივში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. პიტბულის მეტსახელით ცნობილმა ქართველმა მოკრივემ არგენტინელი ემილიანო გარსია მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. 27 წლის ქართველმა მეტოქე ჯერ კიდევ მე-2 რაუნდში დააგდო. ეს გამეორდა, მესამე და მეოთხე რაუნდებში, სანამ რეფერი ამ სასტიკ ცემას შეწყვეტდა. მომდევნო ბრძოლას ოთარ ერანოსიანი 20 ნოემბერს გამართავს, მისი მეტოქე კი უახლოეს მომავალში გაირკვევა.

გივი მიქანაძე

27 ოქტომბერი 2020, 17:35

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: აღმოვაჩინეთ, რომ ათეულობით ბათუ ქუთელია გვყოლია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ დააკვირდება არჩევნებს

„ცოტა ხნის წინ იყო ბათუ ქუთელიასთან დაკავშირებული საკითხი, როდესაც აღმოჩნდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, აწერდა ხელშეკრულებას ხელს, რომლითაც ლობისტებთან გარკვეულ გარიგებაში შედიოდნენ. დღეს კი აღმოვაჩინეთ, რომ ათეულობით ბათუ ქუთელია გვყოლია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აკვირდება ამ არჩევნებს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 17:25

რეგიონი

გიორგი გახარიამ ფოთში საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი გახსნა

ფოთი ყოველთვის იყო საქართველოს საზღვაო კარიბჭე. მომავალშიც ფოთმა ეს ფუნქცია უნდა შეასრულოს, რაც შეუძლებელია მაღალკვალიფიციური კადრების გარეშე. სწორედ ამიტომ აქ გაჩნდა ბათუმის 100 წლის ისტორიის მქონე საზღვაო აკადემიის ფილიალი, რომელშიც ერთდროულად 1000 სტუდენტი ისწავლის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფოთში, საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 17:25

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში საველე ჰოსპიტლების მოწყობა არ იგეგმება

„რამდენჯერმე განვიხილეთ ეს საკითხი, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ საველე ჰოსპიტლების მოწყობას, საქართველოში ბევრია ჰოსპიტლების რაოდენობა, სადაც შესაბამისი სივრცეებია და ვგეგმავთ მათ გაძლიერებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.