imedi /  12 ოქტომბერი 2020, 17:31 / სანდო წყარო

კახა კალაძე: რეგიონში გარდამტეხ მომენტად იქცა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა აბასთუმანის აღორძინებასთან დაკავშირებით

როდესაც ჩვენ ადიგენის მუნიციპალიტეტში ვიმყოფებით, არ შემიძლია, არ ვისაუბრო აბასთუმანზე, სადაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერითა და სახელმწიფოს ძალისხმევით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საკურორტო ცენტრი კეთდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ ადიგენში, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობოს კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, ადიგენის მუნიციპალიტეტი, კონკრეტულად კი აბასთუმანი, წლების განმავლობაში მიტოვებული იყო და ყურადღება არ ექცეოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, რეგიონში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტში ვიმყოფები და „ქართული ოცნების” ერთიანი გუნდი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატს წარმოგიდგენთ.

როდესაც ჩვენ ადიგენის მუნიციპალიტეტში ვიმყოფებით, არ შემიძლია, არ ვისაუბრო აბასთუმანზე, სადაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერითა და სახელმწიფოს ძალისხმევით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საკურორტო ცენტრი კეთდება.

„ქართული ოცნება” ხელისუფლებაში, თქვენთან ერთად, ერთობლივი ბრძოლით მოვიდა, როდესაც ქვეყანას მოძალადე რეჟიმი ჩამოვაშორეთ და ქვეყნის განვითარება დავიწყეთ, სწორ რელსებზე დავაყენეთ.

ადიგენის მუნიციპალიტეტი, კონკრეტულად კი აბასთუმანი, წლების მანძილზე მიტოვებული იყო და ყურადღება არ ექ ცეოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, რეგიონში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, დაინერგა და ამოქმედდა უამრავი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებსა და გამოწვევებზეა მორგებული.

თუმცა, ამასთან ერთად, რეგიონში გარდამტეხ მომენტად იქცა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, აბასთუმანის აღორძინებასთან დაკავშირებით. მისი ინიციატივით, დაბა აბასთუმანში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მიმდინარეობს კულტურულ-ისტორიული ძეგლების აღდგენა, მათ შორის რომანოვების სასახლის და რაც მთავარია, ბოლო პერიოდში განხორციელებული ინვესტიციები, რომელიც თავისი არსით ასევე საქველმოქმედოა, რეგიონს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველს და საინტერესოს გახდის.

ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება, ერთი მხრივ, აზღვევს და ეხმარება სახელმწიფოს, მეორე მხრივ კი, კერძო სექტორისა და ბიზნესისთვის ყინულმჭრელის როლს ასრულებს, რაც რეგიონში დამატებითი ინვესტიციების შემოსვლასა და დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას უზრუნველყოფს. რეგიონისა და თითოეული ოჯახის ეკონომიკურად გაძლიერებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესი საკითხია ეკოლოგია, რისთვისაც ასევე ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ინიციატივით, უახლოეს მომავალში, ელექტრომობილების შემოყვანა იგეგმება და აბასთუმანს ტერიტორიაზე მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი გადაადგილდება, რათა უნიკალური ბუნება და ჯანსაღი გარემო მაქსიმალურად შევინარჩუნოთ.

დარწმუნებული ვარ, მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებს ერთად გადავლახავთ და ამ საქმეში თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ სამხარაძე

26 ოქტომბერი 2020, 18:55

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ომში დაზარალებული ქალაქიდან - გორიდან ვუწვდით შერიგების ხელს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებას სამომავლო მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და კეთილდღეობისთვის

„ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიან გზას ალტერნატივა არ გააჩნია! ამიტომ, დღეს, სწორედ ომში დაზარალებული ქალაქიდან - გორიდან ვუწვდით შერიგების ხელს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს სამომავლო მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

26 ოქტომბერი 2020, 18:53

მსოფლიო

აშშ-ში 60 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა საყოველთაო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

აშშ-ში 60 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა საყოველთაო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. აღნიშნულს პორტალი United States Elections Project-ის მონაცემები ცხადყოფს.

26 ოქტომბერი 2020, 18:50

საზოგადოება

რუსთავში, 21 წლის კაცის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ის იყო გამოჯანმრთელებული. გაწერისას, მისი მდგომაროება ექიმმა შეაფასა. თავს გრძნობდა დამაკმაყოფილებლად. მას არანაირი სიმპტომი და ჩივილი არ აღენიშნებოდა. მან რამდენჯერმე მიმართა ექიმს, რომ დროზე ადრე დაეტოვებინა საკარანტინე სივრცე, ვინაიდან ის თავს კარგად გრძნობდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, რუსთავში 21 წლის კაცის გარდაცვალების შესახებ საუბრისას განაცხადეს.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 18:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ვერც არჩევნებს მოიგებენ და ვერც რევოლუციას მოაწყობენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლება დიდი გაყალბებისთვის ემზადება.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 18:47

სამართალი

ირაკლი კობახიძე: განზრახ მკვლელობების მაჩვენებელი ორჯერ არის შემცირებული

ზუგდიდში, იმ ადგილას, სადაც პოლიცია სპეცოპერაციას ატარებდა პოლიტიკოსები პოზიორობდნენ, ისინი პოლიციასაც კი დაუპირისპირდნენ იმ მომენტში, როდესაც პოლიციელები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ოპერაციის წარმატებით ჩატარებას ცდილობდნენ, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას „იმედის“ გადაცემა, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 18:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ ანტისახელმწიფოებრივი ძალაა და მისგან ჯარსა და პოლიციაზე შეტევა არ გვიკვირს

„პოლიციასა და ჯარზე შეტევა, არა ინსტიტუციებზე არამედ სახელმწიფოზე შეტევა, რითაც ეს პოლიტიკური ძალები 9 წლის განმავლობაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ძალები სახელმწიფოს ებრძოდნენ და არა ინსტიტუციებს.

ანგელა მერკელი

26 ოქტომბერი 2020, 18:43

COVID19

ანგელა მერკელი: გერმანია კოვიდსიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის ზღვარზეა

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე კონტროლის დაკარგვის ზღვარზეა. როგორც გერმანული მედია იუწყება, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა თანაპარტიელებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ირაკლი ბერაია

26 ოქტომბერი 2020, 18:42

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: დღეს საქართველოს და ნატოს პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის ხარისხი არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე

დღეს, საქართველოს და ნატოს პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის ხარისხი არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა. ირაკლი ბერაიას თქმით, საქართველო ფლობს ნატოში გაწევრიანების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს.

თენგიზ ცერცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 18:38

COVID19

კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ, თენგიზ ცერცვაძე რჩევებით მიმართავს

დღეისთვის, რამდენადაც ვიცი, დაახლოებით 12 ათასი კოვიდავადმყოფი მკურნალობს ბინაზე. თუ თქვენ ხართ უსიმპტომო ან მცირესიმპტომიანი პაციენტი, ჯერჯერობით მხოლოდ ასეთებს ვტოვებთ ბინაზე, პრინციპში არ გჭირდებათ არანაირი მედიკამენტოზური მკურნალობა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მეუფე სტეფანე

26 ოქტომბერი 2020, 18:30

COVID19

მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდგინდა

„დღეს ბევრი ჟურნალისტი ინტერესდებოდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ, სტეფანეს კორონა ვირუსით დაინფიცირების გამო. როგორც თავად მეუფემ მაცნობა, მასთან წინა კვირას ინტერვიუზე იმყოფებოდა ჟურნალისტი, რომელსაც მეორე დღეს დაუდასტურდა ვირუსი“ - წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ირაკლი ბერაია

26 ოქტომბერი 2020, 18:24

თავდაცვა

ირაკლი ბერაია: მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია

„საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეფექტიანი შეკავების და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და ნატოსთან თავსებადობის გაზრდა. ჩვენ ამას განვახორციელებთ თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველყოფით, ნატოსთან თავსებადი შეიარაღებით და აღჭურვილობით“.

ილჰამ ალიევი

26 ოქტომბერი 2020, 18:23

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: ბაქომ მსოფლიოს განუმარტა და დაუსაბუთა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ისტორიული მიწაა

დღეს აზერბაიჯანი ისტორიულ სამართლიანობას აღადგენს, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 18:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მედიაგანშტოებებით მუდმივად ცდილობს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და არაფრიდან სკანდალების შექმნას

სინამდვილეში ვიცით ვისი ხელწერაა სიყალბე, ესაა „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მედიაგანშტოებებით. ჩენ უნდა დავაზღვიოთ და გავაფრთხილოთ საზოგადოება ამ ტიპის მედიაგანშტოებებთან მიმართებით, არამედ ზოგადად ნებისმიერი ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

26 ოქტომბერი 2020, 18:17

საზოგადოება

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის, გადაწყვეტილებით თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა. „თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს შესაძლებლობა მიეცათ, დაგვიკავშირდნენ 27 ოქტომბრის დღის 14:00 საათამდე ნაცვლად 26 ოქტომბრის 22:00 საათისა და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურება“ - აცხადებენ ცესკო-ში.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 18:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსული საქმე საქართველოში წარმატებას „ნაცმოძრაობის“ მეშვეობით ვეღარ მიაღწევს

9 წლის განმავლობაში და ცოტა მოგვიანებითაც, რუსულ საქმეს ყოველთვის ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა აკეთებდა და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ელდარ გოგოლაძესთან ნიკა გვარამიას ინტერვიუზე დასმული კითხვის საპასუხოდ „იმედის“ გადაცემა, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 18:12

COVID19

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს ძალიან მყარად მოიგებს

„ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს ძალიან მყარად მოიგებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს დაახლოებით 100 მანდატის მიღების რესურსი აქვს.

დავით სერგეენკო

26 ოქტომბერი 2020, 18:11

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: ბავშვთა უფლებები და სოციალური პოლიტიკა ჩემთვის პრიორიტეტული მიმართულებებია

ბავშვთა უფლებები და სოციალური პოლიტიკა ჩემთვის პრიორიტეტული მიმართულებებია და პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, ვგეგმავ განვაგრძო აქტიური მუშაობა ამ საკითხებზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით სერგეენკო Facebook-ზე წერს. მისი თქმით, მან ბავშვთა უფლებების დაცვისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

კორონავირუსი

26 ოქტომბერი 2020, 18:09

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევების რაოდენობამ 50 486 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 679 ადამიანი. ვირუსისგან 41 410 პაციენტი განიკურნა.

თენგიზ ცერცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 18:02

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ კორონავირუსის პანდემია სერიოზული გამოწვევაა და ჩემი თხოვნაა მოსახლეობისადმი, ეს გავითავისოთ

მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ კორონავირუსის პანდემია სერიოზული გამოწვევაა და ჩემი თხოვნაა მოსახლეობისადმი, ეს გავითავისოთ. ყველამ დავიჯეროთ, რომ კორონავირუსის პანდემია რეალურია. თითოეულ ჩვენთაგანს შეიძლება შეეხოს. შევასრულოთ ის რეგულაციები, რასაც ვითხოვთ, ისე, როგორც ამას გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ვაკეთებდით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

26 ოქტომბერი 2020, 18:02

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია ეცდება, პროვოკაციული სცენარები განავითაროს

მთელი საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ოპოზიციის მიზანს საარჩევნო პროცესებში კონსტრუქციული ჩართვა არ წარმოადგენდა. ისინი მუდმივად რადიკალურ მიმართულებას ირჩევდნენ, რადგან იციან, რომ არჩევნებზე წარმატების მიღწევის ობიექტური მიზეზი არ გააჩნიათ, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი.