imedi /  12 ოქტომბერი 2020, 18:32 / სანდო წყარო

საჩხერის N2-ე საჯარო სკოლა მსოფლიოს 100 წარმატებული სკოლის ჩამონათვალში მოხვდა

საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის N2-ე საჯარო სკოლა საერთაშორისო კონკურსზე „მსოფლიო განათლების კვირეული“ მსოფლიოს 100 წარმატებული სკოლის ჩამონათვალში მოხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში გამართულ ონლაინ კონფერენციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი ესწრებოდა.

„ღონისძიებაზე სკოლის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია წარადგინეს და დამსწრე საზოგადოებას როგორც სწავლების ძირითადი პრინციპები და აპრობირებული პრაქტიკები, ასევე, სკოლაში უცხო ენებისა და STEM საგნების სწავლების ეფექტური მეთოდოლოგია გააცნეს. პრეზენტაციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საჩხერის მე-2 საჯარო სკოლა საქართველოში ერთ-ერთი პირველი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მოსწავლეებს ზოგადი და პროფესიული განათლების ინტეგრირებულად მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ონლაინ კონფერენციაზე სწორედ ზოგადი განათლების მიღების პარალელურად, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა და ამ მიმართულებით საჩხერის მე-2 საჯარო სკოლაში სიახლეების დანერგვა დადებითად შეაფასა.
თამარ ქიტიაშვილმა სკოლის წარმომადგენლებს საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, საჩხერის მე-2 საჯარო სკოლა ერთ-ერთი პირველია იმ საჯარო სკოლებს შორის, რომელიც საკუთარ ბაზაზე დანერგავს და განახორციელებს სრულ სადიპლომო პროგრამებს, რაც სკოლის ინსტიტუციურ განვითარებას ახალ საფეხურზე აიყვანს.

სიტყვით გამოსვლისას თამარ ქიტიაშვილმა აღნიშნა, რომ თანამედროვე სკოლამ ახალგაზრდებში პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და პიროვნულ განვითარებას უნდა შეუწოს ხელი, რასაც საჩხერის მე-2 საჯარო სკოლა წარმატებით ახორციელებს.

„მსოფლიო განათლების კვირეული“ ორგანიზებულია მოძრაობა T4-ის მიერ, რომელიც განათლების მიმართულებით მომუშავე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას აერთიანებს. კვირეულის მიზანია ხარისხიანი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა და სასკოლო განათლების საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება მსოფლიო მასშტაბით. 2020 წლის „მსოფლიოს განათლების კვირეულის“ მთავარი გზავნილია: „ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენებთ 100 საუკეთესო სკოლის გამოცდილებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებში მაღალი ხარისხის განათლების დამკვიდრებას“.

საქართველოში „მსოფლიო განათლების კვირეულის“ მხარდამჭერია კოალიცია „განათლება ყველასთვის - საქართველო (EFA)“, - ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

30 ოქტომბერი 2020, 10:35

COVID19

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კორონავირუსი

30 ოქტომბერი 2020, 10:34

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1696 ადამიანს დაუდასტურდა, 2906 კი გამოჯანმრთელდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

30 ოქტომბერი 2020, 10:23

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 45 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 45 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 45 028 250 შემთხვევა გამოვლინდა, 1 181 075 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 30 301 655 - გამოჯანმრთელდა.

30 ოქტომბერი 2020, 10:18

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 48,648 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 48,648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 8,088,851-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 563 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 121,090-ს აღწევს, ჯამში 7,373,375 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ანსამბლი რუსთავი

30 ოქტომბერი 2020, 09:57

საზოგადოება

ანსამბლ „რუსთავისა“ და „მართვეს“ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა: შენობის ნაწილობრივი გამაგრებითი სამუშაოები; რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამ სარეპეტიციო დარბაზს, ცენტრალურ კიბეს, დარბაზის მიმდებარე სივრცეებს: კულისებს, ხმის ჩამწერ სტუდიასა და გასახდელებს.

 Neweurope.eu

30 ოქტომბერი 2020, 09:54

პოლიტიკა

NEWEUROPE: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ცხადყოფს, რომ საქართველო დღესაც ნათელი წერტილია

„ბოლო კვირების განმავლობაში ევროპული მედიის და პოლიტიკური წრეების ყურადღების ძირითადად მიპყრობილია მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტზე, რაც სრულიად გასაგებია, გამომდინარე რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეებიდან. აშშ, ევროკავშირის და სხვანი სამართლიანად მოუწოდებენ მშვიდობისკენ.

დონალდ ტრამპი

30 ოქტომბერი 2020, 09:45

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: მე პოლიტიკოსი არ ვარ

„ჩემი განცხადებები არ ჰგავს ვაშინგტონელი პოლიტიკოსების ტიპიურ განცხადებებს. ეს იმიტომ, რომ, მე პოლიტიკოსი არ ვარ. მე არ ვთამაშობ პოლიტიკური „ისტებლიშმენტის“ წესებით. მე იმისთვის გავხდი პრეზიდენტი, რომ ამომრჩევლების კეთილდღეობისთვის მებრძოლა უფრო მეტად, ვიდრე ვინმე იბრძოდა ჩემამდე“, - წერს თეთრი სახლის ლიდერი.

იოსებ ხახალეიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 09:35

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ გვსურს ქუთაისის განვითარება, 21-ე საუკუნის ევროპული, გამართული ქალაქი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოებ ხახალეიშვილი ბუხაიძის ქუჩის მოსახლეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან გენადი არველაძესთან ერთად შეხვდა. ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე მოწერელია

30 ოქტომბერი 2020, 09:32

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია: მოსახლეობაში იგრძნობა ჩემი და მმართველი გუნდის უდიდესი მხარდაჭერა

„ქართული ოცნების“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მარტვილში, თამარ მეფის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე

30 ოქტომბერი 2020, 09:27

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და გიორგი ამილახვარი ისრაელში, საბერძნეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და ბელარუსში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიის წევრი გიორგი ამილახვარი ისრაელში, საბერძნეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და ბელარუსში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ.

შსს

30 ოქტომბერი 2020, 09:25

სამართალი

პოლიციამ თბილისში ავტოგასამართ სადგურზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული , წარსულში ნასამართლევი ნ.ნ. , ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

მარადონა

30 ოქტომბერი 2020, 09:18

სპორტი

მარადონას 60 წელი შეუსრულდა

1982 წელს კი „ბარსელონამ“ არგენტინელში 5 მილიონი გირვანქა სტერლინგაი გადაიხადა. მარადონა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ორჯერ დაამყარა მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი. მან მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ გათამაშებაში. 1986 წელს მისი ნაკრები ჩემპიონი გახდა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მარადონამ 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა.

ამინდი

30 ოქტომბერი 2020, 09:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, 30 ოქტომბერს ქუთაისში დღისით ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი 13. ოზურგეთში, +23 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია +23 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება

ბელგია

30 ოქტომბერი 2020, 08:42

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულებს სამკურნალოდ ბელგიიდან გერმანიაშიც გადაიყვანენ

ბელგიას შეუძლია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანოს. გერმანელ კოლეგებთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

გორი

30 ოქტომბერი 2020, 08:30

სამართალი

გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, შსს ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

კორონავირუსი

30 ოქტომბერი 2020, 08:10

COVID19

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში 47 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

გასულ დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 445 მხოლოდ თბილისში დაფიქსირდა. რაც შეეხება თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრს, იქ ჯამში 62 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას. პაციენტების უმეტესობა მძიმე და საშუალო სიმძიმისაა. თითოეული მათგანის მდგომარეობასაყურადღებოა, შესაბამისად კოვიდინფიცირებულებს სხვადასხვა ტიპის მართვითი სუნთქვა ესაჭიროებათ, მათ შორის ე.წ „სიპაპ“ რეჟიმით ჟანგბადის უწყვეტი მიწოდება.

არჩევნები

30 ოქტომბერი 2020, 07:58

პოლიტიკა

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 3657 საარჩევნო უბანი გაიხსნება

საარჩევნო უბნები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იფუნქციონირებს. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე 3 657-ივე საარჩევნო უბანს დეზიფექცია ჩაუტარდება.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 01:39

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: გარეჯი საქართველოა, საქართველო მარადიულია და ის 31 ოქტომბერს იმარჯვებს

გარეჯი საქართველოა, საქართველო მარადიულია და ის 31 ოქტომბერს იმარჯვებს!, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 01:38

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: როგორ შეიძლება „ოცნებას“ ეჩხუბებოდე მიშას შენ ინახავო და იმავდროულად, ეუბნებოდე, ნუ იჭერ ამ ხალხსო

„მინდა მივმართო ოპოზიციურად განწყობილ საზოგადობას, რომელიც ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს მიხეილ სააკაშილი როგორც ალტერნატივა, მოდით „ქართულ ოცნებას“ გამოვაცალოთ ეს კომფორტი და არც ერთი ხმა არ მივცეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მოდი რახან „ოცნება“ არ ამთავრებს „ნაციონალურ მოძრაობს“, იმიტომ რომ ამ ვერსიით და ლეგენდით აწყობს, მოდით დანარჩენებმა დაამთავროს მიშა სააკაშვილი. ხომ ბევრი არიან, დაამთავრონ. იმას კი ნუ ამთავრებენ, ვინც არ დაწყებულა, ეს დაამთავრონ“.

30 ოქტომბერი 2020, 01:33

სამართალი

გორთან ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ხუთი ადამიანი. რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.