imedi /  13 ოქტომბერი 2020, 12:44 / სანდო წყარო

კახა კალაძე: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ჩვენი ქვეყნის სტაბილური, მშვიდობიანი, დემოკრატიული და სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება

კახა კალაძე

კახა კალაძე

ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ დღეს, თქვენ წინაშე ასპინძის მუნიციპალიტეტში, ჩვენი კულტურის გამორჩეულ ადგილას, ვარძიის უნიკალურ და ულამაზეს, ისტორიით სავსე, კლდეში ნაკვეთ ქალაქთან ვიმყოფები, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ასპინძაში, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

„ჩვენი პარტია და მისი წევრები, ერთგული მებრძოლები და მხარდამჭერები კიდევ ერთი გამარჯვებისთვის ვემზადებით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ჩვენი ქვეყნის სტაბილური, მშვიდობიანი, დემოკრატიული და სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება.

ჩვენმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს არჩევანი მზრუნველ, ეფექტურ ხელისუფლებასა და მოძალადე, ავტორიტარულ სახელმწიფოს შორის, არჩევანი უნდა გააკეთოს ხელმისაწვდომ განათლებას, ჯანდაცვას თუ მხოლოდ მცირე ჯგუფისთვის ხელმისაწვდომ საჯარო სიკეთეებს შორის, თავისუფალ მეწარმეობასა და დატერორებულ, დარეკეტებულ ბიზნესს შორის, ადამიანის უფლებების უმაღლეს სტანდარტსა და წამებას შორის, არჩევანი უნდა გავაკეთოთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალასა და ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ, კრიმინალურ ძალებს შორის.

დიახ, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალაა, ძალა, რომლისთვისაც მთავარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებაა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს წარსული და ყოველთვის ვაკეთებთ შედარებებს, რა იყო , რა მდგომარეობა იყო და სად ვართ დღეს. ასევე ჩვენ ვსაუბრობთ თუ როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქვეყანა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოგვარდეს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები, გამოწვევები. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ჩვენი ერთად დგომა და ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი შესაძლებელია.

ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით, ყოველდღიური წინგადადგმული ნაბიჯებით უნდა შევქმნათ ძალიან ბევრი წარმატების ისტორია იმისთვის, რომ გავაძლიეროთ სოფლები, ქალაქები და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნება“ მოსახლეობას ადიგენის, ბორჯომის და ასპინძისა და ახალქალაქისა და ნინოწმინდის დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგენს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბრეს ჩატარდება.

ყველა სიახლე

20 ოქტომბერი 2020, 20:36

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 13 873 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 873 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 218 ადამიანი გარდაიცვალა.

20 ოქტომბერი 2020, 20:30

COVID19

22 ოქტომბრიდან ბულგარეთში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 22 ოქტომბრიდან ბულგარეთში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება.

ნათია მეზვრიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 20:28

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე მნიშვნელოვანია 3 აქტორის როლი, ესენია: სახელმწიფო, მოქალაქეები და ორგანიზაციები

დღეს, მაქსიმალური მზაობა გამოითქვა ბიზნესის მხრიდან თანამშრომლობაზე ამ ნაწილში და მაქსიმალური აქტიურობის პირობა მივიღეთ. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი შესრულდება და ეს ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მხრიდან გვერდით დგომა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

20 ოქტომბერი 2020, 20:28

COVID19

რომის პაპი საჯარო ღვთისმსახურებაზე პირბადით პირველად გამოჩნდა

რომის პაპის ფრანცისკე საჯარო მსახურებაზე პირბადით პირველად გამოჩნდა. პაპი, უმეტესად სოციალურ ქსელში, კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა იმის გამო, რომ სხვადასხვა აუდიენციისა და სტუმრების მიღების დროს პირბადეს არ ატარებდა.

ჯონდი ბაღათურია

20 ოქტომბერი 2020, 20:25

პოლიტიკა

ჯონდი ბაღათურია: სხდომაზე, სადაც მე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი გამოვიტანე, რიგი დადგა მლიქველების, რომლებიც ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ დავით გარეჯი არ იყო საქართველოს ტერიტორია და ეკუთვნოდა აზერბაიჯანს

„სხდომაზე, სადაც მე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი გამოვიტანე, რიგი დადგა მლიქველების, რომლებიც ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ დავით გარეჯი არ იყო საქართველოს ტერიტორია და ეკუთვნოდა აზერბაიჯანს. ერთ-ერთი, მახსენდება, იყო დავით დარჩიაშვილი. ძალიან აქტიური იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და პრაქტიკულად მთელი „ნაცმოძრაობა“. ზოგი ღალატობდა სამშობლოს დუმილით“, - იხსენებს ბაღათურია.

ნათია მეზვრიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 20:17

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: რესტორნები 22:00 საათიდან იმიტომ შევზღუდეთ, რომ ეს იყო კრიტიკულად აუცილებელი, იქ იყო გავრცელების შემთხვევები

ჩვენ რესტორნები თბილისში 22:00 საათიდან იმიტომ არ შეგვიზღუდავს, რომ თბილისს ვერჩოდით რამეს. რესტორნები 22:00 საათიდან იმიტომ შევზღუდეთ, რომ ეს იყო კრიტიკულად აუცილებელი, იქ იყო გავრცელების შემთხვევები, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 20:11

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: 144-ზე ვრეკავთ მაშინ, როდესაც გვაინტერესებს ინფორმაცია შეზღუდვებთან ან მათ მოხსნასთან დაკავშირებით, კოვიდთან დაკავშირებული სიმპტომებზე კი 112-ზე

ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე, 144-ზე ვრეკავთ მაშინ, როდესაც გვაინტერესებს ინფორმაცია მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება შეზღუდვების დაწესებას, ან მოხსნას, მაგრამ თუ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვები გვაქვს, ან მაგალითად გამოგვივლინდა კოვიდთან დაკავშირებული სიმპტომები, ვრეკავთ 112-ზე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 20:10

COVID19

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მთავრობა სასწავლო დაწესებულებებში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების რისკებს ვერ ხედავს

„იქ, სადაც დადასტურდა შემთხვევები, დაიხურა საბავშვო ბაღები, საკლასო ოთახები და ასეთი წერტილოვანი მიდგომებით გავაგრძელებთ მუშაობას, თუმცა, ამ ეტაპზე არ მივიჩნევთ, რომ რაიმე მასშტაბური გავრცელების რისკებია სასწავლო დაწესებულებებში. თუ ამის რისკებს დავინახავთ, ბუნებრივია, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 20:05

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: პროგნოზის გაკეთება, რომელ წერტილოვან შეზღუდვებს დააწესებს მთავრობა, გაგვიჭირდება, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება

როდესაც ტრანსპორტზე, ან პირბადეებზე ვსაუბრობთ, ამგვარი შეზღუდვები შეიძლება იყოს საჭიროებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

 ნათია მეზვრიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 19:57

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვები გვაძლევს შესაძლებლობას, სიტუაცია ეკონომიკისთვის მძიმე ზიანის გარეშე ვმართოთ

მაქსიმალურად ვცდილობთ, შეზღუდვებს თავი ავარიდოთ. ცალსახად შემიძლია თქმა, რომ მთავრობა, საკოორდინაციო საბჭო მკაცრს შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით არ გეგმავს, ისეთს, როგორი შეზღუდვებიც გვქონდა საგანგებო მდგომარეობის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მზარდია და მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ვთქვით, რომ შესაძლოა, ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზარდოს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

20 ოქტომბერი 2020, 19:57

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა და ექიმებისთვის ღირსეული პირობების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია

„ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა და ექიმებისთვის ღირსეული პირობების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი ხაზი პაციენტზე გადის, რისთვისაც ჩვენ პროფესიონალი ექიმები გვესაჭიროება. მომდევნო 4 წლის განმავლობაში , მოქალაქეებს მაღალი ჯანდაცვის სისტემას მივაწვდით. საყოველთაო ჯანდაცვას, კი უნივერსალურ და ხარისხიან ჯანდაცვად გარდავქმნით. რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, სახელმწიფო და სამინისტრო 100-მდე ამბულატორიის აღჭურვას ახორციელებს, რომელიც მომავალში აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

არჩევნები

20 ოქტომბერი 2020, 19:35

პოლიტიკა

​უცხოეთში მყოფი მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შეიქმნა

ელექტრონული რეესტრის მეშვეობით საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ მოიძიონ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც შეძლებენ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას.

20 ოქტომბერი 2020, 19:35

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 21 331 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 331 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 241 ადამიანი გარდაიცვალა.

20 ოქტომბერი 2020, 19:24

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 10 874 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 874 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 89 ადამიანი გარდაიცვალა.

20 ოქტომბერი 2020, 19:19

მსოფლიო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისთვის Google-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისთვის კომპანია Google-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

ბექა ლილუაშვილი

20 ოქტომბერი 2020, 19:14

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: ეკონომიკაში ერთი მილიარდი ლარის ღირებულების სახელმწიფო აქტივი ჩაიდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნისთვის

„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ჩაიდება ერთი მილიარდი ლარის ღირებულების სახელმწიფო აქტივი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისათვის და სამუშაო ადგილების შექმნისთვის” - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაციაზე განაცხადა.

ბექა ლილუაშვილი

20 ოქტომბერი 2020, 19:08

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: მთავარი მიზანია, აღდგენის პროცესი ვაქციოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდად და შედეგად, შევამციროთ სიღარიბე

„დღეს არსებული გლობალური პანდემიის და რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური გამოწვევების ფონზე „ქართული ოცნების“ მთავარი მოკლევადიანი ამოცანაა სწრაფი ტემპით ეკონომიკური აღდგენა, გრძელვადიან პერიოდში - მომდევნო 4 წლის განმავლობაში მთავარი ამოცანა და მიზანია, აღდგენის პროცესი ვაქციოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდად და შედეგად შევამციროთ სიღარიბე“

რიჩარდ ბერჯი და სოფიო ქაცარავა

20 ოქტომბერი 2020, 19:06

ეკონომიკა

საქართველოსა და ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს და ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება კიდევ უფრო გააძლიერებს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, რაც ჩვენი ქვეყნების საერთო პრიორიტეტს წარმოადგენს. გასული და მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემებით, გაერთიანებული სამეფო საქართველოს მთავარი ინვესტორია. სასიხარულოა, რომ ამ გარემოებაზე COVID-19-ის პანდემიას გავლენა არ მოუხდენია. საქართველოს საელჩო განაგრძობს აქტიურ მუშაობას სტრატეგიულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ყველა სფეროში მხარდაჭერის და ხელშეწყობის აღმოჩენის მიზნით“, - აღნიშნა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ.​

გიორგი არსოშვილი

20 ოქტომბერი 2020, 18:51

COVID19

როგორია პანდემიის პირობებში 112-ის მუშაობის სპეციფიკა და რა მიიჩნევა არამიზნობრივ ზარად - გიორგი არსოშვილის განმარტება

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას, ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში 112-ის მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არამიზნობრივი და განმეორებითი ზარების გამო, მუშაობის პროცესი ფერხდება.

არმენ სარგსიანი

20 ოქტომბერი 2020, 18:50

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტი: რუსეთის მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტში ჩართვის აუცილებლობა არ არსებობს

სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარგსიანის განცხადებით, რუსეთის მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტში ჩართვის აუცილებლობა არ არის.