ლევან დავითაშვილი ხიხანსა და შაუმიანში სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

ლევან დავითაშვილი
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი კომპანიის „საქართველოს მელიორაცია“ დირექტორთან, დავით წითლიძესთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონის სოფლებში, ხიხანსა და შაუმიანში სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 30 წლიანი პაუზის შემდეგ, სოფლებში, ხიხანსა და შაუმიანში სარწყავი სისტემა პირველად ამოქმედდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ამ ეტაპისთვის, მთლიანად ქვემო ქართლში, 20 000 ჰექტარზე მეტი ფართობი ირწყვება.
„სამელიორაციო-საირიგაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში, კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებშიც კი, შეუფერხებლად მიმდინარეობდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენ ქვემო ქართლის რეგიონში დავიწყეთ სრულდება, რაც დამატებით, 1000 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის წყალუზრუნველყოფის საშუალებას მოგვცემს. ამ ეტაპისთვის, მთლიანად ქვემო ქართლში, 20 000 ჰექტარზე მეტი ფართობი ირწყვება. წლიდან წლამდე, წყალუზრუნველყოფილი ტერიტორიები როგორც ქვემო ქართლში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებში იზრდება, რაც ახალ შესაძლებლობებს აჩენს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის არსებობის გარეშე, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილებების პირობებში, თანამედროვე სოფლის მეურნეობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია წყლით უზრუნველყოფასთან, ვერ განვითარდება. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ სარწყავი და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც ჩვენი მომდევნო ოთხი წლის მნიშვნელოვანი გეგმა და პრიორიტეტია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლებში ხიხანსა და შაუმიანში სამელიორაციო ინფრასტრუქტურა 3 ათეული წელია არ ფუნქციონირებს. „საქართველოს მელიორაციის“ მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით, მარნეულის მუნიციპალიტეტში 1000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა სატუმბი სადგურების მშენებლობა, სადაწნეო მილსადენების, წყალგამანაწიებელი კვანძების, წყალშემკრებებისა და სხვა სამელიორაციო ნაგებობების მოწყობა. ამ ეტაპზე, რეაბილიტაცია უტარდება ხიხანისა და შაუმიანის სარწყავ არხებს. პროექტის ჯამური ღირებულებაა 3 659 900 ლარს შეადგენს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშოები 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.
ყველა სიახლე

15 მაისი 2025, 19:12
რეგიონი
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები შიდა ქართლში მცხოვრები აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ
აფხაზეთის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დათუაშვილი, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ თემური ჭელიძესთან ერთად, შიდა ქართლის მხარეში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

15 მაისი 2025, 19:03
რეგიონი
ლევან მგალობლიშვილი ოსური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში ოსური ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

15 მაისი 2025, 18:41
მსოფლიო
ვლადიმირ მედინსკი: რუსული მხარე მზად არის, 2022 წელს სტამბოლში შეწყვეტილი მოლაპარაკებების პროცესის განახლებისთვის და მოლაპარაკებების დროს შესაძლო კომპრომისების განხილვისთვის
უკრაინასთან მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ რუსული მხარე მზად არის, 2022 წელს სტამბოლში შეწყვეტილი მოლაპარაკებების პროცესის განახლებისთვის და მოლაპარაკებების დროს შესაძლო კომპრომისების განხილვისთვის.

15 მაისი 2025, 18:30
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: კუბილიუსმა, უკრაინაში მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ რუსეთი 2030 წელს ახალი ომისთვის მოემზადებაო - მეტი როგორ თქვას, რომ უკრაინაში ომი აწყობთ?
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ სურდა „დიფ სთეითს“ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

15 მაისი 2025, 18:25
პოლიტიკა
გივი მიქანაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
„ელჩს მივაწოდე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ, სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტის საქართველოში მოწვევას და ერთობლივი სხდომის გამართვას ორმხრივი შეთანხმებების შესრულების ზედამხედველობის თვალსაზრისით. ასევე, ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას სამომავლო ურთიერთობებში. ელჩი მიესალმა ამ ინიციატივას და პროცესის ხელშეწყობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

15 მაისი 2025, 18:24
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთს, როგორც ჩანს, ამჟამად სერიოზული მოლაპარაკებები არ სურს - ამას შედეგები მოჰყვება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ზედმეტად ზრდის ფსონებს სტამბოლში უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებზე არგამოცხადებით.

15 მაისი 2025, 18:19
პოლიტიკა
გივი მიქანაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
„განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის მიმართულება გვაძლევს შესაძლებლობებს, რომ მრავალმხრივ ჭრილში ურთიერთობებს კიდევ უფრო ახალი დინამიკა შევძინოთ. ელჩს ვთხოვე, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიგეგმოს კომიტეტის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში, სადაც შეხვედრები გვექნება თურქეთის დიდი მეჯლისის ანალოგიური კომიტეტის წარმომადგენლებთან, სამინისტროში, მეცნიერებათა აკადემიაში“.

15 მაისი 2025, 18:16
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდა იმაში, რომ ყველა ტიპის გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ იღებს საქართველოში
ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდა იმაში, რომ ყველა ტიპის გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ იღებს საქართველოში, რაც კი ჩვენს ქვეყანას ეხება. რჩევასაც გავითვალისწინებთ, თხოვნასაც, მაგრამ არაფერს გავითვალისწინებთ, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

15 მაისი 2025, 18:11
სამართალი
პროკურატურამ თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

15 მაისი 2025, 18:07
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ღია წერილი, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო. ეს არის თავმოყვარე ქვეყნის, თავმოყვარე პრემიერ-მინისტრის მიერ გაგზავნილი წერილი, ვინაიდან ჩვენ მუდმივად მოლოდინის რეჟიმში ვერ ვიქნებით
ღია წერილი, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო, ეს არის თავმოყვარე ქვეყნის, თავმოყვარე პრემიერ-მინისტრის მიერ გაგზავნილი წერილი, ვინაიდან ჩვენ მუდმივად მოლოდინის რეჟიმში ვერ ვიქნებით, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილთან დაკავშირებით.

15 მაისი 2025, 18:07
მსოფლიო
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინული დელეგაცია სტამბოლში გაემგზავრება - დელეგაციას ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებების მანდატი აქვს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინული დელეგაცია სტამბოლში გაემგზავრება.

15 მაისი 2025, 18:06
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა ევროპის საბჭოს მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
ევროპის საბჭოს წვერი ქვეყნების საერთო ღირებულებებზე საუბრისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის, კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით, რაც საერთაშორისო რეიტინგებით დასტურდება, მან კიდევე ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის ერთგულება ორგანიზაციის აღიარებული პრინციპებისადმი.

15 მაისი 2025, 18:03
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ცდილობს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას, არის დონალდ ტრამპი
„ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ცდილობს ამ ომის დასრულებას, არის დონალდ ტრამპი, მაგრამ, როგორც ყველა მონაცემიდან ჩანს, 24 საათში კი არა, როგორც ის ამას თავის ამომრჩეველს ჰპირდებოდა, 24 თვეშიც საეჭვოა ამ ომის შეწყვეტა. ძალიან რთული ვითარებაა, რადგან ისეთი მოთხოვნები წამოაყენა ორივე მხარემ, როგორც წყალი და ზეთი ვერ ერევა ერთმანეთს, ისე გამორიცხულია ამ მოთხოვნების მოლაპარაკების მაგიდასთან მიტანა“, - აღნიშნავს გიორგობიანი.

15 მაისი 2025, 18:02
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: პრემიერ-მინისტრის წერილის და პარლამენტის დადგენილების მიზანია ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს - რაზე შეიძლება მოაწეროს ხელი ამერიკის პრეზიდენტმა
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „MEGOBARI აქტს“ მედიასთან ეხმიანება. დეპუტატმა განმარტა, რომ დონალდ ტრამპის მისამართით პრემიერ-მინისტრის წერილისა და პარლამენტის დადგენილების მიზანია ქართულმა საზოგადოებამ გაიგოს, თუ რას შეიძლება მოაწეროს ხელი ამერიკის პრეზიდენტმა.

15 მაისი 2025, 18:00
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი „მეგობარ აქტზე": ეს არის უბრალოდ ლობისტური ჯგუფების მიერ დამუშავებული აქტი. ჯო უილსონი არის ჩვეულებრივი ლობისტი და რაშიც ფულს გადაუხდიან იმას დაწერს და იტყვის
ეს არის უბრალოდ ლობისტური ჯგუფების მიერ დამუშავებული აქტი. ჯო უილსონი არის ჩვეულებრივი ლობისტი და რაშიც ფულს გადაუხდიან იმას დაწერს და იტყვის, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

15 მაისი 2025, 17:58
საზოგადოება
Air Astana-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში: ჩვენ უკვე ვხედავთ დადებით ცვლილებებს Air Astana-ს რეისების დასტაბილურებისა და ჩვენი მგზავრთათვის გაწეული კეთილგანწყობილი მომსახურების კუთხით სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე
აქტიური ტურისტული სეზონის წინ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან გვქონდა კონსტრუქციული შეხვედრა, სადაც ჩვენ სხვადასხვა საკითხებთან ერთად განვიხილეთ საერთაშორისო ავიაკომპანიის მგზავრთა დეპორტაციის შემთხვევები, რაც რეისების დაგვიანებას იწვევს, - ინფორმაციას Air Astana ავრცელებს.

15 მაისი 2025, 17:54
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი პრემიერის წერილზე: დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, იქ არ იყო არაფერი თხოვნის რეჟიმში. ბუნდოვანებები უნდა გაიფანტოს, ჩვენი მოსახლეობა ელოდება აშშ-სგან გარკვეული ტიპის გზავნილებს, რომელიც გვსურს, რომ უმაღლეს დონეზე გაკეთდეს
ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, იქ არ იყო არაფერი თხოვნის რეჟიმში და ა.შ. უბრალოდ ბუნდოვანებები უნდა გაიფანტოს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ელოდება რეაგირებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და რაღაცა ტიპის კომენტარებს, გზავნილებს და არის აბსოლუტური დუმილი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ ღია წერილზე საუბრისას.

15 მაისი 2025, 17:38
მსოფლიო
პესკოვი: რუსული დელეგაცია სტამბოლში რჩება და მოლაპარაკებებისთვის მზადაა
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსული დელეგაცია სტამბოლში რჩება და უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

15 მაისი 2025, 17:30
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი საქართველოში აკრედიტებულ ტაჯიკეთის რესპუბლიკის ელჩს (რეზიდენციით აზერბაიჯანში) ილჰომ აბდურაჰმონს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოში აკრედიტებულ ტაჯიკეთის რესპუბლიკის ელჩს (რეზიდენციით აზერბაიჯანში) ილჰომ აბდურაჰმონს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

15 მაისი 2025, 17:25
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა სომხეთის ელჩს შეხვდა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა.