imedi /  15 ოქტომბერი 2020, 21:59 / სანდო წყარო

ირაკლი ჩიქოვანი: შეუძლებელია უდიდესი პატივისცემა და მადლიერება არ გამოხატო იმ თავგანწირვისთვის, რაც ვეტერანებმა ჩვენი სამშობლოსთვის გასწიეს

ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, დევნილ მებრძოლებს, ვეტერანებს შეხვდა.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ადამიანების ღვაწლი ფასდაუდებელია და მათ განსკუთრებული მადლობა გადაუხადა. მისივე განმარტებით, ვეტერანების მხარდასაჭერად, სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა და მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა ვეტერანებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად.

,,ემოციური შეხვედრა გვქონდა, საინტერესო საუბარი შედგა, ბევრ თემას შევეხეთ, ვისაუბრეთ ოკუპაციაზე, ომის სიმძიმეზე. შეუძლებელია უდიდესი პატივისცემა და მადლიერება არ გამოხატო იმ თავგანწირვისთვის, რაც ვეტერანებმა ჩვენი სამშობლოსთვის გასწიეს. მართალია, ვეტერანების მხარდასაჭერად ბოლო წლებში სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ გვაქვს შესაძლებლობები და კონკრეტული გეგმები, რაზეც შეხვედრაზე ვიმსჯელეთ. განვიხილეთ, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენმა ვეტერანებმა სახელმწიფოს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად იგრძნონ და ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ ამისთვის, - ჩვენს ვეტერანებს ღირსეულ პირობებს შევუქმნით“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

21 ოქტომბერი 2020, 12:36

COVID19

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს

მისი თქმით, ცდილობენ, რომ ყველა ახალი შემთხვევა იყოს მართული. ვისაც სჭირდება, მკურნალობა იგი კლინიკაში მიიღოს. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ კრიტიკული პაციენტების რაოდენობა ქვეყანაში 1.5-2%-მდე მერყეობს და ასეთ პაციენტებს დამატებითი რეანიმაციული ღონისძიებები ესაჭიროებათ.

21 ოქტომბერი 2020, 12:33

COVID19

ამირან გამყრელიძე: პანდემია სხვადასხვა გათვლებით, ერთ წელიწადში შეიძლება ჩაცხრეს

პანდემიას სჭირდება დრო, უკვე 10 თვეა გარღვევა ვერ მოხდა მკურნალობაში და ჯერჯერობით არც ვაქცინა არაა. ვირუსს აქვს თავისი ბიოლოგიური ციკლი და ის თანდათან დასუსტდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიწისძვრა

21 ოქტომბერი 2020, 12:33

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 12:03 საათზე მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.

პრინცი მუჰამედი

21 ოქტომბერი 2020, 12:30

მსოფლიო

ჯამალ ჰაშაღის საცოლე საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს სასამართლოში უჩივის

სარჩელში ჰატიდა ჩენგიზი პრინცს ჟურნალისტის მკვლელობის ბრძანების გაცემაში ადანაშაულებს და მისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. დოკუმენტში ასევე ელ-რიადის 20 ოფიციალური პირის სახელებია ჩამოთვლილი, რომლებიც ჩენგიზის აზრით, ჰაშაღის მკვლელობაზე არიან პასუხისმგებლები.

ამირან გამყრელიძე

21 ოქტომბერი 2020, 12:29

COVID19

ამირან გამყრელიძე: სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დიდი ალბათობაა კოვიდი იყოს

„ტესტის პასუხი სანამ გექნებათ, სასურველია ისევ იზოლაციაში დარჩეთ და იმოქმედოთ ექიმის დანიშნულებისა და რეკომენდაციების მიხედვით. ეს არის დღეს მთავარი გზავნილი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

21 ოქტომბერი 2020, 12:25

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ სექტემბრის თვის ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ სექტემბრის თვის ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა. კომისიის ინფორმაციით, საზოგადოებას და სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებით დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიის გასული თვის საქმიანობისა და პროექტების შესახებ.

ამირან გამყრელიძე

21 ოქტომბერი 2020, 12:24

COVID19

ამირან გამყრელიძემ ტუბერკულოზისა და კორონავირუსის სიკვდილიანობაზე გაკეთებული თავისი განცხადება განმარტა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტუბერკულოზისა და კორონავირუსის სიკვდილიანობაზე გაკეთებული თავისი განცხადება განმარტა. როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი კომენტარი 1 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევების რაოდენობას ეხებოდა.

21 ოქტომბერი 2020, 12:12

COVID19

უკრაინაში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

უკრაინაში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 6,719 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 315,826 ადამიანს დაუდგინდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ ჩხენკელი

21 ოქტომბერი 2020, 12:11

რეგიონი

მიხეილ ჩხენკელი: თქვენ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი ნაკადი, საქართველოს აკადემიური ისტორიის ნაწილი ხართ

„მინდა, გისურვოთ წარმატება სწავლის პროცესში, ხოლო მომავალში – წინსვლა და მიღწევები პროფესიულ ასპარეზზე. განათლება არის ყველაზე ღირებული ინვესტიცია და არა მხოლოდ თითოეული თქვენგანის ინდივიდუალური წარმატების საფუძველია, არამედ ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარიც გახლავთ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკლემა.

ბექა ფერაძე

21 ოქტომბერი 2020, 12:09

საზოგადოება

შრომის ინსპექციამ თბილისში არსებულ 10 ბაზარსა და 185 საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტზე რეკომენდაციების შესრულება შეამოწმა

შრომის ინსპექცია სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად აქტიურად აგრძელებს მონიტორინგს ბაზრებსა და ბაზრობებზე. შემოწმდა თბილისში არსებული 10 ბაზარი და 185 საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტი, რომელთა მიმართაც გაიცა გაფრთხილება რეკომენდაციების სავალდებულო შესრულებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსი

21 ოქტომბერი 2020, 12:09

COVID19

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 15 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ კი ინფიცირების 1 447 335 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 1 096 560 პაციენტი.

არმენ სარგსიანი

21 ოქტომბერი 2020, 12:02

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციას განიხილავს

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარგსიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტის ესკალაციას განიხილავს.

21 ოქტომბერი 2020, 11:56

COVID19

თერჯოლაში კორონავრუსით 47 წლის კაცი გარდაიცვალა

თერჯოლის კოვიდკლინიკაში კორონავრუსით 47 წლის კაცი გარდაიცვალა. კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორის თქმით, პაციენტს სხვა თანმდევ დაავადებებთან ერთად ფსიქიკური პრობლემაც ჰქონდა და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. პაციენტი კლინიკაში 16 ოქტომბერს შეიყვანეს და გუშინ გარდაიცვალა.

21 ოქტომბერი 2020, 11:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 30-წლამდე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან ერთი 30-წლამდე ასაკისაა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, სხვა გარდაცვლილები ხანდაზმული ასაკის არიან. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თითოეული გარდაცვალების შემთხვევებს კლინიცისტები სწავლობენ. „14 გარდაცვლილია სხვადასხვა კლინიკაში. რაც შეეხება ასაკს, ხანდაზმულები არიან, თუმცა ერთი ახალგაზრდა ასაკისაა, 30-წლამდე. ამ შემთხვევის კლინიკური გარჩევა მიმდინარეობს. თითოეული შემთხვევა კლინიცისტების მიერ ირჩევა. თითოეულ შემთხვევაზე მიზეზთა დადგენა ხდება კლინიცისტების მიერ. ამ შემთხვევაში ჩვენ ინფორმაციას ვიძლევით მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკური კუთხით. რაც შეეხება დეტალურ ინფორმაციას, ორ თვეში ერთხელ გამოდის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიში. მეოთხე ანგარიში უკვე საიტზე დევს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ლაშა დარსალია

21 ოქტომბერი 2020, 11:50

სამართალი

ლაშა დარსალია: 1996 წლის შეთანხმებით, კომისიას 1938 წლის რუკით უნდა ეხელმძღვანელა, რომელიც ყველაზე რელევანტური დოკუმენტია

უწყებაში შესვლამდე დარსალია ჟურნალისტებს ესაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არის გამოძიებას მის ხელთ არსებული დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს, მათ შორის რუკებთან და კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, 1996 წლის შეთანხმების მიხედვით, კომისიას 1938 წლის რუკით უნდა ეხელმძღვანელა, რომელიც ყველაზე რელევანტური დოკუმენტია. „მთავარი, ძირითადი პრინციპი არის რომ ვეფუძნებით 38 წლის ხაზს. ყველა მასალა, მათ შორის ეს რუკა, რომელიც შესაძლოა განსაზღვრავდეს თუ როგორ გადის 38 წლის ხაზი, არის თავისთავად რელევანტური“, - აღნიშნა დარსალიამ.

ეკატერინე ტიკარაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:48

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: თითოეული კლინიკა იქნება პასუხისმგებელი კონკრეტულ კოვიდ-სასტუმროზე

ჩვენ კიდევ ერთი ბერკეტი გამოვიყენეთ, რათა მოსახლეობას უფრო მეტი ნდობა ჰქონდეს კოვიდ-სასტუმროების მიმართ. თითოეული კლინიკა იქნება პასუხისმგებელი კონკრეტულ სასტუმროზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:47

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: პრეტენზია სასწრაფოს დაგვიანებასთან დაკავშირებით არაკორექტულია

„სასწრაფო გამოძახების ბრიგადებს 2-დან 3 საათამდე დაყოვნება აქვთ, რაც პანდემიის პერიოდში სრულიად ნორმალურია, ვინაიდან ჩვეულებრივი ვირუსის დროსაც კი ჩვენ მსგავსი შემთხვევები გვქონია და ეს საგანგაშო კომპონენტს არ წარმოადგენს, რადგან ვირუსით დაინფიცირებული ადამიანი არ არის კარდიოლოგიური ან ნევროლოგიური სისტემით დაავადებული ადამიანი, რომელსაც 20 წუთში ბრიგადის ადგილზე მისვლა ესაჭიროება. ეს არის გეგმური პროცესი. ამ პერიოდში ჩვენი ექიმები აღჭურვილობის გამოცვლას საჭიროებენ და მუშაობენ სრული დატვირთვით, აქედან გამომდინარე, ეს პრეტენზია სასწრაფო დახმარების სამსახურის მიმართ არაკორექტულია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

21 ოქტომბერი 2020, 11:47

COVID19

აჭარაში კოვიდინფიცირების 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რეანიმაციაში მოთავსებულია - 84 პაციენტი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე -11 თავისუფალი საწოლები - 56. კოვიდ-სასტუმროებში- 1119, არასრულწლოვანი - 78.

ნათია მეზვრიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 11:40

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: დამერწმუნეთ, თუ აპოკალიფსი იქნება, ამის შესახებ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ჩვენ ვიტყვით

მისი თქმით, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება ცრუ ინფორმაციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რომ თითქოს, არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, ადამიანები მიყრილები არიან სახლებსა და კოვიდსასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს, ასევე, ზარებზე მასიურად არ პასუხობენ და ეს ადამიანები კონსულტაციას ვერ იღებენ.

ეკატერინე ტიკარაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:40

COVID19

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში სასუნთქი აპარატების დეფიციტი არ არსებობს

„ჩვენ აჭარაში საკმარისი რესურსი გვაქვს. იმ სასუნთქ აპარატებზე, რომლებიც რეალურად არის სასუნთქი აპარატი, დეფიციტი საქართვლოში არ არსებობს, მათ შორის არც აჭარაში. კოვიდ-პაციენტების სასუნთქი აპარატებით მართვა ეს არის უკიდურესი დაშვება, რომელსაც ჩვენი ექიმები იყენებენ, ვინაიდან მისი ეფექტი ყველაზე ნაკლები არის ამ ინფექციის მართვაში“, - განმარტა მინისტრმა.