18 ოქტომბერი 2020, 15:04 / სანდო წყარო

„ქართული ოცნების” ლიდერებმა ფონდი „ქართუს“ მიერ სრულად რესტავრირებული სენაკის დრამატული თეატრი დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დაათვალიერეს, რომელსაც სრული სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

„ქართული ოცნების” ლიდერები თეატრში ჩატარებული სამუშაოებით დაინტერესდნენ. როგორც თეატრის დირექტორმა, მამუკა ბარქაიამ აღნიშნა, რეაბილიტაციის პროექტი 2016-დან 2020 წლამდე მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც შენობის სრული აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში გამოიცვალა სახურავი, ჩატარდა ფუნდამენტისა და თეატრის ყველა სართულის კედლის კონსტრუქციული გამაგრებითი სამუშაოები. სრულად განახლდა შენობის გარე ფასადი და მოხდა შიდა ინტერიერის სრული რეაბილიტაცია. რესტავრირება ჩაუტარდა და აღდგა დიდი დარბაზის და შესასვლელი ფოიეების კედლის უნიკალური მხატვრობა, განახლდა თეატრის მოზაიკური იატაკი, აივნები, მოაჯირები. სრულად განახლდა სასცენო ინვენტარი, ტექნიკური მოწყობილობები, გახმოვანების და განათების აპარატურა და სხვ.

პროექტი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა, რომლის ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა.

აღსანიშნავია, რომ 2002-2020 წლებში ბიძინა ივანიშვილი მთელი საქართველოს მასშტაბით აფინანსებს თეატრების აღდგენასა და რესტავრაციას. ბოლო წლების განმავლობაში მის ფონდს 13 თეატრის სარესტავრაციო და ტექნიკური აღჭურვილობის სამუშაოები აქვს დაფინანსებული, კერძოდ, დაფინანსდა რუსთაველის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, დუმბაძის, გრიბოედოვის, გაბრიაძის, თავისუფალი თეატრის, თბილისის სომხური თეატრის, ოპერის და ბალეტის თეატრის, ბათუმის, სენაკის, ოზურგეთის, ზუგდიდის თეატრების სარესტავრაციო სამუშაოები.

გარდა ამისა, ფონდი 2000 წლიდან ახორციელებს თეატრების თანამშრომელთა ყოველთვიური საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამას. სარესტავრაციო და ყოველთვიური დაფინანსების პროგრამებზე, ჯამში, ფონდს 200 მილიონზე მეტი აქვს დახარჯული.

ყველა სიახლე

კარლ ჰარცელი

29 ოქტომბერი 2020, 19:51

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება

ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება. ანუ ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები და ამაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა აიღოს,- აცხადებს კარლ ჰარცელი.

29 ოქტომბერი 2020, 19:34

მსოფლიო

საფრანგეთში რელიგიური ობიექტებისა და სკოლების დაცვა გაძლიერდება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ქვეყანაში რელიგიური ობიექტებისა და სკოლების დაცვა გაძლიერდება.

29 ოქტომბერი 2020, 19:14

პოლიტიკა

ევროკავშირის განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება

ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდი ევროკავშირის სიმბოლიკიანი მანქანებით გადაადგილდება, ევროკავშირის სიმბოლიკიან ჟილეტებითა და ქუდებით. ისინი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ყველა შესაბამის ზომას დაიცავენ.

ია მეტრეველი

29 ოქტომბერი 2020, 19:12

პოლიტიკა

ია მეტრეველი: კრიმინალები რომ აღარასდროს დაბრუნდნენ, აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, ზეგ მთელმა საქართველომ ერთად უნდა ვიზეიმოთ დიდი გამარჯვება

სრულიად საქართველოს ვთხოვ, გაიხსენეთ სად ვცხოვრობდით 9 წელი, შემოგვხედეთ განადგურებულ ოჯახებს და ეს რომ აღარ განმეორდეს, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „დავასრულოთ“ დამფუძნებელმა ია მეტრეველმა ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს" ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ემანუელ მაკრონი

29 ოქტომბერი 2020, 18:59

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: ჩვენი ქვეყანა ისლამისტური ტერაქტის სამიზნე გახდა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. ემანუელ მაკრონის თქმით, ტერორისტებთან ბრძოლაში საფრანგეთი სიმტკიცესა და ერთიანობას გამოიჩენს.

29 ოქტომბერი 2020, 18:54

რეგიონი

სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის მიხედვით მოეწყობა: საკლასო ოთახები, მრავალფუნქციური ლაბორატორიული ოთახი, სველი წერტილები, პანდუსები, ლიფტი, გასახდელები, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და საკანალიზაციო სისტემები, ასევე კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია.

29 ოქტომბერი 2020, 18:51

რეგიონი

ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრები არ არიან და მათი მთავარი მიზანია დასრულდეს ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობა. ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა , რომელმაც მოსახლეობას მოუწოდა, რომ მივიდნენ არჩევნებზე, რათა საბოლოოდ დაასრულონ ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილის რეჟიმი.

29 ოქტომბერი 2020, 18:38

რეგიონი

მობილური აპლიკაცია „რა გაკეთდა სამეგრელოში“ უკვე ხელმისაწვდომია

„რა გაკეთდა სამეგრელოსთვის“ - მობილური აპლიკაცია ამ სახელწოდებით უკვე ხელმისაწვდომია Andorid-ის მომხმარებლებისთვის. აპლიკაცია წარმოადგენს სამეგრელოს მოსახლეობისთვის ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების ანგარიშს. ანგარიში ნათლად წარმოაჩენს იმ განვითარებასა და წინსვლას, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სამეგრელოს მოსახლეობას მოუტანა.

არჩილ თალაკვაძე

29 ოქტომბერი 2020, 18:35

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ეს არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიის მაღალი სტანდარტით ჩატარდება

ეს არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიის მაღალი სტანდარტით ჩატარდება და საქართველო მშვიდობიან განვითარებას განაგრძობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ყველანაირად ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს ამ არჩევნებს, ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაუჭირონ თავისი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.

თორნიკე რიჟვაძე

29 ოქტომბერი 2020, 18:31

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის პოსტს 2 წლის ვადით დაიკავებს. როგორც აჭარის პრესა იუწყება, თორნიკე რიჟვაძის კანდიდადურა აღნიშნულ პოსტზე ორგანიზაციის პოლიტიკურ ბიუროზე დაამტკიცეს.

29 ოქტომბერი 2020, 18:29

COVID19

კატალონიის რეგიონში 15 დღით კარანტინის რეჟიმი დაწესდება

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო, კატალონიის რეგიონში 15 დღით კარანტინის რეჟიმი დაწესდება. ამის შესახებ კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, პერე არაგონესმა განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 18:18

რეგიონი

ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იწყება

ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იწყება. აქციაზე ის მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან გაიგივებულ პოლიტიკურ ძალებს ემიჯნებიან.

29 ოქტომბერი 2020, 18:16

რეგიონი

საქართველოში 280 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია

რთველი 2020-ის ფარგლებში საქართველოში 280 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღვინის საწარმოებში ყურძენი 25 ათასამდე მევენახე ფერმერმა ჩააბარა, მათი შემოსავალი 310 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

ვლადიმერ პუტინი

29 ოქტომბერი 2020, 18:15

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მარტივი ვერ იქნება, ვინაიდან ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

ფრანკ ვანდენბრუკი

29 ოქტომბერი 2020, 18:14

COVID19

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი: შეზღუდვების 4 კვირა საკმარისი არ იქნება

„მე არ მინდა წინასწარ დასკვნების გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული ზომები გარკვეული პერიოდი უნდა დარჩეს. ვიცი ეს რთულია. ძალიან ძნელია. ეს არის მარათონი და ამ მარათონის ბოლოს ჩვენ გამარჯვებულები უნდა ვიყოთ. მინისტრმა ისაუბრა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე და ამ მიმართულებით დაფინანსების გაზრდაზე“, - აღნიშნავს ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი.

29 ოქტომბერი 2020, 18:11

მსოფლიო

ვატიკანი ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარ თავდასხმას გმობს

ვატიკანი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარ თავდასხმას გმობს.

საფრანგეთი

29 ოქტომბერი 2020, 18:07

COVID19

საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით საფრანგეთში კვლავ საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. კარანტინი ძალაში შედის ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს ღამის 00:00 საათიდან დაპირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.

ნათია თურნავა

29 ოქტომბერი 2020, 17:58

რეგიონი

ნათია თურნავა: ქართველი ინვესტორები, მსგავსად უცხოელი ინვესტორებისა, ოპტიმისტურად უყურებენ საქართველოს მომავალს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ტურიზმის პერსპექტივას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში 18-ნომრიანი საოჯახო სასტუმროს „სვიანას“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. სასტუმრო მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიხსნა.

29 ოქტომბერი 2020, 17:57

რეგიონი

მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის მშენებლობა დაიწყო

მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის მშენებლობა დაიწყო. პროექტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტი ხეობაში არსებული უნიკალური კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების, ისტორიისა და ტრადიციების მაქსიმალურ დაცვას და ამავე დროს არსებული ლანდშაფტის შენარჩუნებით, მის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

29 ოქტომბერი 2020, 17:54

მსოფლიო

ქალაქ ბაზელში ქართული საკვირაო სკოლა ,,ნაკადული“ გაიხსნა

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, 25 ოქტომბერს ქ. ბაზელში გაიხსნა ქართული საკვირაო სკოლა ,,ნაკადული“. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ელჩმა რევაზ ლომინაძემ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარების და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.