imedi /  20 ოქტომბერი 2020, 10:43 / სანდო წყარო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2019 წლებში 117 სოციალური სახლი აშენდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2019 წლებში 117 სოციალური სახლი აშენდა. წელს დამატებით 24 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი აუშენდება. ბენეფიციარები, რომლებმაც ახალი საცხოვრებელი სახლი მიიღეს, სპეციალური კომისიის მიერ, სპეციალურად შემუშვებული ანკეტის საფუძველზე შეირჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომისიის მიერ უპირატესობა მრავალშვილიან ოჯახებს და შშმ პირებს მიენიჭათ.

ზუგდიდის მერის მოადგილის თქმით, ეს არის იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებსაც სახელმწიფოს გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ, ეს უმნიშვნელოვანესი პროგრამაა.

„ჩვენთვის, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობაა. სოციალური უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. ზუგდიდში 117 სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი ავუშენეთ. წელს დამატებით 24 ოჯახს ავუშებევთ სახლს. ეს არის იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებსაც სახელმწიფოს გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ, ეს უმნიშვნელოვანესი პროგრამაა და შემდეგშიც აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ მიზნად ვისახავთ სოციალური პროგრამების შეძლებისდაგვარად გაფართოებას, რომ ყველა სახის დახმარების საჭიროების მქონე ადამიანს მივწვდეთ და ჩვენმა თანაქალაქელებმა იგრძნონ მხარდაჭერა და მდგომარეობის შემსუბუქება“ - აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.

ზუგდიდიდ მერიის ინფორმაციით, კომისიის შემადგენლობაში არიან, როგორც მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

აღნიშნული, ზუგდიდის ექსკლუზიური პროექტია, რომლისთვისაც ზუგდიდის მერიამ სპეციალური ჯილდო მიიღო. პროგრამით 117-მა ოჯახმა ისარგებლა.

ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2020, 11:00

თემა

მოლდოვას პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს. ვინ არის ოპოზიციონერი მაია სანდუ

15 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა მაია სანდუმ. ის ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. სანდუმ დაამარცხა მოლდოვის ამჟამინდელი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად მოიხსენიებდნენ. თავად მაია სანდუ კი პირიქით, პროდასავლურ კანდიდატად ითვლება.

30 ნოემბერი 2020, 10:57

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 135 584 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 113 986-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 267 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 2 104 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 383 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 3 857 ადამიანი იმყოფება. ვირუსით ინფიცირების პი

კორონავირუსი

30 ნოემბერი 2020, 10:57

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 216 ადამიანს დაუდასტურდა, 3 937 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

30 ნოემბერი 2020, 10:56

რეგიონი

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან პაციენტი გაიპარა

76 წლის კაცმა საავადმყოფო 27 ნოემბერს, 22:24 საათზე, უკანა კარიდან დატოვა. ძიების პროცესში სამედიცინო დაწესებულების უსაფრთხოების სამსახური და სამართალდამცავები ჩაერთვნენ.

შონ კონერი

30 ნოემბერი 2020, 10:53

კულტურა

სპეციალისტებმა შონ კონერის გარდაცვალების მიზეზი დაასახელეს

საბუთში ასევე ნათქვამია, რომ გულისცემის არარეგულარული რიტმი ინსულტის, გულის უკმარისობის და სხვა გართულებების რისკს ზრდის.

30 ნოემბერი 2020, 10:36

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ძაღლთან თამაშის დროს ტერფი დაიზიანა

აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ძაღლთან თამაშის დროს მარჯვენა ტერფი დაიზიანა. ამის შესახებ New York Times-ი წერს. ჯო ბაიდენს დელავერის შტატში კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა და ტერფის ძვლის მცირე მოტეხილობა დაუდგინდა.

ჯენიფერ ფსაკი

30 ნოემბერი 2020, 10:25

მსოფლიო

თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენიფერ ფსაკი გახდება

2015-2017 წლებში ფსაკი აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას თანაშემწედ მუშაობდა, 2013-2015 წლებში კი სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი იყო. ახლა ის ბაიდენის გარდამავალი გუნდის მრჩევლად მუშაობს.

30 ნოემბერი 2020, 10:19

რეგიონი

ფოთის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს COVID-19-ის ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გრძელდება COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2020, 09:46

COVID19

ინგლისში ლოკდაუნის პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 30%-ით შემცირდა

5 ნოემბრიდან ინგლისში მოქმედი ლოკდაუნის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 30%-ით შემცირდა. ასეთია ლონდონის იმპერიული კოლეჯის კვლევების წინასწარი შედეგები.ექსპერტების თქმით, 18 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე ინგლისის 10 000 მოსახლეზე 130 ინფიცირებული მოდიოდა, 13-დან 24 ნოემბრამდე კი ეს რიცხვი 96-მდე შემცირდა.

30 ნოემბერი 2020, 09:29

სამართალი

პოლიციამ 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავა

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, „ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ასევე, ამოღებულია 8390 ლარი და 400 დოლარი.

30 ნოემბერი 2020, 09:18

COVID19

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 15 შემთხვევა საზღვარგარეთ მოგზაურობას უკავშირდება, 3 ადამიანი კი შიგა მონღოლეთის ავტონომიურ რაიონში დაინფიცირდა. პანდემიის დაწყებიდამ დღემდე ქვეყანაში 86 430 ადამიანი დაინფიცირდა, 4634 ადამიანი კი გარდაიცვალა. ეს მაჩვენებელი უკვე 6 თვეზე მეტია არ შეცვლილა.

30 ნოემბერი 2020, 09:04

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით 11 169 ადამიანი დაინფიცირდა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდინფიცირების სულ 1 053 869 შემთხვევა გამოვლინდა, 16 248 ადამიანი კი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 739 000-ზე მეტი პაციენტი. გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს გამოვლინდა.

30 ნოემბერი 2020, 08:37

საზოგადოება

დღეიდან მომსახურების სააგენტო გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს

ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას, გარდა იმ პირებისა, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის დღე ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით.

30 ნოემბერი 2020, 08:25

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 30 ნოემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +10. ოზურგეთში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7. ბათუმში +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

30 ნოემბერი 2020, 08:06

სამართალი

დღეს საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების საქმეზე პროცესი გაიმართება

კარტოგრაფების საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი გაიმართება. სასამართლო ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელებს. ცნობილია, რომ ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს 200 ადამიანის თავდებობას შესთავაზებენ.

ზურაბ ჯაფარიძე

30 ნოემბერი 2020, 01:21

რეგიონი

ზურაბ ჯაფარიძემ პოლიციას ფიტნესკლუბის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა

„გირჩის“ლიდერის განცხადებით, ფიტნესკლუბი საცხოვრებელ სახლად იქირავა, კომერციული საქმიანობას ის არ აწარმოებს, შესაბამისად, აცხადებს, რომ პოლიცია მის სახლში უკანონოდ შეიჭრა. ჯაფარიძის თქმით, ის აუცილებლად შევა ნაქირავებ საცხოვრებელში, სამართალდამცველთა ქმედებებს კი გაასაჩივრებს.

30 ნოემბერი 2020, 00:52

ტაბლოიდი

ინდოეთში კაცი საკუთარი კრემაციის შემდეგ სახლში დაბრუნდა

ნოემბრის დასაწყისში 75 წლის ინდოელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 2 დღის შემდეგ ახლობლებს მისი გარდაცვალება შეატყობინეს. ცხედარი წესების თანახად ინახებოდა. ის ოჯახის წევრებს შორიდან აჩვენეს, რის გამოც, სავარაუდოდ, კარგად ვერ ამოიცნეს.

სპილო კაავანი

30 ნოემბერი 2020, 00:30

მსოფლიო

სპილო კაავანი ისლამაბადის ზოოპარკიდან ნაკრძალში გადაიყვანეს

36 წლის სპილო კაავანი, რომელიც რამდენიმე წელია, ჭარბი წონით იტანჯება, ისლამაბადის ზოოპარკიდან ნაკრძალში გადაიყვანეს. გიგანტური ცხოველის გასათავისუფლებლად, რომელმაც მთელი ცხოვრება გალიაში გაატარა, სოციალურ ქსელებში კამპანია წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და მას მომღერალი შერი ხელმძღვანელობდა. სწორედ მისი აქტიური ძალისხმევით მოხერხდა კაავანის გადაყვანა კამბოჯაში მდებარე სიერ-რიპის ნაკრძალში.

ობელისკი

30 ნოემბერი 2020, 00:23

ტაბლოიდი

იუტის უდაბნოში აღმოჩენილი იდუმალი ობელისკი გაუჩინარდა

ობიექტის გაუჩინარებას შტატის მიწების მმართველობის ბიუროში ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ობელისკის დემონტაჟი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ განუხორციელებიათ

System of a down

30 ნოემბერი 2020, 00:03

კულტურა

ვიდეორგოლმა System of a Down-ის სიმღერაზე Chop Suey ​Youtube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა

Chop Suey ჯგუფის მეორე ალბომის Toxicity-ს ერთ-ერთი ჰიტია. სიმღერა 2001 წელს გამოვიდა, თუმცა ვიდეორგოლი Youtube-ზე მხოლოდ 2009 წელს აიტვირთა.