imedi /  21 ოქტომბერი 2020, 16:29 / სანდო წყარო

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გამწვანების აქცია გაიმართა

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გამწვანების აქცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 50-მდე ძირი ფიჭვის და კვიპაროსის ნერგი დაირგო.

გამწვანების აქციაში ახალგაზრდებთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით დარჩია მონაწილეობდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გარემოზე ზრუნვა, ეკოლოგია არის მათთვის მნიშვნელოვანი სფეროა.

„საზოგადოებას დავპირდით და წარმატებით დავასრულეთ პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი. აქ არის ევროპული სტანდარტების სკოლა, ტექნოპარკი. სკოლას ჰქონდა უნიკალური ნაძვნარი, რომელიც სამწუხაროდ დროთა განმავლობაში დაზიანდა. დღეს ახალგაზრდებთან ერთად მოვიტანეთ ნერგები და დავრგეთ სკოლის ტერიტორიაზე, რათა ხელი შევუწყოთ ნაძვნარისა და პარკის განახლებას. გარემოზე ზრუნვა, ეკოლოგია არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი სფერო. ახალგაზრდებთან ერთად ჩვენ მომავლშიც აქტიურად ვიქნებით ჩართულნი ეკოლოგიის, განათლების, სპორტის მიმართულებით და მიხარია, რომ სწორედ ჩვენი კამპანიის ფარგლებში ამ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

"ჩვენთვის მისასალმებელია თითოეული ინიაციატივა, რომელიც გარემოს დაცვას და მასზე ზრუნვას ემსახურება. მიხარია, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად, გვაქვს შესაძლებლობა საკუთარი წვლილი შევიტანოთ მწვანე გარემოს შექმნაში. მადლობას ვუხდი ჩვენს ახალგაზრდებს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის“, - აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

ყველა სიახლე

ზურაბ ჯაფარიძე

01 დეკემბერი 2020, 17:16

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: მესამე რაუნდზე გამოჩნდება არის თუ არა შეთანხმების რესურსი

„მეორე რაუნდი დასრულდა იმით, რომ ოპოზიციის წინადადება იყო მოლაპარაკების მაგიდაზე და ხელისუფლებას უნდა მოეტანა ამაზე პასუხი, ამის შემდეგ ინდივიდუალურ რეჟიმში მომლაპარაკებლებთან, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებთან გვქონდა შეხვედრა, სადაც ვნახე, რომ ისინი ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციების დაახლოებას ცდილობენ“.

გიორგი ვაშაძე

01 დეკემბერი 2020, 17:14

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ოპოზიციის მხრიდან, ახალი არჩევნების დათმობის საკითხი არ განიხილება

„ყველა ალტერნატიული შინაარსი, თუ რამე აქვს „ქართულ ოცნებას“ შესათავაზებელი. საჯაროდ უნდა განიხილოს, პირველ რიგში, საზოგადოებისთვის და არა - პოლიტიკური პარტიებისთვის. ჯერჯერობით, ასეთი ალტერნატივები, დეტალიზებული, არ მომისმენია. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრებზე, სხვადასხვა საკითხზე იყო საუბარი, არ დავმალავ. ოპოზიციის მხრიდან, ახალი არჩევნების დათმობის საკითხი, ამ ეტაპზე, არ განიხილება“.

სერგი კაპანაძე

01 დეკემბერი 2020, 17:13

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე დიალოგზე: მზად ვართ, სერიოზულად განვიხილოთ ნებისმიერი წინადადება, რომელიც არჩევნების ჩატარებას შეეხება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ეხმაურება. კაპანაძის თქმით, ოპოზიცია მზად არის განიხილოს ნებისმიერი წინადადება სერიოზულად და კონსტრუქციულად, რომელიც შეეხება ახალ არჩევნებს, ხოლო სხვა ყველა წინადადებას ოპოზიციის მხრიდან ექნება მკაცრი უარი.

01 დეკემბერი 2020, 17:09

საზოგადოება

მეწარმე სუბიექტებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა საშემოსავლო და ქონების გადასახადი 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გადაავადონ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადებული ჰქონდათ საშემოსავლო და ქონების გადასახადი და რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში), კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა 2021 წლის 1-ელ იანვრამდე, გადაავადონ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.

Daimler

01 დეკემბერი 2020, 17:06

ეკონომიკა

Daimler-ი დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს ბონუსის სახით 1 000 ევროს გადაუხდის

„კორონავირუსის გამო 2020 წელი რთული იყო. ამ ექსტრაორდინალურ დროში კომპანიას ყოველთვის ჰქონდა ჩვენი თანამშრომლების იმედი“, - განაცხადა Daimler-ის კადრების განყოფილების უფროსმა უილფრედ პორტმა.

ირაკლი სესიაშვილი

01 დეკემბერი 2020, 17:03

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: გამიკვირდა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა ასლან ვაშაყმაძის განცხადება დაგმეს, რადგან მანამდე არ დაგმეს სააკაშვილის ასეთივე მძიმე განცხადება

სიმართლე გითხრათ გამიკვირდა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა ეს ფაქტი დაგმეს, რადგან მანამდე არ დაგმეს, თითქმის ასეთივე სააკაშვილის მძიმე განცხადება, როდესაც თავის აქტივისტებს მოუწოდებდა, რომ პოლიციელებს სახლში მივარდნოდნენ და შეურაცხყოფა მოეყენებინათ, - ასე ეხმაურება მმართველი პარტიის წევრი ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერის, ასლან ვაშაყმაძის განცხადებას.

დიეგო მარადონა

01 დეკემბერი 2020, 16:59

მსოფლიო

არგენტინაში დიეგო მარადონას ფულის ბანკნოტზე გამოსახვა სურთ

არგენტინაში დიეგო მარადონას ფულის ბანკნოტზე გამოსახვა სურთ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ალექსანდრე გოგინავა

01 დეკემბერი 2020, 16:58

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: ხშირ შემთხვევაში პრობლემა ის არის, რომ პაციენტებთან დროული კომუნიკაცია ვერ ხორციელდება

ხშირ შემთხვევაში პრობლემა ის არის, რომ დროული კომუნიკაცია პაციენტებთან ვერ ხორციელდება. ამიტომ მნიშვნელოვანია გაიწეროს მკაცრად ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

01 დეკემბერი 2020, 16:50

კულტურა

ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით კინოდოკუმენტალისტებისთვის ვორქშოპი ტარდება

ESoDoc არის სასწავლო ინიციატივაა მედია და კინო პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი დოკუმენტური და ახალი მედია პროექტების განვითარება; ინიციატივა ეკუთვნის ZeLIG-ს – დოკუმენტური, სატელევიზიო და თანამედროვე მედიის სკოლას ბოლცანოში, იტალიაში.

იორგი ცუცქირიძე

01 დეკემბერი 2020, 16:38

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: პანდემიის ახალი შემოტევისას, ბიუჯეტის განხილვის პროცესში პოლიტიკური ძალების აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

„როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კანონით დადგენილ ვადაში, 30 ნოემბერს პარლამენტს წარუდგინა 2021 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია. ბუნებრივია, გადამუშავებულ ვარიანტში აისახა ის ახალი რეალობა რაც სექტემბრიდან საქართველოში და მთლიანად მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებას და ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდას უკავშირდება“.

იოსებ არჩვაძე

01 დეკემბერი 2020, 16:35

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: მომავალის წლის ბიუჯეტში კონკრეტული სოციალური ჯგუფების მიმართ დახმარების პაკეტის შენარჩუნების მაგისტრალურ ხაზი პანდემიაზე საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელდება

პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლამ სერიოზული გავლენა მოახდინა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებზე, რომელიც ჩამოყალიბდა ეკონომიკის 4.5-პროცენტიანი ზრდისა და ზომიერი (3%-იანი) ინფლაციის პროგნოზის საფუძველზე. ამასთან, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვანწილად შეამცირა პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის ეფექტი ჯანდაცვის სექტორსა და მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ არჩვაძე თავის Facebook-ზე წერს. ექსპერტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შეაფასა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

01 დეკემბერი 2020, 16:34

ეკონომიკა

ექსპერტი ოპოზიციას: საინტერესოა, ოპოზიცია ტრადიციულად ბიუჯეტის კრიტიკას დაიწყებს გარედან, თუ შევა პარლამენტში და იქ ეცდება რაიმე ფასეული არგუმენტი მოიყვანოს?

მსოფლიოში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება, რაც პანდემიით არის გამოწვეული, ასევე საქართველოში დაწყებული ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე და ბიუჯეტზე, რომლის პარამეტრები 1,6 მილიარდი ლარით არის შემცირებული 2021 წლის პროექტში. ეკონომიკური ზრდა მომავალ წელს 4.3 პროცენტით არის დაგეგმილი, რაც ასევე კორექტირებულია ვირუსის მეორე ტალღის გათვალისწინებით, - ამის შესახებ Facebook-ზე ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი წერს და 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ეხმაურება.

01 დეკემბერი 2020, 16:27

COVID19

გაერო: 2021 წელს მსოფლიოში ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება მკვეთრად გაიზრდება

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, 2021 წელს მსოფლიოში პიკს მიაღწევს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდებიან და გაიზრდება ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება. პროგნოზის თანახმად, მომავალ წელს 33-დან ერთ ადამიანს დასჭირდება დახმარება ისეთი ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორიცაა საკვები, წყალი და სანიტარული პირობები.

ვაქცინა

01 დეკემბერი 2020, 16:24

COVID19

BioNTech-მა და Pfizer-მა ევროკავშირში თავისი ვაქცინის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანეს

გერმანულმა ფარმაცევტულმა კომპანია BioNTech-მა და მისმა ამერიკულმა პარტნიორმა Pfizer-მა მედიკამენტების ევროპულ სააგენტოში (EMA) თავისი ვაქცინის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანეს. როგორც BioNTech-ის ვებგვერდზეა ნათქვამი, უწყებამ მათი განაცხადის განხილვა 1-ელ დეკემბერს დაიწყო.

რუსლან აბაშიძე ანდრიუს კალინდრა

01 დეკემბერი 2020, 16:05

საზოგადოება

რუსლან აბაშიძე ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანდრიუს კალინდრას შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ლიეტუვის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ბექა ლილუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 15:54

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: ბიუჯეტში ასახული ფინანსური რესურსები მიმართული იქნება, ერთი მხრივ, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე, მეორე მხრივ, მათ სოციალურ მხარდაჭერასა და ბიზნესის ხელშეწყობაზე

მისივე თქმით, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკვე მომდევნო წლის განმავლობაში, პანდემიის რისკების შემსუბუქებისა და გლობალურად ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად საქართველოს ეკონომიკა წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს ასე ვთქვათ კრიზისიდან გამოსვლის აქტიურ ეტაპს და შესაბამისად წლის განმავლობაში გაიზრდება 4,5 %-მდე, ხოლო 2021-დან 2025 წლამდე ეკონომიკური ზრდის პარამეტრი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონსა და ევროპაში.

01 დეკემბერი 2020, 15:44

სპორტი

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოს წინა ტური რვა შეხვედრით გაიხსნება

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოს წინა ტური რვა შეხვედრით გაიხსნება. B ჯგუფში „შახტარი“ უკრაინაში მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. სამეფო კლუბი დონეცკელებთან სათამაშოდ ორი ტრავმირებული წამყვანი ფეხბურთელის, გუნდის კაპიტნის სერხიო რამოსისა და ედენ აზარის გარეშე ჩავიდა.

გერმანული ჰოსპიტალი

01 დეკემბერი 2020, 15:42

COVID19

კორონავირუსით 19 წლის პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გერმანული ჰოსპიტალი განმარტებას აკეთებს

კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობა განაპირობა თანდართულმა დაავადებამ. მიუხედავად გაწეული დახმარებისა, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. ვარაუდი შეიძლება იყოს იმის, რომ მან დაგვიანებით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას თუ ექიმს, ჩვენთან მოსული იყო კრიტიკულ მდგომარეობაში“, - განაცხადა ეკატერინე ლორიამ.

01 დეკემბერი 2020, 15:40

საზოგადოება

წელს ფაროსანას საწინააღმდეგოდ 325 700 ჰექტრამდე ფართობი დამუშავდა

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარე წელს წარმატებით დასრულდა. ახალი კორონავირუსის (COVID - 19) გავრცელების მიუხედავად, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მთელი წლის განმავლობაში შეუფერხებლად მიმდინარეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში ჩართული იყო 250-მდე სპეციალიზებული ტექნიკა.

01 დეკემბერი 2020, 15:27

COVID19

შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეის მდგომარეობით, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 3159 პაციენტს შეადგენს, მათ შორის - 1126 მკურნალობას გადის სახლში. სულ თვითიზოლაციაშია 2237 პირი. 24 საათში შიდა ქართლში კოვიდინფიცირების შედეგად გარდაიცვალა 2 პაციენტი. გორში მცხოვრებ 80 წელს გადაცილებულ კაცსა და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 80 წელს გადაცილებულ ქალს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდათ.