imedi /  22 ოქტომბერი 2020, 16:16 / სანდო წყარო

85-ე საზოგადოებრივი ცენტრი ნინოწმინდაში გაიხსნა

85-ე საზოგადოებრივი ცენტრი ნინოწმინდაში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ გახსნა. ღონისძიებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ (ანი) მოსოიანი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნინოწმინდის საზოგადოებრივი ცენტრი სამცხე-ჯავახეთის მხარეში რიგით მეცხრეა. ცენტრები ფუნქციონირებს: ფოკაში, ვალეში, ბარალეთში, კუმურდოში, ბაკურიანში, აწყურში, ადიგენსა და ასპინძაში.

ახალგახსნილი ცენტრი ნინოწმინდისა და მიმდებარე სოფლების: ასპარის, განძის, გორელოვკის, დიდი და პატარა კონდურის, დილიფის, დიდი და პატარა ხანჩლის, ეფრემოვკის, ვლადიმიროვკის, თორიას, კათნატუს, მამზარის, ორლოვკის, ოროჯალარის, პატარა არაგიალის, პატარა ხორენიის, ჟდანოვაკანის, როდიონოვკის, სათხის, სამების, საღამოს, სპასოვკის, ტამბოვკის, უჩმანის, ღაურმის, ღულალისის, ჯიგრაშენის, ჰეშტიის – 30 000-ზე მეტ მცხოვრებს მოემსახურება.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ნინოწმინდაში იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული სამსახურების საბჭოთა ინფრასტრუქტურის ეპოქა დასრულდა და ის ევროპული ტიპის თანამედროვე სტანდარტის შენობით ჩანაცვლდა, სადაც მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში მიიღოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურება. მომხმარებელი ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით აიღებს პასპორტს, პირადობის მოწმობას, დაარეგისტრირებს უძრავ ქონებას, მიიღებს საკადასტრო გეგმას და სხვ.

ნინოწმინდის საზოგადოებრივ ცენტრში გახსნის დღიდანვე ხელმისაწვდომია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სერვისები. ეს მომსახურებები ხელმისაწვდომი იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სამთავრობო პროგრამის – „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“ – ფარგლებში გახდა. პროგრამის მიზანი მეწარმეობისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების სტიმულირებაა.

ნინოწმინდის საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეებს „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურების მიღებაც შეუძლიათ. ყველასათვის ხელმისაწვდომია უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი.
ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა.

ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციის გამართვა და დისტანციური სასწავლო პროცესების ორგანიზებაა შესაძლებელი.

სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსით საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა წელს აქტიურად მიმდინარეობს. 2020 წელს საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ჭრებალოში, აბაშაში, ხობში, ჭიათურაში, ვანში, ხარაგაულში, ჩოხატაურში, დედოფლისწყაროსა და ასპინძაში.

საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

ყველა სიახლე

20 ივლისი 2026, 22:57

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ზოჰრან მამდანი დონალდ ტრამპი

20 ივლისი 2026, 22:29

მსოფლიო

ტრამპი პირობას დებს, რომ აშშ-ში ვიზიტისას ნეთანიაჰუს არ დააკავებენ, მიუხედავად მამდანის მცდელობისა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას არანაირი ფორმით და არავითარ შემთხვევაში არ დააკავებენ“.

თორნიკე სულაბერიძე

20 ივლისი 2026, 21:28

ეკონომიკა

თორნიკე სულაბერიძე: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება

ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება, - ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა.

დონალდ ტრამპი

20 ივლისი 2026, 21:25

მსოფლიო

ტრამპი: ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, ისინი ამ მკვლელობისთვის მრავალჯერადად აგებენ პასუხს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა და განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ განხორციელებულ ყოველ თავდასხმას მკაცრი და მრავალჯერადი პასუხი მოჰყვება.

20 ივლისი 2026, 21:10

რეგიონი

არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ხვალ გეოლოგები იმუშავებენ

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის უზრუნველსაყოფად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მობილიზებული ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, - აღნიშნულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი მიხაილო ფედოროვი

20 ივლისი 2026, 20:57

მსოფლიო

Financial Times: ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ფართო უფლებამოსილებების მქონე სხვა თანამდებობა შესთავაზა, თუმცა, ფედოროვს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება სურს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ფართო უფლებამოსილებების მქონე სხვა თანამდებობა შესთავაზა, თუმცა, ფედოროვს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი უკრაინელ მაღალჩინოსნებსა და ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

20 ივლისი 2026, 20:39

საზოგადოება

ათეულობით წლის ლოდინი დასრულდა - კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულმა კიდევ 58-მა ოჯახმა დიდ დიღომში ახალი ბინები მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულმა კიდევ 58-მა ოჯახმა დიდ დიღომში ბინები მიიღო. ათეულობით წლის მოლოდინის შემდეგ, მოქალაქეებს ახალი საცხოვრებელი ფართები აქვთ.

20 ივლისი 2026, 20:29

ეკონომიკა

ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი და ადგილობრივი ექსპორტის 50%-იანი ზრდა - როგორია საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და დადებითი დინამიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქვეყანაში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. დადებითი დინამიკა როგორც ივნისის, ისე წლის პირველი ნახევრის მონაცემებში აისახა. განსაკუთრებული ზრდაა ადგილობრივ ექსპორტშიც.

20 ივლისი 2026, 20:26

საზოგადოება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შანხაიში გამართულ მათემატიკის 67-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩინეთში, ქალაქ შანხაიში გამართულ მათემატიკის 67-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO 2026) ოქროს მედალი მოიპოვა.

20 ივლისი 2026, 20:24

ეკონომიკა

რეკორდული მაჩვენებლები საქართველოს ტურიზმში - წლის პირველ ექვს თვეში ქვეყანამ 3 მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. განსაკუთრებული მატებაა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

ჟან-ნოელ ბარო

20 ივლისი 2026, 20:22

მსოფლიო

პარიზი თეირანს დიპლომატიური იმუნიტეტის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ მკაცრად დაგმო ირანის უსაფრთხოების სამსახურების ქმედება თეირანში მყოფი ორი ფრანგი დიპლომატის წინააღმდეგ, რომელთაგან ერთ-ერთზე ფიზიკურად იძალადეს.

20 ივლისი 2026, 20:21

სამართალი

ფინანსური სანქციები სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის - ბრძოლა სიძულვილის ენასთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის გამოყენება და მოქალაქეების შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს სცდება. სასამართლომ რამდენიმე მოქალაქის საქმე განიხილა და დააჯარიმა.

20 ივლისი 2026, 20:18

პოლიტიკა

სიძულვილის ენა, უცენზურო ლექსიკა და ეროვნული ღირებულებების შეურაცხყოფა - მწვავე გამოხმაურება გავრცელებულ სკანდალურ პოდკასტზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ პოდკასტს, სადაც აქტივისტი ონისე ოქრიაშვილი უცენზურო ლექსიკას იყენებს, მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა.გადაცემაში გახმიანებულმა რეპლიკებმა, მათ შორის მწერალ ნოდარ დუმბაძისა და რელიგიური თემების მისამართით, მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია

20 ივლისი 2026, 20:15

რეგიონი

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად გარე სამყაროს დროებით მოწყვეტილ 30-ვე სოფელთან საავტომობილო კავშირი აღდგენილია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მძიმე ტექნიკა მუშაობს ქუთაისი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზეც. აქ უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა დროებით მხოლოდ სპეციალური ტექნიკის დახმარებითაა შესაძლებელი.

ენდი ბერნემი

20 ივლისი 2026, 19:53

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერი: ბრიტანეთმა მსოფლიოს უნდა დაუმტკიცოს, რომ სტაბილურობის აღდგენა ხელახლა შეგვიძლია

დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმ თავის პირველ გამოსვლაში, წლების მანძილზე არსებული არასტაბილურობის შემდეგ პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის პირობა დადო.

20 ივლისი 2026, 19:36

მსოფლიო

The New York Times: პენტაგონმა ირანთან ომში აშშ-ის სამხედროების დაშავების ათობით ფაქტი დამალა

იმ კვირაში, რომელიც წინ უძღოდა პარასკევს იორდანიაში განხორციელებულ ირანულ თავდასხმას - რასაც ორი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ხოლო ერთი სამხედრო მოსამსახურე დაკარგულად ითვლება - ირანმა ქვეყანაში აშშ-ის ძალების წინააღმდეგ კიდევ სამი დარტყმა მიიტანა, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „პენტაგონმა ირანთან ომში აშშ-ის სამხედროების დაშავების ათობით ფაქტი დამალა“.

20 ივლისი 2026, 19:19

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

კევინ კიგანი

20 ივლისი 2026, 18:50

სპორტი

ინგლისის ფეხბურთის ლეგენდა, კევინ კიგანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

Sky Sports-ის ცნობით, ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი კევინ კიგანი ონკოლოგიური დაავადების შედეგად, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ენდი ბერნემი

20 ივლისი 2026, 18:26

მსოფლიო

ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადა

ბრიტანეთის ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე პირველ სატელეფონო ზარებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განახორციელებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

20 ივლისი 2026, 18:23

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ირან-ამერიკის ურთიერთობებზე: ვერც ერთი მხარე ვერ იკმაყოფილებს იმას, რაც მას მართებულად მიაჩნია. ეს ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ომი ასე ადვილად არ დასრულდება

რეალურად, არ ხდება შეთანხმება. ვერც ერთი მხარე ვერ იკმაყოფილებს იმას, რაც მას მართებულად მიაჩნია. ეს ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ომი ასე ადვილად არ დასრულდება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ირან-ამერიკის ურთიერთობების ახალ ფაზაზე საუბრისას.