imedi /  26 ოქტომბერი 2020, 09:52 / სანდო წყარო

ალექსანდრე მოწერელია აბაშაში, მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

„ქართული ოცნების" აბაშის,მარტვილის,ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟოროტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში მის სამაჟორიტარო ოლქში შემავალ ახალგაზრდებს შეხვდა.

კანდიდატმა ახალგაზრდებთან ერთად ოჯალეშის რთველში მიიღო მონაწილეობა. ასევე სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა. როგორიცაა შემეცნებითი ტური, ღვინის დეგუსტაცია, კანდიდატი ახალგაზრდებს ღვინის კულტურაზე ესაუბრა.

„დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათის ისტორიულ ციხე-სიმაგრესთან ახალგაზრდებს შევხვდი, ასევე ერთად ვიმყოფებოდით მონასტრის ეზოში რთველში.

ვისაუბრეთ ღვინის კულტურაზე, რთველის ტრადიციის შესახებ, ღვინის დეგუსტაციაშიც ერთად მივიღეთ მონაწილეობა. გავაცანი ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ამ დარგის განვითარებისთვის არის მიმართული. მევენახეობა და მეღვინეობა ჩვენი ქვეყნისთვის არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის ნაწილია, არამედ ეროვნული თვითმყოფადობისა და ისტორიის ცოცხალი გაგრძელებაა. სანამ ჩვენ გავუფრთხილდებით, გვეყვარება და პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საქმეს, სანამ ახალგაზრდები გააგრძელებენ მევენახეობა-მეღვინეობაში ჩართვას, მანამდე ჩვენს ისტორიას და ჩვენს ხალხს აუცილებლად ექნება საკუთარი მომავალი.

ჩვენ მზად ვართ ახალგაზრდებს პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაშიც დავეხმაროთ და ინტერესიც გავუღვიძოთ, რომ პატიოსანი შრომა, ვაზის მოვლა, ღვინის წარმოება არამარტო კარგი და ეკონომიკურად შემოსავლიანია, არამედ ეს არის სახალისო, საინტერესო და ღირსეული საქმიანობა"- აღნიშნა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ალექსანდრე მოწერელიამ.

ყველა სიახლე

02 დეკემბერი 2020, 19:31

COVID19

დავით სერგეენკომ კლინიკა „თიმის“ კოვიდგანყოფილებაში იმორიგევა

დავით სერგეეენკო კვლავ ექიმის ამპლუაში - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი სოციალურ ქსელში ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ მორიგეობს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი კლინიკა „თიმის“ კოვიდ განყოფილებაში. დავით სერგეენკო კოლეგებს პაციენტების მოვლის პროცესში ეხმარებოდა. ყოფილი მინისტრი და ამჟამად უკვე მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი საავადმყოფოში მთელი დღის განმავლობაში მორიგეობდა.

02 დეკემბერი 2020, 19:05

COVID19

საფრანგეთის საზღვარზე იმ მოქალაქეებს შეამოწმებენ, რომლებიც ქვეყანაში სათხილამურო კურორტებიდან დაბრუნდებიან

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის განცხადებით, საზღვარზე იმ მოქალაქეების შემოწმება მოხდება, რომლებიც ქვეყანაში სათხილამურო კურორტებიდან დაბრუნდებიან.

ანდრია გვიდიანი

02 დეკემბერი 2020, 19:00

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: არც პარლამენტის ლეგიტიმაციას, არც ბიუჯეტის მიღებას და არც სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ღონისძიებებს საფრთხე არ შეექმნება თუ პოლიტიკოსები უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე

არც პარლამენტის ლეგიტიმაციას, არც ბიუჯეტის მიღებას და არც სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ღონისძიებებს საფრთხე არ შეექმნება, თუ პოლიტიკოსები უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე, - ამის შესახებ ეკონომისტმა, ანდრია გვიდიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, მისთვის არასერიოზულია ოპოზიციის ერთი მხრივ ბაქიბუქი და მეორე მხრივ გაჯიუტება.

02 დეკემბერი 2020, 18:50

მსოფლიო

სომხეთის მთავრობამ მიტინგების ჩატარებაზე დაწესებული შეზღუდვა გააუქმა

სომხეთის მთავრობამ მიტინგების ჩატარებაზე დაწესებული შეზღუდვა გააუქმა.

დავით ზალკალიანი ზბიგნევ რაუს

02 დეკემბერი 2020, 18:49

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ქალაქ ვარშავაში პოლონელ კოლეგას, ზბიგნევ რაუს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს და გამოთქვეს მზადყოფნა განაგრძონ აქტიური მუშაობა არსებული მეგობრული ურთიერთობების მაღალ დონეზე შენარჩუნების მიზნით.

02 დეკემბერი 2020, 18:38

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: სახელისუფლებო ვერტიკალი, ჯანდაცვის სისტემა და ექიმები, პანდემიას ყველა ეტაპზე ადეკვატურად მართავდნენ

ის, რომ სისტემამ არ გაითვალისწინა საფრთხე და არ მოემზადა კოლაფსისთვის, ამას ვერ დავეთანხმები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში” განაცხადა.

ანდრია გვიდიანი

02 დეკემბერი 2020, 18:37

ეკონომიკა

ანდრია გვიდიანი: ოქროს შუალედია მოსაძებნი, რომ ბიუჯეტით თუ სხვა ტიპის საფინანსო გადაწყვეტილებებით, მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას

ბიუჯეტში მნიშვნელოვნად შეიცვალა მაკროეკონომიკური პარამეტრები, ისეთები, როგორებიცაა ბიუჯეტის დეფიციტი,საგარეო ვალის მაჩვენებელი და სხვა ისეთი მდგრადობის ინსტრუმენტები, რომელიც ზოგადად, ფინანსური სტაბილურობისთვის არის მნიშვნელოვანი- ამის შესახებ ეკონომისტმა, ანდრია გვიდიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ბექა ლილუაშვილი

02 დეკემბერი 2020, 18:36

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: ჩვენ საკმაოდ შორს ვართ იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენი ვალის მოცულობა შეიძლება შეფასდეს, როგორც რისკის მატარებელი

ჩვენ საკმაოდ შორს ვართ იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენი ვალის მოცულობა შეიძლება შეფასდეს, როგორც რისკის მატარებელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ზოგადად, ვალის აღება მთავრობას მაშინ უწევს, როდესაც ფორსმაჟორული შემთხვევები ხდება.

02 დეკემბერი 2020, 18:34

მსოფლიო

საფრანგეთში მაშველებმა ბინიდან 300-კილოგრამიანი კაცი ამწის საშუალებით გამოიყვანეს

საფრანგეთის ქალაქ პერპინიანში მაშველებმა უნიკალური ოპერაციაა ჩაატარეს. როგორც The Sun-ი იუწყება, ერთ-ერთი ბინიდან მათ 300 კგ. წონის ალან პანაბიერის ევაკუაცია განახორციელეს. ამისთვის კედლის ფასადის ნაწილის ჩამონგრევა გახდა საჭირო.

02 დეკემბერი 2020, 18:28

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 64 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 64 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 64 015 351 შემთხვევა გამოვლინდა, 1 483 676 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 41 175 362 - გამოჯანმრთელდა.

ვლადიმერ პუტინი

02 დეკემბერი 2020, 18:27

COVID19

რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობას მომდევნო კვირიდან მასშტაბური ვაქცინაციის დაწყება დაავალა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მთავრობას მომდევნო კვირიდან ქვეყანაში მასშტაბური ვაქცინაციის დაწყება დაავალა.

ანდრია გვიდიანი

02 დეკემბერი 2020, 18:25

ეკონომიკა

ანდრია გვიადიანი: რეგიონის ქვეყნებს შორის, ჩვენ ეკონომიკური ვარდნის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვექნება

„თვალი რომ გადავავლოთ ქვეყნებს, რომლებთანაც აქტიური ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს, ყველგან პანდემიამ გამოიწვია ეკონომიკური რეცესია, მაღალი ინფლაცია და სხვა ტიპის ნეგატიური ფაქტორები. ევროზონაში 8%-იანი ეკონომიკური ვარდნაა 2020 წელში. გართულდა პროცესი რეგიონშიც. გლობალური პანდემიის გარდა დიდი გავლენა იქონია რეგიონში სამხედრო მოქმედებებმა, მხედველობაში მაქვს სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტი. ყველა ეს პროცესი ნეგატიურად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. ჩვენ ველით 5%-იან ვარდნას, თუმცა რეგიონის ქვეყნებს შორის ეს არის ეკონომიკური ვარდნის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი“, - განაცხადა ანდრია გვიადიანმა

02 დეკემბერი 2020, 18:20

თავდაცვა

ნორვეგიამ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) კომპიუტერული ტექნიკა გადასცა

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ეგიდით, დღეს ნორვეგიამ, რომელიც JTEC-ის ინიციატივის განხორციელებაში წამყვან ქვეყანას წარმოადგენს, JTEC-ის პირადი შემადგენლობას კომპიუტერული ტექნიკა საჩუქრად გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნორვეგიული მხარდაჭერა ორგანიზაციის მოქნილობისა და არსებული შესაძლებლობების უფრო მეტად გაზრდას ემსახურება. ნორვეგიულმა მხარემ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ამჯერად პერსონალური კომპიუტერებით, ლეპტოპებით, პრინტერებითა და მოტოროლას რადიოსადგურებით, ასევე ინტერნეტის დაცვის სისტემით და კომუნიკაციების სხვა აღჭურვილობებით უზრუნველყო. ახალი კომპიუტერული ტექნიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს 2022-ი წლის სწავლების დაგეგმვისა და სრულყოფილად აღსრულებისთვის.

02 დეკემბერი 2020, 18:16

რეგიონი

ფოთში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ქალაქ ფოთში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 100 ბლოკი (20 000 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი დღეს გამოავლინეს.

02 დეკემბერი 2020, 18:15

რეგიონი

ბათუმში ახალი სკვერების და მასშტაბური კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე დაიწყო ახალი სკვერის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები. დაიგება მწვანე კორდი და დეკორატიული ფილები. დამონტაჟდება შადრევანი და გარეგანათების სისტემა. განთავსდება საბაღე სკამები და დეკორატიული ურნები.

02 დეკემბერი 2020, 18:08

COVID19

ინტერპოლი: კრიმინალური ორგანიზაციები კორონავირუსის ვაქცინების მომარაგების შეფერხებასა და ყალბი ვაქცინების გაყიდვას შეეცდებიან

კრიმინალური ორგანიზაციები კორონავირუსის ვაქცინების მომარაგების შეფერხებასა და ყალბი ვაქცინების გაყიდვას შეეცდებიან. ამის შესახებ ინტერპოლის განცხადებაშია ნათქვამი.

02 დეკემბერი 2020, 18:03

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული ლიბერალური პოლიტიკის შედეგები და გამოწვევები GeoIGF 2020-ზე შეაჯამა

მათი განცხადებით, კომისიის წარმომადგენლებმა საქართველოს ინტერნეტმმართველობის ვირტუალურ ფორუმზე სხვადასხვა თემატური სესიის ფარგლებში ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: რა გამოწვევებია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და რა შესაძლებლობები აქვთ პოტენციურ MVNO-ებს მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვების გადაწყვეტილებით; ასევე, რა გეგმები აქვს კომუნიკაციების კომისიას ქვეყანაში 5G ტექნოლოგიის დანერგვის მიმართულებით და როგორია საქართველოს ზედა დონის დომენური სახელის .ge ზონის გამოწვევები.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

02 დეკემბერი 2020, 18:03

მსოფლიო

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: არ ვარ დარწმუნებული, რომ ნატო ტრამპის პრეზიდენტობის კიდევ 4 წელიწადს გაუძლებდა

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აცხადებს, რომ ევროპისთვის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან სადავო საკითხების განხილვა უფრო მარტივი იქნება. ამის შესახებ მან გამოცემა Zeit-თან ინტერვიუში განაცხადა.

ბექა ლილუაშვილი

02 დეკემბერი 2020, 18:03

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: პანდემიის პირველი დღიდან გამოვაცხადეთ 2 მთავარი პრიორიტეტი: ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სოციალური მხარდამჭერა

ჩვენ პანდემიის პირველი დღიდან გამოვაცხადეთ 2 მთავარი პრიორიტეტი: პირველ რიგში, ეს არის ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მეორე, სოციალური მხარდამჭერა და სოციალური მდგომარეობის შემსუბუქება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი ქარქაშაძე

02 დეკემბერი 2020, 18:02

რეგიონი

ქუთაისის მერია აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას მთლიანად დააფინანსებს

„გასულ წლებში არსებული დაფინანსება 2021 წელს საკმარისი არ იქნებოდა, რადგან ბენეფიციართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და აუცილებელი გახდა დამატებითი თანხების მოძიება.