03 ნოემბერი 2020, 19:49 / სანდო წყარო

თოვის გამო, ლეჩური-ომალოს მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

უამინდობისა და თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ18-კმ72 (ლეჩური-ომალო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტრამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის კმ1-კმ18 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის თავისუფალია.

უახლოესი დღეების ამინდს გაეცანით ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

26 ნოემბერი 2020, 14:43

COVID19

3-დან 15 იანვრის ჩათვლით საქართველოში უქმე/დასვენების დღეები ცხადდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით: ცხადდება უქმე/დასვენების დღეები, ასევე აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში, ამასთან ერთად არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

ლარი

26 ნოემბერი 2020, 14:42

COVID19

სავაჭრო სექტორში დასაქმებულები, რომლებსაც გამკაცრებული შეზღუდვები შეეხება, 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ

სავაჭრო სექტორში დასაქმებულები, რომლებსაც გამკაცრებული შეზღუდვები შეეხება, 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 14:41

COVID19

ადამიანები, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, 1200-ლარიან დახმარებას კვლავ მიიღებენ

„წინა ტალღის პერიოდში ამ დახმარებით ისარგებლა 125 ათასმა ადამიანმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამჯერადაც დაახლოებით იგივე ციფრი იქნება“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 14:41

საზოგადოება

აფთიაქები, სილამაზის სალონები და ბანკები მუშაობას განაგრძობენ

საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, განისაზღვრა ის ობიექტები, რომლებიც დაწესებული შეზღუდვების პირობებში მუშაობას განაგრძობენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა.

26 ნოემბერი 2020, 14:35

COVID19

24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება

ასევე ახალი წლის და შობის ღამეს მოიხსნება შეზღუდვა გადაადგილებაზე.

26 ნოემბერი 2020, 14:32

COVID19

გიორგი გახარია: ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო დავუბრუნოთ ისეთ მაჩვენებლებს, როგორიც გვქონდა აგვისტომდე

დღეს მთავრობის, მოქალაქეებისა და ექიმების ამოცანაა, რომ საქართველო დავუბრუნოთ ისეთ მაჩვენებლებს, როგორიც გვქონდა აგვისტომდე. მოგეხსენებათ, რომ საქართველო მაშინ იყო ეპიდემიის მართვის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა. ეს არის არა ვალდებულება, არამედ ჩვენი პასუხისმგებლობა ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პერსპექტივის შენარჩუნებისთვის, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 14:29

COVID19

გიორგი გახარია: პოლიტიკური პროცესში ჩვენ გარკვეულ კომპრომისზე წასვლა მოგვიწია

სექტემბრის თვისთვის ჩვენი ბალანსის კიდევ ერთი დამატებითი მდგენელი გაჩნდა. ეპიდემიასთან, მოსახლეობის ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩაერთო - პოლიტიკური პროცესი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 14:28

COVID19

გიორგი გახარია: ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ამ 2-თვიანი გეგმითა და ღონისძიებებით ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შევამციროთ

ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ამ 2-თვიანი გეგმითა და ღონისძიებებით ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შევამციროთ, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვები დამტკიცდა. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად ჯანდაცვის სისტემაზე დათვირთვა უფრო შემცირდება.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 14:25

COVID19

გიორგი გახარია: სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი

„ჩვენ ამ მაჩვენებლებს უნდა დავუბრუნდეთ. დღეს მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში არის ეპიდემიის რეკორდული ზრდა, განსაკუთრებით ეს ყველაფერი არის კონცენტრირებული ევროპაში და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც მე ვსაუბრობ ბალანსზე, ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო ეპიდემიის მართვაში ეკონომიკასთან ერთად ბალანსის დაჭერა, რაც შემდგომ გადაიზარდა ადაპტაციაში და ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ. გავაგრძელებთ ეფექტიანად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მეტრო

26 ნოემბერი 2020, 14:18

საზოგადოება

თბილისის მეტრო მუშაობას აჩერებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში თბილისის მეტრო არ იმუშავებს.

აუზი დარბაზი

26 ნოემბერი 2020, 14:17

საზოგადოება

ქვეყნის მასშტაბით ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები მუშაობას აჩერებენ

ახალი რეგულაციები 28 ნოემბრიდან ამოქმედდება და 31 იანვარის ჩათვლით იმოქმედებს.

26 ნოემბერი 2020, 14:16

COVID19

კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები მუშაობას აჩერებენ

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან, 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები მუშაობას აჩერებენ.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტისაქალაქთაშორისო ტრანსპორტი

26 ნოემბერი 2020, 14:15

საზოგადოება

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადააადგილება შეიზღუდა

ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე; მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით.

რესტორნები

26 ნოემბერი 2020, 14:15

საზოგადოება

რესტორნები და კვების ობიექტები სრულად გატანის სერვისზე გადადიან

დასაშვებია პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“, „დრაივი“.

სავაჭრო ცენტრი

26 ნოემბერი 2020, 14:15

საზოგადოება

მსხვილ ქალაქებში არააუცილებელი სავაჭრო ობიექტები დისტანციურად იმუშავებენ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს მსხვილ ქალაქებში, კერძოდ კი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ზუგდიდში, სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, სადეზინფექციო ნაწარმის მაღაზიებისა) დისტანციურად იმუშავებენ.

26 ნოემბერი 2020, 14:13

COVID19

სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან, 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.

თბილისი კომენდანტის საათი

26 ნოემბერი 2020, 14:09

COVID19

28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან იმოქმედებს

„21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ტრანსპორტი

26 ნოემბერი 2020, 14:07

საზოგადოება

28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მსხვილ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მსხვილ ქალაქებში, კერძოდ კი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

26 ნოემბერი 2020, 14:05

COVID19

რა ახალი შეზღუდვები ამოქმედდება საქართველოში 28 ნოემბრიდან. სრულად

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

26 ნოემბერი 2020, 13:42

COVID19

ქუთაისში კორონავირუსისგან 101 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში ახალი კორონავირუსული ინფექცია 101 წლის ქალმა დაამარცხა. საუკუნის ქალბატონი, რომელიც ქუთაისის მკვიდრია, სამედიცინო დაწესებულებაში 20 ნოემბერს მოხვდა. პაციენტს ტემპერატურასთან ერთად ზოგადი სისუსტე და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. კლინიკაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.