imedi /  06 ნოემბერი 2020, 16:48 / სანდო წყარო

თორნიკე რიჟვაძე: ძირითადი საჩივრების განხილვის შედეგად, რომელშიც ოპოზიციის ნაწილიც მონაწილეობდა, მმართველი პარტიის შედეგები მცირედით გაუმჯობესდა

თორნიკე რიჟვაძე

თორნიკე რიჟვაძე

როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე აჭარაში საუბნო და საოლქო კომისიებმა დაასრულა ყველა ძირითადი საჩივრის განხილვა. განხილვების შედეგად, რომელში მონაწილეობდა ოპოზიციის ნაწილი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გამოიკვეთა, რომ მმართველი პარტიის ხმები მცირედით გაუმჯობესდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციის, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ ფეიკ დღის წესრიგი, რომელიც აგებული იყო ე.წ. გაყალბებულ ოქმებზე, არანაირად არ დასტურდება. ეს არის პირდაპირი მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა, თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მე-19 უბნის ოქმის განხილვის შედეგად გამოიკვეთა, რომ მმართველმა პარტიამ იმაზე მეტი ხმა მიიღო, რაც პირველად ოქმებში იყო დადასტურებული.

„მოგეხსენებათ, აჭარაში ამომრჩეველი ხმას აძლევდა 4 ბიულეტენით. პირველად ოქმებში ეს იყო სრულად დაჯამებული ანუ კონსოლიდირებული მონაცემები. შეცდომების გასაჩივრების შემდეგ. გამოიკვეთა, რომ მმართველი პარტიის ხმები გაუმჯობესდა მცირედით. თუმცა, ის გადანაწილდა ისე, როგორც ამას ითვალისწინებდა ამომრჩევლის ნება.

მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, ის მიმდინარე პროცესი, რომელიც მათ შორის რეგიონში, ბათუმში ხდება, ეს ეხება კონკრეტულ დესტრუქციულ დღის წესრიგს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავითარებს. მათ შეიამხანაგეს რამდენიმე არაკვალიფიციური სუბიექტი აჭარაში. თქვენ იცით, რომ „ქართულმა ოცნებამ“, თავისივე ინიციატივით აჭარაში უმაღლეს საბჭოს ცვლილებებით, შეამცირა მაჟორიტარების რაოდენობა, გაანახევრა და ამ მონაცემებით, ამ შედეგებით პროპორციულ სიაში მიიღო მანდატების უმრავლესობა. უკვე მოვიგეთ ერთი მაჟორიტარული ოლქი ქობულეთში, ვემზადებით 2 მანდატის დამატებისთვის მეორე ტურებში. ჯამში, ეს ნიშნავს, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი იქნება 2 პოლიტიკური სუბიექტი - მანდატების უმრავლესობით ქართული ოცნება და უმცირესობით ნაციონალური მოძრაობა.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკური სუბიექტების განაცხადს, თითქოს ისინი არ აპირებენ პარლამენტში შესვლას, სადღაც თმობენ მანდატს და ჯამში, ის კონკრეტული ხაზი, რომელსაც ავითარებენ, რომ თითქოს მეტი ხმა მიიღეს ეს არის კიდევ ერთხელ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მანიპულაცია, რომ რამენაირად არჩევნების და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია.

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმათა უმრავლესობა, მანდატების უმრავლესობა და შესაბამისად, არც უმაღლეს საბჭოს ნაწილში და არც მთავრობის ფორმირების ნაწილში, ჩვენ სხვა ძალა არ გვჭირდება, თუმცა ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაქსიმალური კონსტრუქციოლუბისკენ.

აქვე დავამატებ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ისმის მოწოდებები დესტრუქციისკენ, ასევე გეგმავენ გაურკვეველ აქციებს, ამ შემთხვევაში როგორც ადრე, ასევე დღესაც და მომავალშიც გარანტირებული იქნება თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა კანონმდებლობის ჩარჩოში. კონკრეტულ ძალებს და ქუჩის აქციებში მონაწილე ადამიანებს მინდა მოვუწოდო და უმორჩილესად ვთხოვო, რომ დაიცვან ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები, ვინაიდან რეგიონში, ქალაქში გვაქვს განსაკუთრებით მძიმე ეპიდვითარება, ყოველდღიურ რეჟიმში ვართ ზღვარზე როგორც ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების, ასევე ვართ ზღვარზე ლეტალობის და სიკვდილიანობის ნაწილში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქის და ადამიანის გადასაწყვეტია, ვინ რომელ აქციაში, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ვთხოვ და მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც ეხება პირბადეს, რაც ეხება დისტანციის დაცვას. ჩვენ არავითარი პრობლემა არ გვაქვს არც ქუჩის აქციებთან და არც სხვა ნებისმიერ გამოხატვასთან მოქალაქეების უფლებების, თუმცა კიდევ ერთხელ პატივი ვცეთ სხვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და არ დავაყენოთ რისკის ქვეშ ეს ყველაფერი. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური პარტიები ამ ყველაფერსაც იყენებენ სათავისოდ. მათთვის სულერთია და ადამიანის სიცოცხლეს დიდი ფასი არ აქვს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2022, 01:17

მსოფლიო

პენტაგონი: თითქმის 6 თვის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის შეიარაღაბული ძალების რიგებში გარდაცვლილთა და დაჭრილთა რაოდენობამ 70-80 ათასს ადამიანს მიაღწია

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, თითქმის 6 თვის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის შეიარაღაბული ძალების რიგებში დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობამ 70-80 ათასს ადამიანს მიაღწია.

ვოლოდიმირ ზელენსკი

09 აგვისტო 2022, 00:51

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის ყველა მოქალაქეს აუკრძალონ მათ ქვეყანაში შესვლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა რუსეთის ყველა მოქალაქეს აუკრძალოს მათ ქვეყანაში შესვლა, რათა უკრაინის ტერიტორიის ანექსია შეწყდეს, - ამის შესახებ მან The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

09 აგვისტო 2022, 00:44

თავდაცვა

თავდაცვის აკადემიაში იუსტიციის მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, სამართლებრივი გზებით საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა

აგვისტოს ომს მიეძღვნა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისა და მისი მოადგილეების შეხვედრა გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა აკადემიის რექტორი, გენერალი მამია ბალახაძე.

ჯიმ რიში

09 აგვისტო 2022, 00:22

პოლიტიკა

ჯიმ რიში: 14 წელი გავიდა, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, სუვერენიტეტის ამ შელახვამ და მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო

„გუშინ გავიდა 14 წელი მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში. სუვერენიტეტის ამ შელახვამ და მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო და შეიჭრა უკრაინაში ორჯერ, დაეხმარა ასადს სირიაში, შექმნა „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები და ბელარუსზე დე ფაქტო კონტროლი დაამყარა“, – წერს ჯიმ რიში twitter-ში.

რუსლან სტეფანჩუკი

08 აგვისტო 2022, 23:40

მსოფლიო

უკრაინის პარლამენტის სპიკერი: 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთმა შეწყვიტა თავისი „იმპერიული ამბიციების“ დამალვა და საქართველოზე თავდასხმა გადაწყვიტა

2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთმა შეწყვიტა თავისი „იმპერიული ამბიციების“ დამალვა და საქართველოზე თავდასხმა გადაწყვიტა, - განაცხადა უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა.

08 აგვისტო 2022, 23:37

რეგიონი

მესტიაში მაშველებმა 70 წლის ტურისტი გადაარჩინეს, რომელიც ორი დღის განმავლობაში კლდეებს შორის იყო მოყოლილი

მესტიაში მაშველებმა 70 წლის მამაკაცი გადაარჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქე, ირინა კვიციანი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ის წერს, მამაკაცი უცხოეთის მოქალაქეა და მათთან სტუმრად იმყოფებოდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმირ პუტინი

08 აგვისტო 2022, 23:15

მსოფლიო

Financial Times: დასავლეთი სულ უფრო მეტად შეშფოთებულია ერდოღანსა და პუტინს შორის ურთიერთობების გაღრმავების გამო, რაც თურქეთის მიმართ სადამსჯელო ზომების მიღების ალბათობას ზრდის, თუ ანკარა მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება

დასავლეთი სულ უფრო მეტად შეშფოთებულია რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმირ პუტინს შორის ურთიერთობების გაღრმავების გამო, რაც თურქეთის მიმართ სადამსჯელო ზომების მიღების ალბათობას ზრდის, თუ ანკარა მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი ავრცელებს.

რატი ბრეგაძე

08 აგვისტო 2022, 23:10

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: სიმართლე არის საქართველოს მხარეს - დაინტერესებული ვართ, ყველა პირი, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაული, პასუხისგებაში იყოს მიცემული და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

2008 წელს მთელმა მსოფლიომ იხილა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც ქართული ჯარი ღირსეულად აღუდგა - საქართველომ გააგრძელა ბრძოლა სიმართლის დასამტკიცებლად და სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების თანახმად, თამამად შეიძლება ითქვას ის, რომ საქართველო თავიდან ბოლომდე მართალი იყო, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

08 აგვისტო 2022, 22:27

მსოფლიო

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი გამოუყო

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი გამოუყო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

08 აგვისტო 2022, 22:15

მსოფლიო

აშშ უკრაინას დამატებით 4.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს საბიუჯეტო საჭიროებისთვის

აშშ უკრაინის მთავრობას დამატებით 4.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში განაცხადეს.

08 აგვისტო 2022, 21:51

პოლიტიკა

ხორვატიის საგარეო უწყება: რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე ხორვატია კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი

დამერწმუნეთ ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის საქართველოს ისტორია - ის არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი, რომელსაც ვიცნობ და შესაბამისად, მსგავსი ტიპის ბრალდება, თითქოს მან რამე განცხადება შეგნებულად გააკეთა ან ა.შ. არის ყოვლად დაუშვებელი, - ამხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სრულ მხარდაჭერას ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას, „14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული” , მოჰყვა.

ენტონი ბლინკენი

08 აგვისტო 2022, 21:04

მსოფლიო

ბლინკენი: თუ დიდ ქვეყანას მიეცემა უფლება პატარა ქვეყანა დაჩაგროს, შეიჭრას და დაიკავოს ტერიტორიები მისთვის წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, მაშინ ეს მთელ მსოფლიოში ნადირობის სეზონის გახსნა იქნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ თუ რუსეთს მიეცემა უფლება უკრაინა დაჩაგროს, შეიჭრას და დაიკავოს ტერიტორიები მისთვის წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, მაშინ ეს იქნება „ნადირობის სეზონის“ გახსნა მთელ მსოფლიოში.

გიტანას ნაუსედა

08 აგვისტო 2022, 21:03

მსოფლიო

გიტანას ნაუსედა: ყველა მზად ვართ უკრაინის ხელახლა აშენება უზრუნველვყოთ, მაგრამ პირველ რიგში, უკრაინამ ეს ომი უნდა მოიგოს

სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ საფუძველს, რომ ომი ხანმოკლე იქნება. უკრაინას აქვს პროგრესი ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, განსაკუთრებით სამხრეთით, მაგრამ ამავე დროს რუსეთიდან ზეწოლაა აღმოსავლეთით, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

გიტანას ნაუსედა

08 აგვისტო 2022, 20:52

პოლიტიკა

გიტანას ნაუსედა: ლიეტუველ ხალხს სურს საქართველოში ოკუპაცია დასრულდეს, ჩვენ გვსურს, საქართველო ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდეს

სამწუხაროდ, ამ დრომდე ევროკავშირმა არ გააკეთა საკმარისი უკრაინის უფრო ეფექტიანად მხარდასაჭერად. დიახ, ჩვენ სანქციების 7 პაკეტი დავაწესეთ, მაგრამ ეს ჯერჯერობით რუსული ეკონომიკისთვის უმძიმესი დარტყმისთვის საკმარისი არ არის, - ამის შესახებ გიტანას ნაუსედამ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ლიეტუვას პრეზიდენტის თქმით, მეტის გაკეთებაა საჭირო.

ამირან გამყრელიძე

08 აგვისტო 2022, 20:50

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: ახალგაზრდებს ვაძლევ გზას - არავითარი დაპირისპირება არაა

სწორედ ახალგაზრდებს ვაძლევ ახლა გზას. არავითარი დაპირისპირება არაა, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

გიტანას ნაუსედა

08 აგვისტო 2022, 20:47

პოლიტიკა

გიტანას ნაუსედა: რუსეთის სურვილები და პოლიტიკური მადა მხოლოდ მეზობელი სახელმწიფოებით არ შემოიფარგლება

სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს საუბარი რუსეთის მიერ გაყინული კონფლიქტების შექმნის აგრესიულ პოლიტიკაზე. რუსეთი ახდენს დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციას და ამ არაკანონიერი გზით, დროებით ოკუპაციას ისინი იყენებენ დესტაბილიზაციის შექმნის საშუალებად, ხელს უშლის და ცდილობს, რაც შეიძლება მეტად გაართულოს სუვერენული სახელმწიფოების დასავლურ სამყაროში, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, - ამის შესახებ გიტანას ნაუსედამ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი მიუღებელ მისიას იღებს საკუთარ თავზე - გადაწყვიტოს სუვერენული სახელმწიფოების ბედი.

თამარ გაბუნია

08 აგვისტო 2022, 20:46

საზოგადოება

თამარ გაბუნია: არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მუშაობა მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით შეასრულებს. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი გრძელდება.

ირაკლი ქადაგიშვილი

08 აგვისტო 2022, 20:36

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: გიორგი კალანდარიშვილის ჩატარებულ არჩევნებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა უმაღლესი შეფასება მისცეს, გამომდინარე აქედან, ვფიქრობ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მხარს არ დავუჭერთ

გიორგი კალანდარიშვილმა ჩაატარა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, ეუთო/ოდირმა ადმინისტრაციის მიერ გაწეულ მუშაობას მისცა უმაღლესი შეფასება, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

08 აგვისტო 2022, 20:29

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთი არ დაამტკიცებს შვედეთისა და ფინეთის ალიანსში წევრობას, თუ მადრიდის სამიტზე გაკეთებული დაპირებები არ შესრულდება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

08 აგვისტო 2022, 19:48

მსოფლიო

ერდოღანი: სამწუხაროდ, ვერ მივუახლოვდით სისხლისღვრის შეწყვეტას - იყვნენ ისეთებიც, ვინც ომის გაგრძელების მომხრე იყო

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ცდილობს შეამციროს დაძაბულობა და თავიდან აიცილოს კონფლიქტები რეგიონში. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.