09 ნოემბერი 2020, 11:31 / სანდო წყარო

სოფელ პატარძეულის სტაბილური წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოს 12 მილიონი ლარი მოხმარდება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გამოაცხადა ტენდერი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის წყალმომარაგების სისტემის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოზე.

მონაწილეობის მსურველებს წინადადებების წარდგენა 16 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ. პროექტის სავარაუდო ღირებულება 12 მილიონი ლარია. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოს შესასრულებად 32 თვე ექნება.

ამ დროისთვის, პატარძეულის მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა.

დაგეგმილი სამუშაოს ფარგლებში, მოეწყობა წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილდენი, წყლის სათავე ნაგებობა, სატუმბო სადგური, რეზერვუარი და დაგეგმილია მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და 3000 ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.

ყველა სიახლე

18 იანვარი 2021, 16:59

საზოგადოება

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: თამბაქოს პროდუქტი არც ერთ სავაჭრო ობიექტში არ უნდა ჩანდეს

რეგულაცია 2017 წლის მაისში, კანონის მე-5 მუხლის, მეორე პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის სახით დამტკიცდა და გულისხმობს თამბაქოს ყველა სახის ნაწარმის (მათ შორის ელ. სიგარეტის, გახურებადი თამბაქოს ნაწარმის ე.წ. აიქოსის და ა.შ.), თამბაქოს აქსესუარის ან მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგების აკრძალვას ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან.

18 იანვარი 2021, 16:56

რეგიონი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში ზაზა გახელაძის საქმის განხილვა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძის საქმე განიხილა. სხდომა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. შეხვედრაზე რამდენიმე მოწმე და ბრალდებული დაიკითხა. საქმეზე გამოცხადდა შესვენება. მომდევნო სხდომის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ალეკო ელისაშვილი

18 იანვარი 2021, 16:50

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: გიორგი ვაშაძემ ორ დღეში რადიკალურად შეცვალა პოზიცია

„ნებისმიერ ოპოზიციონერს ცალ-ცალკეც შევხვდებით და ერთადაც. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს მხოლოდ, რომ ეს შეხვედრა მიმდინარეობდეს ჩართული კამერებით, შემდეგ ამას სპეკულაციები რომ არ მოჰყვეს. აქ ქვეყნის ბედზე ვლაპარაკობთ, პირადად რაღაც საქმე კი არ მაქვს გიორგი ვაშაძესთან ან ხაზარაძესთან. არ უნდათ პერსონალური შეხვედრები? როგორც უნდათ ისე შევხვდეთ. როგორი ფორმატიც უნდათ, ისეთი იყოს, ყველანი იყვნენ, ბოკერიაც უნდა იყოს. უბრალოდ, გაუგებარია ორ დღეში რატომ ცვლი პოლიტიკოსი პოზიციას. ერთ დღეს რომ აღტაცებული ხარ ამ შეხვედრის პერსპექტივით და ორ დღეში იძახი, რომ ეს არის მიუღებელი. ამ ორ დღეში რა მოხდა ვაშაძის თავს, არ ვიცი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

18 იანვარი 2021, 16:46

საზოგადოება

„ტელესკოლის“ გაკვეთილები განახლდა

საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ 18 იანვრიდან მეორე სემესტრი დაიწყო.

ამსტერდამი

18 იანვარი 2021, 16:45

COVID19

პოლიციამ ამსტერდამში ლოკდაუნის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

პროტესტის ათასობით მონაწილე ამსტერდამის ცენტრში „თავისუფლების მოთხოვნით“ შეიკრიბა. მედიის ცნობით, მათ არ ეკეთათ პირბადეები და ცოტა თუ იცავდა სოციალური დისტანციის წესებს. ამის გამო მთავრობამ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოხატა. პოლიციამ მათ დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა აალებადი ნივთიერებების სროლა დაიწყეს.

გიორგი ვოლსკი

18 იანვარი 2021, 16:33

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ყველას აქვს საშუალება, ქვეყანას ემსახუროს, პარლამენტისკენ მიმავალ გზას არავის ჩავუჭრით

„პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების ფანჯრის დახურვის მხურვალე მხარდამჭერებიც არიან და მმართველ გუნდს ეუბნებიან, გინდათ თუ არა, ოპოზიციას მანდატები ჩამოართვით, დაუწვით და შემდეგ მოლაპარაკებების მაგიდასთან წადით, სადაც ეს თემა წამოწეული იქნება, როგორც მთავარი თემა – რა ველაპარაკოთ ამათ, როცა მანდატები გაგვიუქმესო.

18 იანვარი 2021, 16:23

საზოგადოება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან გალაკტიონის ხიდამდე ჭადრების სხვლა-ფორმირებას იწყებს

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, მარცხენა სანაპიროზე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან გალაკტიონის ხიდამდე ჭადრების სხვლა-ფორმირებას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 200-მდე ძირი ჭადრის ხე გაისხვლება, რაც გულისხმობს ტოტების შეჭრას, რომელიც გარე განათებას უშლის ხელს.

მაია ბუწაშვილი

18 იანვარი 2021, 16:14

COVID19

მაია ბუწაშვილი: ვაქცინაცია კაცობრიობის უმთავრესი მონაპოვარია და კოვიდის ვაქცინასთან დაკავშირებულმა კითხვებმა მას საფრთხე არ უნდა შეუქმნას

კოვიდვაქცინა რისკის ჯგუფებისთვის არის გადამწყვეტი და სასიცოცხლო. მე ვაქცინაციის კომისიაში ვარ და ერთადერთი განსხვავებული აზრი მაქვს, მიმაჩნია, რომ პირველ ეტაპზე კოვიდგანდატანილები პრიორიტეტულ ჯგუფში არ უნდა იყვნენ. უნდა გამოცხრილონ.

18 იანვარი 2021, 16:12

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან ფერნანდო გრანდე-მარლასკასთან, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს სანიტარული კრიზისის მართვის მიზნით შექმნილ საგანგებო საკოორდინაციო საბჭოს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალურ პანდემიას და მისი მართვის პროცესს, მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს COVID-19 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მასიური წარმოების გამო და აღნიშნეს მისი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა.

18 იანვარი 2021, 16:08

კულტურა

40 წლის შემდეგ პირველად, მაყურებელი სოსო ჩხაიძის ფილმ „შვიდკაცას“ იხილავს

40 წლის შემდეგ დასრულდება სოსო ჩხაიძის მრავალსერიანი მხატვრული ფილმი „შვიდკაცა“. ფილმზე რეჟისორი სოსო ჩხაიძე 1979 – 87 წლებში მუშაობდა ტელეფილმების სტუდიაში. ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა კინორეჟისორი აგროვებს მასალებს სადიპლომო ფილმის გადასაღებად გურულ პოლიფონიურ სიმღერაზე. მაყურებელი თითქოს მასთან ერთად მოგზაურობს და ეცნობა გურული ხალხური სიმღერის დიდოსტატებს. ფილმში ასახულია 80-იანი წლების თბილისიც რეალური პერსონაჟებით.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

18 იანვარი 2021, 16:02

COVID19

ჯანმოს დირექტორი: მსოფლიო კატასტროფული ზნეობრივი მარცხის ზღვარზეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვაქცინებზე სამართლიანი წვდომის პერსპექტივები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.

იაგო ხვიჩია

18 იანვარი 2021, 15:53

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია გიორგი ვაშაძის განცხადებაზე: წარმოდგენა არ აქვს, რა მოხდა

„ჩვენ მანამდე გვქონდა კომუნიკაცია და როდესაც საჯარო სივრცეში გაჟღერებულ ამ იდეაზე ვსაუბრობდით, მისაღები იყო ბატონი გიორგი ვაშაძისთვისაც. მერე რა შეიცვალა, არ ვიცი. ცხადია, ვერავის დავაძალებ ჩემთან საუბარი უნდოდეს პრივატულ სივრცეში, მაგრამ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან საუბარი ისედაც მოგვიწევს საჯარო სივრცეში. მზად ვარ საჯაროდ ვილაპარაკო იმაზე, რაზეც მანამდე საუბარი დავიწყეთ. თუმცა მანამდე საწინააღმდეგო პოზიცია არ ყოფილა და რა შეიცვალა, ეს უნდა ჰკითხოთ გიორგი ვაშაძეს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მევლუთ ჩავუშოღლუ

18 იანვარი 2021, 15:51

მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: 21-ე საუკუნე აზიის საუკუნე იქნება

„მე-19 და მე-20 საუკუნეები ევროპისა და აშშ-ის საუკუნეები იყო. ახლა, ყველა მონაცემი ცხადყოფს, რომ 21-ე საუკუნე აზიის იქნება“, - განაცხადა მინისტრმა თურქეთის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა საბჭოს (DEIK) მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ შეხვედრაზე, სადაც თურქეთსა და აზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო მოცულობის გაზრდის ახალ პერსპექტივებზე იმსჯელეს.

18 იანვარი 2021, 15:39

COVID19

უკრაინა 25 იანვრიდან მკაცრი ლოკდაუნის გაუქმებას გეგმავს

უკრაინა 25 იანვრიდან მკაცრი ლოკდაუნის გაუქმებას გეგმავს. „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ მკაცრი ზომების გაუქმების შემდეგ ქვეყანაში ადრე დაწესებული შეზუდვები იმოქმედებს.

18 იანვარი 2021, 15:26

პოლიტიკა

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყანა გამოაცხადებს სოლიდარობის გეგმას, რომელიც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის თანაბარ გადანაწილებას გულისხმობს

ამასთან, ჩვენ ასევე ვისაუბრეთ გაერო-ში მიმდინარე მოვლენებზე მრავალმხრივი ფორმატების კუთხით. განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები სახელმწიფოების მთლიანობის დაცვიდან გოგონებისა და ქალების უფლებების დაცვამდე, ასევე ბირთვული განიარაღების თემა, რომელზეც ჩვენ გავაგრძელებთ 2021 წელს ერთობლივად მუშაობას“, - განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

18 იანვარი 2021, 15:25

COVID19

ბელგიაში კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის გამო რამდენიმე სკოლა დაიხურა

ბელგიაში კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის გამო რამდენიმე სკოლა დაიხურა. მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ ოჯახის წევრებს 7-დღიანი სავალდებულო კარანტინი დაუწესდათ. კრიზისის ცენტრში განაცხადეს, რომ საუბარია ბელგიაში, ანტვერპენის პროვინციაში ედეგემისა და კონტიჩის სკოლებზე და მათი ინფორმაციით, ინფიცირებულ ორ მოსწავლეს მოგზაურობის ისტორია აქვს.

ალექსეი ნავალნი

18 იანვარი 2021, 15:08

მსოფლიო

ნავალნი პუტინზე: ბაბუას ბუნკერში იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სანაგვეზე მოისროლეს

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც 17 იანვარს „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს, ვიდეომიმართვას ავრცელებს.

18 იანვარი 2021, 15:03

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

„მადრიდში ჩემს კოლეგა არანჩა გონსალეს ლაიასთან მშვენიერი შეხვედრა მქონდა. საქართველო და ესპანეთი ორმხრივ ურთიერთობებს ამ რთულ დროსაც აფართოებენ. სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განვიხილეთ და COVID-19-ის წინააღმდეგ ერთობლივი ქმედებების გატარებისთვის მზადყოფნა გამოვხატეთ“, - წერს ზალკალიანი.

18 იანვარი 2021, 14:59

პოლიტიკა

გიორგი გახარია თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და სხვადასხვა სფეროში ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

18 იანვარი 2021, 14:51

COVID19

96 წლის ჯო ჰერმანსი, რომელიც ბელგიაში კორონავირუსზე პირველი აიცრა, დღეს ვაქცინის მეორე დოზას მიიღებს

დღეს კორონავირუსის წინააღმდეგ ფაიზერი/ბიონტეკის ვაქცინის მეორე დოზას მიიღებს 96 წლის ჯო ჰერმანსი. ბელგიის ქალაქ პურსში, ფაიზერის საწარმოსთან ახლოს მდებარე მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები ჰერმანსი პირველი იყო ბელგიაში, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრა.