Imedi /  11 ნოემბერი 2020, 16:28 / სანდო წყარო

გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ მე-15 მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულ მაჟორიტარ დეპუტატად გიორგი ხოჯევანიშვილი გამოცხადდა

 მალხაზ მირუაშვილი

მალხაზ მირუაშვილი

გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა დასრულდა.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე შემაჯამებელი ოქმი შედგა, გამოცხადდა შედეგები როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით. შედეგების მოხედვით მე-15 მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულ მაჟორიტარ დეპუტატად „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი გამოცხადდა.

მიუხედავად იმის, რომ კომისიის ყველა წევრი საარჩევნო კოდექსის მიხედვით ვალდებულია ხელმოწერით დაადასტუროს ოქმის მიღება, ოქმს ხელი არ მოაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრმა, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მათი ეს პოზიცია სხდომის ოქმში აისახება.

არჩევნების გაყალბებაზე ოპოზიციის ბრალდებას საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა უპასუხა, რომ კენჭისყრის დღეს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას შეეძლო ინფორმაციის მიწოდება ან საჩივრის დაწერა შესაძლო დარღვევებზე, თუმცა მხოლოდ 9 საჩივარი დაიწერა. სხდომაზე მათი განხილვა მოხდა და შემოწმებისას დადასტურდა, რომ მონაცემებში ცდომილება არ იყო.

რაც შეეხება საპროტესტო აქციას, რომელიც კომისიის შენობის გარეთ მიმდინარეობდა, მალხაზ მირუაშვილის განცხადებით, თავისუფალი გამოხატვა ყველას კონსტიტუციური უფლებაა.

ყველა სიახლე

18 მაისი 2021, 12:33

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: საქართველოს შეუძლია მწვანე ზრდის პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება

მსოფლიო ბანკმა და საქართველოს მთავრობამ დღეს ვირტუალურ ღონისძიებას უმასპინძლეს, სადაც განხილულ იქნა მსოფლიო ბანკის ბოლოდროინდელი ანგარიშის „საქართველო: გზა მწვანე და მედეგი განვითარებისკენ“ მიგნებები და რეკომენდაციები.

ირაკლი კობახიძე

18 მაისი 2021, 12:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველა დარწმუნდა, რომ არჩევნები არ იყო გაყალბებული

საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის ჩართულობა, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის არჩევნების შედეგების გადამოწმების კიდევ ერთი ბერკეტი, თან ძალიან ქმედითი ბერკეტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი ხმალაძე

18 მაისი 2021, 12:29

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: დედაქალაქში არაერთი არეალი დავიცავით ქაოტური განაშენიანებისგან

„დედაქალაქის მასშტაბით, დაუსახლებელ, ინფრასტრუქტურულად მოუწესრიგებელ არეალებზე მშენებლობის ნებართვას გავცემთ დეტალური დაგეგმარების შემთხვევაში. ასეთი ტერიტორიებია: თბილისის ზღვის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიები და სხვ. ჯამში, 11 არეალია, რომელიც გენერალური გეგმით იქნა განსაზღვრული“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

18 მაისი 2021, 12:27

საზოგადოება

ახალი გენერალური გეგმით, დედაქალაქში 4 მილიონ კვ.მ ტერიტორიას მწვანე სივრცის სტატუსი მიენიჭა და ხუთი ახალი საპარკე არეალი შეიქმნა

თბილისის განვითარების ახალი გენერალური გეგმით, დედაქალაქში 4 მილიონ კვ.მ ტერიტორიას მწვანე სივრცის სტატუსი მიენიჭა და ხუთი ახალი საპარკე არეალი შეიქმნა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

18 მაისი 2021, 12:21

საზოგადოება

კახა კალაძე: ისტორიული არეალების რეაბილიტაციას მომდევნო წლების განმავლობაშიც განვაგრძობთ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მომდევნო წლებშიც გააგრძელებს. ამის შესახებ მერმა დედაქალაქის ურბანული განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

18 მაისი 2021, 12:20

სპორტი

ვილი სანიოლმა რუმინეთსა და ნიდერლანდებთან მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

31 მაისის ჩათვლით ეროვნული ნაკრები დედაქალაქში საწვრთნელ შეკრებას გაივლის, რის შემდეგაც რუმინეთში გაემგზავრება. რუმინეთი - საქართველოს შეხვედრა 2 ივნისს გაიმართება, ოთხი დღის შემდეგ კი ქართველი ფეხბურთელები ნიდერლანდების ეროვნულ გუნდთან ენსხედეში ითამაშებენ.

ირაკლი ხმალაძე

18 მაისი 2021, 12:17

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: ბოლო წლებში დედაქალაქის მერიამ განაშენიანების გეგმარების ახალი სტანდარტები დაამკვიდრა

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტმა განაშენიანების გეგმარების მიმართულებით ახალი, მნიშვნელოვანი სტანდარტები დაადგინა. ამის შესახებ მან დედაქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა, რომელიც თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამართა.

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინი

18 მაისი 2021, 12:16

მსოფლიო

რუსული მედია ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ჩატარების სავარაუდო ადგილს ასახელებს

ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ჩატარების სავარაუდო ადგილი შვეიცარიაა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ რუსეთის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კახა კალაძე

18 მაისი 2021, 12:13

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩემთვის ქალაქის მერობა დიდი პასუხისმგებლობაა, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი

ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. არჩევნები არის შემოდგომაზე და დაველოდოთ, ჯერ ბევრი გვაქვს სამუშაოა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვა ეხებოდა, იქნება თუ არა ის თბილისის მერობის კანდიდატი.

ირაკლი კობახიძე

18 მაისი 2021, 12:11

რეგიონი

ირაკლი კობახიძე დმანისის მოვლენებზე: რთული ვითარების ერთ დღეში დეესკალაცია სამართალდამცველების სათანადო მოქმედებაზე მეტყველებს

„ის, რომ ძალიან რთული ვითარების დეესკალაცია მოხერხდა ერთი დღის განმავლობაში, მეტყველებს იმაზე, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა სათანადოდ იმოქმედეს. იყოს რთული სიტუაცია, რომელიც ყოფით ნიადაგზე დაიწყო და ძალიან გართულდა. შესაბამისად არ იყო მარტივი ამ ვითარების დეესკალაცია, მაგრამ ეს ერთ დღეში მოხერხდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ირაკლი კობახიძე

18 მაისი 2021, 12:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსზე: რეალურად ესაა ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილებები, რომელიც საბაბსაც კი არ დატოვებს მანიპულაციებზე სასაუბროდ

რეალურად ესაა ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილებები, რომელიც საბაბსაც კი არ დატოვებს, იმისთვის რომ ვინმემ ისაუბროს რაიმე ტიპის მანიპულაციასა და ამის ნიშნებზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა

არჩილ თალაკვაძე

18 მაისი 2021, 12:06

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თბილისის მერის არჩევნებში ჩვენი სრული მხარდაჭერა კახა კალაძეს აქვს

კონსულატაციები დაწყებულია და პარტიის თავმჯდომარე ამაზე კიდევ უფრო მეტს იტყვის. ჩვენ სამზადისი უკვე დავიწყეთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

18 მაისი 2021, 12:02

მსოფლიო

ტოკიოს სამედიცინო პრაქტიკოსთა ასოციაცია იაპონიის მთავრობას ოლიმპიადის გაუქმებისკენ მოუწოდებს

ტოკიოს სამედიცინო პრაქტიკოსთა ასოციაცია, რომელიც 6 000-მდე ექიმს აერთიანებს, იაპონიის მთავრობას ოლიმპიადის გაუქმებისკენ მოუწოდებს.

18 მაისი 2021, 11:59

პოლიტიკა

კახა კალაძე: მინდა მჯეროდეს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე და ის საშინელი, ქაოტური პროცესი, რაც გამოვიარეთ, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა

მინდა მჯეროდეს, რომ ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე, წინსვლაზე, რეფორმებზე და ის საშინელი, ქაოტური პროცესი, რაც გამოვიარეთ თითქმის 30 წლის განმავლობაში, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაციაზე - „თბილისის ურბანული განვითარების პოლიტიკა“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

18 მაისი 2021, 11:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კახა კალაძე არის დედაქალაქის საუკეთესო მერი, მერობის კანდიდატად კიდევ ერთხელ დასახელება მის პოზიციაზეა დამოკიდებული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კახა კალაძის მერობის კანდიდატად დასახელება მხოლოდ მის პოზიციაზეა დამოკიდებული. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კახა კალაძე დედაქალაქის საუკეთესო მერია.

18 მაისი 2021, 11:52

საზოგადოება

თბილისის მერიამ 466 ავტოფარეხი 34 ახალი სკვერით ჩაანაცვლა

თბილისის მერიამ ავტოფარეხების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, 466 ავტოფარეხის ადგილზე 34 სკვერი მოაწყო. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

18 მაისი 2021, 11:52

რეგიონი

არჩილ თალაკვაძე დმანისის მოვლენებზე: ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ძალადობს, ძალადობა არის მიუღებელი

„დმანისში ინციდენტი ამოწურულია, მესმის, რომ ჩვენი ოპონენტების გარკვეულ ნაწილს სურდა, რომ სიტუაცია უფრო დაძაბულიყო, როგორც წესი, ისინი ყოველთვის არიან იმის იმედად, რომ რაიმე ნაბიჯს გადადგამენ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ერთმანეთს საქმის კეთებაში შევეჯიბროთ, მომავალზე ორიენტირებული გეგმები და პროექტები წარვუდგინოთ საზოგადოებას, რათა ჩვენი ქვეყანა წინ წავიყვანოთ. ის ვინც ქვეყანას უკან ქაჩავს ხედავთ, რომ დარჩა თამაშგარეთ და ერთმანეთთან ვიზიტებით შემოიფარგლებიან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

18 მაისი 2021, 11:47

პოლიტიკა

კახა კალაძე: არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დავუშვათ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების განადგურება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას და არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაციაზე - „თბილისის ურბანული განვითარების პოლიტიკა“ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასევე, შენარჩუნდეს არსებული მწვანე სივრცეები და სპორტული მოედნები.

დავით ზალკალიანი

18 მაისი 2021, 11:39

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: მადრიდის გამოფენის ფორმატი საქართველოს ტურიზმის პერსპექტივის წარმოსაჩენად უნდა გამოვიყენოთ

პრემიერ-მინისტრს ესპანეთში დაგეგმილი აქვს მაღალი დონის შეხვედრები, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა.

ჯო ბაიდენი

18 მაისი 2021, 11:38

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა საგადასახადო დეკლარაცია გამოაქვეყნა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა ერთობლივი საგადასახადო დეკლარაცია გამოაქვეყნეს.