Imedi /  26 ნოემბერი 2020, 20:01 / სანდო წყარო

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, „ქუთაისის უნივერსიტეტი" ონლაინ ტრენინგების ციკლს იწყებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

UNIK-ი რეგიონის ჟურნალისტების, ბლოგერებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ონლაინ ტრენინგების ციკლს იწყებს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, პირველი შეხვედრა თემაზე - „მედია და ქალთა ძალადობა“ 1-ელ დეკემბერს, 17:00 საათზე, გაიმართება.

რა უნდა ვიცოდეთ ძალადობის შესახებ, ვიდრე რესპონდენტთან შეხვედრას დავგეგმავთ? როგორ დავიწყოთ საუბარი და როგორ დავიმსახუროთ რესპონდენტის ნდობა? - ამ და სხვა კითხვებზე მონაწილეებს ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ამერიკის იურისტთა ასოციაციის სერთიფიცირებული ტრენერი, გელა სორდია უპასუხებს.

„ქუთაისის უნივერსიტეტისთვის" პრიორიტეტია მისი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალის ეფექტური ჩართულობა სამოქალაქო აქტივობებში და სხვადასხვა პროფესიული წრის ინფორმაციული, ან საკონსულტაციო მხარდაჭერა", - აღნიშნავენ უნივერსიტეტში.

ყველა სიახლე

ალექსეი ნავალნი

17 იანვარი 2021, 22:15

მსოფლიო

ალექსეი ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს

​მანამდე ნავალნიმ აეროპორტში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ბოლო 5 თვის განმავლობაში ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო დღეა. მან აღნიშნა, რომ რუსეთში დაბრუნება უხარია, დაპატიმრების პერსპექტივა კი არ აშინებს.

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისი

17 იანვარი 2021, 22:00

პოლიტიკა

როგორი იქნება ,,ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის გარეშე - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

განახლდა და გაფართოვდა პოლიტსაბჭო. მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭო ახლა 21 წევრისგან შედგება. მასში შედიან როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. საზოგადოების ინტერესი დიდია, როგორი იქნება ,,ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის გარეშე, რადგან წასვლისას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა თქვა, რომ პოლიტიკაში აღარ დაბრუნდება და აღარც რჩევებისთვის უნდა დაურეკონ.

კორონავივრუსი ვაქცინა

17 იანვარი 2021, 22:00

COVID19

რას ითვალისწინებს ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა

სპეციალური საბჭო მთავრობის წევრების, ექსპერტების, პროფესიული და საფინანსო ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, შეთანხმდა, რომ ქვეყნის გასახსნელად, ჩვეული ეკონომიკური რეჟიმის აღსადგენად, მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აიცრას. სასურველია წლის ბოლომდე, რასაც შესაძლოა 164 მილიონამდე ლარი დასჭირდეს.

ბუკნარი დაპირისპირება

17 იანვარი 2021, 21:56

რეგიონი

ვინ არის ფირუზ წულუკიძე, რომელიც სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობდა

ფირუზ წულუკიძე 2013 წელს მაშინ დააკავეს, როცა ის ბათუმში კონსპირაციულ ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მკვლელობაში ბრალდებულს მალავდა. იუსუფ ლაკაევს, რომლის ასაყვანად მისულ სამართალდამცველებსაც ლაკაევმა ცეცხლი გაუხსნა.

ბიძინა ივანიშვილი

17 იანვარი 2021, 21:40

საზოგადოება

რა საქველმოქმედო პროექტები განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ფონდმა

2004 წელს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით „საქართველოს ისტორიული ძეგლების დაცვისა და გადარჩენის ფონდი“ შეიქმნა. „ქართუს“ ქველმოქმედების დახმარებით, ევროპის საზოგადოების რჩეული გახდა მუცო, აღდგა „ჩაჟა“, უშგულში.

ბიძინა ივანიშვილი

17 იანვარი 2021, 21:20

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედება - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ბოლო წლების ქართული პოლიტიკის ცენტრალურმა ფიგურამ, პროცესი ნებაყოფლობით დატოვა. რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკური ლექსიკიდან ფრაზის ,,ერთი კაცის მმართველობა“ ამოღება მოუწევს. მმართველ პარტიას კი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფაქტორიდან გამომდინარე, საზოგადებაში მაღალი ნდობით სარგებლობს, ამ ნდობის განმტკიცებაზე ზრუნვა უკვე დამოუკიდებლად მოუწევს, რაც მარტივი პროცესი არ არის.

ალექსეი ნავალნი

17 იანვარი 2021, 21:15

მსოფლიო

ალექსეი ნავალნი ცოლთან ერთად რუსეთში დაბრუნდა

ვნუკოვოს აეროპორტის ნაცვლად მისი თვითმფრინავი შერემეტიევოში დაჯდა. ამის მიზეზად ვნუკოვოს ადმინისტრაციამ აეროპორტში ტექნიკური პრობლემები დაასახელა. ვნუკოვიში შეკრებილ ნავალნის მომხრეებს კი აკავებენ.

ფილ სპექტორი

17 იანვარი 2021, 20:23

კულტურა

ცნობილი მუსიკალური პროდიუსერი ფილ სპექტორი გარდაიცვალა

ის ციხეში დაიღუპა, სადაც მკვლელობისთვის სასჯელს იხდიდა. 2009 წელს 69 წლის მუსიკოსს მსახიობ ლანა კლარქსონის მკვლელობისთივს19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მისი გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ავსტრია ლოკდაუნი

17 იანვარი 2021, 19:53

COVID19

ავსტრიაში ლოკდაუნი 7 თებერვლამდე გახანგრძლივდა

ამ ეტაპზე ავსტრიაში 24-საათიანი კომენდანტის საათი მოქმედებს. სახლიდან გასვლა მხოლოდ საპატიო მიზეზით შეიძლება, რომელთა შორის პროდუქტების შეძენა, სამსახურში წასვლა, ავადმყოფის მოვლა ან გასეირნებაა. მოსახლეობის ნაწილი ასეთ მკაცრს ზომებს აპროტესტებს.

გიორგი ვოლსკი

17 იანვარი 2021, 19:51

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციდან უნდა გამოჩნდნენ სუბიექტები, რომლებიც სააკაშვილის რევოლუციური სცენარის მძევლებად არ დარჩებიან

დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე, ოპოზიციური სპექტრიდან უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ინტერესებია გასათვალისწინებელი და სააკაშვილის რევოლუციური სცენარის მძევლებად არ დარჩებიან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედება არა ბოიკოტი, არამედ საბოტაჟია, რითაც ისინი ქვეყნის სტაბილურობას უპირისპირდებიან.

17 იანვარი 2021, 19:21

COVID19

CNN-ი: ბრიტანეთში ვაქცინა უკვე 3,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო

ბრიტანეთში ვაქცინის პირველი დოზა 3,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი, ბრიტანეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობას აჭარბებს, რაც დაახლოებით 3,600,000-ია. ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის უფროსის განცხადებით, ვაქცინის ნახევარზე მეტი 80 წლისა და 80 წელს ზემოთ ადამიანებმა მიიღეს, მისივე განცხადებით ვაქცინაციის ტემპი უახლოეს კვირებში გაიზრდება.

ნიკოლოზ სიმონიშვილი

17 იანვარი 2021, 19:13

საზოგადოება

საია-ს თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილი გახდა

ნიკოლოზი იყო და დღემდე აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოწვეული ექსპერტის რანგში, კანონმდებლობის რეფორმისა და ინსტიტუციური საჭიროებების კვლევის საკითხებში. ნიკოლოზს საიაში აქვს საადვოკატო საქმიანობის გამოცდილებაც. 2013 წლის იანვრიდან ის იყო იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორი, ამავე წლის ოქტომბერში გახდა იურისტ-კონსულტანტი, ხოლო 2015 წლის მარტიდან ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მას წარმატებით ნაწარმოები აქვს საიას არაერთი სტრატეგიული საქმე. 2015 წლის მარტიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი“, - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან იოსელიანი

17 იანვარი 2021, 18:50

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ჩვენ გვინდა, თვითმმართველობის არჩევნებს შესაბამისი კანონმდებლობითა და რეფორმით მომზადებული შევხვდეთ

ველოდებით, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები. შემდეგ გაირკვევა, ვისი უფლებამოსილება შეწყდება და ვისი – არა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანის განაცხადა. მისივე თქმით, მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით ოფიციალურად მის პარტიას პარლამენტისთვის ჯერ არ მიუმართავს, რადგან მოლაპარაკებების დასრულებას ელოდებიან.

ლევან იოსელიანი

17 იანვარი 2021, 18:47

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: „გირჩთან“ ერთად გვაქვს ინიციატივა, თვითმმართველობის არჩევნები განვიხილოთ ერთგვარ პლებისციტად, ვაპირებთ, ამ ინიციატივით შევხვდეთ გიორგი ვაშაძეს და სხვა პარტიებსაც

„პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩიხშია შესული და მეხუთე რაუნდი გაურკვეველი ვადით გადაიდო, რადგან მხარეები პოზიციების დაახლოებას ვერ ახერხებენ“, - პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ახლა „მოქალაქეებს“ „გირჩთან“ ერთად აქვს ინიციატივა, რომ თვითმმართველობის არჩევნები განიხილონ ერთგვარ პლებისციტად და თუ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში დამარცხდება, აიღოს ვალდებულება ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე.

გიორგი ვოლსკი

17 იანვარი 2021, 18:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: თუ საუბარია ვადამდელ, ან განმეორებით არჩევნებზე, ამას სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს

„მანდატების გაუქმება გარდაუვალი იქნება, ვინაიდან ამას ითვალისწინებს რეგლამენტი. აქედან გამომდინარე, ის გადაწყვეტილება, რომ გაგრძელებულიყო კიდევ ამ თემაზე ბჭობა, გამოწვეულია იმ რეალობიდან, რასაც საქართველოს ინტერესები ჰქვია და რომელსაც გაცილებით უფრო კარგად ხედავენ, უფრო მეტს საუბრობენ და უფრო ითვალისწინებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც კვლავ გველიან მოლაპარაკების მაგიდასთან, ვიდრე ის სუბიექტები, ვინც გადაწყვიტეს, რომ დესტაბილიზაცია არის მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კალიფორნია სახლი აუქციონი

17 იანვარი 2021, 18:30

ეკონომიკა

კალიფორნიაში $160 მილიონად შეფასებული სასახლე აუქციონზე გატანილი უძვირესი სახლი გახდა

სასახლე ბევერლი ჰილსში მდებარეობს, სადაც ისეთი ვარსკვლავები ცხოვრობენ, როგორც როდ სტიუარტი, დენზელ ვაშინგტონი და სილვესტრ სტალონე. სასახლის ტერიტორიაზე განლაგებულია 3 სასტუმრო სახლი, აუზი, ჯაკუზი, სახლი აუზთან, ჩოგბურთის კორტი და პარკინგი, რომელიც 30 ავტომობილზეა გათვლილი. სასახლის პროექტის ავტორი არქიტექტორი უილიამ ხაბლინსკია.

17 იანვარი 2021, 18:07

საზოგადოება

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

17 იანვარი 2021, 17:41

COVID19

აზერბაიჯანში ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 3,000-ს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 322 ადამიანს გამოუვლინდა, 11 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 227,273 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,009 ადამიანი. ვირუსისგან 215,268 პაციენტი განიკურნა.

სოლსბერი

17 იანვარი 2021, 17:28

COVID19

ინგლისში, სოლსბერის ტაძარში ვაქცინაციის ცენტრი მოეწყო

სოლსბერის ტაძარი COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცეტრად გადაიქცა. ერთ-ერთი პირველი, ვინც ვაქცინა გაიკეთა, სამეფო-საჰაეროს ძალების ვეტერანი იყო. სულ ამ ლოკაციაზე 80 წელს გადაცილებული ათასი ადამიანის აცრა იგეგმება.

ვაქცინაცია ინდოეთი

17 იანვარი 2021, 17:09

COVID19

ინდოეთში ვაქცინაციის პირველ დღეს 190 ათასი ადამიანი აცრეს

მთავრობა პირველ დღეს 300 ათასი მოქალაქის ვაქცინაციას გეგმავდა, თუმცა სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ აპლიკაციაში დაფიქსირებული ხარვეზის გამო, ბევრ მათგანს შესაბამისი შეტყობინება არ მიუღია. ამის მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ დღემ წარმატებულად ჩაიარა.