imedi /  28 ნოემბერი 2020, 10:15 / სანდო წყარო

მალხაზ თორია: მიზნობრივი მხარდაჭერის ახალი პაკეტი, მიმართულია პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის მაქსიმალურად შემსუბუქებისკენ

მალხაზ თორია

მალხაზ თორია

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია ხელმძღვანელობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით შეზღუდვების გამკაცრების აღსრულების საკითხები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის სამსახურის წარმომადგენლებმა შტაბს რეგიონში ეპიდვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შტაბის წევრებმა, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საავადმყოფოებში, კოვიდ სასტუმროებსა და საკარანტინო ზონებში არსებული ვითარების თაობაზე.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელის თქმით, მიზნობრივი მხარდაჭერის ახალი პაკეტი, მიმართული იქნება პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის მაქსიმალურად შემსუბუქებისკენ.

,,რეგიონის საოპერაციო შტაბის სხდომაზე განვიხილეთ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების საკითხები. შტაბში შედიან, როგორ ადგილობრივი, ჯანდაცვის, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამართალდამცავი და სოფლის მეურნეობის უწყების წარმომადგენლები. ჩვენ მათთან ერთად კომპლექსურად ვიმსჯელეთ ყველა გამოწვევებსა და საჭიროებებზე რაც გამკაცრებული შეზღუდვების დროს ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ. ეს შეზღუდვები აუცილებელია და განსაკუთრებით ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შეჩერებასა და ჯაჭვის გაწყვეტას. ასევე განვიხილეთ მოქალაქეთა ეკონომიკური ხელშეწყობის პაკეტები, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. მიზნობრივი მხარდაჭერის ახალი პაკეტი, მიმართული იქნება პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის მაქსიმალურად შემსუბუქებისკენ“ – განაცხდა შეხვედრის დასრულების შემდეგ მალხაზ თორიამ.

დისტანციურ სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონის მერები, სამართალდამცავი და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

18 იანვარი 2021, 16:33

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ყველას აქვს საშუალება, ქვეყანას ემსახუროს, პარლამენტისკენ მიმავალ გზას არავის ჩავუჭრით

„პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების ფანჯრის დახურვის მხურვალე მხარდამჭერებიც არიან და მმართველ გუნდს ეუბნებიან, გინდათ თუ არა, ოპოზიციას მანდატები ჩამოართვით, დაუწვით და შემდეგ მოლაპარაკებების მაგიდასთან წადით, სადაც ეს თემა წამოწეული იქნება, როგორც მთავარი თემა – რა ველაპარაკოთ ამათ, როცა მანდატები გაგვიუქმესო.

18 იანვარი 2021, 16:23

საზოგადოება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან გალაკტიონის ხიდამდე ჭადრების სხვლა-ფორმირებას იწყებს

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, მარცხენა სანაპიროზე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან გალაკტიონის ხიდამდე ჭადრების სხვლა-ფორმირებას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 200-მდე ძირი ჭადრის ხე გაისხვლება, რაც გულისხმობს ტოტების შეჭრას, რომელიც გარე განათებას უშლის ხელს.

მაია ბუწაშვილი

18 იანვარი 2021, 16:14

COVID19

მაია ბუწაშვილი: ვაქცინაცია კაცობრიობის უმთავრესი მონაპოვარია და კოვიდის ვაქცინასთან დაკავშირებულმა კითხვებმა მას საფრთხე არ უნდა შეუქმნას

კოვიდვაქცინა რისკის ჯგუფებისთვის არის გადამწყვეტი და სასიცოცხლო. მე ვაქცინაციის კომისიაში ვარ და ერთადერთი განსხვავებული აზრი მაქვს, მიმაჩნია, რომ პირველ ეტაპზე კოვიდგანდატანილები პრიორიტეტულ ჯგუფში არ უნდა იყვნენ. უნდა გამოცხრილონ.

18 იანვარი 2021, 16:12

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან ფერნანდო გრანდე-მარლასკასთან, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს სანიტარული კრიზისის მართვის მიზნით შექმნილ საგანგებო საკოორდინაციო საბჭოს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალურ პანდემიას და მისი მართვის პროცესს, მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს COVID-19 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მასიური წარმოების გამო და აღნიშნეს მისი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა.

18 იანვარი 2021, 16:08

კულტურა

40 წლის შემდეგ პირველად, მაყურებელი სოსო ჩხაიძის ფილმ „შვიდკაცას“ იხილავს

40 წლის შემდეგ დასრულდება სოსო ჩხაიძის მრავალსერიანი მხატვრული ფილმი „შვიდკაცა“. ფილმზე რეჟისორი სოსო ჩხაიძე 1979 – 87 წლებში მუშაობდა ტელეფილმების სტუდიაში. ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა კინორეჟისორი აგროვებს მასალებს სადიპლომო ფილმის გადასაღებად გურულ პოლიფონიურ სიმღერაზე. მაყურებელი თითქოს მასთან ერთად მოგზაურობს და ეცნობა გურული ხალხური სიმღერის დიდოსტატებს. ფილმში ასახულია 80-იანი წლების თბილისიც რეალური პერსონაჟებით.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

18 იანვარი 2021, 16:02

COVID19

ჯანმოს დირექტორი: მსოფლიო კატასტროფული ზნეობრივი მარცხის ზღვარზეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვაქცინებზე სამართლიანი წვდომის პერსპექტივები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.

იაგო ხვიჩია

18 იანვარი 2021, 15:53

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია გიორგი ვაშაძის განცხადებაზე: წარმოდგენა არ აქვს, რა მოხდა

„ჩვენ მანამდე გვქონდა კომუნიკაცია და როდესაც საჯარო სივრცეში გაჟღერებულ ამ იდეაზე ვსაუბრობდით, მისაღები იყო ბატონი გიორგი ვაშაძისთვისაც. მერე რა შეიცვალა, არ ვიცი. ცხადია, ვერავის დავაძალებ ჩემთან საუბარი უნდოდეს პრივატულ სივრცეში, მაგრამ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან საუბარი ისედაც მოგვიწევს საჯარო სივრცეში. მზად ვარ საჯაროდ ვილაპარაკო იმაზე, რაზეც მანამდე საუბარი დავიწყეთ. თუმცა მანამდე საწინააღმდეგო პოზიცია არ ყოფილა და რა შეიცვალა, ეს უნდა ჰკითხოთ გიორგი ვაშაძეს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მევლუთ ჩავუშოღლუ

18 იანვარი 2021, 15:51

მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: 21-ე საუკუნე აზიის საუკუნე იქნება

„მე-19 და მე-20 საუკუნეები ევროპისა და აშშ-ის საუკუნეები იყო. ახლა, ყველა მონაცემი ცხადყოფს, რომ 21-ე საუკუნე აზიის იქნება“, - განაცხადა მინისტრმა თურქეთის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა საბჭოს (DEIK) მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ შეხვედრაზე, სადაც თურქეთსა და აზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო მოცულობის გაზრდის ახალ პერსპექტივებზე იმსჯელეს.

18 იანვარი 2021, 15:39

COVID19

უკრაინა 25 იანვრიდან მკაცრი ლოკდაუნის გაუქმებას გეგმავს

უკრაინა 25 იანვრიდან მკაცრი ლოკდაუნის გაუქმებას გეგმავს. „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ მკაცრი ზომების გაუქმების შემდეგ ქვეყანაში ადრე დაწესებული შეზუდვები იმოქმედებს.

18 იანვარი 2021, 15:26

პოლიტიკა

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყანა გამოაცხადებს სოლიდარობის გეგმას, რომელიც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის თანაბარ გადანაწილებას გულისხმობს

ამასთან, ჩვენ ასევე ვისაუბრეთ გაერო-ში მიმდინარე მოვლენებზე მრავალმხრივი ფორმატების კუთხით. განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები სახელმწიფოების მთლიანობის დაცვიდან გოგონებისა და ქალების უფლებების დაცვამდე, ასევე ბირთვული განიარაღების თემა, რომელზეც ჩვენ გავაგრძელებთ 2021 წელს ერთობლივად მუშაობას“, - განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

18 იანვარი 2021, 15:25

COVID19

ბელგიაში კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის გამო რამდენიმე სკოლა დაიხურა

ბელგიაში კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის გამო რამდენიმე სკოლა დაიხურა. მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ ოჯახის წევრებს 7-დღიანი სავალდებულო კარანტინი დაუწესდათ. კრიზისის ცენტრში განაცხადეს, რომ საუბარია ბელგიაში, ანტვერპენის პროვინციაში ედეგემისა და კონტიჩის სკოლებზე და მათი ინფორმაციით, ინფიცირებულ ორ მოსწავლეს მოგზაურობის ისტორია აქვს.

ალექსეი ნავალნი

18 იანვარი 2021, 15:08

მსოფლიო

ნავალნი პუტინზე: ბაბუას ბუნკერში იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სანაგვეზე მოისროლეს

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც 17 იანვარს „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს, ვიდეომიმართვას ავრცელებს.

18 იანვარი 2021, 15:03

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

„მადრიდში ჩემს კოლეგა არანჩა გონსალეს ლაიასთან მშვენიერი შეხვედრა მქონდა. საქართველო და ესპანეთი ორმხრივ ურთიერთობებს ამ რთულ დროსაც აფართოებენ. სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განვიხილეთ და COVID-19-ის წინააღმდეგ ერთობლივი ქმედებების გატარებისთვის მზადყოფნა გამოვხატეთ“, - წერს ზალკალიანი.

18 იანვარი 2021, 14:59

პოლიტიკა

გიორგი გახარია თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და სხვადასხვა სფეროში ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

ალექსანდრე ანქვაბი

18 იანვარი 2021, 14:51

COVID19

კოვიდინფიცირებული ალექსანდრე ანქვაბი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრემიერ-მინისტრი“, ალექსანდრე ანქვაბი, რომელსაც 30 დეკემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, ხელოვნური სუნთქვის აპარატს მიუერთეს. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში აცხცადებენ, ამჟამად ალექსანდრე ანქვაბის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. კოვიდინფიცირებული ალექსანდრე ანქვაბი რუსეთში 7 იანვარს გუდაუთის ცენტრალური საავადმყოფოდან გადაიყვანეს.

18 იანვარი 2021, 14:51

COVID19

96 წლის ჯო ჰერმანსი, რომელიც ბელგიაში კორონავირუსზე პირველი აიცრა, დღეს ვაქცინის მეორე დოზას მიიღებს

დღეს კორონავირუსის წინააღმდეგ ფაიზერი/ბიონტეკის ვაქცინის მეორე დოზას მიიღებს 96 წლის ჯო ჰერმანსი. ბელგიის ქალაქ პურსში, ფაიზერის საწარმოსთან ახლოს მდებარე მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები ჰერმანსი პირველი იყო ბელგიაში, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრა.

18 იანვარი 2021, 14:41

სამართალი

თბილისის გეზში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი“, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის, კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ, საქონლის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 10149.04 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი (საერთო წონით, 500 კილოგრამი) გამოვლინდა.

18 იანვარი 2021, 14:40

COVID19

ბელგიაში ვაქცინაციის მეორე ეტაპი იწყება

ბელგია ვაქცინაციის მეორე ეტაპს იწყებს. დღეიდან კორონავირუსის წინააღმდეგ, ფაიზერი/ბიონტეკის ვაქცინით სამედიცინო პერსონალის აცრა დაიწყება. საავადმყოფოებში მომუშავეთა შორის პრიორიტეტი მიენიჭებათ მათ, ვისაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან აქვთ კონტაქტი. პარალელურ რეჟიმში, გრძელდება ხანდაზმულთა სახლებში მყოფ პირთა აცრა.

18 იანვარი 2021, 14:34

მსოფლიო

ინდონეზიაში წყალდიდობას 15 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში კვლავ სტიქია მძვინვარებს. წყალდიდობას მეწყერიც დაემატა. კუნძულ ბორნეოზე, სამხრეთ კალიმანტანის პროვინციაში წყალდიდობას 15 ადამიანი ემსხვერპლა და 40 ათასზე მეტის ევაკუაცია განხორციელდა. ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის შეფასებით, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ისევ შენარჩუნდება დამეწყვრისა და წყალდიდობის რისკი.

18 იანვარი 2021, 14:31

საზოგადოება

მაჭავარიანის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მაგისტრალური წყალსადენისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი.