imedi /  28 ნოემბერი 2020, 16:21 / სანდო წყარო

გუდაური-კობის მონაკვეთზე შესაძლებელია ზვავდამცავი გვირაბების შემოვლითი გზით გადაადგილება

გუდაური-კობის მონაკვეთზე შესაძლებელია ზვავდამცავი გვირაბების შემოვლითი გზით გადაადგილება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების დონე უმნიშვნელოა. შესაბამისად, შესაძლებელია ხუთივე ზვავდამცავი გვირაბის შემოვლითი გზებით სარგებლობა.

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

27 იანვარი 2021, 18:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მიუხედავად იმისა, ოპოზიცია შემოვა თუ არა პარლამენტში ჩვენ საარჩევნო რეფორმას გავატარებთ

საერთო ჯამში დიალოგმა გარკვეული შედეგი გამოიღო იმ კუთხით, რომ საუბარი საარჩევნო სისტემასა და პროცედურების რეფორმასთან დაკავშირებით ამ მაგიდის გარშემო შედგა და გარკვეულწილად არსებობს საერთო მოსაზრება, როგორ უნდა იყოს მოწყობილი საარჩევნო სისტემა თუ პროცედურები, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

27 იანვარი 2021, 18:21

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა

„მაშინ, როდესაც მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე ვიშოვოთ რაც შეიძლება მეტი ვაქცინა, ყველა ზომას მივმართავთ, ათასნაირ გზებს ვეძებთ და გამოიკვეთა იმის ალბათობა, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა ქვეყანაში შემოვიდეს და ამ დროს კი, თუ შემოსული ვაქცინები მოსახლეობამ არ გამოიყენა, მაშინ მთელი ძალისხმევა იქნება ფუჭი“.

ლევან ხაბეიშვილი შალვა ნათელაშვილი

27 იანვარი 2021, 18:20

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირა მხარი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს დაუჭირა მხარი.

კახა კალაძე

27 იანვარი 2021, 18:10

საზოგადოება

კახა კალაძე: მსოფლიოს ვუერთდები და ამ დღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს ვაგებ

„დღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს ვუერთდები და ამ დღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს ვაგებ. ბოროტება არ უნდა დავივიწყოთ, რათა მას დაბრუნების საშუალება აღარასოდეს ჰქონდეს“, - წერს თბილისის მერი.

დიმიტრი პესკოვი

27 იანვარი 2021, 18:00

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის საჭირო პირობები ჯერჯერობით არ არსებობს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის საჭირო პირობები ჯერჯერობით არ არსებობს.

შალვა პაპუაშვილი

27 იანვარი 2021, 17:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: მათ აქვთ ერთადერთი დღის წესრიგი და ეს დღის წესრიგი არის არეულობა

როგორც არ უნდა გადაწყდეს კაზუსი, რომელიც გვაქვს ოპონენტებთან დაკავშირებით, ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გვაქვს საკმარისი უმრავლესობა პარლამენტში იმისთვის, რომ მივიღოთ კანონები და განხორციელდეს რეფორმები, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

27 იანვარი 2021, 17:56

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჯერ კიდევ ვცდილობთ ოპონენტები დავარწმუნოთ, რომ არ თქვან უარი დემოკრატიაზე და ზურგი არ აქციონ საკუთარ ამომრჩეველს

დღეს საქმე გვაქვს მდგომარეობასთან, რომელიც არის ნაწილი ერთი დიდი, მასშტაბური კამპანიის, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა წამოიწყეს . ეს კამპანია დაიწყო არჩევნების მეორე დღეს, 1-ლი ნოემბრის ღამეს. ჩვენმა ოპონენტებმა მას შემდეგ, რაც დაინახეს უმრავლესობას ვერ იღებდნენ გადაწყვიტეს, რომ მოეხდინათ არჩევნების კომპრომეტირება, პარლამენტის კომპრომეტირება. ეს სამ თვიანი ემსახურებოდა სწორედ ამას, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

27 იანვარი 2021, 17:43

ტაბლოიდი

ნაქსოვი თოჯინა ბერნი სანდერსის გამოსახულებით აუქციონზე გაიტანეს

ინაუგურაციაზე გადაღებული ბერნი სანდერსის ფოტოები სოციალურ ქსელებში ვირუსული გახდა და არაერთი მიმად იქცა. ეს ფაქტი თვითონ პოლიტიკოსმაც გამოიყენა - მისმა ოფისმა ფოტოს გამოსახულებიანი მაისურები დაბეჭდა, გაყიდა და მიღებული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცა.

დავით ზალკალიანი

27 იანვარი 2021, 17:42

პოლიტიკა

კოლეგები დავით ზალკალიანს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვანგ ი, ასევე გამოთქვამს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის გაძლიერების სურვილს და აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირების დამკვიდრების შემდეგ, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა სტაბილურად და ნაყოფიერად ვითარდება.

27 იანვარი 2021, 17:40

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსს 3 990 ადამიანი ემსხვერპლა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 142 511 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3 990 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

27 იანვარი 2021, 17:37

საზოგადოება

გიორგი წოწკოლაურმა „ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გაწეული ეფექტური სამსახურისთვის მადლობის სიგელები გადასცა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური „ცენტრალურ ონლაინ კლინიკას“ ესტუმრა და ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გაწეული ეფექტური სამსახურისთვის მადლობის სიგელები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

27 იანვარი 2021, 17:31

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 226 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 226 ადამიანს გამოუვლინდა, 5 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 229,584 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,105 ადამიანი. ვირუსისგან 221,717 პაციენტი განიკურნა.

დავით სერგეენკო

27 იანვარი 2021, 17:22

COVID19

დავით სერგეენკო ვაქცინაზე: სახელმწიფოს, სამედიცინო დაწესებულებისა და იმპორტიორის პასუხისმგებლობა გაწერილია ისე, როგორც სხვა ნებისმიერი წამლის შემთხვევაში

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განმარტებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემთხვევაში სახელმწიფოს, სამედიცინო დაწესებულების და იმპორტიორის პასუხისმგებლობები გაწერილია იმგვარად, როგორც ნებისმიერი წამლის ან სამკურნალო მასალის ქვეყანაში რეგისტრირების დროს.

მარიამ ქვრივიშვილი

27 იანვარი 2021, 17:20

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ვისაუბრეთ საქართველოს სრულ მზადყოფნაზე იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი სწრაფად და ეფექტურად დავიწყოთ

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში მოხდეს ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობა იმისათვის, რომ იმ ქვეყნებმა, რომელთაც უკვე შესყიდული აქვთ ვაქცინები, სწრაფად და ეფექტურად მიიღონ ისინი. აქვე ვისაუბრეთ საქართველოს სრულ მზადყოფნაზე იმისთვის, რომ დავიწყოთ სწრაფად და ეფექტურად ვაქცინაციის პროცესი, რაც ასევე გულისხმობს ინფრასტრუქტურული, ადამიანური რესურსების სრულ მობილიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

იაგო ხვიჩია

27 იანვარი 2021, 17:15

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: როდესაც ამერიკელების ჩატარებულ კვლევაში შენს სიმბოლურ ნომერს - ხუთიანს გიწერენ, ხომ ხვდები რომ რაღაცაშია საქმე

„ჩვენ გვინდა დაველაპარაკოთ. ავუხსნათ, რა შეიძლება დაემართოს მის პარტიას. როდესაც შენი მხარდამჭერების 65% გეუბნება, რომ პარლამენტში უნდა შეხვიდე; მაშინ როდესაც ამერიკელების ჩატარებულ კვლევაში შენს სიმბოლურ ნომერს - ხუთიანს რომ გიწერენ, ხომ ხვდები რო რაღაცაშია საქმე და ეს შემთხვევით არ ხდება“, - განაცხადა ხვიჩიამ

გივი მიქანაძე

27 იანვარი 2021, 17:12

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ირაკლი კობახიძის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის წაყვანა ხაზს უსვამს მის ავტორიტეტსა და პროფესიონალიზმს

ის, რომ სწორედ ირაკლი კობახიძეს შესთავაზეს სხდომის წაყვანა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე - კორონავირუსთან ბრძოლაზე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის პირად ავტორიტეტს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

27 იანვარი 2021, 17:03

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტის სახელით მადლობას ვუხდი ჩვენს ჯარისკაცებს პროფესიონალიზმის და თავდადებისთვის, ურთულეს მისიებში მთელ მსოფლიოს დაუმტკიცეს სიმამაცე და საიმედოობა

პარლამენტის სახელით მადლობას ვუხდი ჩვენს ჯარისკაცებს პროფესიონალიზმის და თავდადებისთვის! მათ გმირობის საამაყო მაგალითები მისცეს ჩვენს ქვეყანას და ურთულეს მისიებში მთელს მსოფლიოს დაუმტკიცეს სიმამაცე და საიმედოობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე Facebook-ზე წერს. მისი თქმით, დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლთა მკურნალობა, რეაბილიტაცია და მხარდაჭერა ჩვენი განსაკუთრებული მოვალეობაა!

აკაკი ზოიძე

27 იანვარი 2021, 17:01

COVID19

აკაკი ზოიძე: მთავრობამ ვაქცინის შემოსატანად თანმიმდევრული ნაბიჯები გადადგა

მთავრობა COVID19-ის ვაქცინის შემოტანის პროცესში თანმიმდევრულია, - ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა აკაკი ზოიძემ „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა. ამასთან, დღეს პარლამენტში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით დაუჭირეს მხარი.

ეკატერინე ტიკარაძე

27 იანვარი 2021, 16:59

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ველოდებით, რომ თებერვლის ბოლოს კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში იქნება

„ვაქცინაციის გეგმა დამტკიცებულია. ჩვენ გვაქვს გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. გეგმა პირველი ეხება სამედიცინო პერსონალს. უკვე ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჯანდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია მოთხოვნა, რომ წარმოდგენილი იყოს დეტალური სიები იმ პერსონალზე, რომელიც დასაქმებულია სამედიცინო დაწესებულებებში. ველოდებით ამ სიებს და ვაქცინის მიღების შემდეგ, ჩვენ უკვე დავიწყებთ ვაქცინაციას“.

თურქეთი დაკავება

27 იანვარი 2021, 16:59

მსოფლიო

თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 12 წევრი, მათ შორის ერთი ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

თურქეთისა და სირიის საზღვარზე „ისლამური სახელმწიფოს“ 12 წევრი, მათ შორის ერთი ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს.