imedi /  09 დეკემბერი 2020, 16:22 / სანდო წყარო

ბათუმის მერია COVID-19-ით გამოწვეული გარემოებების გამო მოსახლეობისთვის, იურიდიული პირებისა და ინდმეწარმეებისთვის შეღავათებს აწესებს

COVID-19-ით გამოწვეული გარემოებების გამო შეღავათები წესდება მოსახლეობისთვის, ასევე, იურიდიული პირებისა და ინდმეწარმეებისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სრულად გათავისუფლდება 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.

„გარდა ამისა, დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ პირებს (დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიულ პირები და ინდ. მეწარმეები), რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო არ ფუნქციონირებენ (შეწყვეტილი აქვთ საქმიანობა ან სხვ.), შესაბამისად, არ წარმოქმნიან ნარჩენებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო აბონენტებს სრულად დაუფინანსდებათ 2020 წლის ნოემბრისა და 2021 წლის თებერვლის თვის ჩათვლით მოხმარებული წყლის საფასური. სუბსიდირება არ შეეხება ძველ დავალიანებას, გადანაწილებულ ვალს, ასევე, მიერთების საფასურის დავალიანებას.

ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების ნებართვის მფლობელები ნებართვის გაცემის ფასის გადახდისგან გათავისუფლდებიან.
შეღავათი მგზავრთა გადაყვანის შეჩერების ვადით გავრცელდება (2020 წლის დეკემბერი - 2021 წლის იანვარი).

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი, ან მოსარგებლე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდება.

იმ პირებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა ეთვლებათ 2020 წლის 1-ლი მარტიდან და მიმართავენ ბათუმის მერიას პრივატიზებულ, სარგებლობის, ან მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულებისათვის დამატებითი ვადის მიცემის მოთხოვნით, დამატებითი ვადის ათვლა დაეწყებათ 2020 წლის 1-ლი ივლისიდან, თუ ეს ვალდებულება წარმოშობილია 1-ელ ივლისამდე.

მათ, ვისაც ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული, ან დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლება სურს, ხელშეკრულების პირობების შესრულებისათვის მიეცემათ დამატებით ოთხი თვე და სრულად გათავისუფლდებიან აღნიშნულ პერიოდში დარიცხული, ან დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან. ხოლო იმ პირებს, ვისი ვალდებულების შესრულების ვადა დადგება 2020 წლის 1 ივლისის შემდეგ, ვადის ათვლა დაეწყებათ ამ ვადის დადგომის დღიდან.

იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის 1-ლი მარტიდან 2021 წლის 1-ელ თებერვლამდე წარმოეშობათ საპრივატიზებო ან სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება და 2021 წლის 1-ელ მაისამდე მიმართავენ მერიას საფასურის გადახდისათვის დამატებითი ვადის მიცემის მოთხოვნით, მიეცემათ დამატებითი ვადა საფასურის გადასახდელად არაუგვიანეს 2021 წლის 1-ელ ივნისამდე და გათავისუფლდებიან აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული თუ დასარიცხი პირგასამტეხლოსგან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის (მათ შორის პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების) უფლებით მიმღებ პირთათვის საფასური მცირდება ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების მოქმედების განმავლობაში. შესაბამისად, წლიურ საფასურს გამოაკლდება ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების, ან შეზღუდვის პერიოდისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა, თვეების გაანგარიშებით.

შეღავათი გავრცელდება 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეული ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება-შეზღუდვებზეც დეკემბერისა და იანვრის განმავლობაში და ამ შემთხვევაში წლიურ საფასურს გამოაკლდება ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების, ან შეზღუდვის პერიოდისათვის (დეკემბერი, იანვარი) გადასახდელი თანხის ოდენობა.

აღნიშნული შეღავათების მიღების მიზნით, საჭიროა შესაბამისი შინაარსის განცხადების წარდგენა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში 2021 წლის 1-ელ მაისამდე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების ახალი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით ვადა გადაიწევს 2021 წლის 1-ელ აპრილამდე. აღნიშნული წესი მოაწესრიგებს გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის, საზოგადოებრივი სივრცეების სარგებლობის, გარე ვაჭრობის დროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობისათვის ქირისა და სხვა აუცილებელ საკითხებს“ - ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

07 მარტი 2021, 08:49

მსოფლიო

ნიგერიის სანაპიროსთან, მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურები გაათავისუფლეს

14 მეზღვაური, რომელთაგან 10 უცხოელი, 4 კი ნიგერიელია, სამაშველო ოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს. ისინი მეკობრეებმა 6 მარტს აიყვანეს ტყვედ. ოპერაცია წარმატებით განხორციელდა და ყოველგვარი ინციდენტისა და დანაკარგის გარეშე ჩაიარა - აცხადებენ ნიგერიის თავდაცვის ძალებში.

07 მარტი 2021, 08:36

მსოფლიო

პარაგვაის პრეზიდენტმა სამი მინისტრი გაათავისუფლა

მოქალაქეების საპროტესტო გამოსვლების ფონზე, პარაგვაის პრეზიდენტმა, მარიო აბდო ბენიტესმა მინისტრთა კაბინეტის სამი წევრი გაათავისუფლა. თანამდებობა განათლების, ასევე, ქალთა და სამოქალაქო საქმეთა მინისტრებმა დატოვეს.

07 მარტი 2021, 08:15

საზოგადოება

დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

7 მარტს საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვბით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. 7 მარტს დასავლეთ, ხოლო 8 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

07 მარტი 2021, 08:04

კულტურა

Unified Filmmakers-ი კორონავირუსის თემაზე შექმნილ ფილმებს საქართველოდანაც შეარჩევს

Unified Filmmakers-ი Covid-19 პანდემიის საპასუხოდ შეიქმნა და შესაძლებლობას აძლევს კინემატოგრაფისტებს მთელ მსოფლიოში, გააზიარონ თავიანთი პირადი ისტორიები ამ უჩვეულო დროზე. მათ შორის, ფესტივალი ეძებს ფილმებს საქართველოდან, რომლებიც შემდეგ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს...

07 მარტი 2021, 00:50

ტექნოლოგიები

Rolls-Royce მსოფლიოში ყველზე სწრაფ ელექტროთვითმფრინავს გამოცდის

კომპანია Rolls-Royce-მა მთლიანად ელექტრო, ერთძრავიანი თვითმფრინავი შექმნა, რომელიც შესაძლოა გინესის წიგნში მოხვდეს, როგორც ყველაზე სწრაფი ელექტრო თვითმფრინავი მსოფლიოში, ამის შესახებ techcult წერს.

07 მარტი 2021, 00:27

ტექნოლოგიები

Toyota-მ უნივერსალური ენერგობლოკი შექმნა

მანქანების მწარმოებელმა კომპანია Toyota-მ უნივერსალური ენერგობლოკი შექმნა, რომელიც ენერგიის წყარო შესაძლოა შენობებსა და მანქანებში გახდეს. ამის შესხებ techcult წერს. ენერგობლოკ FC Modules კომპანია ორი ფორმატით გამოუშვებს. ვერტიკალური ვარიანტი 90 x 630 x 690 მმ იქნება და მისი წონა 250 კილოგრამს შეადგენს. ჰორიზონტალური ბლოკი კი 1270 x 630 x 410 მმ, წონით 240 კილოგრამი. ერთის სიმძლავრე 60, ხოლო მეორის 80 კილოვატით განისაზღვრა.

07 მარტი 2021, 00:12

ტექნოლოგიები

ინჟინერმა უცნაური ველოსიპედი შექმნა. ვიდეო

YouYube-არხის The Q-ს ავტორმა, დამწყებმა ინჟინერმა უცნაური ველოსიპედი შექმნა, რომლითაც თოვლსა და ყინულზეა გადაადგილება შესაძლებელი. ამის შესახებ techcult წერს. პირველ ჯერზე მისი ექსპერიმენტი მარცხით დასრულდა, რის შემდეგაც პროექტში ცვლილება შეიტანა.

პირბადე ფლირტი

06 მარტი 2021, 23:58

ტაბლოიდი

ექსპერტმა პანდემიის პირობებში ფლირტის წესები განმარტა😷😍

„შესაძლოა გამაღიზიანებელია, როცა ვიღაცის სახის მხოლოდ მცირე ნაწილს ხედავთ, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ. თვალები მიზიდულობის ყველაზე მძლავრი წყაროა. სწორედ ამიტომ მათზე უამრავი ლექსი და ცნობილი ფრაზა არსებობს. ჩემი საყვარელია „ჩვენი გრძნობების დამალვას ვცდილობთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ თვალებს ლაპარაკი შეუძლია“, - ამბობს სმიტი.

სოფო ხორგუანი

06 მარტი 2021, 23:39

საზოგადოება

სოფო ხორგუანი ფარულ ჩანაწერებზე: საერთოდ არ მესმის, რატომ შევდივართ განხილვაში, არის თუ არა ავთენტური. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი

„ძალიან სამწუხარო იყო სახალხო დამცველის განცხადება, რომ თუ ავთენტურობა დადგინდა, შესასწავლია, იყო თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები“, - ამის შესახებ უფლებადამცველმა სოფო ხორგუანმა „ქრონიკაში“ განაცხადა, როდესაც ფარული ჩანაწერების გავრცელების თემაზე სახალხო დამცველის განცხადება შეაფასა.

ზლატან ირაჰიმოვიჩი

06 მარტი 2021, 23:34

სპორტი

მედია: ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში, სავარაუდოდ საქართველოსთან ერთა ლიგის მატჩში დაბრუნდება

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება, ამის შესახებ ინფორმაციას შვედური გამოცემა fotbolldirekt-ი ავრცელებს. „შვედეთის ფეხბურთის ფედერაციაში ზლატან იბრაჰომოვიჩის ნაკრებში მიწვევა გადაწყვიტეს, სავარაუდოდ მილანის ფორვარდი ეროვნულ გუნდს საქართველოსთან ერთა ლიგის მატჩში დაუბრუნდება“, - წერს გამოცემა.

ლევან ნიკოლეიშვილი

06 მარტი 2021, 23:15

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ფარულ ჩანაწერებზე: მიხეილ სააკაშვილს სჭირდება რევოლუცია და სწორედ ამიტომ გააცოცხლა „შავი არქივი“

მიხეილ სააკაშვილს სურს არეულობა შეიტანოს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, - განაცხადა ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“, რითაც ფარული ჩანაწერების თემას გამოეხმაურა.

ზაზა შათირიშვილი

06 მარტი 2021, 23:02

საზოგადოება

ზაზა შათირიშვილი: მგონია, რომ ძირითადი კურდღელი, რომლის დაჭერაც უნდა სააკაშვილს, მისი საკუთარი ჯიბის ოპოზიციაა

„საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც მიუღებელია „ნაცმოძრაობა“, აბსოლუტურად უნდობლობით ეკიდება ამ ინფორმაციას“, - ამის შესახებ ზაზა შათირიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, როდესაც ფარული ჩანაწერების გავრცელებას გამოეხმაურა.

თამთა მეგრელიშვილი

06 მარტი 2021, 22:53

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: სისხლის სამართლის კანონმდებლობით პირდაპირ დასჯადია უნებართვოდ კერძო ჩანაწერის გაკეთება და გავრცელება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უზენაესი კანონი, საქართველოს კონსტიტუცია გვაძლევს შესაძლებლობას მოვიპოვოთ და გავავრცელოთ ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ინფორმაციის შინაარსსაც. კერძოდ სისხლის სამართლის 158-ე მუხლით, პირდაპირ დასჯადია უნებართვოდ კერძო ჩანაწერის, ამ შემთხვევაში მოპოვება, უნებართვო მიყურადება და ზოგადად ჩაწერა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ იურისტმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

ვასილ მაღლაფერიძე

06 მარტი 2021, 22:39

პოლიტიკა

ვასილ მაღლაფერიძე ფარულ ჩანაწერებზე: მანიაკის ხელშია ეს არქივი

ვასილ მაღლაფერიძე ფარული ჩანაწერების გავრცელებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ამას ტელევიზიები ჩვეულებრივ ამბად გახდიან; ამაზე „ჭკვიანურ“ და ყალბ ლაპარაკს დავიწყებთ, უბედურებაში შევაბიჯებთ და ყველასთან დაიჩოქებს ამ მანიაკების შავი არქივი.

გოგა ხაინდრავა

06 მარტი 2021, 22:17

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა ფარულ ჩანაწერებზე: არანაირი არგუმენტი აღარ აქვთ, რომ თავისი ქვეყნის მტრობა გაიტანონ

„არანაირი არგუმენტი აღარ აქვთ, რომ თავისი სიბეცე, ბოროტება, ქვეყნის მტრობა გაიტანონ და რაც დარჩათ და მოფხიკეს თავის ბნელ სულებში, იმას აქვეყნებენ“, - განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ქრონიკის“ ეთერში, რითაც ფარული ჩანაწერების თემას გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძე

06 მარტი 2021, 22:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გავრცელებული ჩანაწერი 2010 წელსაა გაკეთებული და „კაგებეშნიკურადაა“ დამონტაჟებული, რითაც საზოგადოების საინფორმაციო ტერორი ხდება

გავრცელებული ჩანაწერი არის 2010 წლის და არა 2011 ან 2012-ის როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

06 მარტი 2021, 21:50

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მარტის ბოლო იქნება მაქსიმალური ვადა, როცა საქართველოში ვაქცინა შემოვა

ჩვენ შევპირდით საქართველოს მოქალაქეებს, რომ საუბარი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ ვაქცინაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

06 მარტი 2021, 21:42

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გვაქვს მოლოდინი და ინფორმაცია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯებს გადადგამენ

​​​​​​​აქტუალურია ოპოზიციასთან დიალოგის საკითხი, ჩვენ გვაქვს გონივრული მოლოდინი და გარკვეული ინფორმაციაც, რომ მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგავენ, - ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

სოზარ სუბარი

06 მარტი 2021, 21:22

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ფარულ ჩანაწერებზე: საოცარია, როდესაც სახალხო დამცველი შინაარსზე ამახვილებს ყურადღებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი სახალხო დამცველის მიერ ფარული ჩანაწერების შინაარსზე ყურადღების გამახვილებას წარმოუდგენლად მიიჩნევს. როგორც მან „ქრონიკაში“ განაცხადა, ფაბრიკაცია მოხდა, რაც საზოგადოების დასატერორებლად გამოიყენება და იმის ნაცვლად, რომ სახალხო დამცველმა დაგმოს ეს მავნე პრაქტიკა, რომელიც სააკაშვილის მთავრობის მთავარი ხელწერა იყო, ის შინაარსზე ამახვილებს ყურადღებას.

სოზარ სუბარი

06 მარტი 2021, 21:20

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ფარული ჩანაწერები შანტაჟისთვის, მეორე მხარესაა საზოგადოება, რომლისთვისაც ეს მიუღებელია და მათი გადაკვეთის წერტილი არ არსებობს

მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი პირველია ვინც გააზიარა ეს ვიდეო და გაავრცელა. ამით აჩვენა რომ ის მხარს უჭერს ამ უნიჭო ფაბრიკაციის გავრცელებას, არამედ მისგან მოდის შეკვეთა, -ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა ქრონიკაში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა, დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გააკეთა.