12 დეკემბერი 2020, 18:37 / სანდო წყარო

რუსთავში მცხოვრებ 700-ზე მეტ ოჯახს საკვები პროდუქტი და ჰიგიენის საშუალებები გადაეცა

რუსთავში მცხოვრებ 700-ზე მეტ ოჯახს საკვები პროდუქტი და ჰიგიენის საშუალებები გადაეცა. საქველმოქმედო აქცია, საზოგადოება „რუსთაველების“ ინიციატივით, მათივე შემოწირულობებითა და ადგილობრივი ბიზნესსექტორის ჩართულობით, სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში განხორციელდა.

საკვები პროდუქტი და ჰიგიენის საშუალებები მარჩენალდაკარგულ ოჯახებს, მარტოხელა დედებსა და მოხუცებს, ვეტერანებს, პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაეცათ. საქველმოქმედო აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნო საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე.

„გავერთიანდით მთელი რუსთავი და დღეს ვიწყებთ იმ ადამიანების დახმარებას, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე. მე მინდა მადლობა ვუთხრა პირველ რიგში ,,წითელ ჯვარს“, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში, ასევე განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა თითოეულ ბიზნესმენს და ბიზნესჯგუფს, რომელიც ეხმარება რუსთავს და რუსთაველებს ამ რთულ პერიოდში“, განაცხადა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუსთავის მერი,ს ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, დღევანდელი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სასურსათო კალათები და ჰიგიენის საშუალებები გადანაწილდება ყველაზე შეჭირვებულ ოჯახებზე, მათზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება.

„დღევანდელი აქცია განხორციელდა საზოგადოება „რუსთაველების“ ინიციატივით, ბიზნესის მხარდაჭერით და მუნიციპალიტეტის ჩართულობით. დახმარება პირველ ეტაპზე გაეწევა, იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება. მე ვფიქრობ, რომ მსგავსი აქტივობა და მსგავს საქველმოქმედო აქციაში ჩართვა, ყველა ჩვენგანის ვალია“, განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

დღევანდელ საქველმოქმედო აქციას საზოგადოება ,,რუსთაველებთან“ ერთად, შეუერთდა კომპანია ,,რუსთავი დეველოპერი“, „დენსი“, „დელფუდი“, „ფორ დირექშენს ჯორჯია“, „სოლო“, „გია 2019“, „აქს იმპორტი“, „მეგა ცემენტი“, „ლ&კ“ და #2სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი. დახმარების პაკეტების დარიგება „წითელი ჯვრის“ მოხალისეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს.

საზოგადოება „რუსთაველებმა“ რუსთავში მსგავსი აქცია რამდენჯერმე განახორციელა, ამ დროისთვის, დახმარება 3 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო.

ყველა სიახლე

05 მარტი 2021, 11:33

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 10,155 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 10,155 ადამიანს დაუდასტურდა, 172 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,384,917 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 26,763 პაციენტი ემსხვერპლა, 1,191,022 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ირაკლი ანთაძე

05 მარტი 2021, 11:30

პოლიტიკა

ირაკლი ანთაძე: კიდევ ერთხელ დავსვამთ უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი მოქალაქის უპირობოდ გათავისუფლების საკითხს

ერგნეთში, ინციდენტების პრევენვიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩანიშნული 98-ე შეხვედრის დაწყებამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართული მხარე საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

05 მარტი 2021, 11:30

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 442 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 442 ადამიანს დაუდასტურდა, 7 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 173,749 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,215 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 164,463.

ალეკო ელისაშვილი

05 მარტი 2021, 11:26

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი ერთადერთია, ვისაც ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა არაფერი ადარდებს და ამის გზად არც საარჩევნო რეფორმას თვლის, არც პლებისციტს და არაფერს, რევოლუციის გარდა

რთადერთია სააკაშვილი, რომელსაც დედამიწაზე არაფერი ადარდებს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა და ხელისუფლებაში დაბრუნების გზად არც საარჩევნო რეფორმას თვლის, არც პლებისციტს და არაფერს, რევოლუციის გარდა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისივე აზრით, სააკაშვილის თანაგუნდელები ამ პათოსს და ვნებებს არ იზიარებენ, რაც მისივე თქმით კარგია.

შალვა პაპუაშვილი

05 მარტი 2021, 11:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ უნდა დაასახელოს ის ნაბიჯები, რასაც შეთანხმების მისაღწევად დგამს - აქციების გაუქმება კომპრომისი არ არის

ოპოზიციამ უნდა დაასახელოს ის ნაბიჯები, რასაც შეთანხმების მისაღწევად დგამს, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე მოსაზრებით, ოპოზიციის მხრიდან აქციების გაუქმება კომპრომისი არ არის.

05 მარტი 2021, 11:20

სპორტი

ლებრონ ჯეიმსმა და კევინ დურანტმა ALL STAR-ის შემადგენლობები დააკომპლექტეს

ლებრონ ჯეიმსმა და კევინ დურანტმა ALL STAR-ის შემადგენლობები დააკომპლექტეს. კაპიტნების არჩეული შემადგენლობები შემდეგნაირია: ლებრონ ჯეიმსის გუნდი: აიანის ანტეტოკუნმპო, სტეფ კარი, ლუკა დონჩიჩი, ნიკოლა იოკიჩი, ლებრონ ჯეიმსი.

05 მარტი 2021, 11:20

ეკონომიკა

საქსტატი: 2020 წლის მე-4 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა გაიზარდა

2020 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2.1 პროცენტით გაიზარდა და 32.0 მილიარდი ლარი შეადგინა. კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი. 2020 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 12.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.3 პროცენტით ნაკლებია.

ანრი ოხანაშვილი

05 მარტი 2021, 11:14

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ დიალოგი შედგება

„რაც არ უნდა პოლიტიკურად განსხვავებულ პოზიციებზე ვიყოთ, მით უმეტეს, იმ რადიკალურ ჯგუფებთან, რომლებიც აანონსებენ რევოლუცოურ სცენარებს, მზად ვართ, რომ საზოგადოებისა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

05 მარტი 2021, 11:12

მსოფლიო

სახდეპი: რუსეთს არ აქვს ის პოტენციალი და შესაძლებლობები, რომ ისეთივე გამოწვევა იყოს, როგორც ჩინეთი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ჩინეთი აშშ-ის ფუნდამენტური კონკურენტია.

იგორ მატოვიჩი

05 მარტი 2021, 11:11

პოლიტიკა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იგორ მატოვიჩი ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. მისალოც წერილში იგორ მატოვიჩი ხაზს უსვამს, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

სოზარ სუბარი

05 მარტი 2021, 11:00

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ პლებისციტი კარგია, რატომ ექცევიან ქვეყნიდან გადახვეწილი ადამიანის გავლენის ქვეშ?

ჩვენ ევროკავშირში წავალთ ჩვენი ხედვით, კონსტიტუციური ჩარჩოთი, რომ ადამიანები, ვინც მიიღეს ხმა, უნდა შებრძანდნენ პარლამენტში. თუ ლაპარაკია რიგგარეშე არჩევნებზე, ამისთვისაც მზად ვართ, ოღონდ მიზეზი უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

05 მარტი 2021, 10:58

პოლიტიკა

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი, ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს. მისალოც წერილში ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი გამოთქვამს მზაობას, ორმხრივი თანამშრომლობით კიდევ უფრო გაღრმავდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები.

05 მარტი 2021, 10:53

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

4 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,77% -ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1,62%, 7 დღის განმავლობაში კი 1,31%.

05 მარტი 2021, 10:50

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულებიდან, 81 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 264 პირი, მათ შორის, თბილისში - 104, აჭარაში - 28, იმერეთში - 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში - 54, აჭარაში- 2, იმერეთში - 10. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 103 - თბილისში, 35 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 887 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კორონავირუსი

05 მარტი 2021, 10:48

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 192 თბილისში, 71 კი იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 192 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

კორონავირუსი

05 მარტი 2021, 10:47

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3,563 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272,262-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 266,253-ს.

კორონავირუსი

05 მარტი 2021, 10:46

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 390 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 390 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი.

05 მარტი 2021, 10:42

რეგიონი

სკოლებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროს გელა გელაძესთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს ესტუმრა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებულ ზომებს პირადად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ლევან იოსელიანი

05 მარტი 2021, 10:42

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: პლებისციტი ხაფანგია და თუ ოპოზიცია მასში თავს გაყოფს, აუცილებლად დამარცხდება

​​​​​​​პლებისციტთან დაკავშირებით, ჩემი და ალეკო ელისაშვილის პოზიცია იყო უარყოფითი. მიმაჩნია, რომ პლებისციტი ეს არის ხაფანგი, რომელშიც თუ ოპოზიცია გაყოფს თავს, აუცილებლად დამარცხდება. პლებისციტს არ ვემხრობი, ოპოზიციამ ეს კარგად იცის, ცუდი გამოსავალია ოპოზიციისთვის, - აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი.

დავით ზალკალიანი

05 მარტი 2021, 10:39

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველოსა და აშშ-ს შორის სამაგალითო თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით მომდევნო წლებში გაძლიერდება

„საქართველოსა და აშშ-ს შორის სამაგალითო თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით მომდევნო წლებში გაძლიერდება. ღრმად ვაფასებთ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისადმი, ჩვენი გამძლეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“,- წერს ზალკალიანი.