imedi /  18 დეკემბერი 2020, 18:19 / სანდო წყარო

გურიის რეგიონში, ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს

საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტის ფარგლებში, გურიის რეგიონში, ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 80კმ ინფრასტრუქტურა უკვე აშენდა. ინფორაციას გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის (მათ შორის - მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის) პროექტირება-მშენებლობას შპს „პარვუს ჯგუფი“ ახორციელებს. მთავრობის დადგენილების შესაბამისად, სამუშაოები 2 თვეში დასრულდება და მუნიციპალიტეტის 49 დასახლებული პუნქტი ოპტიკური ინტერნეტით დაიფარება.

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა, მარიამ სულაბერიძემ, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა,ზურაბ ნასარაიამ და „პარვუს ჯგუფის“ წარმომადგენელმა, ზურაბ ბესელიამ.

ყველა სიახლე

მამუკა ხაზარაძე

01 მარტი 2021, 21:12

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადაიტვირთოს და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები

მოლაპარაკებისა ხარისხმა და დონემ აიწია ძალიან მაღალ ნიშნულზე, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, ოპოზიციისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტის რეზიდენციასთან განუცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე

01 მარტი 2021, 21:12

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: მოლაპარაკებები ახლა იწყება, ვერსალის ზავი იქნება

მოლაპარაკებები ახლა იწყება, ვნახოთ. ვერსალის ზავი იქნება , - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, ოპოზიციისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტის რეზიდენციასთან განუცხადა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

01 მარტი 2021, 21:06

COVID19

ჯანმოს დირექტორი: მაისის ბოლომდე COVAX-ის ფარგლებში 142 ქვეყანა ვაქცინის 237 მილიონ დოზას მიიღებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მაისის ბოლომდე COVAX-ის ფარგლებში 142 ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 237 მილიონ დოზას მიიღებს.

სალომე სამადაშვილი

01 მარტი 2021, 20:57

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: შარლ მიშელის ჩართულობა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ფაქტობრივად, საკუთარ ხელში აიღო ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, ამაზე უფრო მაღალი დონის ჩართულობა, ევროპის მხრიდან არის წარმოუდგენელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა მედიას პრეზიდენტის რეზიდენციასთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, ოპოზიციისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ირმა ინაშვილი

01 მარტი 2021, 20:56

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: ჩვენთვის პლებისციტი მიუღებელია

„შეთანხმებას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით და საერთოდ საარჩევნო სისტემის და გარემოს ცვლილებასთან დაკავშირებით. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, პლებისციტი მიუღებელია“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

01 მარტი 2021, 20:53

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 13 114 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 114 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 246 ადამიანი გარდაიცვალა.

01 მარტი 2021, 20:49

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 5 455 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 455 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 104 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯო ბაიდენი

01 მარტი 2021, 20:44

მსოფლიო

CNN: ალექსეი ნავალნის საქმეზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს სანქციებს მიმდინარე კვირას დაუწესებს

ალექსეი ნავალნის საქმეზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს სანქციებს დაუწესებს . ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

01 მარტი 2021, 20:42

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე შარლ მიშელს შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID19-ის პანდემიის მხრივ საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ ვითარებას და ვაქცინის მოწოდების საკითხს. არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მაქსიმალურად შეეცდება საქართველოსთვის ვაქცინების მოწოდების პროცესის დაჩქარებას.

შალვა ნათელაშვილი

01 მარტი 2021, 20:39

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრებიც

ივანიშვილის სანქცირება და მის მიერ მოპარული მილიარდების ჩვენს ბიუჯეტში დაბრუნება ეს არის ჩვენი საპატიო მოვალეობა და მე პირადად ამ საკითხს გავიტან კბილებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, ოპოზიციისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტის რეზიდენციასთან განუცხადა. ამასთან, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ მზადდება სანქციები ბიძინა ივანიშვილზე, რასაც უნდა მიეცეს ლოგიკური დასასრული. „ასევე უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრებიც გარეთ გამოვლენ“, - აღნიშნა ნათელაშვილმა.

ნიკოლოზ სამხარაძე

01 მარტი 2021, 20:37

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: შარლ მიშელმა აღგვითქვა, რომ ის პირადად იქნება ჩართული ვაქცინის საქართველოსთვის გამოგზავნის საქმეში

„მან დახმარება აღგვითქვა, რომ ევროკავშირი ამ მიმართულებით იქნება საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერი. მეორე საკითხი რაზეც ვისაუბრეთ იყო რეგიონში არსებული ვითარება. უსაფრთხოების საკითხები და განსაკუთრებით გართულებული ვითარება. ასევე რუსეთის გაძლიერება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ის ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა გადადგეს საკუთარი უსაფრთხოების განსამტკიცებლად და ასე ის ნაბიჯები რომლებიც ევროკავშირმა უნდა გადადგას იმისთვის, რომ საქართველო როგორც მისი მოკავშირე და ასოცირებული პარტნიორი იყო ამ შემთხვევაში დაცული“.

ეკატერინე ტიკარაძე

01 მარტი 2021, 20:28

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: მეხუთედ ვიმეორებ, ჩემსა და ამირან გამყრელიძეს შორის უთანხმოება არ არსებობს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი უარყოფს რომ სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს შორის ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით უთანხმოებაა. ეკატერინე ტიკარაძემ „დღის კურიერში“ განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ამირან გამყრელიძის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

ხათუნა სამნიძე

01 მარტი 2021, 20:26

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: პროცესი მედიაციაში გადავიდა, რაც პოზიციების შეთანხმების პროცესში ჩვენი პარტნიორების უშუალო ჩართულობას ნიშნავს

„ის, რაც დღეს გაჟღერდა არის ის, რომ ევროკავშირის ზრდის თავის ჩართულობას და მნიშვნელოვანია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი, ჩვენთან შეხვედრა და ახლა უკვე ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის ორგანიზება არის იმის მთავარი გზავნილი, რომ ქვეყნაში შექმნილი კრიზისი არის უმაღლესი პრიორიტეტის საკითხი ჩვენი პარტნიორებისთვის და ისინი გააგრძელებენ ჩართულობას იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. პროცესი მედიაციაში გადავიდა, რასაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები უშუალოდ იქნებიან ჩართული პოზიციების შეთანხმების პროცესში“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

აკაკი მინაშვილი

01 მარტი 2021, 20:25

პოლიტიკა

აკაკი მინაშვილი: ნიკა მელიასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იქნება პირველი საკითხი, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე დავაფიქსირებ

პირველ რიგში მინდა, რომ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ ამ მაგიდის ირგვლივ დღეს უნდა იჯდეს ნიკა მელია, ამიტომ მისი გათავისუფლება იქნება მთავარი და პირველი საკითხი, რომელსაც ამ შეხვედრაზე დავაფიქსირებ და შემდგომ პოლიტპატიმრებზე - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, ოპოზიციისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანი

01 მარტი 2021, 20:22

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერობის დროს დაშვებული შეცდომებისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერობის დროს დაშვებული შეცდომებისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.

ეკატერინე ტიკაარაძე

01 მარტი 2021, 20:17

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: არ გამოვრიცხავ COVAX პლატფორმას ვუჩივლოთ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „დღის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რომ COVAX პლატფორმას, ჯანდაცვის სამინისტრომ წერილობით პასუხი მოსთხოვა იმ ბრალდებაზე, რაც მათ „ინტერპრესსნიუსსთან“ ინტერვიუში გააჟღერეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 20:12

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობას ვუხდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს პირადი ძალისხმევისთვის საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის განსამტკიცებლად

მადლობას ვუხდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს პირადი ძალისხმევისთვის საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის განსამტკიცებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ივანე მაჭავარიანი

01 მარტი 2021, 20:00

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ევროპის საინვესტიციო ბანკი პოსტპანდემიურ პერიოდში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ჩვენი ქვეყნის აღდგენის პროცესში

„საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკს უკვე ინვესტირებული აქვს 2 მილიარდ ევრომდე. აქედან, 1,5 მილიარდი ევრო საჯარო, ხოლო, ნახევარ მილიარდ ევრომდე - კერძო სექტორში. ბანკის მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესია. შეგახსენებთ სფეროებს, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ. ესაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზის მონაკვეთები, ასევე, ენერგოსექტორი, საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებები და პროგრამები“.

ნათია თურნავა

01 მარტი 2021, 19:58

პოლიტიკა

ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მზადყოფნას გამოხატავს, პირადად ჩაერთოს სხვადასხვა საკითხის დარეგულირებაში, მათ შორის პოლიტიკური დიალოგის წარმართვაში

ეს ვიზიტი შედგა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს დროს, ეს არის ის პერიოდი, როდესაც მსოფლიო ებრძვის პანდემიას, ასევე ეს არის პერიოდი, როდესაც ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს COVID 19-ით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების დაძლევა და ეს არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ ევროკავშირი, დღეს, ისე როგორც არასდროს არის ჩვენს გვერდში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათი თურნავამ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე

01 მარტი 2021, 19:51

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: პოლარიზაცია ქვეყნის განვითარებას ხელს არ უწყობს

„არ ვიცი ამ შეხვედრას მეხუთე რაუნდი უნდა ვუწოდოთ თუ არა, მაგრამ ბატონმა მიშელმა განაცხადა, რომ ვიდრე ის საქართველოში იგი შეეცდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.