imedi /  25 დეკემბერი 2020, 11:56 / სანდო წყარო

თორნიკე რიჟვაძე: ყველა ერთად ვიმუშავებთ ძალიან ბევრს, რომ ყველა მოქალაქემ იგრძნოს მთავრობის, სახელმწიფოს გვერდში დგომა

თორნიკე რიჟვაძე

თორნიკე რიჟვაძე

ყველა ერთად ვიმუშავებთ ძალიან ბევრს, რომ ყველა მოქალაქემ იგრძნოს მთავრობის, სახელმწიფოს გვერდში დგომა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

„მადლობა მინდა გადავუხადო უმაღლეს საბჭოს გამოცხადებული ნდობისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით აჭარის მოსახლეობას, რომელმაც ნდობა გამოგვიცხადა, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში მათთან ერთად ვიმუშაოთ მათი პრობლემების გადასაჭრელად. მოკლევადიან პერსპექტივაში მთავარ ამოცანას ეპიდემიის დასტაბილურება და ლოკალიზება წარმოადგენს. დღეს, საბედნიეროდ, კიდევ უფრო დადებითი დინამიკა გვაქვს, ორნიშნა რიცხვს დავუბრუნდით ახალი ინფიცირების შემთხვევებში და ეს საქმე არის ბოლომდე მისაყვანი, მინიმალური დანაკარგით. ამის პარალელურად, არ უნდა დაგვავიწყდეს აჭარის მოსახლეობა, რომელთა ყოველდღიური მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად მძიმდება. ამისთვის ჩვენ უკვე გადავდგით და გადავდგამთ შესაბამისი ნაბიჯები, როგორც მათი უზრუნველყოფა ყველაფრით, რაც მათ სჭირდებათ ამ პანდემიის დროს. ასევე, გრძელვადიან პერსპექტივვაში ჩვენი მთავრობის სამოქმედო გეგმა წარმოდგენილია საკმაოდ ამბიციურად, მაგრამ რეალისტურად, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკის 6 და 5%-ით ზრდას, და ასევე აჭარის ეკონომიკის გაზრდას 30%-ით 2024 წლისთვის. ამას ემატება უმუშევრობის შემცირება, რომელიც პანდემიის დროს დამძიმდა. ჩევნ გვმართებს შესაბამისი ღონისძიებების გატარება ამ მიმართულებით. ფერმერები, გლეხები სოფლად უფრო მეტად იგრძნობენ ჩვენი პროგრამების და იმ მხარდაჭერის ეფექტურობას, რომელსაც განვახორციელებთ. რეგიონი განათლების მიმართულებით კვლავაც უნდა დარჩეს სამაგალითო, და როგორც ინფრასტრუქტურის ასევე მასწავლებლებზე, პედაგოგებზე ზრუნვის თვალსაზრისით ჩვენ ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, ეკონომიკის გაუმჯობესებასთან ერთად კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ მათ პირობებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ხელისუფლების განხორციელების ნაწილში ბრძოლის წინა ხაზზე დგანან ჩვენი ექიმები, სამართალდამცველები და ყველა ერთად ვიმუშავებთ ძალიან ბევრს, რომ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ იგრძნოს მთავრობის, სახელმწიფოს გვერდში დგომა“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ყველა სიახლე

24 მარტი 2025, 17:14

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ზურაბ ქადაგიძე

24 მარტი 2025, 17:11

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის დაბარების შესახებ: თქვენ და თქვენისთანა „ცეხავიკები“, არა ნაკლები დამნაშავეები ხართ, ვიდრე თავად „რეკეტის“ დამგეგმავი და შემსრულებელი პერსონები

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კონკრეტულად კი „მაგნატის“ საქმის განხილვაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის დაბარებას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმიანება.

24 მარტი 2025, 17:10

ეკონომიკა

„Starring Georgia-მ“ გურიაში მეწარმეებს მორიგი ტრენინგი ჩაუტარა

„Starring Georgia“ გურიის ადგილობრივი მეწარმეების გადამზადებას აგრძელებს. პროექტის „გურია მთავარ როლში” ეგიდით, 22 და 23 მარტს ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში გაიმართა რიგით მეორე ტრენინგი სახელწოდებით „ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“.

24 მარტი 2025, 17:09

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ყველაფერი გახდა კრიტიკული 2022 წელს, როდესაც უკრაინაში დაიძაბა სიტუაცია და საქართველოშიც ბუნებრივად მზადდებოდა მეორე ფრონტის პროექტი

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი უცხოელი თანამდებობის პირების მიერ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებს მედიასთან ეხმიანება.

24 მარტი 2025, 16:44

ეკონომიკა

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა.

24 მარტი 2025, 16:34

სპორტი

თბილისში მიმდინარე მსოფლიოს თასზე ქართული ფინალი შედგა

-70 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. ერთმანეთს გიორგი ქალდანი და ზურაბ ზურაბიანი შეხვდნენ. გიორგი ქალდანმა ჩემპიონობა იზეიმა, ზურაბ ზურაბიანი კი ვიცე-ჩემპიონი გახდა.

24 მარტი 2025, 16:24

საზოგადოება

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის მიმართულება გაძლიერდა

ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი დაესწრნენ.

24 მარტი 2025, 16:21

რეგიონი

გორის მერიის დაფინანსებით, 4-თვიანი კურსის ფარგლებში, 30 მოსწავლე კომპიუტერულ პროგრამებს შეისწავლის

გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ „Pascal STEAM Community“ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს STEAM მიმართულებით სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

24 მარტი 2025, 16:12

საზოგადოება

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ნოვრუზ-ბაირამობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში ჩაერთო

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ნოვრუზ-ბაირამობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში ჩაერთო.

მაიკ უოლცი

24 მარტი 2025, 15:56

მსოფლიო

მაიკ უოლცი: ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის სრული დემონტაჟია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის სრული დემონტაჟია.

კახა კალაძე

24 მარტი 2025, 15:41

პოლიტიკა

კახა კალაძე: ხაზარაძე-ჯაფარიძეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში თავიანთი როლი ჰქონდათ, ამიტომ ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს

დედაქალაქის მერის განცხადებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიძიოს, მათ შორის, ბიზნესის ნაწილში.

24 მარტი 2025, 15:41

პოლიტიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად იმსჯელა.

24 მარტი 2025, 15:36

საზოგადოება

წყნეთის გზატკეცილზე ფერდის გამაგრების სამუშაოები გრძელდება

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები გრძელდება.

მაკა ბოჭორიშვილი პიტერ სიიარტო

24 მარტი 2025, 15:25

მსოფლიო

პიტერ სიიარტო: საქართველო ევროკავშირის მიერ ორმაგი სტანდარტების გამოყენების ნათელი მაგალითია - ჩვენ ამას არ დავუშვებთ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ ორმაგი სტანდარტების გამოყენების ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

24 მარტი 2025, 15:19

საზოგადოება

საქართველოს პირველი არხი: საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება რეპუტაციის შემლახველი და იმიჯის დამაზიანებელი საჯარო განცხადებები, რომლებიც არ ეფუძნება ფაქტებს, შეიცავს მცდარ ინფორმაციას

საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს.

პემ ბონდი

24 მარტი 2025, 15:11

მსოფლიო

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მოლოტოვის კოქტეილებით თავდასხმა დაგმო და აღნიშნა რომ მსგავსი იარაღის გამოყენება ვანდალიზმს სცდება და შიდა ტერორიზმად ხასიათდება

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი, პემ ბონდი „დემოკრატებს“ „ტესლაზე“ თავდასხმების წაქეზებაში ადანაშაულებს.

კახა კალაძე

24 მარტი 2025, 15:07

პოლიტიკა

კახა კალაძე: ამერიკული FARA-ს რუსულ კანონად წარმოჩენა ქვეყნის გარედან წამოსული დავალებაა

„ცხადია, ეს არ გამოუვათ, იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, ვთქვით, რომ გავაკეთებთ იმ კანონის კოპირებას, რომელიც წლებია აშშ-ში მოქმედებს. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. როდესაც ხდებოდა სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსება, ეს აბსოლუტურად არაგამჭვირვალედ ხორციელდებოდა. ქვეყნის გადატრიალების მცდელობა ფინანსდებოდა გარედან, პოლარიზაცია ფინანსდებოდა და ფინანსდება გარედან, საზოგადოების დაპირისპირებაც ფინანსდებოდა გარედან. ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ და საზოგადოებას ყველაფერზე უნდა ჰქონდეს პასუხი, ყველაფერი უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

24 მარტი 2025, 15:03

პოლიტიკა

კახა კალაძე საია-ს სარჩელზე: აბსოლუტურად სისულელეა მათი საჩივარი

თუ ასეთი პრობლემურია და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვს, გამოდის მაშინვე უნდა შეჩერებულიყო, - ასე პასუხობს ჟურნალისტის კითხვას თბილისის მერი კახა კალაძე იმასთან დაკავშირებით, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „გამჭვირვალობის კანონზე“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი ისე შეიტანა, რომ კანონის შეჩერება არ მოუთხოვია.

 სოზარ სუბარი

24 მარტი 2025, 15:01

პოლიტიკა

სოზარ სუბარი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის დაბარების შესახებ: იკვეთება, რომ არსებობდა ერთიანი კარგად შემუშავებული სქემა, სადაც ხელისუფლების ხელში იარაღს ეს ორი ადამიანი წარმოადგენდა

„ძალიან ბევრ ამ საქმეში იკვეთება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ხელისუფლებაში ვითომ არ მყოფი გარკვეული პირების სახელები, რომლებიც სინამდვილეში ჩართულნი იყვნენ ძალადობრივი მექანიზმების აღსრულებაში“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „მაგნატის“ საქმის განხილვაზე დაბარებულ პირთა შესახებ საუბრისას.

კახა კალაძე

24 მარტი 2025, 14:53

პოლიტიკა

კახა კალაძე: აგენტურის, ქვეყნის მოღალატეების ადგილი არც ქართულ პოლიტიკაშია - ისინი იქნებიან იქ, სადაც არიან დღეს

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობას შესაბამისი დამოკიდებულება აქვს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მტრობს ქვეყანას და ეწინააღმდეგება მის ინტერესებს. აღნიშნულის თაობაზე მან ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დაგეგმილ საერთაშორისო შეხვედრებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.