imedi /  30 დეკემბერი 2020, 18:02 / სანდო წყარო

საკრებულომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსმა, ლექსო თოდუამ მომავალი წლის პრიორიტეტებზე დეტალურად ისაუბრეს.

მერის თქმით მუნიციპალიტეტის მთავარ საფინანსო დოკუმენტში სრულად არის შენარჩუნებული მნიშვნელოვანი მიმართულებები.

,,მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი დავამტკიცეთ. ეს არის დოკუმენტი, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და ასახავს ყველა იმ მნიშვნელოვან მიმართულებას, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
მერის თქმით, იმხელა მოცულობის ინვესტიციები და სამუშაოები, რაც პანდემიის მიუხედავად 2020 წელს განხორციელდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არცერთი ხელისუფლების პირობებში არ განხორციელებულა.

გიორგი შენგელიამ კოლეგებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 40 მილიონ 400 ათასი ლარია.

მომავალ წელს პრიორიტეტად ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა და ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობა განისაზღვრა.

ყველა სიახლე

თამარ გაბუნია

20 ოქტომბერი 2021, 11:27

COVID19

თამარ გაბუნია: მეოთხე ტალღის პიკური პერიოდის დროს მობილიზებული 9000 საწოლიდან ამჯამად დაკავებულია 5679, დანარჩენი კი თავისუფალია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მეოთხე ტალღის პიკური პერიოდის დროს მობილიზებული 9000 საწოლიდან ამჯამად დაკავებულია 5679, დანარჩენი კი თავისუფალია. მისივე თქმით, უფრო მეტი თავისუფალი საწოლია აჭარასა და თბილისში, ვინაიდან ამ რეგიონებში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გამო ინფექციის გავრცელების ტემპი ყველაზე დაბალია.

თამარ გაბუნია

20 ოქტომბერი 2021, 11:27

COVID19

თამარ გაბუნია: არსებულ რეგულაციებზე მონიტორინგი მაქსიმალურად მკაცრი იქნება

„ოდნავი მატება გვაქვს პირბადის გამოყენების მაჩვენებელში - 47%-ზეა ასული. ეს კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. მონიტორინგი ამ მიმართულებით, ასევე მონიტორინგი არსებულ რეგულაციებზე იქნება მაქსიმალურად მკაცრი“, - აღნიშნა გაბუნიამ.

20 ოქტომბერი 2021, 11:27

მსოფლიო

ტაივანში აცხადებენ, რომ მომავალ წელს ჩინეთთან ომის ალბათობა ძალიან დაბალია

ტაივანის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს გენერალურმა დირექტორმა, ჩენ მინ-ტონგმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ჩინეთთან ომის ალბათობა ძალიან დაბალია.

ირაკლი ლატარია

20 ოქტომბერი 2021, 11:26

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: ხელში ჩამივარდა ნაცმოს ჩრდილოვანი კაბინეტის სრული შემადგებლობა

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს და ამბობს, რომ ხელში ჩაუვარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილოვანი კაბინეტის სრული შემადგენლობის სია.

მაია ბუწაშვილი

20 ოქტომბერი 2021, 11:18

COVID19

მაია ბუწაშვილი: საბედნიეროდ, ჯერჯერობით ისეთი წნეხი, როგორიც შარშან ნოემბერში იყო, არ იგრძნობა - ვივარაუდოთ, ეს იმის დამსახურებაცაა, რომ ინფიცირებულთა ნაწილი აცრილია

მაია ბუწაშვილის თქმით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ბავშვებში მაღალია. ინფექციონისტი ბავშვებში მაღალი ინფიცირების მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ის, რომ ბავშვები აცრილები არ არიან.

კახა კალაძე

20 ოქტომბერი 2021, 11:17

საზოგადოება

თბილისში მცხოვრები პენსიონერებისთვის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა განხორციელდება

თბილისში მცხოვრები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის - პენსიონერებისთვის, ფინანსური ტვირთის შემსუბუქების მიზნით, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა განხორციელდება.

20 ოქტომბერი 2021, 11:11

საზოგადოება

თბილისობისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებისთვის შექმნილ ფონდში დღეს გადაირიცხება

„ეს არის თბილისის და თბილისელების თანხა და ვინაიდან თბილისი არასოდეს გამდგარა განზე ასეთ დროს, ეს თანხაც იქნება ბათუმისადმი გამოხატული მხარდაჭერის, გვერდში დგომისა და თანაგრძნობის ერთგვარი გამოხატულება თბილისისგან“, - აღნიშნა მერმა.

20 ოქტომბერი 2021, 11:11

საზოგადოება

Hunnewell Partners: მიმდინარე დავა არ ეხება „იმედის“ ფლობას. „იმედის“ მფლობელი კომპანიის განცხადება

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი Hunnewell Partners განცხადებას ავრცელებს. Hunnewell Partner-ის მთავარი მრჩეველი, ინგლისელი ადვოკატი მეთიუ ჯენკინსი ამ განცხადებით ეხმიანება ინფორმაციას, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში ვრცელდება, ნიდერლანდებში ტელეკომპანია „იმედის“ აქციების დაყადაღების შესახებ.

20 ოქტომბერი 2021, 10:57

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 775 თბილისში, იმერეთში კი 907 გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 775 შემთხვევა, აჭარა 142, იმერეთი - 907, ქვემო ქართლი -375, შიდა ქართლი - 442, გურია - 104, სამეგრელო - ზემო სვანეთი 339, კახეთი - 879, მცხეთა-მთიანეთი -104, სამცხე-ჯავახეთი - 101, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -51.

20 ოქტომბერი 2021, 10:51

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროში მასშტაბური გადაიარაღების პროცესი დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე ათას პოლიციელს „გლოკის“ სისტემის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტები გადაეცემა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემის პირველი ეტაპი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე, მინისტრის მოადგილეები - იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ.

20 ოქტომბერი 2021, 10:47

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5 543-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 926 893 აცრა გაკეთდა.

20 ოქტომბერი 2021, 10:45

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.11%-ს შეადგენს

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 675 771 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 619 258, გარდაიცვალა 9 588 პაციენტი.

20 ოქტომბერი 2021, 10:43

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

20 ოქტომბერი 2021, 10:42

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 219 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 348 პაციენტი.

20 ოქტომბერი 2021, 10:33

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე ევროპის საბჭოს პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ - მმართველი კომიტეტის მეშვიდე შეხვედრაში.

მარინა ენდელაძე

20 ოქტომბერი 2021, 10:30

COVID19

მარინა ენდელაძე: კოვიდის წინა ტალღებზე უფრო მეტი მძიმე პაციენტი იყო, ვიდრე ახლა - ეს ვაქცინაციის შედეგია

„ახლა ძალიან ბევრი კოვიდინფიცირებული პაციენტია და ვფიქრობ, ეს უკვე მეხუთე ტალღაა. წინა ტალღებზე, ამ რაოდენობის პაციენტებში უფრო მეტი ძალიან მძიმე პაციენტი იყო, ვიდრე ახლა და ვფიქრობ, ეს ვაქცინაციის შედეგია“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

20 ოქტომბერი 2021, 10:28

ტექნოლოგიები

The Verge: Facebook-ი სახელწოდების შეცვლას გეგმავს

The Verge-ის მონაცემებით, ახალი სახელწოდება შესაძლოა უკავშირდებოდეს Horizon-ს - Facebook-ის ახალ აპლიკაციას, რომელიც ვირტუალურ ოფისებში მუშაობისთვის გამოიყენება. კომპანიაში სახელწოდების შეცვლის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

20 ოქტომბერი 2021, 10:27

სპორტი

Australian Open-ის მონაწილე ყველა ჩოგბურთელი ორჯერადად უნდა იყოს აცრილი

Australian Open-ის მონაწილე ყველა ჩოგბურთელი ორჯერადად უნდა იყოს აცრილი. ამის შესახებ ავსტრალიის იმიგრაციის, მოქალაქეობისა და კულტურული მრავალფეროვნების მინისტრმა, ალექს ჰოუკმა განაცხადა.

ანდრიუს კუბილიუსი

20 ოქტომბერი 2021, 10:21

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეებზე: ეს განსხვავებული ისტორიებია და მათ განსხვავებული მახასიათებლები აქვთ, მაგრამ ბრიუსელში, პირველ რიგში, საკითხი ეხება აღქმებს

როდესაც მე ვესაუბრე „ქართულ ოცნებას“, აღვნიშნე, რომ მათ ძალიან მალე მოუწევდათ მარტივი კითხვისთვის პასუხის გაცემა, როდესაც პოლიტიკოსები ბრიუსელში დაიწყებდნენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვითარების შედარებას იმასთან, რაც მოხდა უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ტიმოშენკოსთან მიმართებით. რა თქმა უნდა, სავარაუდოდ ეს განსხვავებული ისტორიებია და მათ განსხვავებული ლეგალური მახასიათებლები აქვთ, მაგრამ ბრიუსელში, პირველ რიგში, საკითხი ეხება აღქმებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

20 ოქტომბერი 2021, 10:00

მსოფლიო

სირიის დედაქალაქში სამხედრო ძალების ავტობუსი აფეთქდა

სირიის დედაქალაქ დამასკოში სამხედრო ძალების ავტობუსი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.