ზუგდიდში წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა
ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ნინო ვიბლიანი და საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა წოწერია, მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და სპორტის სხვადასხვა სახეობაში მსოფლიოს, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონატების პრიზიორებსა და მათ მწვრთნელებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყოველი წლის ბოლოს, წარმატებული სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უკვე ტრადიციულ ხასიათს ატარებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, სპორტის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მათი პრიორიტეტია.
,,თითოეულ თქვენგანს გილოცავთ ამ წარმატებებს და მადლობას გიხდით იმ შედეგებისთვის, რასაც პანდემიის მიუხედავად, დიდი შრომით და ძალისხმევით მიაღწიეთ. თქვენ ხართ ჩვენთვის მისაბაძი ადამიანები.
სპორტის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გვერდში დგომისა და იმისთვის, რომ თქვენს განვითარებას შევუწყოთ ხელი. როცა თქვენ ჩვენი ქვეყნის ჰიმნს აჟღერებთ საზღვარგარეთ ეს ჩვენი სიამაყეა. აქვე მინდა აღვნიშნო, მწვრთნელების დიდი შრომა და ძალისხმევა, რომლის შედეგიცაა მიღწეული გამარჯვევები. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.
მერმა საცხენოსნო კლუბ ,,ხარებას“ წარმატებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ჩვენი ისტორიული კულტურის გადარჩენაში დიდ შრომას დებენ.
ყოველი წლის ბოლოს, წარმატებული სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უკვე ტრადიციულ ხასიათს ატარებს.
ყველა სიახლე
11 ოქტომბერი 2024, 08:18
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
11 ოქტომბერს ქუთაისში +30 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18. ბათუმში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
11 ოქტომბერი 2024, 08:00
პოლიტიკა
გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო რეზოლუცია, სადაც გაკრიტიკებულია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონები
გერმანიის ბუნდესტაგში საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ განხილვა გაიმართა. „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ - ასე ჰქვია გერმანიის მმართველი კოალიციის მიერ ბუნდესტაგში 10 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციას.
11 ოქტომბერი 2024, 08:00
პოლიტიკა
პრემიერი გახარიაზე: მოქმედებდა, როგორც უცხოელი აგენტი და მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს, რომ ერთმანეთთან დაეპირისპირებინა სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანები, განსაკუთრებით სამართალდამცავი უწყებები და ადამიანები
გახარიას არ ჰქონდა წინა ხელისუფლებასთან არც პირდაპირი, არც ირიბი კავშირი, არც საქართველოში არ ცხოვრობდა თავის დროზე, მაგრამ მას აქვს უკვე მჭიდრო კავშირი ახლა ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, რადიკალურ ოპოზიციასთან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში”.
11 ოქტომბერი 2024, 03:38
მსოფლიო
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო: ბეირუთის ცენტრში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბეირუთის ცენტრში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.
11 ოქტომბერი 2024, 03:27
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა იტალიის პრემიერს გამარჯვების გეგმა წარუდგინა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რომში იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, ჯორჯია მელონის შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
11 ოქტომბერი 2024, 03:19
მსოფლიო
ერდოღანი: გენოციდი, რომელიც ღაზაში ერთი წელია მიმდინარეობს, მთელი კაცობრიობის საერთო სირცხვილია
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გენოციდი, რომელიც ღაზაში ერთი წელია მიმდინარეობს, მთელი კაცობრიობის საერთო სირცხვილია.
11 ოქტომბერი 2024, 03:06
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: ლიბანში მშვიდობისმყოფელების უსაფრთხოება სულ უფრო და უფრო საფრთხის ქვეშ დგება
სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, ჟან-პიერ ლაკრუამ განაცხადა, რომ ლიბანში მშვიდობისმყოფელების უსაფრთხოება სულ უფრო და უფრო საფრთხის ქვეშ დგება.
11 ოქტომბერი 2024, 00:49
პოლიტიკა
ლაშა კასრაძე: ჩვენი ამოცანაა, ზუსტი და დახვეწილი დიპლომატია ვაწარმოოთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან და პრაგმატული პოლიტიკა მოსკოვთან არ გადაიქცეს რადიკალიზაციად, რომელმაც 2008 წლამდე მიგვიყვანა
„გეოპოლიტიკას, საერთაშორისო სისტემას, საერთაშორისო ურთიერთობებს არ აინტერესებთ ემოცია, არ აინტერესებთ სიმპათია, აქ არის მწარე გათვლები და ეს მწარე გათვლები გამომდინარეობს კრიტიკული სახელმწიფო ინტერესების საფუძველზე. ამას აკეთებს რუსეთი, ამას აკეთებს აშშ. ვხედავთ, რომ აშშ მსოფლიოში უშიშროების პოლიტიკას ავრცელებს. აქ ჩვენ უნდა შევხედოთ ძალიან ფარისევლურ პოლიტიკას. ეს უნდა მივიღოთ, რადგან დიდ სახელმწიფოებებს შორის ფარისევლობა ეს არის საერთაშორისო სისტემაში დღის წესრიგი. ჩვენი ამოცანაა, რომ ამაში არ გავეხვიოთ“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
11 ოქტომბერი 2024, 00:32
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მთავარი ყურადღების საგანი არის არჩევნების შემდეგი დღე და არა არჩევნების დღე, თუმცა აქაც მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რევოლუციის მოწყობის ნებისმიერ მცდელობას დაუპირისპირდება სახელმწიფოს სიმტკიცე
ოპოზიციის მთავარი ყურადღების საგანი არის არჩევნების შემდეგი დღე და არა არჩევნების დღე, თუმცა აქაც მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, სამართალდამცველი სტრუქტურები არის ძლიერი და ნებისმიერ მცდელობას, რომ პარლამენტში შეიჭრან, სხვა ინსტიტუტებში შეიჭრან, რევოლუცია მოაწყონ, დაუპირისპირდება სახელმწიფოს სიმტკიცე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში”.
11 ოქტომბერი 2024, 00:29
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: არსებული ტენდენციიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2030 წლისთვის სიღარიბე უნდა აღმოიფხვრას ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სტაბილურობა ამ კუთხით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი
წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამის თანახმად, ჩვენ შეგვიძლია 4%-მდე შევამციროთ სიღარიბის დონე ჩვენს ქვეყანაში. 2012 წელს ეს მაჩვენებელი იყო 30%, 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში”.
11 ოქტომბერი 2024, 00:28
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რეალურია მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
„რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს არის ისეთი თემა, რაზეც საჯაროდ საუბარი არის რთული. არის უამრავი ნიუანსი, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონული, გლობალური ვითარების ცვლილებაზე, თუმცა არის ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ აქ გამოიკვეთოს დადებითი ტენდენციები. 1988 წელს დაიწყო მასშტაბური დისიდენტური მოძრაობა და მაშინაც კი, არავის სჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირი შეიძლებოდა დაშლილიყო, თუმცა 1991 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირი დაიშალა. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ასეთი ტიპის პროცესებზე. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად რეალურია მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მთელი ჩვენი ძალისხმევა ამ ორი ეროვნული ამოცანის მიღწევისკენ უნდა იყოს მიმართული - სიღარიბის დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მთავარია პრაგმატული პოლიტიკა, თანმიმდევრულობა, სიმშვიდის შენარჩუნება და მოთმინების გამოვლენა. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი არის აბსოლუტურად რეალური“,- განაცხადა პრემიერმა.
11 ოქტომბერი 2024, 00:28
პოლიტიკა
ლაშა კასრაძე: რუსეთის ფედერაცია რჩება რუსეთის ფედერაციად, ის არის კოჭლი, ყოფილი დიდი ძალაუფლება და მას თავისი ამბიციები გააჩნია
2008 წლის აპრილში მიცემული დაპირება უკრაინასა და საქართველოსთვის ნატოში გაწევრებაზე პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ პატარა სახელმწიფოებს რას შეჰპირდნენ, ან ჩვენ არ გვინდოდა. გვეგონა ერთი რამ და აღმოჩნდა მეორე, - განაცხადა „იმედი LIVE“-ში აშშ-დან ჩართვისას საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა, ლაშა კასრაძემ.
11 ოქტომბერი 2024, 00:27
პოლიტიკა
ლაშა კასრაძე: როგორც პატარა სახელმწიფოს, ამბიცია გვაქვს, შევუერთდეთ ნატოს, თუმცა პატარა ქვეყნების ამბიციები ამ დაუნდობელ საერთაშორისო სისტემაში თითქმის არაფერს ნიშნავს. დიდი სახელმწიფოები წყვეტენ საერთაშორისო სისტემის მოწყობას
„კრიტიკულად მნიშვნელოვანი კითხვა დასვით და ეს კითხვა დღესაც კულისებს მიღმა არის და ჩრდილივით აწევს მთელს ამ პროცესს და მასში მონაწილე მხარეებს. ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა გავიგოთ. რა თქმა უნდა, როგორც პატარა სახელმწიფოს, ჩვენი ამბიცია გვაქვს, შევუერთდეთ ნატოს, რომ ნატომ მოგვცეს უსაფრთხოების გარანტია. ერთი მხრივ, ეს აბსოლუტურად ლოგიკურად ჟღერს და უფლებაც გვაქვს როგორც სახელმწიფოს, მაგრამ აქ რაშია იცით პრობლემა? საერთაშორისო ურთიერთობები შეცდომებს არ პატიობს. პატარა ქვეყნების ამბიციები ამ დაუნდობელ საერთაშორისო სისტემაში თითქმის არაფერს ნიშნავს. დიდი სახელმწიფოები წყვეტდნენ საუკუნეების მანძილზე და დღესაც დიდი სახელმწიფოები წყვეტენ საერთაშორისო სისტემაში ამ სისტემის მოწყობას.
11 ოქტომბერი 2024, 00:17
მსოფლიო
Ukrainska Pravda: გვინდა გავამახვილოთ საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მხრიდან ზეწოლაზე - ზეწოლის მცდელობა აძლიერებს ჩვენს მოტივაციას, გამოვავლინოთ კორუფცია ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში
უკრაინული პოპულარული საინფორმაციო პორტალი Ukrainska Pravda იუწყება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მხრიდან სისტემატური ზეწოლის შესახებ.
11 ოქტომბერი 2024, 00:16
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: გახარიამ და ხაზარაძემ გაერთიანება შიდა პრობლემების გამო ვერ შეძლეს, თორემ რეალურად რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ ხოლმე
გახარიამ და ხაზარაძემ გაერთიანება შიდა პრობლემების გამო ვერ შეძლეს, თორემ რეალურად რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ ხოლმე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში”.
11 ოქტომბერი 2024, 00:14
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ დანაშაულების შეხსენება საჭიროა, რათა საზოგადოებამ სწორი არჩევანი გააკეთოს, მათ შორის 26 ოქტომბერს
„საზოგადოებისთვის მაინც საჭირო არის ხოლმე ყველაფრის შეხსენება. „ნაცმოძრაობის“ დანაშაულები ჩადენილი იქნა 2012 წლამდე, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და მაინც პერიოდულად არის შესახსენებელი ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის, მათ შორის განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის, რომელთაც არ უნახავთ საკუთარი თვალით ყველა ის უმძიმესი დანაშაული, რაც ჩაიდინა მაშინდელმა რეჟიმმა. ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, ადამიანების წამება, მკვლელობა. პირდაპირ წამების სისტემა ჰქონდათ შექმნილი ციხეებში, რაც სტრასბურგის სასამართლოს აქვს ოფიციალურად დადასტურებული. ამასაც სჭირდება შეხსენება. არჩევნების ტოტალური გაყალბება. 2008 წლის არჩევნები როგორ გაყალბდა ყველას უნდა ახსოვდეს და ომი, რაც იყო ერთ-ერთი მთავარი დანაშაული. დაკარგული ტერიტორიები და ამის შეხსენება საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოებამ სწორი არჩევანი გააკეთოს, მათ შორის 26 ოქტომბერს.
11 ოქტომბერი 2024, 00:12
პოლიტიკა
პრემიერი: მთელი ჩვენი საგარეო ვაჭრობის წილი რუსეთის ვაჭრობაში არის 0.3%, შესაბამისად, რუსეთზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნებოდა ჩვენი მხრიდან სანქციების დაწესებას
მთელი ჩვენი საგარეო ვაჭრობის წილი რუსეთის ვაჭრობაში არის 0.3%,, შესაბამისად, რუსეთზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნებოდა ჩვენი მხრიდან სანქციების დაწესებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში”.
11 ოქტომბერი 2024, 00:10
არჩევნები 2024
პრემიერი: პირველად გაბედა ევროპარლამენტმა და სანქციებთან დაკავშირებით საჯაროდ გაახმოვანა ის, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან ვიღაც-ვიღაცები და რასაც უნდა გამოეწვია ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი
რატომ უნდა ამ ქვეყნის ეკონომიკის დაქცევა ვიღაცას, ვინც გავლენას ახდენს ევროპარლამენტის რეზოლუციებზე - ეს საკითხი, რა თქმა უნდა, საზოგადოების სამსჯავროზე უნდა გამოვიდეს, ყველაფერი თეთრი ძაფით არის ნაკერი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში”.
11 ოქტომბერი 2024, 00:06
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღეს რომ უკრაინის ხელისუფლება ამბობს, ჩვენს ომს თქვენს პოლიტიკურ დებატებში ნუ რევთო, თავის დროზე რატომ ჩარიეს, რომ ითხოვდნენ, ქართველები გამოაგზავნეთ აქ უნდა იომონო
„ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ბანერები იყო, რაც ჩვენ გვაქვს და ყველამ უნდა შეხედოს ამ ფოტოებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ამ ქვეყანას უბიძგებდნენ იმ სცენარისკენ, რასაც ჩვენ იმ ბანერებში ვხედავთ. სინამდვილეში ეს ისტერია ამ ბანერებზე იმიტომ დაემართათ, რომ საკუთარ დანაშაულს ჩახედეს თვალებში“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მმართველი პარტიის ახალ ბანერებთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
11 ოქტომბერი 2024, 00:00
პოლიტიკა
დავით კაჭარავა: ქართველების მხრიდან სპორტსმენების დაკნინება, რომლებიც საქართველოს ცნობადს ხდიან, ძალიან სამწუხაროა
„ერთ მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლისთვის ნებისმიერი რამისთვის მზად არიან. ძალიან კარგად დავინახეთ, რომ ისინი არიან დავალების შემსრულებლები, რომლებსაც ავალებენ, რომ ნებისმიერი საშუალებით დააკნინონ ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესები არიან და ქვეყნის წინსვლაში დიდ როლს თამაშობენ“, - აღნიშნა დავით კაჭარავამ.