Imedi /  12 იანვარი 2021, 20:04 / სანდო წყარო

გორისციხესა და ფხელშეში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები დეპუტატმა მხარის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა

მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია

სოფლებში გორისციხესა და ფხელშეში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საავტომობილო ხიდი, რომელიც გასულ წელს სტიქიამ მთლიანად გაანადგურა, აღდგენილია. მდინარე თერგზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობის პროცესი დასრულდა. შედეგად, მოქალაქეებს ამიერიდან დროებითი ხიდით სარგებლობა აღარ მოუწევთ.

ახალი ხიდის სიგრძე 33 მეტრია და ის გორისციხის თემის სოფლებს - ფხელშეს, ტყარშეტსა და გორისციხეს სოფელ ვარდისუბასა და მუნიციპალურ ცენტრთან აკავშირებს. სამშენებლო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. გორისციხის ხიდის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს „ჯორჯიან ბრიჯ ქონსთრაქშენი“ ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 669 252 ლარით დაფინანსდა.

ამავე პროექტის ფარგლებში მოხდა გორისციხისა და ფხელშის შიდა გზების, წყალსადენისა და კანალიზაციის უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორცილება. პროექტის ფარგლებში გაფართოვდა საავტომობილო გზა, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, საყრდენი კედელი და მოხდა გზის მოასფალტება.

სოფელ გორისციხისა და ფხელშის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3 280 465 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები შ.პ.ს „ეს ერ ჯი“ განახორციელა.სოფელ გორისციხისა და ფხელშეს წყალსადენისა და კანალიზაციის უბნების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 55 444 ლარი გამოიყო.

დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კერესელიძემ, მცხეთა-მთიანეთის მარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან მანანა (მაცაცო) ნარიმანიძესთან და მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად დაათვალიერა.

ყველა სიახლე

22 იანვარი 2021, 19:38

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრეესამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ფორმატში არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე პანდემიით გამოწვეულ გამოწვევებზე.

ნათია თურნავა

22 იანვარი 2021, 19:33

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მთავრობა შემდეგ კვირას ქვეყანაში შემოსვლის წესების ლიბერალიზაციაზე იმსჯელებს

დღეს ვხედავთ შესაძლებლობას, რომ ამ ვითარებაში როდესაც ეტაპობრივად ვხსნით ბიზნესს შევძლოთ, რომ ტურისტებსაც ვუმასპინძლოთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

stop covid აპლიკაცია

22 იანვარი 2021, 19:33

COVID19

Stop Covid აპლიკაცია გაუქმდა

Stop Covid აპლიკაციით სარგებლობის ვადა ამოიწურა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკაციის დეაქტივაცია 2021 წლის 20 იანვარს განხორციელდა.

22 იანვარი 2021, 19:32

რეგიონი

წყალტუბოს მერი ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გრიგოლ იოსელიანი ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, ვინსენტ დონტოს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანიური მხარის ფინანსური ხელშეწყობით წყალტუბოში დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღი შენდება, რომელიც 2021 წლის მაისის თვეში დასრულდება.

ნენსი პელოსი

22 იანვარი 2021, 19:27

მსოფლიო

წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციას სენატს 25 იანვარს გადასცემს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციას სენატს 25 იანვარს გადასცემს. ამის შსახებ სენატში „დემოკრატების“ ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა.

22 იანვარი 2021, 19:17

რეგიონი

მალხაზ თორია: სამეგრელო-ზემო სვანეთში 9 ახალ სკოლას ვაშენებთ და 11 სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ამ დროისთვის 9 საჯარო სკოლის მშენებლობა და 11 სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეგიონის მასშტაბით 2020 წელს დასრულდა ორი სკოლის მშენებლობა და სამის სრული რეაბილიტაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძე

22 იანვარი 2021, 19:15

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

პირველი თებერვლიდან აჭარაში აღდგება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში. კვების ობიექტებს მიეცემა საშუალება ღია სივრცეებში უმასპინძლონ სტუმრებს. განახლდება სავაჭრო ობიექტების მუშაობა და ბათუმში აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრა გამართა.

ნათია თურნავა

22 იანვარი 2021, 19:06

ეკონომიკა

ნათია თურნავამ განმარტა, აჭარის გარდა რატომ არ გაიხსნა სხვა დიდ ქალაქებში სარესტორნო ბიზნესი

მთელ მსოფლიოში, სარესტორნო ბიზნესი ინფექციის გავრცელების კუთხით სარისკოა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. „ელემენტარული მიზეზის გამო, კვების დროს ადამიანები იხსნიან პირბადეს“, - აღნიშნა თურნავამ.

22 იანვარი 2021, 19:01

COVID19

უნგრეთის მთავრობამ რუსეთთან „სპუტნიკი V“ ვაქცინის შეძენის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

უნგრეთის მთავრობამ რუსეთთან „სპუტნიკი V“ ვაქცინის შეძენის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

22 იანვარი 2021, 19:01

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა ლიეტუვის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა ანდრიუს კალინდრას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მინისტრმა ლიეტუვას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

22 იანვარი 2021, 18:55

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 9 700-მდე კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 2 075 870 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 96 012 792 ადამიანი დაინფიცირდა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 399 963 შემთხვევა გამოვლინდა, 9 694 ადამიანი კი COVID-19-ს ემსხვერპლა.

სოზარ სუბარი

22 იანვარი 2021, 18:51

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: 8 წლის განმავლობაში ოპოზიციამ 10 ათასს კაცს აქციაზე ვერცერთხელ ვერ მოუყარა თავი

თუ ის ადამიანები, ვინც ხმა ოპოზიციურ პარტიებს მისცა, დარწმუნებულები იქნებიან ან არჩევნების გაყალბების ეჭვი მაინც ექნებათ, რასაც ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, მათ ქუჩაში გამოსვლას ვერავინ დაასწრებდა, მოწოდებაც არ დასჭირდებოდათ. მათ ზუსტად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და არ გამოდიან, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მიხეილ სადრაძე

22 იანვარი 2021, 18:46

სამართალი

დავით გარეჯის საქმის პროკურორი ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის პატიმრობის მოთხოვნის აუცილებლობას განმარტავს

როდესაც გამოძიება მიმდინარეობს, როდესაც ვადასტურებთ, რომ დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ, არ იქნებოდა სწორი აქამდე სხვა, ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენება, გარდა უმკაცრესი ღონისძიებისა. ბუნებრივია, ჩვენ მოთხოვნა დავაყენეთ და სასამართლომაც გაიზიარა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის პატიმრობაზე განაცხადა.

ნათია თურნავა

22 იანვარი 2021, 18:45

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ვაჭრობის სექტორის გახსნა აუცილებელია, რადგან ესაა ჟანგბადი, რომელიც ეკონომიკას გაჯანსაღებისთვის სჭირდება

არავის არ ექნებოდა მოლოდინი და არ იქნებოდა რეალისტური, რომ გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად, ისევე როგორც ეს იყო პანდემიამდე 2019 წელს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

22 იანვარი 2021, 18:44

პოლიტიკა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

დღეს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას ვიცე-პრემიერად და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა კიდევ უფრო გაძლიერდება.

იენს სტოლტენბერგი და სალომე ზურაბიშვილი

22 იანვარი 2021, 18:39

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია - ველი ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას

„საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია და ველი ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას. ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ - წერს სტოლტენბერგი.

დიმიტრი პესკოვი

22 იანვარი 2021, 18:36

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია უკანონოა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ 23 იანვრისთვის დაგეგმილი ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია უკანონოა.

მიხეილ სადრაძე

22 იანვარი 2021, 18:25

სამართალი

პროკურორი: მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლითაც სტრასბურგში ჩვენი პოზიციის მართებულობა დადასტურდა, 2014-2020 წლებშია მოპოვებული

მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლითაც სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის მართებულობა დადასტურდა, მოპოვებულია 2014-2020 წლებში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მიხეილ სადრაძე

22 იანვარი 2021, 18:21

სამართალი

პროკურორი:​ ც​ალსახადაა დადგენილი, რომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ

როცა დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების დაკავება მოხდა, რომ ჩვენთვის ცნობილი იყო მოტივი, თუ რატომ არ გამოიყენეს რუკები და ამ მიმართულებით, ამ საკითხს არ ვასაჯაროებდით, რადგან დამატებით მოქმედებებს ვახორციელებდით, იმისთვის, რომ ფაქტობრივი მნიშვნელობის ყველა ფუნდამენტური გარემოება საკმაოდ მაღალი სტანდარტით ყოფილიყო დადასტურებული. დღეის მონაცემებით, საქმე სასამართლოში წარიმართა და შეგვიძლია ამ თემაზე ვისაუბროთ. - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

22 იანვარი 2021, 18:14

მსოფლიო

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტოკიოს ოლიმპიადის გაუქმების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტოკიოს ოლიმპიადის გაუქმების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.