imedi /  15 იანვარი 2021, 19:11 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: ვეწვიეთ გელათს, რათა ჩვენი თვალით გვენახა, თუ რა ხარვეზები იყო დაშვებული ჩატარებული სამუშაოების დროს

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

ჩვენ ვეწვიეთ გელათს, რათა ჩვენი თვალით გვენახა, თუ რა ხარვეზები არსებობს ჩატარებული სამუშაოებისას, მოგვესმინა იმ კერძო კომპანიისთვის, რომელიც სრულად სავარაუდოდ ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას - თუ რა ტიპის ძეგლთან აქვს საქმე, და დაგვესახა გზები სპეციალისტების აზრის გათვალისწინებით, თუ რა შეიძლება იყოს ხარვეზების აღმოფხვრის გრძელვადიანი გზა, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ჩვენი კომიტეტი დაინტერესდა გელათის საკითხით, ვინაიდან ჩვენი ფუნქცია არ არის და ვერ იქნება შორიდან პრობლემების ყურება იმ დარგში, რომელზეც ჩვენ ვართ პასუხიამგებელი. შესაბამისად, ჩვენ ვეწვიეთ გელათს, რათა ჩვენი თვალით გვენახა, თუ რა ხარვეზები არსებობს ჩატარებული სამუშაოებისას, მოგვესმინა იმ კერძო კომპანიისთვის, რომელიც სრულად სავარაუდოდ ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას - თუ რა ტიპის ძეგლთან აქვს საქმე, და დაგვესახა გზები სპეციალისტების აზრის გათვალისწინებით, თუ რა შეიძლება იყოს ხარვეზების აღმოფხვრის გრძელვადიანი გზა.

სასიამოვნო და აღსანიშნავი ის არის, რომ ამ წუთებში, როგორც ირკვევა, სავარაუდოდ, ის დროებითი გადახურვა, რომელიც არსებობს, დროებით უზრუნველყოფს იმას, რომ წყალი აღარ ჩადიოდეს, მაგრამ ჩვენ გამოვეცით დღეს დადგენილება, რომელშიც მოცემულია მრავალი რეკომენდაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსადმი და კერძო კომპანიისადმი - დაწყებული იქიდან, რომ ზოგიერთი ღარები დასალუქია და პირდაპირ კედელში არ უნდა იღვრებოდეს წყლის ჭავლი, რომელიც 12 საუკუნის ქვებს აზიანებს. დაწყებული ასეთი თითქოსდა მარტივი საკითხებით, დასრულებული რეკომენდაციით, რომ კვლევის გრაფიკი უნდა შემუშავდეს, რათა ჩვენ დოკუმენტურად და არა ზეპირი მონაყოლით ვიცოდეთ, თუ რა მდგომარეობაშია მთავარი ტაძარი და წმინდა გიორგის ტაძარი. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო გრძელი ვიზიტი, ხანგრძლივი, მაგრამ ძალიან ნაყიფიერი სხდომა, რომლითაც ყველა მონაწილე იყო კმაყოფილი, იმიტომ რომ რეალური დისკუსია შედგა“, - განაცხადა წულუკინმა.

ყველა სიახლე

27 მარტი 2025, 08:20

საზოგადოება

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე სათემო ფორუმზე იმსჯელეს

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე, ასევე კლიმატის ცვლილებების მიმართულებით საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე სათემო ფორუმზე იმსჯელეს.

27 მარტი 2025, 08:19

მსოფლიო

სტამბოლის მუნიციპალიტეტის საბჭომ სტამბოლის მერის მოვალეობის შემსრულებლად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი აირჩია

სტამბოლის მუნიციპალიტეტის საბჭომ ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი აირჩია. პატიმრობაში მყოფ ეკრემ იმამოღლუს დროებით ნური ასლანი ჩაანაცვლებს.

27 მარტი 2025, 08:10

ეკონომიკა

შალვა პაპუაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მეჩვიდმეტე დისკუსია გახსნა

ეკონომიკური ფორუმის მეჩვიდმეტე დისკუსია გაიმართა, რომლის თემა „რეგიონული პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა - ხელისუფლების როლი“ იყო.

27 მარტი 2025, 08:04

პოლიტიკა

პარლამენტის საგამოძიებო კომისია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომზე დღესაც იმსჯელებს

2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომზე, პარლამენტის საგამოძიებო კომისია დღესაც იმსჯელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

27 მარტი 2025, 00:31

მსოფლიო

ზელენსკი: სტივ უიტკოფი საკმაოდ ხშირად ციტირებს კრემლის ნარატივს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი საკმაოდ ხშირად ციტირებს კრემლის ნარატივს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.

ჯემალ ლეონიძე

27 მარტი 2025, 00:30

პოლიტიკა

ჯემალ ლეონიძე ბადრი ჯაფარიძეზე: სხვა სიტყვა ვერ მონახა და თქვა - ჩვენ იმიტომ გვინდა თქვენი კომპანია, რომ ფერები არის ჩვენთვის მისაღებიო. ეს იყო ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ კეზერაშვილის დაკვეთა, რომ ხელში ჩაეგდოთ ჩემი ქონება

სხვა სიტყვა ვერ მონახა თავის ლექსიკონში [ბადრი ჯაფარიძემ] და თქვა ეს, რომ ჩვენ იმიტომ გვინდა, სხვა კომპანიებიც არის, სხვასაც შეიძლება შევთავაზოთ, სხვაც შეიძლება ვიყიდოთ მაგრამ ჩვენ თქვენი გვინდა იმიტომ, რომ ფერები არის ჩვენთვის მისაღები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ, რომელიც კომპანია „მაგნატს“ ფლობდა და „ნაცმოძრაობის“ რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

ოთარ გრიგოლია

27 მარტი 2025, 00:27

პოლიტიკა

ოთარ გრიგოლია: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არცერთ ეტაპზე, არცერთ რეზოლუციას და არცერთ ასეთ დოკუმენტს, რომელიც ევროპის სხვადასხვა ინსტიტუტში იყო მიღებული, პასუხის გარეშე არ დავტოვებთ

ჩვენი გამოსვლების შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და გამოხატა სოლიდარობა იქიდან გამომდინარე, რომ არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რათა სწორი დასკვნები გაეკეთებინათ. შესაბამისად, ვფიქრობ ასეთ გამოსვლებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით.

27 მარტი 2025, 00:21

პოლიტიკა

ოთარ გრიგოლია: ჩვენ ვანახეთ კონგრესის წარმომადგენლებს ფოტომასალა, მათ შორის დაშავებული პოლიციელების, ამის შემდეგ შეცვალეს რიტორიკა, ვინაიდან აღარ გამოდიოდა იმ რეალობის უარყოფა, რაც ფაქტებით იყო გამყარებული

ევროპის საბჭოს კონგრესზე დაინიცირებული იყო რეზოლუცია, რომელიც ევროსაბჭოს ბიურომ დააინიცირა, ბიუროს ეს წევრები იყვნენ თბილისში და სამწუხაროდ, რაც ვნახე მე ამ დოკუმენტში, ხელწერა ერთი და იგივე იყო, ერთი-ერთში იმეორებს ყველა იმ რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტმა, ევროსაბჭომ და კონგრესმა მიიღეს, ეს ერთი სისტემის მიერ არის შემუშავებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, რომელმაც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

ჯემალ ლეონიძე

27 მარტი 2025, 00:01

პოლიტიკა

ჯემალ ლეონიძე: კეზერაშვილის მოთხოვნით დაიწყო ის, რაც მოხდა ჩემ გარშემო. ეს იყო დაკვეთა კეზერაშვილისა ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ, რომ ეს საქმე მათ უნდა შეესრულებინათ. ძალა არ აკლდათ იმისთვის, რომ ყველაფერი ხელში ჩაეგდოთ

კეზერაშვილის მოთხოვნით დაიწყო ის, რაც მოხდა ჩემი და ჩემი კომპანიის გარშემო. სურვილი იმისა, რომ სრულად ემართა ის ბიზნესი, რომელსაც მანამდე თვითონ აკონტროლებდა ე.წ. ხუთეული. საჭირო იყო ავტოგასამართი სადგურები. ავტოგასამართი სადგურები ისე, რომ სათითოდ ეყიდა დრო უნდოდა. გამოინახა იოლი გზა, სახელისუფლებო ბერკეტის გამოყენებით ამ ქონებების ხელში ჩაგდება. ჩაგდება არ იყო რთული. ყველაფერი მათ ხელში იყო, ყველაფერს და აქედან გამომდინარე გააკეთეს ის, რაც გააკეთეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ, რომელიც კომპანია „მაგნატს“ ფლობდა და „ნაცმოძრაობის“ რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

დიმიტრი ხუნდაძე

26 მარტი 2025, 23:52

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: თქვენ ხედავთ, რომ პრაქტიკულად ევროპის უდიდესი ნაწილი, რომელიც „დიფ სთეითის“ მორჩილებაში თავად არის, აკეთებს განცხადებებს, რომ თუკი უკრაინამ წააგო, ე.ი. ევროპა ამით დამარცხდება და მათ საფრთხე ექმნებათ

ეს არის „დიფ სთეითის“ რიტორიკა და ხედავთ, რომ სამშვიდობო პროცესსაც კი ეწინააღმდეგებიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე

26 მარტი 2025, 23:38

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე რადიკალებზე: მათი მომავალი არ არის და ვერ არის პერსპექტიული, ეს თავად ქუჩასაც ეტყობა, მაგრამ მათი ბედი თავადაც არ ეკუთვნით, სხვა გზაც არ აქვთ, აგენტის ბედი ასეთია

მათი მომავალი არ არის და ვერ არის პერსპექტიული, ეს თავად ქუჩასაც ეტყობა, მაგრამ მათი ბედი თავადაც არ ეკუთვნით. სხვა გზაც არ აქვთ. აგენტის ბედი ასეთია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.

ემანუელ მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკი

26 მარტი 2025, 23:37

მსოფლიო

მაკრონი: საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.

დიმიტრი ხუნდაძე

26 მარტი 2025, 23:33

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ბალტიისპირელებმა კარგად იცოდნენ, რომ თუ საქართველოში აინთებოდა ცეცხლი, ეს იქნებოდა მათთვის მეხამრიდი. სწორედ ამიტომ გამოდიოდნენ მათი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ქართულ აქციებზე და აქეზებდნენ ახალგაზრდებს

ბალტიისპირელებმა კარგად იცოდნენ, რომ თუ საქართველოში აინთებოდა ცეცხლი, ეს იქნებოდა მათთვის მეხამრიდი და სწორედ ამიტომ იყო, გახსოვთ ბალტიისპირეთის უმაღლეს პოლიტიკური თანამდებობის პირები ქართულ აქციებზე, თბილისის მთავარ პოლიტიკურ მოედანზე როგორ აქეზებდნენ ახალგაზრდებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე

26 მარტი 2025, 23:31

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: უკრაინამ იმით, რომ საკუთარი ტერიტორია ათხოვა დასავლეთსა და რუსეთს ერთმანეთს შორის ურთიერთობის გასარკვევად, წააგო საკუთარი თავი. ეს არის ის მაგალითი, რაც გაცილებით მძიმედ აისახებოდა საქართველოზე

„სანქციების მიზანი რა იყო, რა თქმა უნდა ეს არ იყო ის, რომ რუსეთის ეკონომიკას დაანგრევდა. აქ იყო ჩადებული ის, რომ ამ შემთხვევაში თუ კი საქართველო ამაზე წავიდოდა, მისი საკუთარი ეკონომიკა ჩამოიშლებოდა და სოციალური აფეთქების რეალური შანსი გაჩნდებოდა, რაც კარგი საშუალება იქნებოდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის, რომელიც ვერ მოახერხეს, ვერ შექმნეს „მაიდანიზაცია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის" ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე

26 მარტი 2025, 23:18

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ სწორი სტრატეგია ავირჩიეთ და ძირითადი ინსტრუმენტი გამოვიყენეთ მეტი სიმართლე. ვგულისხმობ, „ხალხის ძალის“ იმ განცხადებებს, რაც ამ გადმოსახედიდან იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი

ჩვენ სწორი სტრატეგია ავირჩიეთ და ძირითადი ინსტრუმენტი ჩვენ გამოვიყენეთ მეტი სიმართლე, ვგულისხმობ „ხალხის ძალის“ იმ განცხადებებს, რაც ამ გადმოსახედიდან იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.

26 მარტი 2025, 23:07

პოლიტიკა

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომის თაობაზე ხუთ პირს მოუსმინა

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა.

26 მარტი 2025, 22:26

მსოფლიო

ევროკომისია: უკრაინიდან რუსული ძალების გაყვანა ევროკავშირის სანქციების მოხსნის ან შეცვლის ერთ-ერთი მთავარი პირობა იქნება

ევროკომისიაში განაცხადეს, რომ უკრაინიდან რუსული ძალების გაყვანა ევროკავშირის სანქციების მოხსნის ან შეცვლის ერთ-ერთი მთავარი პირობა იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

26 მარტი 2025, 22:26

რეგიონი

27 მარტს სურამის სატრანსპორტო კვანძი-ხევის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, მიმდინარეობს დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები.

26 მარტი 2025, 22:17

საზოგადოება

სოციალური პროგრესის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერია, 13-წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალური პროგრესის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერია, 13-წლიანი გაუმჯობესებით კი, მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. ანგარიშს ამერიკული ორგანიზაცია Social Progress Imperative აქვეყნებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

26 მარტი 2025, 22:00

მსოფლიო

ერდოღანი: ისინი, ვინც ეკონომიკური დივერსიით ცდილობენ ხალხის კეთილდღეობის დარღვევას, მართლმსაჯულების წინაშე საფასურს გადაიხდიან

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი, ვინც ეკონომიკური დივერსიით ცდილობენ ხალხის კეთილდღეობის დარღვევას, მართლმსაჯულების წინაშე საფასურს გადაიხდიან.