imedi /  22 იანვარი 2021, 16:52 / სანდო წყარო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიღებული გრანტების ფარგლებში პროექტების განხორციელება დაიწყო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიღებული გრანტების ფარგლებში პროექტების განხორციელება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 2020 წელს საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსებში მონაწილეობის შედეგად 192 947 ევროს (2020-2022 წლები) და 498 080 ლარის გრანტებს მიიღებს.

გრანტების ფარგლებში მიღებული დაფინანსებით მუნიციპალიტეტში დაინერგება ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, შეიქმნება მოსახლეობისთვის რელევანტური ვებგვერდი, ინკლუზიური ცენტრისთვის შეძენილი იქნება სამგზავრო ავტომობილი.

„საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 2018-2021 წლების სტრატეგიის ფარგლებში პროგრამული ბიუჯეტირების ახალი მეთოდოლოგიის წარმატებით დანერგვის გამო წყალტუბოს მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობისგან გამოეყო გრანტი 300 000 ლარის ოდენობით. თანხა კაპიტალური დანიშნულებისაა, რომელიც 2021 წელს რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის დაიხარჯება.

მუნიციპალიტეტი პირველად გახდა ახალი საერთაშორისო პროექტის გამარჯვებული. პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ მიღებული გრანტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დაინერგება ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, პროექტის ფარგლებში იგეგმება ნაგავმზიდისა და სეპარირებისთვის საჭირო 110-მდე კონტეინერის შეძენა, 10 მცირე ზომის საკომპოსტე მოედნის მოწყობა, ნარჩენების სეპარირებული შეგროვების დანერგვა დიდ სოფლებში და სეპარირებული შეგროვების განვითარება ტურისტულ ობიექტებზე. პროექტში - სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის წარმომადგენლები და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრია“ ჩართული.

ასევე, კარგი მმართველობა და ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდა პროექტი „კარგი მმართველობის ხელშეწყობა“ რომლის მიზანია მოსახლობისთვის ყველაზე რელევანტური ვებგვერდის შექნა, რომელიც უზრუნველყოფს მერიის მუშაობის გამჭვირვალობის ამაღლებას, ონლაინ სერვისების გაუმჯობესებითა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებით. პროექტის ღირებულება 26 110 ლარია და განახლებული ვებგვერდით სარგებლობას მოსახლეობა მარტის თვიდან შეძლებს“, - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, ორგანიზაცია „პინის“ (წყალტუბოს განვითარების ფონდი) გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შედეგად ააიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინკლუზიურ ცენტრს გამოეყო 70 400 ლარი სამგზავრო ავტომობილის შესაძენად, ხოლო კულტურის ცენტრს - 101 570 ლარი, რომლის ათვისებაც მოხდება საჭიროებისამებრ.

მუნიციპალიტეტის მერის, გრიგოლ იოსელიანის განმარტებით, სხვადასხვა საპილოტე პროგრამასა და კონკურსში წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მიმდინარე წელსაც ჩაერთვება.

„ეს არის შესაძლებლობების გამოვლენის კარგი საშუალება, რომელიც გვაძლევს განვითარების, ახალი გამოწვევების დაძლევისა და ახალი პროექტების განხორციელების რეალურ შანსებს“, - აღნიშნა იოსელიანმა.

ყველა სიახლე

აშშ საელჩო

25 თებერვალი 2021, 14:28

საზოგადოება

აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოლაუ ნადირაძის ლექსი წაიკითხეს

„დღეს 100 წლისთავი შესრულდა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც 1921 წელს კრემლის მიერ გამოგზავნილმა არმიამ დაიპყრო დამოუკიდებელი საქართველო. საბჭოთა ჯარების შემოჭრა იყო სამშვიდობო შეთანხმების უტიფარი დარღვევა, რომელსაც თბილისის მთავრობამ ერთი წლით ადრე მოაწერა ხელი მოსკოვში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

მაკა ბოჭორიშვილი

25 თებერვალი 2021, 14:23

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის დღევანდელი გზავნილი არის იმის დიაგნოზი, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროკავშირისკენ სვლისთვის

ევროკავშირის დღევანდელი გზავნილი კიდევ ერთხელ არის იმის დიაგნოზი, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროკავშირისკენ სვლისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პირველ რიგში საჭიროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული პოლარიზაცია დასრულდეს და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი გვქონდეს.

მამუკა მდინარაძე

25 თებერვალი 2021, 14:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რადიკალური ოპოზიციის სტილია, რომ ამოიკითხავენ ერთ ფრაზას, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი კრიტიკა და ამაზე აქვთ აგებული საინფორმაციო ბადე

„სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის სტილია, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, რომ რაც არ მოსწონთ, იმას საერთოდ აიგნორებენ და შემდეგ ამოიკითხავენ ერთ ფრაზას ან აბზაცს, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი კრიტიკა და ამაზე აქვთ აგებული მთელი საინფორმაციო ბადე“, - განაცხადა მდინარაძემ.

25 თებერვალი 2021, 14:19

სამართალი

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებისთვის ძებნილი პირი - 1972 წელს დაბადებული ბ.გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბ.გ.-მ 2019 წლის აპრილში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მის ნაცნობს ა.ლ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა და მიიმალა. დაჭრილ კაცს კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

რატი იონათამიშვილი

25 თებერვალი 2021, 14:08

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ვახო სანაიას და ანრი ოხანაშვილის შემთხვევა ერთმანეთს ჰგავს

საქართველოს პარლამენტი უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტი დაგმო. მისივე თქმით, აღნიშნული შემთხვევა ძალიან ჰგავს ანრი ოხანაშვილის შემთხვევას.

კახა კალაძე

25 თებერვალი 2021, 14:07

პოლიტიკა

კახა კალაძე: არის მხარდაჭერა და მოლოდინი, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთმანეთთან საუბარი მოვახერხოთ

საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არის მხარდაჭრა და მოლოდინი, იმისა, რომ ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ ასევე ოპოზიციამ, მოვახერხოთ, გარკვეულწილად, ერთმანეთთან საუბარი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა.

დიმიტრი პესკოვი

25 თებერვალი 2021, 14:02

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: კრემლი სომხეთში მოვლენების განვითარებას შეშფოთებით აკვირდება

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი სომხეთში მოვლენების განვითარებას შეშფოთებით აკვირდება.

რკინიგზა

25 თებერვალი 2021, 14:02

საზოგადოება

რა მიმართულებებით იქნება შესაძლებელი მატარებლით მგზავრობა 27 თებერვლიდან

საქართველოს რკინიგზა სამთვიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე 27 თებერვლიდან იმოძრავებენ.

სემეკი კონფერენცია

25 თებერვალი 2021, 13:58

ეკონომიკა

ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციისა და მონიტორინგის მნიშვნელობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე ავსტრიის, უნგრეთის, საბერძნეთის, ბულგარეთის, სლოვენიის მარეგულირებელი კომისიების, კონკურენციის სააგენტოებისა და ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლები.

გიორგი ვოლსკი

25 თებერვალი 2021, 13:56

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის საფიქრალია, როგორ გამოძვრნენ საერთაშორისო თანამეგობრობის ამ ზეწოლიდან

ოპოზიციის საფიქრალია, როგორ გამოძვრნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო მოუმატებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

25 თებერვალი 2021, 13:54

საზოგადოება

სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ზუგდიდში, 1924 წლის აჯანყების დროს რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან დავითაშვილი

25 თებერვალი 2021, 13:47

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ქართული თაფლის ექსპორტის მაჩვენებელი 3,4-ჯერ გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, მეფუტკრეობის განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამებისა და მხარდამჭერი აქტივობების შედეგები განიხილა. „სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის მსგავსი ფორმატის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობა გვაქვს, ერთად განვიხილოთ დარგში არსებული ყველა გამოწვევა, ვიმსჯელოთ მათი გადაჭრის გზებზე, შევაფასოთ სექტორის განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგები.

ნიკოლ ფაშინიანი

25 თებერვალი 2021, 13:46

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში აქციაზე სიტყვით გამოსვლა დააანონსა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დღეს ერევანში აქციაზე სიტყვით გამოვა.

ან ლინდე

25 თებერვალი 2021, 13:36

პოლიტიკა

შვედეთის საგარეო პოლიტიკის 2021 წლის სტრატეგიაში საქართველო-რუსეთის კონფლიქტი უსაფრთხოების ევროპული წესრიგის გამოწვევად არის დასახელებული

24 თებერვალს, რიქსდაგში 2021 წლის საგარეო პოლიტიკის საკითხების შესახებ განცხადების წარდგენისას, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ან ლინდემ მიმდინარე კონფლიქტებზე, მათ შორის საქართველოს თემაზეც ისაუბრა.

ლიკა სიმონიშვილი

25 თებერვალი 2021, 13:35

საზოგადოება

შატილში ავარიის დროს დაშავებულ გოგოს ნაწილობრივი ამნეზია აქვს და ტრაგედიის დღეს ვერ იხსენებს - რას ჰყვება დაზარალებულის დედა

6 თვე გავიდა ამ ტრაგედიიდან და ცოტა დაგვიანდა ის შედეგი, რაც აქამდე უნდა დამდგარიყო. ორი დღის წინ დააკავეს ის ადამიანები, რომლებიც აქამდე უნდა დაეკავებინათ. კმაყოფილი ვარ ამ შედეგით. იმედი მაქვს, მართლმსაჯულება და ჭეშმარიტება გაიმარჯვებს და დამნაშავე დაისჯება, - გადაცემა „იმედის დღეში“ ხევსურეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული 25 წლის მედეა დევსურაშვილის დედამ, ლიკა სიმონიშვილმა ისაუბრა.

ნიკოლოზ სამხარაძე

25 თებერვალი 2021, 13:35

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესებაზე საუბარი არ არის

საქართველოს მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესებაზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, არცერთ ოფიციალურ განცხადებაში, არც ევროკავშირისა და არც ამერიკის შეერთებული შტატების, სანქციებზე საუბარი არ არის. „თუ ვინმე სანქციებზე თუნდაც აკადემიურ წრეებში ან პოლიტიკურ პარტიებში საუბრობს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს სიმართლე იქნება. სანქციებს არ ველოდები”, – განაცხადა სამხარაძემ.

გიგა ბოკერია

25 თებერვალი 2021, 13:33

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ნიკა მელიას, გიორგი რურუას გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების მიღმა ვერ იქნება ვერაფერი, რამაც შეიძლება ვითარება განმუხტოს

„საერთოდ განიხილება პარლამენტში შესვლა? ეს საერთოდ დღის წესრიგშიც არ დგას. ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება მას შემდეგ, რაც პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება“, - განაცხადა ბოკერიამ.

გივი მიქანაძე

25 თებერვალი 2021, 13:28

COVID19

გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მიქანაძემ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

25 თებერვალი 2021, 13:25

სპორტი

მადრიდის „რეალმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს

მადრიდის „რეალმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. სამეფო კლუბმა სტუმრად ბერგამოს „ატალანტა“ ფერლან მენდის ერთადერთი ბურთის წყალობით დაამარცხა. შეხვედრის დასაწყისში, მეჩვიდმეტე წუთზე არბიტრმა მასპინძელთა ფეხბურთელი რემო ფრეულერი გააძევა, რამაც სტუმრებს დიდი უპირატესობა მისცა.

25 თებერვალი 2021, 13:25

პოლიტიკა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატი: სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოს კვლავ უწევს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან ბრძოლა

„25 თებერვალი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს წარმოადგენს. სწორედ ამ დღეს, 100 წლის წინ, წითელი არმიის დანაყოფებმა საქართველოში დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება დაამხეს და კომუნისტური რეჟიმი დაამყარეს, რითიც საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი ქვეყნის მრავალწლიანი ოკუპაცია დაიწყო. 1921 წელს სამხედრო ინტერვენციის გზით საბჭოთა რეჟიმმა არა მხოლოდ გაანადგურა საქართველოს სვლა თავისუფლებისა და დემოკრატიული განვითარებისკენ, არამედ ასეულ ათასობით მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.