30 იანვარი 2021, 18:55 / სანდო წყარო

ბორჯომისა და ბაკურიანის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემა დაიწყო

ბორჯომისა და ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემა დაიწყო.

სასურსათო პაკეტი 12 სახეობის პროდუქტს მოიცავს. ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება „ჯანმრთელი მომავალი“ სასურსათო პაკეტებს 11-ივე საბავშვო ბაღის 840 აღსაზრდელს გადასცემს.

დღეიდან, სურსათის დარიგება დაიწყო ბაკურიანშიც და სასურსათო პაკეტები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 91 აღსაზრდელს გადაეცემა.

სურსათი, პანდემიის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით გაიცემა.

ყველა სიახლე

25 თებერვალი 2021, 10:58

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

რუსლან აბაშიძე

25 თებერვალი 2021, 10:57

რეგიონი

რუსლან აბაშიძემ და თეა ახვლედიანმა აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს

შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და გამოწვევები, ჰუმანიტარული და პოლიტიკური კრიზისის შემცირების თვალსაზრისით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდების შეკითხვებს სახელმწიფო მინისტრმა და მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხეს.

25 თებერვალი 2021, 10:55

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

24 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.61 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.28%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.25%.

მძიმე პაციენტი

25 თებერვალი 2021, 10:54

COVID19

ამ ეტაპზე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 104 პაციენტი იმყოფება

კორონავირუსით ინფიცირებული 289 მძიმე პაციენტიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 104 იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 289, მათ შორის: თბილისში - 100, აჭარაში - 37, იმერეთში - 84. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 104 პაციენტი, მათგან თბილისში - 65, აჭარაში- 8, იმერეთში - 11. 180 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის: 105 - თბილისში, 69 - აჭარაში, 3 - იმერეთში. 839 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

25 თებერვალი 2021, 10:53

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 165 თბილისში, 43 კი იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 165 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 362 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 33, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 36, კახეთი - 18, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

25 თებერვალი 2021, 10:52

რეგიონი

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის წარმომაგენლები პარასკევს დაგეგმილ აქციას უერთდებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის წარმომაგენლები პარასკევს დაგეგმილ აქციას უერთდებიან და ქალაქის ცენტრში განთავსებულ კარავს რუსთაველის გამზირზე გადაიტანენ. ამის შესახებ განცხადება პარტიის წევრმა გიგა შუშანიამ გააკეთა.

25 თებერვალი 2021, 10:51

პოლიტიკა

ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციაზე მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ

„ველოდებით, რომ მმართველი ძალა და მთავრობა უზრუნველყოფენ ქვეყნის ინკლუზიურ ხელმძღვანელობას და საქართველოს ხალხის ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებენ. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო სისტემა იყოს სამართლიანი, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული. ამ მხრივ ევროკავშირი დიდი ყურადღებით გააგრძელებს მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას“.

კორონავირუსი

25 თებერვალი 2021, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 362 ადამიანს დაუდასტურდა, 470 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

25 თებერვალი 2021, 10:48

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 475 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 269 800-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 263 727-ს. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

თამარ ტალიაშვილი

25 თებერვალი 2021, 10:47

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: მიშა სააკაშვილს „სამოქალაქო ომის“ სიზმარი არ აუხდება

„1918-1921 წლებში ბოლშევიკური დაჯგუფებები ქვეყნის დასუსტებას სწორედ სამოქალაქო ომის გაღვივებით ცდილობდნენ , როგორც მატიანე გვამცნობს: „მძიმე რჩებოდა ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა, რასაც აქტიურად იყენებდნენ ოპოზიციური ძალები, უპირველეს ყოვლისა - ბოლშევიკები. მათი ხელშეწყობით ადგილი ჰქონდა მუშათა გაფიცვებს და გლეხთა აჯანყებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მიუხედავად ამისა, მკაცრი პოლიტიკური დისციპლინის წყალობით, თავიდან იქნა აცილებული რუსეთის ტერიტორიიდან სამოქალაქო ომის გავრცელების საშიშროება. საბოლოოდ, ეს პროცესი 1921 წლის 25 თებერვალს მაინც ტრაგიკულად - საქართველოს გასაბჭოებით დასრულდა“, - წერს ტალიაშვილი.

25 თებერვალი 2021, 10:43

საზოგადოება

თბილისში გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

დედაქალაქის ქუჩებში წუხანდელი ღამიდან უწყვეტად მიმდინარეობს გზის გაწმენდის და ტექნიკური მარილის მოყრის სამუშაოები. კერძოდ, გაიწმინდა იპოდრომის გზა, მარჯვენა სანაპიროს გზის ნაწილი იუსტიციის სახლთან, თბილისის ზღვის მიმდებარე გზა, მარცხენა სანაპირო, აღმაშენებლის ხეივანი, ნუცუბიძის პლატო, ლისის ტბასთან მისასვლელი გზები, ნუცუბიძის პლატო, ჭავჭავაძის, წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, რობაქიძის, თამარ მეფის, მარშალ გელოვანის გამზირები, ვახუშტის ხიდთან და მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე პანდუსები, მაჭავარიანის, მელიქიშვილის, ბარნოვის, პეტრიაშვილის, შანიძის, აბასთუმნის, ბაქრაძის, მუხრანის,

მიხეილ სააკაშვილი

25 თებერვალი 2021, 10:39

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ დროს პოლიციელები გახდომის წამლებს სვამდნენ, რადგან ღიპიანს პოლიციაში არ იღებდნენ

ძველი პოლიციელებიდან შესაძლოა, რამდენიმე ათეული პროცენტი დარჩა, მაგრამ ახლა ვიზუალურადაც სხვა ხალხია, ვეღარ ვცნობ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ბერაია

25 თებერვალი 2021, 10:37

საზოგადოება

ირაკლი ბერაია: მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები აუცილებლად ჩამოიშლება და რუსული ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება

დღეს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, საქართველო კვლავ ებრძვის რუსულ ოკუპაციას. ჩვენს მიწაზე უკანოდ იმყოფება პუტინის რუსეთის შეიარაღებული ძალები. ჩვენს თანამემამულეებს, ოჯახებს, საზოგადოებებს ყოფს და აშორიშორებს რუსული მავთულხლართები, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ბერაია Facebook-ზე საბჭოთა ოკუპაციის დღეს.

არჩილ თალაკვაძე

25 თებერვალი 2021, 10:35

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე სანქციებზე: დასავლური საზოგადოება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, აშშ არ არის ის სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ რომელიმე ოპოზიციონერის წერილებს ეყრდნობა

„საერთაშორისო პარტნიორებთან ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ყველა საკითხზე, რომელიც მათ აინტერესებს. შემდეგ დღეებშიც ობიექტური ინფორმაცია იქნება მიწოდებული. ჩვენ განვაგრძობთ კომუნიკაციას. მერწმუნეთ, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსსა და ინტეგრაციას ვერც ერთი რადიკალური პოლიტიკური ჯჯგუფი ვერ შეუქმნის საფრთხეს. ეს არის საერთო ეროვნული საკითხი ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი საკითხი. ეს არის ჩვენს კონსტიტუციაში და ამას ვერავინ ვერ შეუქმნის ვრანაირ საფრთხეს.

კაპიტოლიუმი

25 თებერვალი 2021, 10:33

მსოფლიო

კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად მიყენებული ზარალი 30 მილიონი დოლარს აღემატება

აშშ-ის კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად მიყენებული ზარალი 30 მილიონი დოლარს აღემატება. ამის შესახებ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას კაპიტოლიუმის საშტატო არქიტეტორმა, ბრეტ ბლენტონმა განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

25 თებერვალი 2021, 10:27

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გარწმუნებთ, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდება

„შეთანხმება და მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან პირობებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, გარწმუნებთ, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდება, ვინაიდან პარლამენტის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია შემდეგი პროცესის უზრუნველყოფა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

25 თებერვალი 2021, 10:23

საზოგადოება

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მსოფლიოს იუდეველთა თემს, ქართველ ებრაელებს ფურიმის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მსოფლიოს იუდეველთა თემს, ქართველ ებრაელებს ფურიმის დღესასწაულს ულოცავს. მათივე ინფორმაციით, 25-26 თებერვალს ებრაელთა თემი ფურიმს სპარსელებზე გამარჯვებას დღესასწაულობს.

არჩილ თალაკვაძე

25 თებერვალი 2021, 10:20

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას ვურჩევ დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაბრუნდეს პარლამენტში

„ახლა ქვეყანას სჭირდება გაძლიერება და არა დესტაბილიზაცია და დაპირისპირება. ამიტომ ოპოზიციას კიდევ ერთხელ ვურჩევ შეწყვიტოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში. ვფიქრობ, პარლამენტში შევძლებთ ყველა მთავარ საკითხზე შეთანხმებას, შევძლებთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობა მთლიანად იყოს ორიენტირებული საზოგადოების საჭიროებებზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 თებერვალი 2021, 10:18

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ქვეყნის, ხალხისა და ერის გაერთიანება

ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ქვეყნის, ხალხისა და ერის გაერთიანება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარესა და თბილისის მერთან ერთად კოჯორში, 100 წლის წინ დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დროებით ოკუპირებულია, „ჩვენი გზა გადის ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე“.

ალეკო ელისაშვილი

25 თებერვალი 2021, 10:15

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: რა საჭიროა, კულტურის სამინისტროს და კომიტეტის ცალკე შექმნა, წულუკიანს პარლამენტი ეპატარავება, სხვა ახსნა არ მაქვს

კატეგორიულად არ ვემხრობი იმ აზრს, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე გამოეყოს და ცალკე შეიქმნას პარლამენტში კულტურის კომიტეტი, რადგან ეს ხარჯებს გაზრდის და ამ გაღატაკებულ ქვეყანაში თუ რამე არ სჭირდება ქვეყანას, არ სჭირდება დამატებითი ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.