06 თებერვალი 2021, 14:21 / სანდო წყარო

გურიაში გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონული შეხვედრა გაიმართა

გურიაში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის „რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში ფაზა 2“- ის პროექტის რეგიონალური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ვისაუბრეთ. ასევე განვიხილეთ რეგიონის საჭიროებები და პრიორიტეტები. პროექტები ძირითადად მოიცავს, როგორც ტურიზმის, ასევე ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებას რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.

როგორც პროექტის მენეჯერმა თიკო ტყეშელაშვილმა აღნიშნა, აქტიურად თანამშრომლობენ ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებმაც პროექტის ფარგლებში დაფინანსება მიიღეს. დაფინანსებული პროექტები მიზნად ისახავს ტურიზმის სექტორში ახალი სერვისების დანერგვის მხარდაჭერით რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

ყველა სიახლე

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

02 მარტი 2021, 20:32

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ჯანმო და COVAX-ი მუშაობას განაგრძობენ, თითოეულ ქვეყანაში ვაქცინის ხელმისაწვდომობის მისაღწევად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჯანმო და COVAX-ი მუშაობას განაგრძობენ, თითოეულ ქვეყანაში ვაქცინის სამართლიანობის შესახებ ხედვის მისაღწევად.

რომის პაპი ფრანცისკე პირველი

02 მარტი 2021, 20:26

საზოგადოება

რომის პაპი: მსოფლიოს კიდევ ერთი წარღვნა ელის

რომის პაპი ფრანცისკე პირველი შიშობს, რომ კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიოს ახალი კატასტროფა ელის. „თუ მსოფლიოს ლიდერები დროულ რეაგირებას არ მოახდენენ მყინვარების დნობასა და ტემპერატურის ცვლილებაზე, თუ იმავე გზით ვივლით, რომლითაც დავდივართ, კიდევ ერთი წარღვნა არ აგვცდება. იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილებას ვებრძოლოთ, პირველ რიგში საჭიროა მთავრობებმა კორუფცია და უსამართლობა აღმოფხვრან.

მამუკა მდინარაძე

02 მარტი 2021, 20:21

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: წარმოუდგენელი ამბავია გააკეთა ოპოზიციამ, როდესაც მოლაპარაკებებიდან რამდენიმე საათში პარლამენტის პიკეტირებაზე გადავიდა

„არავის დაუძალებია მათთვის სიტყვა პიკეტირების ხსენება და შემდეგ აღსრულება. შესაბამისად, მართლა ძალიან ცუდი იყო, რბილად რომ ვთქვათ, როცა შეთანხმებიდან, მოლაპარაკებიდან რამდენიმე საათში, ახალი ეტაპის დაწყებიდან, მაინც გადავიდნენ პარლამენტის პიკეტირებაზე. წარმოუდგენელი ამბავია გააკეთეს, კარგია, რომ ბოლოს მაინც მიხვდნენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ნინო წილოსანი

02 მარტი 2021, 20:18

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: დიდი ევროპული ოჯახის წევრობა გულისხმობს მათ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მიღწევებთან ინტეგრირებას

დიდი ევროპული ოჯახის წევრობა გულისხმობს მათ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მიღწევებთან ინტეგრირებას. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ გავაუმჯობესეთ კანონმდებლობა, ინსტიტუციები, დემოკრატიის პრინციპები და ეკონომიკური შესაძლებლობები იმისთვის, რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან, - აცხადებს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი.

02 მარტი 2021, 20:11

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 6 391 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 391 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 343 ადამიანი გარდაიცვალა.

ავთანდილ ენუქიძე

02 მარტი 2021, 19:59

პოლიტიკა

ავთანდილ ენუქიძე: წინ გადადგმული ნაბიჯია დოკუმენტი, რომლითაც, არჩევნების კუთხით, სხვადასხვა საკითხი უნდა გაუმჯობესდეს

სერიოზული სამუშაოები ჩატარდა და ძალინ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ის დოკუმენტი, რომლითაც, არჩევნების კუთხით, სხვადასხვა საკითხი უნდა გაუმჯობესდეს. ამიტომ ჩვენ ამ დოკუმენტს აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ავთანდილ ენუქიძე.

ირაკლი ზარქუა

02 მარტი 2021, 19:55

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: შარლ მიშელის ვიზიტი მიუთითებს, რომ საქართველო იყო, არის და მომავალშიც იქნება ევროპისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დღის წესრიგში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი მიუთითებს, რომ საქართველო იყო, არის და მომავალშიც იქნება ევროპისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დღის წესრიგში, - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა.

ტურიზმის აღდგენა

02 მარტი 2021, 19:34

ეკონომიკა

საერთაშორისო სპეციალისტები საქართველოს ტურიზმის აღდგენის გეგმაში ჩაერთვებიან

ტურიზმის აღდგენის გეგმასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

მალხაზ დოულაშვილი

02 მარტი 2021, 19:33

სამართალი

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მალხაზ დოლუაშვილი თავისუფალია

„ბერშუეთის თავზე ვიყავი სანადიროდ,ძაღლი გამექცა და გავყევი რომ მომეძებნა. დამაკავეს რუსებმა და ჯერ ღრომში ბაზაზე გადამიყვანეს მერე ცხინვალში. საკანში მარტო ვიყავი სხვა ქართველები არ მინახავს. ჯარიმა არ ვიცი ალბათ გადაიხადეს. დღეს იყო სასამართლო და გამომიშვეს“, - განაცხადა დოლუაშვილმა

ვოლოდიმირ ზელენსკი

02 მარტი 2021, 19:31

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი: ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები უნდა გაამკაცროს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები უნდა გაამკაცროს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის დროს განაცხადა.

02 მარტი 2021, 19:31

სპორტი

საქართველოს რაგბის კავშირის საერთო კრება 10 მარტს გაიმართება

24 თებერვალს ჩანიშნული „საქართველოს რაგბის კავშირის“ საერთო კრება, განმეორებით, 10 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება. 24 თებერვლის ყრილობა ქვორუმის არარსებობის გამო (ხმის უფლების მქონე 42 დელეგატი ესწრებოდა ) ჩაიშალა. რეგლამენტის თანახმად, განმეორებითი არჩევნების გამართვას ახლა უფრო ნაკლები - 38 ხმა სჭირდება.

02 მარტი 2021, 19:24

სპორტი

სან რემოს ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი და სინიშა მიჰაილოვიჩი იმღერებენ

სან რემოს ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად, „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელი სინიშა მიჰაილოვიჩი იმღერებს. „სან-რემოს“ რიგით 71 - ე ფესტივალზე იბრაჰიმოვიჩისა და მიჰაილოვიჩის დუეტი შეასრულებს სიმღერას „Vagabondo”.

თენგიზ ცერცვაძე

02 მარტი 2021, 19:22

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: თუ გვინდა ევროპული ვაქცინა, ცოტა უნდა მოვიცადოთ, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე

ის, რომ ყველამ დაიწყო ვაქცინაცია, არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების ნათქვამი. ვაქცინაცია 200-ზე მეტი ქვეყნიდან 103-მა დაიწყო. მათმა დიდმა უმეტესობამ - რუსული და ჩინური ვაქცინით და მხოლოდ მცირე ნაწილმა - ამერიკულ-გერმანული ვაქცინებით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

უჩა სეთური

02 მარტი 2021, 19:19

ეკონომიკა

უჩა სეთური: გასაკვირი არაა მონოპოლისტი კომპანიების ტოპ მენეჯერების უსაფუძვლო დემარში კომისიის წინააღმდეგ, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესს როგორც იქნა სწორი რეგულაციებით ბიზნესის კეთების საშუალება მოგვეცა

მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი ასევე „ოუფენნეტზე“ შეტევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კომიტეტზე დამსწრე კომპანიები იყვნენ აღნიშნული პროექტის განხორციელების წინააღმდეგი და სწორედ ისინი ქმნიდნენ ხელოვნურ ბარიერებს.

დავით ყაზარაშვილი

02 მარტი 2021, 19:05

სამართალი

პროკურორი: როდესაც ბრალდებულები აცხადებენ, რომ გიორგი შაქარაშვილი თვალით არ უნახავთ, ცრუობენ

როდესაც ბრალდებულები აცხადებენ, რომ გიორგი შაქარაშვილი თვალით არ უნახავთ, ცრუობენ. მისი განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ბრალდებულები მოტივირებულები არიან სასამართლოს თავისი სიცრუე დააჯერონ, თუმცა იქვე წინააღმდეგობაში მოდიან სხვა მტკიცვებულებებთან, ჩვენებებთან და ვიდეოჩანაწერებთან​, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

02 მარტი 2021, 19:02

მსოფლიო

შარლ მიშელი: რუსეთი დონბასში კონფლიქტის მხარეა და არა შუამავალი

უკრაინაში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთი მინსკის შეთანხმებას არ ასრულებს, რის გამოც ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები ძალაში რჩება.

სალომე ზურაბიშვილი

02 მარტი 2021, 18:42

პოლიტიკა

პრეზიდენტი: ნუთუ მართლა არ გვესმის, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო გუშინ და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს

ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

02 მარტი 2021, 18:41

სამართალი

სუსი: საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ მალხაზ დოლუაშვილს დღეს გაათავისუფლებენ

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ამოქმედდა ყველა შესაბამისი მექანიზმი.

02 მარტი 2021, 18:37

მსოფლიო

ალექსეი ნავალნის საქმეზე აშშ-მა რუს მაღალჩინოსნებს პერსონალური სანქციები დაუწესა

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრების საქმეზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუს მაღალჩინოსნებს პერსონალური სანქციები დაუწესა.

02 მარტი 2021, 18:22

პოლიტიკა

2023 წლის 1-ელ იანვრამდე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობის შეფასებაზე გავლენას არ მოახდენს

კანონპროექტის მიხედვით, 2023 წლის 1-ელ იანვრამდე, სპორადული ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველად რეგისტრაციას გავლენა არ ექნება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე. უფრო ზუსტად, მიწის რეგისტრაცია სოციალურ ქულაზე არ აისახება.