IMEDI /  12 თებერვალი 2021, 16:11 / სანდო წყარო

პრემიერ-მინისტრმა ფეხბურთის ფედერაციის სამეგრელოს აკადემია დაათვალიერა

ფეხბურთის ფედერაციის სამეგრელოს აკადემია პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ მალხაზ თორიასთან ერთად დაათვალიერა.

მთავრობის მეთაური, სტადიონზე ფეხბურთელებსაც გაესაუბრა და ხაზი გაუსვა სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარების მნიშვნელობას.

პროექტის ფარგლებში, ადგილზე ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო, დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, ტრიბუნები, აშენდა 50 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ფუნქციონირებს სავარჯიშო დარბაზი, გასახდელები, სასადილო, სამრეცხაო, მსაჯისა და სამედიცინო ოთახები.

ახალი სასწავლო წლიდან აკადემიაში 40-მდე ფეხბურთელის მიღება იგეგმება. საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას სფფ-ის აკადემიის გუნდებთან ერთად ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, სამოყვარულო და ქალთა ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას საფუძველი 2019 წლის მაისში ჩაეყარა. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფიფა-ს პროგრამა FORWARD-ისა და უეფა-ს პროგრამა HatTrick-ის დაფინანსებით განხორციელდა. აკადემიის მშენებლობისთვის ჯამში 6 000 000 ლარამდე დაიხარჯა.

რუხის აკადემიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აფინანსებს, შესაბამისად, ახალგაზრდა ფეხბურთელები აკადემიაში სრულიად უფასოდ ცხოვრობენ და საფეხბურთო და ზოგად განათლებას იღებენ.

საფეხბურთო აკადემიები უკვე ფუნქციონირებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ლაგოდეხსა და რუსთავში. ამჟამად მიმდინარეობს ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა.

ყველა სიახლე

28 თებერვალი 2021, 19:20

კულტურა

ეროვნული კინოცენტრი მაყურებელს ბერლინის კინოფესტივალში მონაწილე ქართული ფილმების რეტროსპექტივას სთავაზობს

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის საზეიმოდ გახსნის პარალელურად, ეროვნული კინოცენტრი მაყურებელს შესთავაზებს ბერლინალეს მონაწილე ქართული ფილმების ონლაინ რეტროსპექტივას. კინოფესტივალის მსგავსად, რესტოსპექტივაც ორ ნაწილად, მარტისა და ივნისის თვეებში გაიმართება.

28 თებერვალი 2021, 19:17

მსოფლიო

​მიანმარში პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

„დღის განმავლობაში პოლიცია და სამხედროები სხვადასხვა ლოკაციაზე მშვიდობიან დემონსტრანტებს უპირისპირდებოდნენ და ძალას იყენებდნენ, რის შედეგადაც 18 ადამიანი გარდაიცვალა, 30 კი დაიჭრა. ვგმობთ მიანმარში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და სამხედროებს ამის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ, - ნათქვამია გაეროს განცხადებაში.

ენდრიუ კუომო

28 თებერვალი 2021, 19:05

მსოფლიო

ნიუ-იორკის გუბერნატორი აცხადებს, რომ სექსუალური შევიწროების ბრალდების საქმეს დამოუკიდებლად გამოიძიებს

ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო აცხადებს, რომ სექსუალური შევიწროების ბრალდების საქმეს დამოუკიდებლად გამოიძიებს. ამის შესახებ The New York Times წერს. ნიუ იორკის გუბერტანტორს, ენდრიუ კუომოს ყოფილი მრჩეველი სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს. ლინდსი ბოილანის მტკიცებით, 2017 წელს კუომომ მას გაშიშვლებაზე ბანქოს თამაში შესთავაზა.

სოსო არჩვაძე

28 თებერვალი 2021, 18:22

პოლიტიკა

სოსო არჩვაძე: ძნელი ასახსნელია, როდესაც ოდესღაც ქვეყნის პირველი პირი გადადგომის შემდეგ მსხვილი ჰესების მშენებლობაზე დიამეტრალურად საპირისპირო პოზიციას იკავებს

„ერთ გულბოროტა, თავკერძა კაცზეა ანდაზა: „ჩემი ურგები ქოთანი ქვას და ლობიო - ძაღლს“. ესაა, რომ არც საქართველოა ვინმეს ქოთანი და არც მისი ინტერესების „მსხვრევის“ უფლება აქვს ვინმეს, მიუხედავად ადრინდელი თანამდებობისა და ნამდვილი თუ მოჩვენებითი დამსახურებისა“, - წერს არჩვაძე.

შარლ მიშელი

28 თებერვალი 2021, 18:13

მსოფლიო

შარლ მიშელი მოლდოვის პრეზიდენტს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

გიორგი ცუცქირიძე

28 თებერვალი 2021, 18:12

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე სააკაშვილზე: მისი პრეზიდენტობის პირობებში ქვეყნის მთელი ენერგეტიკა რომ ოკუპანტ რუსეთს მიჰყიდა, ეგ რომელ პატრიოტულ ნარატივში იჯდა?!

„ერთიც უნდა ითქვას, მის ბუნებისადმი გაღვიძებულ სიყვარულს თავი რომც დავანებოთ, მისი პრეზიდენტობის პირობებში ქვეყნის მთელი ენერგეტიკა, რომ ოკუპანტ რუსეთს მიჰყიდა, ეგ რომელ პატრიოტულ ნარატივში იჯდა?!, ან თუნდაც დღეს მის მიერვე მართული ნაცმო, რუსეთთან ღია ფლირტში არაერთგზის შემჩნეულ პოლიტსუბიექტებთან ერთად, რადიკალიზაციით და დესტაბილიზაციით, რომ ცდილობს ქვეყნის არევას?“ - წერს ანალიტიკოსი.

Covax

28 თებერვალი 2021, 17:44

COVID19

Covax-ი საქართველოზე: ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ვაქცინაცია 2-3 კვირაში ყველგან დაიწყოს

COVAX-ი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გადანაწილების გეგმის წარდგენას მომავალ კვირას გეგმავს. პირველ რიგში, ვაქცინის დისტრიბუციის გეგმას COVAX-ში გაერთიანებული ქვეყნები მიიღებენ. ქვეყანაში ოფიციალურ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ ინფორმაცია COVAX-ის ვებგვერდზე განთავსდება და ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.

28 თებერვალი 2021, 17:44

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 270 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 270 ადამიანს გამოუვლინდა, 2 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 234,537 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,220 ადამიანი. ვირუსისგან 228,768 პაციენტი განიკურნა.

დავით ქართველიშვილი

28 თებერვალი 2021, 17:41

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ნამახვანჰესის მშენებლობაზე საუბარი სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, 2009 წლის ნოემბერში განახლდა

„როდესაც რიონის ხეობის მოსახლეობის (და არა მარტო) გულის მოგება სჭირდებოდა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს - ის მაღალი ტრიბუნით დიდი სიამაყით აანონსებდა: „მომავალი წელი იქნება საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის დაწყების წელი: ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი“, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

28 თებერვალი 2021, 17:40

ტექნოლოგიები

მეცნიერები: Bitcoin-ის მოპოვება დედამიწაზე კლიმატს საფრთხეს შეუქმნის

კრიპტოვალუტის მაინინგს (მოპოვება) სულ უფრო მეტი ელექტროენერგია სჭირდება, რაც ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის მოცულობას გაზრდის. ამის შესახებ Guardian მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით წერს.

28 თებერვალი 2021, 17:37

მსოფლიო

აშშ-ში ქირურგი ოპერაციას ატარებდა და პარალელურად Zoom-ში სასამართლო სხდომას ესწრებოდა

ექიმი სკოტ გრინი სასამართლოში საგზაო მოძრაობის წესების გამო დაიბარეს. პანდემიის გამო სხდომა ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობდა. თუმცა მოსამართლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ექიმი გრინი Zoom-ში ოპერაციის დროს ჩაერთო.

გიორგი ჩიქოვანი

28 თებერვალი 2021, 17:25

ეკონომიკა

გიორგი ჩიქოვანი: ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა განხორციელდეს

„ჩვენი მოხმარება 2030 წლისთვის დაახლოებით 20 მილიარდი კილოვატ/საათი იქნება. ანუ ჩვენ დამატებით გვჭირდება 8-9 მილიარდი კილოვატ/საათი 10 წელიწადში. იმისთვის, რომ ჩვენი მოხმარება დავაკმაყოფილოთ, აუცილებელია გვქონდეს ჩვენი საკუთარი საშუალებები და ეს არის რაღაც ახალი იდეა. ყველა ქვეყანა ამის მიმართავს. მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს საკუთარი რესურსით დააკმაყოფილოს ელექტროენერგიაზე მოთხოვა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მიხეილ სააკაშვილი

28 თებერვალი 2021, 17:24

პოლიტიკა

რას ამბობდა მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესზე 2012 წელს და რას ამბობს დღეს. ვიდეო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ დღეს საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ადამიანის საცხოვრებელი კლიმატის გაუმჯობესება, ტურიზმის განვითარება უფრო პრიორიტეტულია. სააკაშვილის თქმით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებია ჩადებული.

28 თებერვალი 2021, 17:11

პოლიტიკა

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, მომხრეები და ყოფილი პრეზიდენტის მოსაზრებების ტრანსფორმაცია 2012 წლიდან დღემდე

ქუთაისში, ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ კომპანია „ენკას“ მიერ მშენებლობის ფარგლებში, იგეგმება რიონის ხეობის დატბორვა, რასაც ისინი არ დაუშვებენ. ამიტომ, ისინი მშენებლობისთვის გათვალისწინებული ნებართვის გაუქმებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ ქუთაისის ცენტრში შეკრება არ არის პოლიტიკური ხასიათის, იმ შემთხვევაში კი, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მცირე ჯგუფებად დაიყოფიან და რიონის ხეობაში მორიგეობას გააგრძელებენ.

ლევან ნიკოლეიშვილი

28 თებერვალი 2021, 17:07

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილის ავანტიურისტული და მავნებლური განცხადებები დიდი ხანია, საქართველოში არავის უკვირს

სააკაშვილის ავანტიურისტული და მავნებლური განცხადებები დიდი ხანია, საქართველოში არავის უკვირს, ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდეს, ოღონდ რაიმე სახის არეულობა მოახდინოს, ყველაფერზეა წამსვლელი, - წერს ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ფილიპინები

28 თებერვალი 2021, 17:02

COVID19

ფილიპინებმა კოვიდვაქცინა მიიღო

ფილიპინებმა COVID-19 ვაქცინის დოზის პირველი პარტია მიიღო. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. ​​​​​​​პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე Sinovac Biotech-ის საწყისი, 600 000 დოზის მიღებას დაესწრო. ტვირთი ადგილზე ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავმა ჩაიტანა. ფილიპინები წელს კიდევ კორონავირუსის ვაქცინის 25 მილიონ დოზას მიიღებს.

რობოტი „ნიკობო“

28 თებერვალი 2021, 16:53

ტექნოლოგიები

Panasonic-მა კომპანიონი რობოტი შექმნა

პანდემიის შედეგად, სოციალური დისტანციისას მარტოობის დაძლევის მიზნით ტექნიკის მწარმოებელმა კომპანია Panasonic-მა კომპანიონი რობოტი შექმნა. ამის შესახებ techcult წერს.

სებასტიან მოლინეუსი

28 თებერვალი 2021, 16:49

პოლიტიკა

სებასტიან მოლინეუსი: საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებით საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის

საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებით საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, რაც ქვეყანაში დასაქმების გაზრდისა და ეკონომიკის მდგრადობისთვის უმნიშვნელოვანესია, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა მსოფლიო ბანკის „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“ პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე.

28 თებერვალი 2021, 16:42

საზოგადოება

მსოფლიო ბანკმა პროფესიულ განათლებაში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროექტი შეაჯამა

პროექტი „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“ დასრულდა. მას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის, ბრიტანეთის საელჩოს „კარგი მმართველობის ფონდის“ დაფინანსებით, მსოფლიო ბანკი ახორციელებდა.

28 თებერვალი 2021, 16:34

მსოფლიო

ინდოეთში მამლების ბრძოლის დროს კაცი საკუთარმა ფრინველმა მოკლა

ბრძოლაში მონაწილე მამლებს ფეხებზე სპეციალურ დანებს უმაგრებენ. ერთ-ერთმა ფრინველი რინგიდან გაიქცა, მისმა პატრონმა კი მისი დაჭერა სცადა და სწორედ ამ დროს 7-სანტიმეტრიანი დანა საზარდულში მოხვდა. კაცმა ბევრი სისხლი დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.