imedi /  17 თებერვალი 2021, 16:44 / სანდო წყარო

ქუთაისში ბინას კიდევ 60 დევნილი ოჯახი მიიღებს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას კიდევ 60 დევნილ ოჯახს გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს, ერთოთახიანი, ოროთახიანი, სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.

კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.

60 დევნილ ოჯახს ახალი ბინის გასაღები უახლოეს დღეებში გადაეცემა.

ყველა სიახლე

თვალი ტექნოლოგია

06 მარტი 2021, 12:43

ტექნოლოგიები

შვეიცარიელმა მეცნიერებმა თვალის ბადურის იმპლანტი შექმნეს, რომელიც უსინათლოებს საგნების დანახვის საშუალებას მისცემს

თვალის ბადურის იმპლანტი 10,5 ათასი ელექტროდისგან შედგება და ადამიანს გამოსახულებას ჭკვიანი სათვალის მეშვეობით გადასცემს. სათვალეში არსებული კამერა საგნის მოხაზულობას აფიქსირებს და მონაცემებს სათვალეშივე მოთავსებულ მიკროკომპიუტერს გადასცემს. სისტემა ინფორმაციას სინათლის სიგნალებად გარდაქმნის, რომლებიც იმპლატნში არსებულ ელექტროდებზე გადაიცემა. ისინი კი თავის მხრივ ბადურაზე აგზავნიან სიგნალს და ადამიანი გამოსახულების შავ-თეთრ, გამარტივებულ ვერსიას ხედავს, რომელიც სინათლის წერტილებისგან შედგება.

06 მარტი 2021, 12:39

რეგიონი

დევნილებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა გადაეცათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 27 დევნილს ხელის ტრაქტორი გადასცა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას დევნილთა სააგენტოს დირექტორი, ბესარიონ სიმონიშვლი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, მამუკა საღარეიშვილი და ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაზა დუგლაძე დაესწრნენ.

ირაკლი ლატარია

06 მარტი 2021, 12:36

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: დადგმული ფარული ჩანაწერით ხელისუფლებას კი არ დაარტყეს, ჩვენში გააღვიძეს ის თითქოს მიმალული გრძნობები, რომელიც აქამდე ჩუმად გვყავდა

„თვალი გავახილე თუ არა გამახსენდა 2012 წლამდე ყველაფერი. გამახსენდა მეგობრების შეკრებები, სადაც მობილურებს ვთიშავდით. გამახსენდა ჩემი ძმაკაცების გასვენებები, სადაც ჭირისუფლები რეალურ მიზეზებზე ვერ საუბრობდნენ, თუ რით გარდაიცვალნენ თავიანთი შვილები, ძმები, რადგან იქ იმყოფებოდა კუდის თანამშრომლებიც. გამახსენდა ყველაფერი, რაც კი უკადრიათ. გამახსენდა დაშინებები, ოჯახის წევრების გატაცებები, მოკლედ ყველაფერი გამახსენდა“.

გია აბაშიძე

06 მარტი 2021, 12:31

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ეს არის სამართალდამცავი სტრუქტურების დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობება, რასაც ბოლო ხანებში ეწევიან დესტრუქციული ძალები და ნაცტელევიზიები

ქუჩაში დესტრუქცია, დროებითი კონსტრუქციულობა [შარლ მიშელთან], კვლავ დესტრუქცია, ვითომ მცირედი პაუზა და ახლა სააკაშვილის ბინძური შავი ყუთის გახსნა „ტვ პირველზე“ მავნებელი და გოიმი ნოდარ მელაძის მეშვეობით - ესაა ამ ბოლო პერიოდის ნაცსექტის მოქმედების თანმიმდევრობა, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

06 მარტი 2021, 12:26

COVID19

შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას PCR ტესტით შეძლებენ

ნათია თურნავას განცხადებით, იმ ქვეყნების სიას, საიდანაც შემოსული ადამიანები მხოლოდ PCR ტესტით შეძლებენ საქართველოში შემოსვლას და შემდეგ ყოველ 3 დღეში ერთხელ ჩაიტარებენ ტესტირებას, დაემატება შუა აზიის ქვეყნები - თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უზბეკეთზე, რომელთანაც პანდემიამდე პირდაპირი ავიამიმოსვლა მოქმედებდა.

06 მარტი 2021, 12:16

საზოგადოება

ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB Berlin ჟურნალი საქართველოს შესახებ წერს

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB Berlin ჟურნალი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებლის, მედეა ჯანიაშვილის ინტერვიუს ავრცელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

06 მარტი 2021, 12:06

რეგიონი

თებერვალში უკანონო ტყითსარგებლობის 273 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 273 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი
სინიშა მიხაილოვიჩი

06 მარტი 2021, 11:56

სპორტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და სინიშა მიხაილოვიჩმა სან რენოს ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალზე ერთად იმღერეს

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და სინიშა მიხაილოვიჩმა სან რენოს ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალზე ერთად იმღერეს. იტალიის ქალაქ „რენოში“ აღნიშნული მუსიკალური ფესტივალი 1951 წლიდან ტარდება. ზლატანმა და სინიშამ რიგით 71-ფესტივალზე ცნობილი ჰიტი Vagabondo შეასრულს.

კორონავირუსი

06 მარტი 2021, 11:55

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 116 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 116 090 236 შემთხვევა გამოვლინდა, 2 580 580 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 65 624 876 - გამოჯანმრთელდა.

შალვა პაპუაშვილი

06 მარტი 2021, 11:53

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა

ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი Facebook-ში წერს.

06 მარტი 2021, 11:46

COVID19

სამინისტრო: სკოლებში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზეა

მიმდინარე კვირაში, ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0,1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0,01%-ს დაუდასტურდა.

პერსევერანსი მარსი

06 მარტი 2021, 11:45

ტექნოლოგიები

„პერსევერანსმა“ მარსის ზედაპირზე მოძრაობა დაიწყო

„იმ მომენტში, როდესაც როვერი მოძრაობას იწყებს, თავს მარსის ზედაპირის მკვლევარებად ვთვლით“, - განაცხადა NASA-ს სპეციალისტმა, კეტი სტეკ მორგანმა.

06 მარტი 2021, 11:44

საზოგადოება

„ევროპის უნივერსიტეტში“ უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსის პირველი ეტაპი იმართება

დღეს „ევროპის უნივერსიტეტში“, უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით, ესეების კონკურსის პირველი ეტაპი იმართება. კონკურსის მონაწილეებს საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი და „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო ტალიაშვილი მიესალმნენ. ღონისძიებაზე ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით ლომინაშვილი იმყოფებოდა.

06 მარტი 2021, 11:40

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 9,144 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 9,144 ადამიანს დაუდასტურდა, 156 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,394,061 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 26,919 პაციენტი ემსხვერპლა, 1,194,373 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

06 მარტი 2021, 11:38

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 508 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 508 ადამიანს დაუდასტურდა, 4 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 174,257 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,219 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 164,654.

06 მარტი 2021, 11:36

საზოგადოება

ძლიერი ქარი, თოვლი და თოვლჭყაპი - როდის გაუარესდება ამინდი საქართველოში

„ხვალ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. თი დღეს დასავლეთ საქართველოში 20 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ხვალ მკვეთრად დაეცემა ტემპერატურა და მხოლოდ 3-8 გრადუსი იქნება დაბლობში. დასავლეთ საქართველოში უნდა ველოდოთ თოვლს, შავი ზღვის სანაპირო რეგიონებში ქარი გაძლიერდება“.

დიეგო კოლასი

06 მარტი 2021, 11:33

პოლიტიკა

დიეგო კოლასი: ეუთო-ოდირის დასკვნა კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ, ახალი იდეები წარმოადგინონ და კომპრომისი გამონახონ

ჩვენ მანამდეც არაერთგზის გვითქვამს, რომ მთლიანობაში ვეთანხმებით საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს არჩევნებთან დაკავშირებით. მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნა კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ, ახალი იდეები წარმოადგინონ და კომპრომისი გამონახონ, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა განაცხადა. კოლასის თქმით, შეთანხმება აუცილებლი და მისივე თქმით, შესაძლებელიცაა.

ირაკლი ზარქუა

06 მარტი 2021, 11:25

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ქართველმა ხალხმა ამ მწვალებლებს სამართლიანად მიუჩინა ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზე

დაჭრილი, დამონტაჟებული, სიცრუის ტირაჟირება და კიდევ ერთი დემონსტრირება უკანონო მოსმენის. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ქართველმა ხალხმა ამ მწვალებლებს სამართლიანად მიუჩინა ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზე, - ასე გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა. მისი თქმით, ამ ვიდეოჩანაწერების გავრცელება მიხეილ სააკაშვილის ხელწერაა.

სოზარ სუბარი

06 მარტი 2021, 11:13

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: უკანონო ჩანაწერების მოპოვება, პირად ცხოვრებაში შეჭრა, მათი დამონტაჟება და ფაბრიკაცია იყო სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სტილი და ხელწერა

უკანონო ჩანაწერების მოპოვება, პირად ცხოვრებაში შეჭრა, მათი დამონტაჟება, ფაბრიკაცია ისე, როგორც სააკაშვილს აწყობდა, ეს იყო თავად სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სტილი, - ასე გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ საურისას.

ანზორ ჩუბინიძე

06 მარტი 2021, 11:12

პოლიტიკა

ანზორ ჩუბინიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: ეს არის მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გამიზნული დისკრედიტაცია

„თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო ამ დროისთვის საოცარი სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, რომ ქართული საზოგადოება დაარწმუნო იმაში, რომ ანზორ ჩუბინიძე დღეს დადის კარდაკარ და ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება, ამას მე იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. ქართულმა საზოგადოებამ თვითონ შეაფასოს ეს ბრალდება. თუმცა ჩემთვის გასაოცარია ამ ბოროტული განზრახვის საფუძველი. გასაგებია, რომ ეს არის მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გამიზნული დისკრედიტაცია. როგორმე მოსდონ ჩირქი და თუნდაც ერთსაათიანი ტყუილებით დასდონ მათ რაიმე, თუნდაც აბსურდული ბრალი“, - აცხადებს ჩუბინიძე.