Imedi /  25 თებერვალი 2021, 15:29 / სანდო წყარო

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ფარავნის უღელტეხილი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ამ ეტაპზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


ყველა სიახლე

20 აპრილი 2021, 10:11

სამართალი

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ე. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

20 აპრილი 2021, 10:10

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 9 609 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 9 609 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 297 ადამიანი გარდაიცვალა.

ელენე ხოშტარია

20 აპრილი 2021, 10:08

პოლიტიკა

ელენე ხოშტარია სალომე სამადაშვილზე: არასდროს მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა

„სალომე სამადაშვილის პოზიცია (ჩემგან განსხვავებული) პირველი დღიდან ბოლო დღემდე იყო თანმიმდევრული. არასდროს არ მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა. გვიკამათია და ვიკამათებთ, მაგრამ ჩემგან ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდა მისი ერთგულება საკუთარი პოზიციის მიმართ“, – წერს ელენე ხოშტარია.

20 აპრილი 2021, 10:06

რეგიონი

იმერეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ პოლიციელს მინისტრის სახელით ჯილდო გადაეცა

პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დაჭრილი დავით ახობაძე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დავით ახობაძე მკურნალობას სახლში განაგრძობს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

20 აპრილი 2021, 10:05

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 375 ათასს გადააჭარბა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 35 885 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 607 ადამიანი კი გარდაიცვალა.

20 აპრილი 2021, 10:01

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 259 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 259 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 761 ადამიანი გარდაიცვალა.

გიორგი ვაშაძე

20 აპრილი 2021, 09:57

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: „ნაცმოძრაობა“ რომ პარლამენტში შევა, მერე რას იტყვიან რადიკალური კომენტარების ავტორები, ძალიან მაინტერესებს

„ნაცმოძრაობა“ რომ პარლამენტში შევა, მერე რას იტყვიან რადიკალური კომენტარების და განცხადებების გამკეთებელი ადამიანები ძალიან მაინტერესებს“, - წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.

20 აპრილი 2021, 09:44

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის ინფორმაციით, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან ფარული ურთიერთობის გამო, რამდენიმე წევრი პარტიიდან გარიცხეს

„ქართული ოცნების“ ზესტაფონის საოლქო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან ფარული ურთიერთობის გამო, რამდენიმე წევრი პარტიიდან გარიცხეს.

20 აპრილი 2021, 09:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 აპრილს ქუთაისში მცირე ნალექი და +28 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. წვიმას პროგნოზირებენ ოზურგეთშიც, სადაც დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +26 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

სალომე სამადაშვილი

20 აპრილი 2021, 09:18

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება, ვინც არა - მომავალში მიხვდება

სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას ავრცელებს. პოლიტიკოსის თქმით, უხარია. რომ მისი გადაწყვეტილება ბევრმა ადამიანმა მოიწონა.

კურტ ვოლკერი

20 აპრილი 2021, 09:07

პოლიტიკა

კურტ ვოლკერი: ბრავო პარლამენტის ყველა წევრს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა, იმედი მაქვს, მათ სხვებიც შეუერთდებიან

„ევროკავშირი-აშშ-ის შეთანხმება საუკეთესო შანსია საქართველოსთვის კრიზისის გადასალახად. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი დემოკრატიული პოლიტიკის ნორმალიზებისკენ. ცხადია, გასაკეთებელი მეტია, თუმცა საიდანღაც უნდა დაიწყოს. ბრავო პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხელი მოაწერა. იმედი მაქვს, სხვებიც შეუერთდებიან მათ და შეთანხმება შესრულდება“, - წერს ვოლკერი „ტვიტერზე“.

20 აპრილი 2021, 08:47

COVID19

იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით დაწესებული ახალი რეგულაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

რამდენიმე დანართის თანახმად, იტალიის ტერიტორიაზე შემსვლელებმა და იტალიიდან დაბრუნების მსურველებმა ტერიტორიაზე შესვლამდე 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ან ანტიგენური სავალდებულო ტესტირება უნდა წარადგინონ.

20 აპრილი 2021, 08:24

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის ორი მემორანდუმი გააფორმა

ჯანდაცვის სამინისტრომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის ორი მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მხარდაჭერით ინიცირებული პროექტების გაძლიერებას ითვალისწინებს.

20 აპრილი 2021, 08:16

პოლიტიკა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე სესიის ოფიციალური გახსნითი ნაწილი დღეს გაიმართება

მთავარ თემაზე სპიკერების გამოსვლის შემდეგ გაიმართება დებატები ასამბლეის წევრების მონაწილეობით. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო განზომილებაა, რომელიც ევროპარლამენტის 60 წევრის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან შედგება.

შარლ მიშელი

20 აპრილი 2021, 08:02

პოლიტიკა

დღეს საქართველოში შარლ მიშელი ჩამოვა

„მე ახლა ბრიუსელში ვიმყოფები, თუმცა ჩემი გული საქართველოშია“, - განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა. შარლ მიშელი თბილისში კიდევ ერთხელ ჩამოდის, რათა შეხვდეს პოლიტიკურ პარტიებს და მათთან ერთად განიხილოს ის საკითხები, რომლითაც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები უნდა განმტკიცდეს.

20 აპრილი 2021, 07:32

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტი: მივესალმებით საქართველოში 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

აშშ-ის საელჩო

20 აპრილი 2021, 01:38

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო: ვთავაზობთ პარლამენტის ცალკეულ დეპუტატებსა და დანარჩენ პარტიებს, ხელი მოაწერონ ამ შეთანხმებას

„ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ევროკავშირის პრეზიდენტ მიშელის მედიაციის დახმარებით მიაღწიეს. ეს შეთანხმება რთულ კომპრომისებს მოითხოვდა ყველა მხარისგან. უპირველეს ყოვლისა, იგი მოითხოვდა პოლიტიკურ გამბედაობასა და ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ინტენსიური მუშაობის გასაგრძელებლად.

კარლ ჰარცელი

20 აპრილი 2021, 01:32

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს მიმართავს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს მიმართავს.

არჩილ თალაკვაძე

20 აპრილი 2021, 01:07

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: არსებობს შეთანხმება, რომ კანონში გავწერთ ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმს, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან

დღეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებას უკავშირდება და ის ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც ჩვენ საზოგადოებასთან და პარტნიორებთან ერთად გავატარეთ, დღეს გვაძლევს საშუალებას, რომ გვქონდეს წარმომადგენლობითი და მრავალპარტიული პარლამენტი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია იმართება.

დავით ზალკალიანი

20 აპრილი 2021, 00:58

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: მივესალმები პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებას, ხელი მოაწერონ შეთანხმებას და გადადგან ნაბიჯი კრიზისის დასასრულებლად

მივესალმები პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებას, ხელი მოაწერონ შეთანხმებას და გადადგან ნაბიჯი წინ კრიზისის დასასრულებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი „ტვიტერში“ წერს. „მადლიერი ვარ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციისთვის. ევროკავშირი და აშშ ყოველთვის მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიული და სტაბილურ განვითარებას. საქართველოს მმართველი პარტია ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ შეუქცევადს ხდის“, – წერს ზალკალიანი.