imedi /  02 მარტი 2021, 10:08 / სანდო წყარო

ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს მეღვინეობის დარგის მხარდაჭერის მიზნით, ჯიღაურაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი მოინახულა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი, ვერნერ ჰოიერი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტების კოორდინატოთან, ხავიერ სანს ალვარესთან ერთად ეწვია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო -კვლევით ცენტრს ჯიღაურაში, სადაც ევროკავშირი FAO-სთან ერთად მუშაობს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობაზე.

2019 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯიღაურას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი წარმოადგენს ერთ-ერთ ბენეფიციარს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 5.2 მილიონი ევროს მოცულობის პროექტისა, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს.

ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა ჰოიერმა მოინახულა ვაზის ჯიშების კოლექცია, შეხვდა ადგილობრივ ფერმერებსა და იმ ბიზნესების წარმომადგენლებს, რომლებიც ევროკავშირის მხარდაჭერით სარგებლობენ. ის ასევე ეწვია, პროექტის ფარგლებში მოწყობილ, ახალ ეკრანულ სათბურებს, რომლებიც ხელს შეუწყობს უნიკალური ქართული ყურძნის ჯიშების გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნებას. პროექტი წარმოადგენს საქართველოში ვაზის ნერგების სერტიფიცირების საკითხში ევროკავშირის მხარდაჭერის ნაწილს, რომლის მიზანია მოსავლიანობის ზრდის, ნერგების წარმოების დარგის განვითარებისა და ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა. აღნიშნული პროექტი ერთ-ერთია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული იმ 200-ზე მეტი პროექტიდან, რომლებიც საქართველოს განვითარებას უწყობს ხელს.

„ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს სოფლის მეურნეობამ და იმ ადამიანების შემოქმედებითმა მიდგომამ, რომლებიც წარმატებას აღწევენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპულ ბაზარზეც. ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ასევე ეხმარება ცალკეულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, რომელთაც საქართველოში პარტნიორი ბანკების ჩართულობით აფინანსებს,“ - აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ვერნერ ჰოიერმა.

„ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩვენ არაერთ უმნიშვნელოვანეს პროექტსა და რეფორმას ვახორციელებთ. საქართველოსთვის ეს მხარდაჭერა განსაკუთრებულია, რადგან, გარდა იმისა, რომ ხელშესახები პროგრესი და წინსვლა გვაქვს როგორ აგრარული, ისე გარემოსდაცვითი მიმართულებით, ეს მხარდაჭერა ევროპულ ოჯახში გაერთიანების გზაა. საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია ევროპის ბაზრებზე საკუთარ ადგილს ეტაპობრივად იკავებს, ჩვენ ვნერგავთ საერთაშორიო სტანდარტებს წარმოებაში და ვქმნით კონკურენტუნარიან პროდუქციას. ჩვენი საკანონმდებლო ბაზა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი ღონისძიებები ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

”დღეს გახსნილი ეკრანული სათბურები ხელს შეუწყობს ქართული ენდემური ყურძნის ჯიშების შენარჩუნებას. საქართველო ძალიან მდიდარია ყურძნის ბიომრავალფეროვნებით და მისი სწორი დაცვა კერძო სანერგეებს სერტიფიცირებული ნერგების წარმოების საშუალებას მისცემს. საბოლოო ჯამში, ქართველი ფერმერები ისარგებლებენ სერტიფიცირებული ყურძნის სარგავი მასალის გაუმჯობესებული ხარისხითა და ფიტოსანიტარიული პირობებით, რაც, ამასთანავე, უახლოეს მომავალში მათ ექსპორტის შესაძლებლობებსაც მისცემს,” - აღნიშნა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორმა.

”როგორც ორგანული ფერმერისთვის და სანერგე მეურნეობის მფლობელისთვის, ჩვენთვის აშკარა გახდა, რომ ხარისხიანი ნერგების გარეშე ფერმერებისთვის წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ჩვენ გვსურს ხარისხიანი ნერგების წარმოება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი, როგორც კერძო სანერგეს მიღწევა, არამედ ყველა ფერმერის წარმატებაც,”- თქვა თეა ქუთათელაძემ, პროექტის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა და კერძო სანერგე მეურნეობის მფლობელმა.

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივის გაგრძელებას, რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის მხარდაჭერას სერტიფიცირების დანერგვის გზით. სერტიფიცირება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან:

მაღალი ხარისხის სერტიფიცირებული სათესლე და სანერგე მასალა უზრუნველყოფს საქართველოს ფერმერების მოსავლიანობის ერთ მესამედამდე ზრდას და, შესაბამისად, შემოსავლების ზრდასაც;
სავალდებულო სერტიფიცირება ხელს შეუწყობს საქართველოს სათესლე და სანერგე დარგის განვითარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული დარგი შესაძლოა დაზარალდეს არასერტიფიცირებული პროდუქციის გამო ან ვერ გაუწიოს სათანადო კონკურენცია უცხოელ სერტიფიცირებულ მწარმოებლებს;
სერტიფიცირების პრაქტიკის არარსებობა ზღუდავს საქართველოს შესაძლებლობას განახორციელოს საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში.

ყველა სიახლე

ალექსანდრე ლუკაშენკო

17 აპრილი 2021, 23:55

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, დააკავეს ჯგუფის წევრები, რომელიც მასზე და მის შვილებზე თავდასხმას გეგმავდნენ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, სამართალდამცველებმა დააკავეს ჯგუფის წევრები, რომლებიც მასზე და მის შვილებზე მკვლელობის მიზნით თავდასხმას გეგმავდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია belta.by-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირი ამერიკის საელჩო

17 აპრილი 2021, 23:47

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობა მიესალმებიან ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამირან სალუქვაძე

17 აპრილი 2021, 23:33

საზოგადოება

ამირან სალუქვაძე საპატრიარქოს განცხადებაზე: თუ ეკლესია ამბობს, რომ შესაბამის უწყებებს, საკითხის მშვიდად მოგვარება უნდა ვადროვოთ, ვინ უნდა იყოს ქვეყანაში, ვისაც თემა საპატრიარქოზე მეტად ადარდებს

„თუ ეკლესია ამბობს, რომ უნდა ვადროვოთ საკითხის მშვიდად მოგვარება შესაბამის უწყებებს, რაც არაა ერთი ან ორი დღის საქმე, ვინ უნდა იყოს ქვეყანაში, ვისაც ეს თემა საპატრიარქოზე მეტად ადარდებდეს და რატომ უნდა ავწიოთ ეს თემა აქციაზე? რასთან გვაქვს საქმე? ესაა ქვეყნის შიგნით საპროტესტო მუხტის აწევის მცდელობა, სამეზობლოში ვითარების დაძაბვის სურვილი თუ რა? - ასე ეხმიანება ესქპერტი ამირან სალუქვაძე საპატრიარქოს განცხადებას, რომელშიც საუბარია დავით გარეჯისა და ნამოხვანჰესის საკითხების გამიჯვნაზე.

17 აპრილი 2021, 23:10

ტექნოლოგიები

WhatsApp-ის სერვისით მომხმარებელთა ნაწილმა შესაძლოა შეზღუდულად ისარგებლოს

WhatsApp-ის მომხმარებლების ნაწილი, რომელიც 15 მაისამდე სერვისის ახალ წესებს არ მიიღებს, მესენჯერით შეზღუდული რეჟიმით ისარგებლებს. ამის შესახებ ინფორმაცია WhatsApp-ის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

17 აპრილი 2021, 22:35

მსოფლიო

მედია: ჩეხეთიდან 18 რუს დიპლომატს გამოაძევებენ

ჩეხეთის ხელისუფლება ქვეყნიდან 18 რუს დიპლომატს გამოაძევებს. ამის შესახებ რუსული მედია პრაღაში რუს დიპლომატებზე დაყრდნობით წერს. „დიახ, ჩეხეთის მხარემ გვაცნობა, რომ რუსეთის ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს“, - აცხადებენ საელჩოში.

17 აპრილი 2021, 21:56

სამართალი

„საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

„საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულს გამოძიება 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 21:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის კრიტიკულმა რაოდენობამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის კრიტიკულმა რაოდენობამ ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, დანარჩენი მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

პრინცი ფილიპი

17 აპრილი 2021, 21:30

მსოფლიო

პრინცი ფილიპი უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალეს

გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორის მეუღლე, პრინცი ფილიპი უინძორის სასახლეში მდებარე წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალეს.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 21:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი ფულით და მედიარესურსით ახერხებს ვითარების კონტროლს ოპოზიციის შიგნით

„ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთდა ყველაფერი, რომ საქმე შეთანხმებით დასრულდეს, თუმცა ოპოზიცია დესტრუქციულია, რასაც აქვს კონკრეტული მიზეზი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 21:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ „გირჩი“ საპარლამენტო ცხოვრებას სრულფასოვნად შემოუერთდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ „გირჩი“ საპარლამენტო ცხოვრებას სრულფასოვნად შეუერთდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, „ქრონიკაში“ განაცხადა. „ჩვენ ამისთვის ყველა ნაბიჯს გადავდგამთ. ჩვენი სურვილია, რომ ეს პოლიტიკური პარტია სრულფასოვნად შემოუერთდეს პარლამენტს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

17 აპრილი 2021, 21:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმისათვის, რომ სპეკულაციის ყოველგვარი საბაბი მოგვესპო, ოპოზიციას შევთავაზეთ ლეგიტიმაციის 40%-იანი ზღვარი

„ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას ჰქონდა მყარი საფუძველი. „ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა იმის დაფიქსირება, რომ ვმოქმედებთ სათანადო პასუხისმგებლობით და ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. ის მდგომარეობა, რომელიც შექმნილია, საჭიროებს ცვლილებას და ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ. სწორედ ამის გამოძახილია ის, რომ ჩვენ არ მარტო ხელი მოვაწერეთ იმ შეთანხმებას, რომელიც წარმოადგინა დანიელსონმა შარლ მიშელისა და ევროკავშირის სახელით, არამედ ამის მიღმა ოპოზიციას შევთავაზეთ 40%-იანი ზღვრის გამოყენება“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 20:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ისინი იყვნენ გახარიას თანამშრომლები, მეგობრები, კლასელები და ამის იქით პერსპექტივა არ აქვთ

„ჩვენი ამოცანა თვითმმართველობის არჩევნებზე არის მინიმუმ იმ შედეგის განმეორება, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში გვქონდა, როდესაც 48%-ზე მეტი მივიღეთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ვერ ხედავს ვერანაირ საფუძველს, რომ ეს შედეგი არ დადგეს.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 20:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და მის ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვთ

„აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი ქვეყანა და რა თქმა უნდა გაგრძელდება შესაბამისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს და მის ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვთ.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 20:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია რომ ციხეში ზის, ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მელიას თანამონაწილეობით გაითამაშა

„იმიტომ გადააგდო ელექტრონული სამაჯური, რომ ის თამაშობდა რუსულ თამაშს და ბოლოს, იმიტომ არ გადაიხადა გირაო, რომ ის თამაშობდა რუსულ თამაშს. საბოლოო ჯამში, მან თავად დაიჭირა თავისი თავი და ესეც იყო რუსული თამაში. თავად მიიყვანა პროცესი პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილმა და შემდეგ, ნიკანორ მელიამ. ეს არის რა თქმა უნდა, რუსული თამაში. ჩვენი ამოცანაა, არავის მივცეთ რუსული თამაშის გაგრძელების საშუალება. სწორედ ამიტომ მოვაწერეთ ხელი იმ დოკუმენტს, რომელიც არის შემოთავაზებული ევროკავშირის მხრიდან. ახლა, ზუსტად ოპოზიციამ უნდა დაამტკიცოს, ის განაგრძობს რუსულ თამაშს, თუ სურს ქართული თამაშის დაწყება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 20:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რატომ მოაწერა ხელი „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს

რაც შეეხება იმას, თუ რის საფუძველზე მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება და ხელი მოაწერა შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს... ჩვენთვის მთავარია ვიმოქმედოთ სათანადო პასუხისმგებლობით, ჩვენი საზოგადოებისა და პარტნიორების წინაშე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 20:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის უარი ალოგიკურია

„ოპოზიციის უარი ალოგიკურია, თუმცა მაინც მოსალოდნელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირად დგამს ხოლმე ოპოზიცია ალოგიკურ ნაბიჯებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც შეაფასა ოპოზიციის გადაწყვეტილება, რომელიც შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს არ აწერს.

გივი მიქანაძე

17 აპრილი 2021, 20:05

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: მეათე მოწვევის პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას

მეათე მოწვევის პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, დელეგაციას ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა უხელმძღვანელებს.

17 აპრილი 2021, 19:43

სამართალი

სამართალდამცველებმა აჭარაში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს.დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქეთევან ბაქრაძე

17 აპრილი 2021, 19:27

საზოგადოება

აფხაზეთის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. მისი განმარტებით, აუდიტის დასკვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება სამინისტროს შესყიდვების გეგმას, საუბარი არ არის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ და არაეფექტურად ხარჯვაზე, არამედ ყურადღება გამახვილებულია ტექნიკურ ხარვეზზე, რომელიც გასწორდა აუდიტორული შემოწმების პროცესში.

დემნა გვასალია

17 აპრილი 2021, 19:07

ტაბლოიდი

დემნა გვასალია Pre-Fall 2021 კოლექციას ციფრულად წარადგენს

​​​​​​​ბალენსიაგამ მორიგი სიახლე გაავრცელა. დემნა გვასალია Pre-Fall 2021 კოლექციას 18 აპრილს ციფრულად წარადგენს, კოლექციის ნახვა მსოფლიოს ყველა წერტილიდან ონლაინ იქნება შესაძლებელი.