imedi /  03 მარტი 2021, 11:24 / სანდო წყარო

მალხაზ თორიამ 11 შვილის დედას დედის დღე მიულოცა

11 შვილის დედას ნანა ლაგვილავას დედის დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, მოადგილესთან ნონო ვიბლიანთან ერთად დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბეჭვაიების თერთმეტივე შვილი ჭადრაკს თამაშობს. მათ სხვადასხვა შეჯიბრებასა და საერთაშორისო ტურნირში 200-ზე მეტი მედალი და 100-მეტი თასი აქვთ მოპოვებული. ბეჭვაიების 11 შვილიდან ყველაზე პატარა 8 წლის, ყველაზე დიდი კი 26 წლისაა.

,,მადლობა, რომ ჩვენს ქვეყანას უზრდით 11 შვილს, ეს ნამდვილად გმირობაა, თქვენ ხართ მისაბაძი დედა. ყოველდღიური სირთულეები და გამოწვევები გექნებათ და მიუხედავად ამისა თქვენ ჩვენს ქვეყანას უზრდით ღირსეულ შვილებს, აძლევთ მათ განათლებას. მიხარია, რომ თქვენი შვილები ამდენი მედლის, თასის, დიპლომის მფლობელები არიან, ეს ყოველივე მათ ნიჭიერებასთან ერთად ხაზს თქვენს შრომას და თავდადებას უსვამს. მადლობა ამისთვის თქვენ ქალბატონო ნანა და თქვენს მეუღლეს. მადლობა, რომ თეკლას, ქრისტინეს, ეკატერინეს, ქეთევანის, ანასტასიას, სიდონიას, ელისაბედის, მაიას, გრიგოლის, გიორგის და გაბრიელის დედა ხართ“ - განაცხადა მრავალშვილიან დედასთან საუბარში მალხაზ თორიამ.

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება.

ყველა სიახლე

ამირან სალუქვაძე

17 აპრილი 2021, 23:33

საზოგადოება

ამირან სალუქვაძე საპატრიარქოს განცხადებაზე: თუ ეკლესია ამბობს, რომ შესაბამის უწყებებს, საკითხის მშვიდად მოგვარება უნდა ვადროვოთ, ვინ უნდა იყოს ქვეყანაში, ვისაც თემა საპატრიარქოზე მეტად ადარდებს

„თუ ეკლესია ამბობს, რომ უნდა ვადროვოთ საკითხის მშვიდად მოგვარება შესაბამის უწყებებს, რაც არაა ერთი ან ორი დღის საქმე, ვინ უნდა იყოს ქვეყანაში, ვისაც ეს თემა საპატრიარქოზე მეტად ადარდებდეს და რატომ უნდა ავწიოთ ეს თემა აქციაზე? რასთან გვაქვს საქმე? ესაა ქვეყნის შიგნით საპროტესტო მუხტის აწევის მცდელობა, სამეზობლოში ვითარების დაძაბვის სურვილი თუ რა? - ასე ეხმიანება ესქპერტი ამირან სალუქვაძე საპატრიარქოს განცხადებას, რომელშიც საუბარია დავით გარეჯისა და ნამოხვანჰესის საკითხების გამიჯვნაზე.

17 აპრილი 2021, 23:10

ტექნოლოგიები

WhatsApp-ის სერვისით მომხმარებელთა ნაწილმა შესაძლოა შეზღუდულად ისარგებლოს

WhatsApp-ის მომხმარებლების ნაწილი, რომელიც 15 მაისამდე სერვისის ახალ წესებს არ მიიღებს, მესენჯერით შეზღუდული რეჟიმით ისარგებლებს. ამის შესახებ ინფორმაცია WhatsApp-ის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

17 აპრილი 2021, 22:35

მსოფლიო

მედია: ჩეხეთიდან 18 რუს დიპლომატს გამოაძევებენ

ჩეხეთის ხელისუფლება ქვეყნიდან 18 რუს დიპლომატს გამოაძევებს. ამის შესახებ რუსული მედია პრაღაში რუს დიპლომატებზე დაყრდნობით წერს. „დიახ, ჩეხეთის მხარემ გვაცნობა, რომ რუსეთის ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს“, - აცხადებენ საელჩოში.

17 აპრილი 2021, 21:56

სამართალი

„საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

„საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულს გამოძიება 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 21:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის კრიტიკულმა რაოდენობამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის კრიტიკულმა რაოდენობამ ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, დანარჩენი მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

პრინცი ფილიპი

17 აპრილი 2021, 21:30

მსოფლიო

პრინცი ფილიპი უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალეს

გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორის მეუღლე, პრინცი ფილიპი უინძორის სასახლეში მდებარე წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალეს.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 21:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი ფულით და მედიარესურსით ახერხებს ვითარების კონტროლს ოპოზიციის შიგნით

„ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთდა ყველაფერი, რომ საქმე შეთანხმებით დასრულდეს, თუმცა ოპოზიცია დესტრუქციულია, რასაც აქვს კონკრეტული მიზეზი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 21:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ „გირჩი“ საპარლამენტო ცხოვრებას სრულფასოვნად შემოუერთდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ „გირჩი“ საპარლამენტო ცხოვრებას სრულფასოვნად შეუერთდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, „ქრონიკაში“ განაცხადა. „ჩვენ ამისთვის ყველა ნაბიჯს გადავდგამთ. ჩვენი სურვილია, რომ ეს პოლიტიკური პარტია სრულფასოვნად შემოუერთდეს პარლამენტს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

17 აპრილი 2021, 21:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმისათვის, რომ სპეკულაციის ყოველგვარი საბაბი მოგვესპო, ოპოზიციას შევთავაზეთ ლეგიტიმაციის 40%-იანი ზღვარი

„ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას ჰქონდა მყარი საფუძველი. „ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა იმის დაფიქსირება, რომ ვმოქმედებთ სათანადო პასუხისმგებლობით და ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. ის მდგომარეობა, რომელიც შექმნილია, საჭიროებს ცვლილებას და ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ. სწორედ ამის გამოძახილია ის, რომ ჩვენ არ მარტო ხელი მოვაწერეთ იმ შეთანხმებას, რომელიც წარმოადგინა დანიელსონმა შარლ მიშელისა და ევროკავშირის სახელით, არამედ ამის მიღმა ოპოზიციას შევთავაზეთ 40%-იანი ზღვრის გამოყენება“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 20:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ისინი იყვნენ გახარიას თანამშრომლები, მეგობრები, კლასელები და ამის იქით პერსპექტივა არ აქვთ

„ჩვენი ამოცანა თვითმმართველობის არჩევნებზე არის მინიმუმ იმ შედეგის განმეორება, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში გვქონდა, როდესაც 48%-ზე მეტი მივიღეთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ვერ ხედავს ვერანაირ საფუძველს, რომ ეს შედეგი არ დადგეს.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 20:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და მის ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვთ

„აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი ქვეყანა და რა თქმა უნდა გაგრძელდება შესაბამისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს და მის ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვთ.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 20:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია რომ ციხეში ზის, ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მელიას თანამონაწილეობით გაითამაშა

„იმიტომ გადააგდო ელექტრონული სამაჯური, რომ ის თამაშობდა რუსულ თამაშს და ბოლოს, იმიტომ არ გადაიხადა გირაო, რომ ის თამაშობდა რუსულ თამაშს. საბოლოო ჯამში, მან თავად დაიჭირა თავისი თავი და ესეც იყო რუსული თამაში. თავად მიიყვანა პროცესი პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილმა და შემდეგ, ნიკანორ მელიამ. ეს არის რა თქმა უნდა, რუსული თამაში. ჩვენი ამოცანაა, არავის მივცეთ რუსული თამაშის გაგრძელების საშუალება. სწორედ ამიტომ მოვაწერეთ ხელი იმ დოკუმენტს, რომელიც არის შემოთავაზებული ევროკავშირის მხრიდან. ახლა, ზუსტად ოპოზიციამ უნდა დაამტკიცოს, ის განაგრძობს რუსულ თამაშს, თუ სურს ქართული თამაშის დაწყება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 20:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რატომ მოაწერა ხელი „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს

რაც შეეხება იმას, თუ რის საფუძველზე მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება და ხელი მოაწერა შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს... ჩვენთვის მთავარია ვიმოქმედოთ სათანადო პასუხისმგებლობით, ჩვენი საზოგადოებისა და პარტნიორების წინაშე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 20:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის უარი ალოგიკურია

„ოპოზიციის უარი ალოგიკურია, თუმცა მაინც მოსალოდნელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირად დგამს ხოლმე ოპოზიცია ალოგიკურ ნაბიჯებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც შეაფასა ოპოზიციის გადაწყვეტილება, რომელიც შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს არ აწერს.

გივი მიქანაძე

17 აპრილი 2021, 20:05

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: მეათე მოწვევის პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას

მეათე მოწვევის პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, დელეგაციას ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა უხელმძღვანელებს.

17 აპრილი 2021, 19:43

სამართალი

სამართალდამცველებმა აჭარაში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს.დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქეთევან ბაქრაძე

17 აპრილი 2021, 19:27

საზოგადოება

აფხაზეთის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. მისი განმარტებით, აუდიტის დასკვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება სამინისტროს შესყიდვების გეგმას, საუბარი არ არის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ და არაეფექტურად ხარჯვაზე, არამედ ყურადღება გამახვილებულია ტექნიკურ ხარვეზზე, რომელიც გასწორდა აუდიტორული შემოწმების პროცესში.

დემნა გვასალია

17 აპრილი 2021, 19:07

ტაბლოიდი

დემნა გვასალია Pre-Fall 2021 კოლექციას ციფრულად წარადგენს

​​​​​​​ბალენსიაგამ მორიგი სიახლე გაავრცელა. დემნა გვასალია Pre-Fall 2021 კოლექციას 18 აპრილს ციფრულად წარადგენს, კოლექციის ნახვა მსოფლიოს ყველა წერტილიდან ონლაინ იქნება შესაძლებელი.

17 აპრილი 2021, 18:59

საზოგადოება

პროექტ „ეკო რუსთავის“ ფარგლებში, მორიგი გამწვანების აქცია გაიმართა

„ეკოკლუბის“ აქტიურმა წევრებმა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ადგილობრივი ხელისუფლების, ბაგა-ბაღების გაერთიანებისა და „რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებმა, დღეს მწვანე ნარგავები, ქალაქის #31 ბაგა-ბაღის ეზოში, ბავშვებთან ერთად დარგეს.

17 აპრილი 2021, 18:39

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 2,148 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 2,148 ადამიანს გამოუვლინდა, 30 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 298,522 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 4,107 ადამიანი. ვირუსისგან 262,480 პაციენტი განიკურნა.