IMEDI /  05 მარტი 2021, 19:09 / სანდო წყარო

რუსთავში ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი იწყება

რუსთავში, ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი იწყება. კიდევ ერთი ძველი უბნის-რუსთაველის ქუჩის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. პროექტი, საზოგადოებას რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ წარუდგინეს. ღონისძიებას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, ქალაქის საკრებულოს წარმომადგენლები და რიგითი რუსთაველები ესწრებოდნენ.

„რუსთავში ვაგრძელებთ მასშტაბური პროექტების განხორციელებას და ვიწყებთ ერთ-ერთი ძველი ქუჩის რეაბილიტაციას. პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება, ამჟამად იწყება პირველი ეტაპი, რომელიც რამოდენიმე კორპუსის რესტავრაციას და ტროტუარების მოწყობას მოიცავს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქი უნდა ვითარდებოდეს თანაბრად და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძველ და ახალ რუსთავში პროექტები თანაბრად გადავანაწილოთ. თქვენ იცით, რომ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ეკოლოგიაზე და ამ ქუჩაზეც, გამწვანებით სამუშაოებს დიდი ყურადღება დაეთმობა. რუსთავი ნელ-ნელა ლამაზდება და საბოლოოდ თანამედროვე, ევროპული ტიპის განვითარებული ქალაქი იქნება. ადამიანებს, რომლებიც გვიწევენ ოპონირებას, ჩვენ ამ ფორმით-ახალი პროექტების დაწყებით და საქმით უნდა ვუპასუხოთ“,-განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია რუსთაველის ქუჩის #4, #8, #12, #16 და ჭავჭავაძის ქუჩის #6, #8 საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. სრულად აღდგება კორპუსების ფასადები და დამონტაჟდება დეკორატიული განათებები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საცხოვრებელი შენობების მიმდებარე ტერიტორიას - დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა დაწნეხილი ბეტონის ბორდიურები, გაზონები და სარწყავი სისტემა, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებს შორის განთავსდება ლითონის დეკორატიული ღობე, განახლდება გარე განათების ქსელი.

„ქალაქის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის კიდევ ერთ ეტაპს ვიწყებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავაცოცხლოთ ისტორია. თქვენ იცით და ხედავთ, თუ როგორ გალამაზდა კოსტავას გამზირი. რუსთაველის ქუჩასაც ანალოგიური დატვირთვა აქვს ქალაქისთვის და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც ასე დაგვეხმარა, რომ ამ ქუჩის რეაბილიტაცია დაგვეწყო. პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება, ეს პირველი ეტაპია და ის ოქტომბრის დასაწყისში უკვე დასრულებული გვექნება. სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ეს ქუჩა სხვა ეკონომიკურ და სოციალურ დატვირთვას შეიძენს, გარდა ამისა, აქ თითქმის 8 ჰექტარი რეკრეაციას უჭირავს და ამ მხრივაც ძალიან მიმზიდველი იქნება ეს უბანი. ამავე ქუჩაზე მდებარეობს რუსთავის კიდევ ერთი ისტორიული შენობა-ხელოვნების სასწავლებელი, რომლის უნიკალური დარბაზის რესტავრაციაც უკვე დავასრულეთ და გარე ფასადის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადებული გვაქვს. ძალიან ლამაზი სკვერი-ახალგაზრდობის პარკი ეწყობა ახალ რუსთავში, რეკრეაციული სივრცის კეთილმოწყობა მიმდინარეობს ქალაქის თეატრის მიმდებარედაც. წელს საკმაოდ საინტერესო და რუსთაველებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ილია ბეგიაშვილის განცხადებით, რუსთავს ასეთი პროექტების განხორციელების გამოცდილება დაუგროვდა.

„რუსთავს ასეთი ძველი ქუჩების რეაბილიტაციის კარგი გამოცდილება აქვს, სამუშაოები დაგეგმილია რუსთაველის ქუჩის პარალელურ ქუჩაზეც, არაერთ ლოკაციაზე მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცეების მოწყობაც. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები აქვს რუსთავში წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს. შერჩევა-შეფასების სტადიაშია და სულ მალე დაიწყება მულტიფუნქციური სპორტკომპლექსის მშენებლობა, რომელსაც ასე ელოდებოდნენ რუსთაველები“, - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

„ეს არის ძველი არქიტექტურა და მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ასეთ ქუჩებს. ძალიან საინტერესო პროექტებს ვახორციელებთ რუსთავში, ამ ქალაქის პერსპექტივას ბევრჯერ გავუსვით ხაზი და სულ მალე, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი-სპორტკომპლექსის მშენებლობაც დაიწყება“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

რუსთაველის და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 2 400 000 ლარია და რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ყველა სიახლე

19 აპრილი 2021, 22:38

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: ველოდებით სხვა წევრებს, ვისაც მანდატი აქვთ, რომ შემოუერთდნენ ამ პროცესს

მჯერა, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ პოლიტიკური დევნა, შევძლებთ დამთავრდეს მტრობა ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმების დოკუმენტს ხელს აწერს.

შარლ მიშელი

19 აპრილი 2021, 22:36

პოლიტიკა

შარლ მიშელი საქართველოს ვიზიტით ხვალ ეწვევა

სალომე ზურაბიშვილი

19 აპრილი 2021, 22:35

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია

„დიდი მადლობა ბატონ მიშელს გაწეული ძალისხმევისთვის. მინდა ხაზი გავუსვა, რომ თქვენი ჩართულობა ნიშნავს ევროკავშირის ჩართულობას. ეს ნიშნავს ორ რამეს: ერთი ის, რომ საქართველოს სხვა პერსპექტივა არ გააჩნია და მეორე - საქართველო, მისი სტაბილურობა და დემოკრატიულობა არის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის“.

მამუკა ხაზარაძე

19 აპრილი 2021, 22:35

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: მინდა ვისურვო, რომ მომავალში საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს არ დასჭირდეთ ამდენი ხანი საკითხების შესათანხმებლად

„მინდა შევუერთდე გამომსვლელებს და მადლობა გადავუხადო ყველას მოთმინებისთვის. მინდა ვისურვო, რომ მომავალში საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს არ დასჭირდეთ ამდენი ხანი საკითხების შესათანხმებლად და ამდენი შუამავალი, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ შეთანხმების დოკუმენტის ხელის მოწერისას განაცხადა.

ვახტანგ მეგრელიშვილი

19 აპრილი 2021, 22:30

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: თუ გვინდა ევროპულ სტრუქტურებსა და ნატო-ში ინტეგრაცია, ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ

ევროპულ სტრუქტურებსა და ნატო-ში ინტეგრაცია თუ გვინდა, ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ, - ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

19 აპრილი 2021, 22:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: შეთანხმებას ხელს ვაწერ, რადგან 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლის არჩევანი ბოლომდე აისახოს საქართველოს პარლამენტში

ამ შეთანხმებას ხელს ვაწერ, რადგან 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლების მიერ გაკეთებული არჩევანი ბოლომდე აისახოს საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ რთულ ვითარებაში, როდესაც გარეთ პანდემიაა, მხოლოდ პარტიებს შორის თანხმობით შეიძლება ასეთი სიძნელეების დაძლევა.

არჩილ თალაკვაძე

19 აპრილი 2021, 22:28

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ველით საქართველოს პარლამენტში ოპოზიციასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას

ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ოპოზიციასთან საქართველოს პარლამენტში, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მყოფ ელჩებს, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის ცერემონია მიმდინარეობს და რომელსაც დისტანციურ რეჟიმში ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

19 აპრილი 2021, 22:28

პოლიტიკა

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პარტიებმა ხელი მოაწერეს

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პარტიები ხელს აწერენ. პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებიან წარმომადგენლები შემდეგი პოლიტიკური პარტიებიდან: „ქართული ოცნება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „მოქალაქეები“. ასევე დავით ბაქრაძე და სალომე სამადაშვილი.

ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი 2021, 22:25

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ საერთო შეთანხმებას ვაწერ ხელს, ეს დღე ადასტურებს, რომ ჩვენ სინამდვილეში ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის

მე ვარ ძალიან ამაყი, რომ დღეს ამ საერთო შეთანხმებას ვაწერ ხელს, ვინაიდან ეს დღე ადასტურებს, რომ ჩვენ სინამდვილეში ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც პარტიების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტს ეწერება ხელი.

ზურაბ ჯაფარიძე

19 აპრილი 2021, 22:24

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: ვიცი, უამრავი ადამიანი ამ დოკუმენტის ხელმოწერას იმედის თვალით უყურებ

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოლაპარაკების პროცესში ჩართული იყო, - ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია იმართება.

ბადრი ჯაფარიძე

19 აპრილი 2021, 22:23

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: ეს არის დოკუმენტი, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს ქვეყანაში უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც მოითხოვდა კომპრომისს ყველა მხრიდან, ჩვენ მოვახერხეთ ეს კომპრომისი გაგვეკეთებინა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია იმართება.

დავით ბაქრაძე

19 აპრილი 2021, 22:21

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: ხელს ვაწერ შეთანხმებას, რადგან ეს სჭირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს

ამ შეთანხმებით უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების არსებობა, შევამციროთ პოლარიზაცია და გავხსნათ გზა უკეთესი არჩევნებისკენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პრეზიდენტის სასახლეში, დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეს შეთანხმება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს სჭირდება და ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა უნდა დაინახონ, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს დახმარებას, თანადგომას და უკეთეს მომავალს.

სალომე ზურაბიშვილი

19 აპრილი 2021, 22:16

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის, ბევრი გამოწვევაა გველოდება

ძალიან მოხარული ვარ, რომ წინ ეს შესაძლებლობა გვექნება, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონიაზე. მისივე განცხადებით, ქვეყანას წინ ბევრი გამოწვევა ელის.

კელი დეგნანი

19 აპრილი 2021, 22:09

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მადლობა პარტიებს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებული შეთანხმების ხელმოწერისთვის, რომელიც კომპრომისს ეფუძნებოდა

საქართველოს ეყო პოლიტიკური გამბედაობა, ჩაბმულიყო ამ პროცესში. მადლობა პარტიებს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებული შეთანხმების ხელმოწერისთვის, რომელიც კომპრომისს ეფუძნებოდა“ - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.

კარლ ჰარცელი

19 აპრილი 2021, 22:06

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: დღევანდელი შეთანხმებით პროცესი კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი თავი იმ საერთო მოქმედებისა, რომელიც გაგრძელდება პარლამენტში

დღეს მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი დღეა, 4 თვის განმავლობაში ფასილიტაციის პროცესში ჩართული ვიყავით და შემდეგ უკვე რამდენიმე თვე მედიაციის პროცესში, რომელიც ბატონი შარლ მიშელის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა და მისი პერსონალური წარმომადგენლის, ბატონ დანიელსონის ჩართულობით, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

19 აპრილი 2021, 22:05

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მოხარული ვარ, რომ ეს შესაძლებლობა გვექნება, ძალიან მნიშვნელოვნი დღეა ყველასთვის, ბევრი გამოწვევაა, რომელიც გველოდება

ძალიან მნიშვნელოვნი დღეა ყველასთვის, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მყოფ ელჩებს, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენელბს, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია მიმდინარეობს და რომელსაც დისტანციურ რეჟიმში ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

19 აპრილი 2021, 22:04

პოლიტიკა

დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ღონისძიებაში შარლ მიშელი დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობს

პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებიან წარმომადგენლები შემდეგი პოლიტიკური პარტიებიდან: „ქართული ოცნება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „მოქალაქეები“. ასევე დავით ბაქრაძე და სალომე სამადაშვილი.

შარლ მიშელი

19 აპრილი 2021, 21:59

პოლიტიკა

შარლ მიშელი: საქართველოს გაუმარჯოს!

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმების ხელმოწერას ეხმაურება.

სალომე სამადაშვილი

19 აპრილი 2021, 21:44

პოლიტიკა

შარლ მიშელის დოკუმენტზე სალომე სამადაშვილი ინდივიდუალურად მოაწერს ხელს

შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ინდივიდუალურად მოაწერს ხელს. ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა ორბელიანების სასახლესთან განაცხადა, სადაც დღეს დოკუმენტს ხელი მოეწერება.

მამუკა მდინარაძე

19 აპრილი 2021, 21:35

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი დღევანდელი დღით გამოწვეულ აგონიაშია

„სააკაშვილი გამოდის ერთ-ერთ არხზე. ცხრა წელია პარლამენტში ვიღაცები მუშაობენო, რას მიაღწიეს ერთი მითხარითო, პაუზა... ჟურნალისტი დუმს... ცოტა ხანში აგრძელებს, „...საქართველოში ერთადერთი, რითაც ხელისუფლება ფუნქციონირებს, არის დაჭერა, ცემა, პროვოკაცია, ეს ხო არ არის ხელისუფლება...“ რა ჰქვია ამას? არაადეკვატურობა? - ცოტაა. გაუკუღმართებული აზროვნება? - სხვა რამესაც ნიშნავს და კარგი, არც ეს. აგონია? - უფრო კი, დღევანდელი დღით გამოწვეული აგონია უფროა“, - წერს მამუკა მდინარაძე.