19 მარტი 2021, 12:03 / სანდო წყარო

დუშეთში, ახალი დაცული ტერიტორიის პროექტის მომზადებაში ჩეხეთის საელჩოც ჩაერთო

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის, პირაქეთა ხევსურეთისა და გუდამაყრის ტერიტორიებზე ახალი დაცული ტერიტორია, არაგვის დაცული ლანდშაფტი შეიქმნება. საკითხთან დაკავშირებით, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, პირველ მოადგილესთან, მაცაცო ნარიმანიძესთან ერთად, პროექტის ავტორებსა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე იანა გაშპარიკოვას შეხვდა.

მხარეებმა ექსპერტების მომზადებული დოკუმენტები და სახელმწიფო რწმუნებულის პროცესში ჩართულობისა და მისი მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილეს.

არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზანია დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის, პირაქეთა ხევსურეთისა და გუდამაყრის ტერიტორიებზე შეიქმნას ახალი დაცული ტერიტორია - არაგვის დაცული ლანდშაფტი. აღნიშნული დაცული ტერიტორიის შექმნის მხარდაჭერაში აქტიურად მონაწილეობენ ჩეხი ექსპერტები და დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები.

პროექტის განხილვაში ჩართვისთვის, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ჩეხეთის ელჩის მოადგილეს მადლობა გადაუხადა.

„დღევანდელ შეხვედრაზე პროექტის დეტალებს გავეცანით, ეს პროექტი არის უმნიშვნელოვანესი რეგიონისთვის ბევრი მიმართულებით, ერთ-ერთი მთავარი კი ტურისტული ნაკადების დაინტერესებაა, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ადგილობრივ ბიზნესსა და მოსახლეობაზე“, - განაცხადა დავით ნოზაძემ.

იანა გაშპარიკოვამ აღნიშნა, რომ ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა არა მხოლოდ ბუნების დაცვას ისახავს მიზნად, არამედ - ადგილობრივების ეკონომიკურ ხელშეწყობასაც.

„ჩეხეთს აქვს ექვსი პრიორიტეტული ქვეყანა განვითარების თანამშრომლობისთვის, ერთ-ერთი მათგანი საქართველოა. რაც შეეხება სექტორებს, ერთ-ერთი პრიორიტეტია მთიანი რეგიონების განვითარება, მაგალითად ახალი დაცული ლანდშაფტების მხარდაჭერა. სამიზნე არის არა მარტო ბუნების დაცვა, არამედ არის ასევე სოციალური კომპონენტები. კერძოდ, თემების ჩართულობა, ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური ხელშეწყობა, რათა დარჩნენ მთიან რეგიონებში, სოციალური კომპონენტი შეიცავს განათლების აქტივობებს, ფერმერების მხარდაჭერას, რეინჯერების ჩართულობას, მაგალითად, ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებებში. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო კონტაქტების გაუმჯობესება ადგილობრივ მმართველობასთან და თვითმმართველობასთან, რათა ქართველმა პარტნიორებმა იცოდნენ ჩეხეთის განვითარების საქმიანობის შესახებ და შეგვატყობინონ ახალი იდეები, საჭიროებები, პროექტში რა არის დასამატებელი და ა.შ.”, - განაცხადა საქართველოშო ჩეხეთის ელჩის მოადგილემ იანა გაშპარიკოვამ.

ყველა სიახლე

გიორგი ხელაშვილი

16 ივნისი 2021, 00:21

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ნატოში ჩვენი ინტეგრაცია მეთოდური და ძალიან თანმიმდევრული პროცესია

„რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია დამოკიდებული შიდაპოლიტიკურ სტაბილურობაზე, მაგრამ ასევე საერთაშორისო პოლიტიკურ მდგომარეობაზე. საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დაჩქარების იმედს გვაძლევს ამერიკის შეერთებული შტატების გაცილებით უფრო ენერგიული პოზიცია, ვიდრე ეს იყო ბოლო წლებში და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაშიც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი თანამშრომლობითი სამიტის შემდეგ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს დანარჩენ პარტნიორებს შორის გაიმართა, ეს პროცესი ახალი ენერგიით უნდა დაიძრას. ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს და ამისთვის ყველა წინაპირობა არის“, - განაცხადა ხელაშვილმა.

მარინა კაჭარავა

16 ივნისი 2021, 00:18

საზოგადოება

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ნინოწმინდის პანსიონის საკითხის გაშუქებაზე: ვიდრე უცხოელი არ იტყვის, რომ ჟურნალისტებმა ჟურნალისტური ეთიკა უნდა დაიცვან, იქამდე, შეიძლება, ეს არ ესმით

„ვიდრე უცხოელი არ იტყვის, რომ ჟურნალისტებმა ჟურნალისტური ეთიკა უნდა დაიცვან, იქამდე, შეიძლება, ეს არ ესმით. ეს ძალიან სამწუხაროა. ჟურნალისტი ძალიან საპატიო პროფესიაა და დღეს, საზოგადოებაში ძალიან ნეგატიურ განცდებს იწვევს“, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ „იმედის ფაქტორთან“ საუბრისას, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საკითხის გაშუქების შესახებ საუბრისას განაცხადა.

16 ივნისი 2021, 00:18

საზოგადოება

ქსელის ავარიულად დაზიანების გამო თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

15 ივნისს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგურამოს სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის განცხადებით, ამ დროისთვის ტექნიკური ჯგუფები ადგილზე არიან მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ჯულიან სმითი

16 ივნისი 2021, 00:17

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ნატოში აშშ-ის ელჩის პოსტზე ჯულიან სმითის კანდიდატურა წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აშშ-ის ელჩის პოსტზე ჯულიან სმითის კანდიდატურა წარადგინა.

მაკა ბოჭორიშვილი

16 ივნისი 2021, 00:13

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტარები განსაკუთებით მიესალმებიან საქართველოს მედიაციით მიღწეულ სასიამოვნო შედეგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ვროპარლამენტარები განსაკუთებით მიესალმებიან ბოლო პერიოდში საქართველოს მედიაციით მიღწეულ სასიამოვნო შედეგს, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოხდა.

ანდრია ჯაღმაიძე

16 ივნისი 2021, 00:11

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდას პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე: ჩვენ ალბათ საზოგადოებასთან კომუნიკაცია დავაგვიანეთ

„ის, რომ ის ვიღაც არ შეუშვეს სულაც არ ნიშნავდა, რომ იქ იყო მძიმე დანაშაულები. თუმცა გადაცდომებზე ვამბობთ, რომ შესაძლოა იყო. მაგრამ ამ ჩაკეტილობამ გამოიწვია ამის ჰიპერბოლიზაცია და რაღაც ამოუცნობი ობიექტის როლში ჩადგა ეს პანსიონი, უკვე ყველაფერი შეიძლებოდა ადამიანს ეფიქრა“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

გიორგი ხელაშვილი

16 ივნისი 2021, 00:04

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: „ნაცმოძრაობის“ მიდგომა ბრიუსელში ყველას ძალიან უკვირს

ბრიუსელში შეხვედრებს ევროპარლამენტარებთან ვმართავთ. ეს არის პირველი შემთხვევა არჩევნების შემდეგ, როდესაც შიდა პოლიტიკური პროცესების გარდა ევროპარლამენტარებს აინტერესებთ საქართველოს უფრო გრძელვადიანი ხედვა. სამწუხაროდ, ბოლო თვეების ჯაჯგურმა, რომელიც მთლიანად ოპოზიციის სინდისზეა, მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც მარტო ეს იყო სალაპარაკო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

თეა დარჩია

16 ივნისი 2021, 00:02

საზოგადოება

თეა დარჩიამ განმარტა როგორია ცხოვრება ნინოწმინდის პანსიონში

„მე იქ ვცხოვრობ ჩემ შვილებთან ერთად. ერთ სართულზე ვცხოვრობთ ყველა. მე ვცხოვრობ ბავშვების ოთახში ჩემს შვილებთან ერთად. დაცემინებაც ისმის იქ ბავშვის ოთახიდან ოთახში. რამე ისეთი რომ შემემჩნია... სახლი მაქვს, ბინა მაქვს ბათუმში, მაგრამ ერთი ღამეც არ გამითენებია იქ, იმდენად უყვართ ჩემს შვილებს იქ (პანსიონში) ყოფნა. მე კარგი, შეიძლება ბევრს ჩემი არ სჯერა და შეიძლება ფიქრობენ, რომ რაღაც მიზეზების გამო ვიტყუები, მაგრამ ჩემი შვილები ხომ არ იტყუებიან, ბავშვებს ხომ ვერ მოატყუებ. ბავშვებს ხომ ვერაფერს დაუმალავ“, - განაცხადა დარჩიამ.

ანდრია ჯაღმაიძე

15 ივნისი 2021, 23:54

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: სანამ მინდობით გაიყვან ბავშვს, სჯობს, რომ ბიოლოგიური ოჯახი დააფინანსო

კარგია, რომ სახელმწიფომ შეძლო ბავშვების ბიოლოგიური ოჯახების დახმარების გაძლიერება. უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ამ ოჯახების გაძლიერება. მინდობით გასული ბავშვის ოჯახი ფინანსდებოდა, და ჩვენ ვამბობდით, რომ სანამ მინდობით გაიყვან ბავშვს, სჯობს, რომ ბიოლოგიური ოჯახი დააფინანსო., - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ანდრია ჯაღმაიძე

15 ივნისი 2021, 23:53

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონზე: არ გამოვრიცხავთ, რომ იყო იქ გადაცდომები

სრული სურათის დასანახად უნდა დაველოდოთ იმ გამოკითხვებს, რომელიც მიმდინარეობს, ფსიქოლოგებისა და შესაბამისი სპეციალისტების დასკვნებს. ახლაც ძნელი დასაჯერებელია ყველა ის ბრალდება, რაც ისმის. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რომ იყო იქ გადაცდომები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ჯო ბაიდენი გი პარმელენი

15 ივნისი 2021, 23:49

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: მზად ვარ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის

აშშ -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის მზად არის. ჯო ბაიდენი დღეს ჟენევაში ჩაფრინდა. ამერიკის ლიდერმა შეხვედრა გამართა შვეიცარიის პრეზიდენტთან, გი პარმელენთან.

ანდრია ჯაღმაიძე

15 ივნისი 2021, 23:44

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: ერთადერთი რაც გვაქვს, არის სიმართლე და ამ მხრივ ყოველთვის ვართ შეზღუდულები, რადგან ტყუილი არის მრავალფეროვანი, სიმართლე კი ერთია

„რამდენი ტელევიზია უთმობს ყველაზე ძვირფას ეთერს საპატრიარქოს და ეკლესიის საკითხებს? არაერთი. თითოეულ ტელევიზიას რა ბიუჯეტი აქვს და რამდენი იხარჯება ამაში. გეტყვით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ბიუჯეტს და მიხვდებით, რომ შეუძლებელია საინფორმაციო ნაკადის გადაფარვა ამ ძალებით. დროზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ შიგნით უნდა გქონდეს გამართული მექანიზმი, რომ უნდა შეგეძლოს პირდაპირი ეთერების წარმოება, უნდა გქონდეს სტუდია, მოიწვიო ხალხი. არ არის ასეთი საშუალება. ერთადერთი რაც გვაქვს, არის სიმართლე და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვართ შეზღუდულები. ტყუილი არის მრავალფეროვანი, სიმართლე ერთია და ამაში ვერ შევეჯიბრებით აი ამ რესურსს“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძე

15 ივნისი 2021, 23:34

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: სახალხო დამცველი პანსიონში რომ შესულიყო, არაფერი დაშავდებოდა ამით

სახალხო დამცველი პანსიონში რომ შესულიყო, არაფერი დაშავდებოდა ამით. მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილება, რომ სახალხო დამცველი იქ არ შესულიყო, სულაც არ უკავშირდებოდა რაღაც მძიმე გარემოებებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ნინო ლომჯარია

15 ივნისი 2021, 23:29

საზოგადოება

ნინო ლომჯარია: ოჯახებიდან ბავშვების 18% სახელმწიფომ სიღარიბის გამო გამოიყვანა

„ჩვენი მოთხოვნა და რეკომენდაცია ყოველთვის იყო, რომ პირველ რიგში თუ შესაძლებელია, რომ ოჯახი გაძლიერდეს, უნარებით იქნება ეს თუ ფინანსური დახმარებით, რა თქმა უნდა, ბავშვი უნდა იყოს ოჯახში. მაგრამ დღეს სახელმწიფოს მთავარი სისუტე არის ის, რომ ჩვენ გვყავს ძალიან მცირე რაოდენობით სოციალური მუშაკები, რომლებიც ვერ ახერხებენ შეაფასონ ოჯახის საჭიროებები, ვერ ახერხებენ ოჯახის გაძლიერებას და ამიტომ სოცმუშაკებს უწევთ ბავშვი გამოიყვანონ ოჯახიდან და წაიყვანონ სახლში ან პანსიონში და ამით გადაწყვიტონ პრობლემა. წლევანდელ ანგარიშში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ოჯახებიდან ბავშვების 18% გამოიყვანა სახელმწიფომ სიღარიბის გამო. ანუ მიზეზად დასახელდა სიღარიბე. ეს არის ძალიან დიდი წილი“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარია

15 ივნისი 2021, 23:17

საზოგადოება

ნინო ლომჯარია: ვერ მივიღებ იმ შენიშვნას, რომ სახალხო დამცველი არ საუბრობდა ნინოწმინდის პანსიონის პრობლემაზე

აპრილის თვიდან მედია პრაქტიკულად უწყვეტად აშუქებდა იმ ფაქტს, რომ სახალხო დამცველს პანსიონის ტერიტორიაზე არ უშვებდნენ. ყველა იყო ინფორმირებული ამ პრობლემის თაობაზე და მე ვერ მივიღებ იმ შენიშვნას, რომ სახალხო დამცველი არ საუბრობდა ამ პრობლემაზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

15 ივნისი 2021, 22:46

მსოფლიო

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების შუშაში ვიზიტს გმობს

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების შუშაში ვიზიტს გმობს.

ნინო ლომჯარია

15 ივნისი 2021, 22:44

საზოგადოება

ნინო ლომჯარია: ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებამდე მივდივართ და იკვეთება პოზიტიური განვითარების პერსპექტივა

როდესაც ხმამაღლა ვსაუბრობდით, რომ ნინო წმინდის პანსიონში არ გვიშვებდნენ, არცერთი სახელმწიფო უწყების მხრიდან არ იყო შესაბამისი რეაგირება. ჩვენ გავაგზავნეთ წერილები ჯანდაცვის სამინისტროში, ზრუნვის სააგენტოში, რომ იქნებ შევხვდეთ, კომისიურად ვისაუბროთ გამოსავალზე, დავილაპარაკოთ იმიტომ, რომ იქ ბავშვები არიან და ძალიან მგრძნობიარე მიდგომაა საჭირო, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

15 ივნისი 2021, 22:28

ტაბლოიდი

პაპარაცებმა ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის რომანტიკული კადრები დააფიქსირეს. ვიდეო

ვარსკვლავური წყვილის - ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის მიმართ პაპარაცების ყურადღება არ ცხრება. ბოლოს ისინი ლოს-ანჯელესში, სუშის ცნობილ რესტორანში, Nobu Malibu-ში დააფიქსირეს. წყვილი რესტორანს ჯენიფერის დის, ლინდა ლოპესის დაბადების დღის აღსანიშნად ესტუმრა. წვეულებას მომღერლის ტყუპი შვილი, 13 წლის ემი და მაქსიმილიანიც ესწრებოდნენ, რომელიც ლოპესმა 2008 წელს, მარკ ენტონისგან გააჩინა.

15 ივნისი 2021, 21:54

პოლიტიკა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ევროკავშირი და აშშ რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მიდგომას შეიმუშავებენ

ჩვენ ერთსულოვანნი ვართ რუსეთის წინააღმდეგ პრინციპული მიდგომის საკითხში და გადაჭრით ვუპასუხებთ ნეგატიური ქცევისა და მავნე საქმიანობის იმ მოდელს, რომელსაც რუსეთი ევროკავშირის აღმოსავლელი პარტნიორების წინააღმდეგ იყენებს, - ამის შესახებ საუბარია აშშ-ევროკავშირის სამიტზე მიღებულ ერთობლივ განცხადებაში, სადაც ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები რუსეთთან მიმართებაში თავიანთ პოზიციას გამოხატავენ.

15 ივნისი 2021, 21:53

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუ ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

თავისი მე-10 გოლი ევროპის ჩემპიონატებზე რონალდუმ უნგრეთთან მატჩის მიწურულს, პენალტით გაიტანა. უკვე დამატებულ დროში კი დუბლი გააფორმა.