imedi /  06 აპრილი 2021, 18:18 / სანდო წყარო

კულტურის კომიტეტმა გასვლითი სხდომა კასპის მუნიციპალიტეტში გამართა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა კასპის მუნიციპალიტეტის ტექნოლოგიურ პარკში გამართა. სხდომამდე კომიტეტის წევრებმა ჯამბაკურ ორბელიანის სასახლე-მუზეუმი მოინახულეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სხდომას დეპუტატებთან ერთად კასპის, გორისა და ქარელის კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომიტეტის სხდომის დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მწერალ გურამ დოჩანაშვილის ხსოვნას.

სხდომაზე კულტურის კომიტეტის ცალკე შექმნის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე ყურადღება გამახვილდა, ზოგადად, კულტურის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და მისი პოპულარიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებზე,

დეპუტატებმა მოისმინეს რეგიონში კულტურის მიმართულებით არსებული გამოწვევები და იმსჯელეს არა მარტო მათი მოგვარების გზებსა და საშუალებებზე, არამედ ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე კულტურის მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებში.

სხდომაზე ყურადღება გამახვილდა: შემოქმედებით კულტურულ ტურიზმსა და მის განვითარებაზე, ზოგადად რეგიონის განვითარების გეგმაზე, გიდების გადამზადების პროგრამასა და კულტურის მიმართულებით მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე.

„სხდომაზე ვისაუბრეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ. განვიხილეთ, კულტურის რომელი მიმართულებებია უფრო მეტად პრიორიტეტული. ვიმსჯელეთ, თუ რა შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის უფრო მეტად ეფექტიანი და შედეგიანი მათი სამომავლო გეგმების განხორციელებისას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის ინფორმაციით, კომიტეტი გასვლითი სხდომების სხვა რეგიონებშიც გამართავს.

„დავიწყეთ აქტიური შეხვედრები რეგიონებში კულტურის აიპ-ების ხელმძღვანელებთან, რათა მონიტორინგი განვახორციელოთ იმ გამოწვევების, რაც პანდემიით მიყენებული ზიანის ფონზე არსებობს, ინფრასტრუქტურის ნაწილში, რა პრობლემები გვაქვს და რა არის უახლოეს პერიოდში აუცილებლად გადასაჭრელი. ასეთი ტიპის შეხვედრები არის ძალიან ეფექტიანია, ამიტომ სხვა რეგიონებშიც გავმართავთ შეხვედრებს. ვფიქრობ, საკანონმდებლო ორგანო და აღმასერულებელი ხელისუფლება ერთად მოვახერხებთ ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრას“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

დღესვე კომიტეტის წევრებმა საქართველოს სახალხო არტისტის, ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულეს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კავთისხევში მდებარეობს.

ყველა სიახლე

შსს

23 აპრილი 2021, 21:34

სამართალი

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ბათუმში ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, ე.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავეს.

ჯო ბაიდენი

23 აპრილი 2021, 21:33

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ-სა და რუსეთს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის სფეროში პროდუქტიულად თანამშრომლობა შეუძლიათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ და რუსეთი კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ითანამშრომლებენ.

ცესკო

23 აპრილი 2021, 20:46

პოლიტიკა

„გირჩის“ საარჩევნო სიის წევრებს 8-დან 129 ნომრის ჩათვლით რეგისტრაცია გაუუქმდათ

„გირჩის“ საარჩევნო სიის წევრებს 8-დან 129 ნომრის ჩათვლით რეგისტრაცია გაუუქმდათ. შესაბამისი განკარგულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს გამოსცა.

ჯინ შაჰინი

23 აპრილი 2021, 20:43

პოლიტიკა

ჯინ შაჰინი: საქართველოს პოლიტიკურ ბედს შორსმიმავალი შედეგები აქვს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში დემოკრატიის მდგომარეობისთვის

მსურს საქართველოს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა მივულოცო, თუმცა მძიმე სამუშაო ახლა იწყება, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

23 აპრილი 2021, 20:43

რეგიონი

აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა

ზუგდიდში, ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, ქალაქის მერი გიორგი შენგელია და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (Action Against Hunger) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მარსელა მაქსფილდი სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებს შეხვდნენ და მათი საჭიროებები მოისმინეს.

23 აპრილი 2021, 20:42

სპორტი

ვაკის საფეხბურთო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) ვაკის საფეხბურთო ცენტრი ოფიციალურად გახსნა. სფფ-ს ვაკის საფეხბურთო ცენტრი 2019 წლის დეკემბერში სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან გადაეცა. გადაცემის პროცესს მხარს უჭერდა სპორტის უნივერსიტეტი.

ნუგზარ წიკლაური

23 აპრილი 2021, 20:35

პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: არ გვინდა, რომ ხეებზე ჯდომასთან და მოღალატეებთან დაკავშირებით გამონათქვამებთან რაიმე კავშირი გვქონდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ მის პარტიას არ სურს, რაიმე კავშირი ჰქონდეს იმ გამონათქვამებთან, რომლებიც დასავლელი პარტნიორების მისამართით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

რონ ჯონსონი

23 აპრილი 2021, 20:27

პოლიტიკა

რონ ჯონსონი: მოხარულნი ვართ, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს

ამერიკელი სენატორი, რონ ჯონსონი აცხადებს, რომ მოხარულია, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

დავით ზალკალიანი

23 აპრილი 2021, 20:22

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: შეთანხმების იმპლემენტაცია იძლევა იმის გარანტიას, რომ ნიკა მელია იქნება თავისუფალი

შეთანხმებაში ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი თუ როგორ უნდა მოხდეს ნიკა მელიას გათავისუფლება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ისაუბრა. „თუ მათ ეს სურთ, ეს ყველაფერი შეთანხმებაშია და შეთანხმების იმპლემენტაცია იძლევა იმის გარანტიას, რომ ის იქნება თავისუფალი. ეს ქმედება ყოვლად წარმოუდგენელია და ვფიქრობ, არის აშკარა მცდელობა შეთანხმების გადასინჯვის, რასაც არავინ დაეთანხმება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შალვა პაპუაშვილი

23 აპრილი 2021, 20:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ევროპული საქართველო“ და „ნაცმოძრაობა“ ცდილობენ დაფარონ ის, რასაც ნათელაშვილი პირდაპირ ამბობს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ანტიდასავლურ განცხადებებს გამოეხმაურა.

ჯიმ რიში

23 აპრილი 2021, 20:19

პოლიტიკა

ჯიმ რიში: საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის პოლიტიკური შეთანხმების სწრაფი განხორციელება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად

საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის პოლიტიკური შეთანხმების სწრაფი განხორციელება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ჯიმ რიშმა.

არჩილ თალაკვაძე

23 აპრილი 2021, 20:19

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გუშინ „ტვ პირველის” ეთერში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მალხაზ მაჩალიკაშვილის მცდარი და უსაფუძვლო განცხადება, თითქოს ჩემი ძმა რაიმე შემხებლობაშია მასთან

გუშინ ტელეკომპანია „ტვ პირველის” ეთერში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ წინა თვეებში გაკეთებული მცდარი და უსაფუძვლო განცხადება, თითქოს ჩემი ძმა რაიმე შემხებლობაშია მასთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

23 აპრილი 2021, 20:06

მსოფლიო

ევროკავშირი-აშშ-ის სამიტი ივნისში ბრიუსელში გაიმართება

ევროკავშირი-აშშ-ის სამიტი ივნისში ბრიუსელში გაიმართება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

ნიკა მელია

23 აპრილი 2021, 20:01

COVID19

ნიკა მელიამ კოვიდტესტირებაზე უარი განაცხადა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რომლის ადვოკატ ბექა ბასილაიას დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, კოვიდტესტირებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ imedinews-ს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.

23 აპრილი 2021, 19:58

პოლიტიკა

სენატორებმა რიშმა, შაჰინმა და ჯონსონმა 19 აპრილის შეთანხმების სრულად შესრულების მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს

ამერიკელმა სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა საქართველოს შესახებ ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.

დავით თვალაბეიშვილი

23 აპრილი 2021, 19:40

ეკონომიკა

დავით თვალაბეიშვილი: ელექტროენერგიაზე მოთხოვნას 100%-ით ვერ დავიკმაყოფილებთ, მაგრამ იმპორტი გონივრულ ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს - დღეს არსებული 35% საგანგაშოა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა და ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა მონაწილეობა მიიღეს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს სახელით გამართულ საჯარო ონლაინ დისკუსიაში, რომელშიც გამახვილდა ყურადღება რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობისა და ელექტროენერგიის მიღების დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე.

23 აპრილი 2021, 19:33

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძემ და დეპუტატებმა აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, დეპუტატებთან ერთად აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ანაკლიის პორტი

23 აპრილი 2021, 19:30

ეკონომიკა

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია რამდენიმე კვირაში გამოვლინდება

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცესი დასასრულს უახლოვდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მიმდინარეობს იმ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა, რომელიც რამდენიმე კვირაში უნდა დასრულდეს.

ანდრეი ბაბიში

23 აპრილი 2021, 19:18

მსოფლიო

ჩეხეთის პრემიერი: რუსეთმა ჩეხეთთან ურთიერთობები გაანადგურა

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ რუსეთმა ჩეხეთთან ურთიერთობები გაანადგურა.

23 აპრილი 2021, 19:16

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა. დელეგაციის ხელმძღვანელი კახა კუჭავა და დელეგაციის წევრები თამარ ტალიაშვილი და ლევან იოსელიანი სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო კვირის ფარგლებში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს ანდრეას კიფერს შეხვდნენ.