imedi /  09 აპრილი 2021, 16:51 / სანდო წყარო

საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ცხედრები ენგურის ხიდის გავლით გალში გადაასვენეს

ზუგდიდის სოფელ შამგონაში, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპული ცოლ-ქმრის ცხედრები ენგურის ხიდის გავლით გალის სოფელ წარჩეში გადაასვენეს. გარდაცვლილები ენგურის ხიდთან ნათესავებმა და ახლობლებმა გააცილეს.

ახლობლების განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ახერხებენ, გადავიდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში და პატივი მიაგონ გარდაცვლილ ნათესავებს.

გარდაცვლილებს პატივი მიაგეს ასევე აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებმა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაციას განცხადებით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ გადაადგილება.

„მიმდინარეობს ამ საკითხზე ინტენსიური მუშაობა, ეს არ არის ერთი ან ორი დღის მუშაობა, მიმდინარეობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში და მე მგონია, რომ აუცილებლად იქნება გადაწყვეტილება მიღებული საბოლოოდ. ეს არ არის ჩვენი მხრიდან გადასაწყვეტი გარემოება, ეს არის ოკუპირებულ მხარეს არსებული ვითარებიდან გადასაწყვეტი, მიმდინარეობს კომუნიკაცია, ირიბი, პირდაპირი, ამ სიტუაციიდან გამოსაყვანად, სხვადასხვა საშუალებით და გზებით მიმდინარეობს მუშაობა, დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ’’, - განაცხადა ოთარ ფაცაციამ.

გუშინ იგივე გზით, გადაასვენეს 30 წლისა და 60 წლის მამაკაცების ცხედრები. გალის მკვიდრები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურის გავლით ზუგდიდში ცდილობდნენ, რა დროსაც ენგური ადიდდა და დინებამ წაიღო. 7 აპრილს ისინი მდინარე ენგურმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ გამორიყა.

ყველა სიახლე

ასლან ბჟანია ბაშარ ასადი

17 მაისი 2021, 20:56

პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტი“ სირიის რეჟიმის ხელმძღვანელს შეხვდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტი“, ასლან ბჟანია სირიის რეჟიმის ხელმძღვანელს, ბაშარ ასადს დამასკოში შეხვდა.

აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი ეტიბარ ემინოვმი

17 მაისი 2021, 20:21

რეგიონი

აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი: სახელმწიფოს ჩართულობით, დმანისში მხარეებმა ერთმანეთს მიუტევეს

„მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომლის გაღვივების საშიშროებაც იყო, ყველა მხარის – სასულიერო პირების, სახელმწიფოს, მოსახლეობის ჩართულობით მიღწეულია შეთანხმება, ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდნენ და ეს არის ძალიან სასიხარულო და მისასალმებელი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი არ დაუშვებს, კონფლიქტი გაღვივდეს. საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნოსსს ერთი მიზანი უნდა ჰქონდეს, ხელი ჩავკიდოთ და ერთად ვიზრუნოთ გაძლიერებაზე“, -აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა ეტიბარ ემინოვმა.

სოზარ სუბარი

17 მაისი 2021, 20:11

რეგიონი

სოზარ სუბარმა დმანისში დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა, რომ შერიგების ნიშნად ერთმანეთს ხელი ჩამოართვან

ერთნი ვართ, ერთი ოჯახი ვართ და ასე უნდა განვაგრძოთ ცხოვრება. ყველა არის ერთ აზრზე. ძალიან სამწუხარო იყო ის ინციდენტი, რომელიც მოხდა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა დმანისში, მერიის შენობაში დაპირისპირებული მხარეების შეხვედრაზე განაცხდა.

დავით ზალკალიანი

17 მაისი 2021, 20:03

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ზელენსკის: მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, რაც ასევე ევროინტეგრაციის კუთხითაც გამოიხატება

„ნება მომეცით, გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრისაგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა გააქტიურებულია და ხორციელდება არაერთი ვიზიტი კიევიდან თბილისში და პირიქით. ამრიგად ჩვენი პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ ნიშნულზე ადის. პრეზიდენტმა ასევე დამაბარა, რომ ის მზად არის, უახლოეს მომავალში ჩამოვიდეს თქვენთან კიევში ოფიციალური ვიზიტით, რასაც აქამდე ხელს კოვიდ პანდემია უშლიდა და, რაღა თქმა უნდა, ჩვენ გელით საქართველოში“.

17 მაისი 2021, 19:58

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულმა „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ“ პირველი სხდომა გამართა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი უძღვებოდა.

ბრუნო ლეტე

17 მაისი 2021, 19:54

პოლიტიკა

ბრუნო ლეტე: მოხარულები ვართ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გადაიდგა ნაბიჯები პოლარიზაციის დასასრულებლად

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტის ბრიუსელში განხორციელება. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ერთგულია საგარეო კურსის და მოწადინებულია უფრო მეტი მიიღოს, - ამის შესახებ GMF-ის ექსპერტმა ბრუნო ლეტემ ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

17 მაისი 2021, 19:53

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საერთო გამოწვევას, რაც უკავშირდება საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას და გამოხატეს ურთიერთმხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის ოკუპაციის და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, მათ შორის მზარდი ჰიბრიდული საფრთხეების, გათვალისწინებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიზნით კოორდინირებული ქმედებების აუცილებლობას. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართა მხარდაჭერა.

17 მაისი 2021, 19:47

COVID19

EMA-მ Pfizer-ის ვაქცინის ჩვეულებრივ მაცივრებში შენახვის ვადის 31 დღემდე გახანგრძლივებას რეკომენდაცია გაუწია

ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) Pfizer-ის ვაქცინის ჩვეულებრივ მაცივრებში შენახვის ვადის 31 დღემდე გახანგრძლივებას რეკომენდაცია გაუწია.

პაპუნა ლეჟავა

17 მაისი 2021, 19:44

ეკონომიკა

პაპუნა ლეჟავა: მომავალი წლის ბოლოსთვის საქართველოს უკვე ექნება ახალი საგადახდო სისტემა

დღეს, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო მიიღებს 85 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან, გრძელვადიან ფინანსურ რესურსს პანდემიისგან დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს ახალი, მყისიერი გადახდების სისტემის ჩამოყალიბებას, რაც საფინანსო სექტორში ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას ნიშნავს.

ანგელა მერკელი

17 მაისი 2021, 19:21

მსოფლიო

ანგელა მერკელი ისრაელის სახელმწიფოს სოლიდარობას უცხადებს

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ისრაელის სახელმწიფოს სოლიდარობას უცხადებს და ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებას მტკიცედ გმობს.

ვლადიმირ ზელენსკი

17 მაისი 2021, 19:13

პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

„ჩვენ, გვქონდა გარკვეული პაუზა ურთიერთობებში, მაგრამ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი და დარწმუნებული ვარ, ეს წარსულს ჩაბარდება. აპრილის თვეში, საუბარი გვქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, იმედი მქონდა, რომ ჩამოვიდოდა ვიზიტით, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ვიზიტი ვერ შედგა, იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ქალბატონი პრეზიდენტი უკრაინაში გვესტუმრება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კლარა დობრევი

17 მაისი 2021, 19:12

პოლიტიკა

კლარა დობრევი: კომპრომისებზე წასვლა პოლიტიკაში სულაც არ ნიშნავს სისუსტეს, იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკოსები ამის მაგალითს აჩვენებენ

თუ პოლიტიკური პარტიები ძირითად საკითხებზე თანხმდებიან, მაშინ ამას ყველაფერზე პოზიტიური გავლენა ექნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა კლარა დობრევმა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

კახა კუჭავა

17 მაისი 2021, 19:07

პოლიტიკა

კახა კუჭავა: საარჩევნო კოდექსი იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ნდობის გასაზრდელად

დიდი იმედი მაქვს, რომ საარჩევნო კოდექსის საბოლოო ვერსიას პარლამენტში კონსენსუსის საფუძველზე იქნება წარმოდგენილი და მიღებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა. კუჭავას თქმით, საარჩევნო კოდექსზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია.

17 მაისი 2021, 19:01

მსოფლიო

სინგაპურში კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ყოველწლიური შეხვედრა გააუქმა

სინგაპურში კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ყოველწლიური შეხვედრა გააუქმა.

17 მაისი 2021, 18:43

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შემადგენლობა შეიცვალა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შემადგენლობა შეიცვალა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის წევრებს ორი ახალი კოლეგა, დავით კაჭარავა და პაატა მანჯგალაძე წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კახა კუჭავა

17 მაისი 2021, 18:39

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ევროპელი პარტნიორები ჩვენ გვერდით კონკრეტული ქმედებებით დგანან

„დღეს ვისაუბრეთ ევროპულ გზაზე და იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. 2024 წლის განაცხადი ყველასთვის მნიშვნელოვანი თარიღია, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში საუბრობენ. გავიარეთ ყველა საკითხი, რაც საქართველოს წინაშე დგას. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ხვალინდელ გზაზე, შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულებაზე, ჟან მონეს დიალოგის სისრულეში მოყვანა, ვალდებულებების შესრულება და თანამედროვე, ევროპული კულტურის ჩამოყალიბებაზე. ევროპელი პარტნიორები დგანან ჩვენ გვერდით კონკრეტული ქმედებებით. მოდის სამიტი და კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი ევროკავშირის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

კახა კუჭავა

17 მაისი 2021, 18:37

პოლიტიკა

კახა კუჭავა: საქართველოს მოსახლეობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ელოდება შედეგს

ჩვენ როდესაც განვაცხადეთ, რომ ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს ვაპირებდით განაცხადის წარდგენას, ეს არ იყო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, არამედ ეს არის რეალობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქრონიკას“ განუცხადა.

17 მაისი 2021, 18:35

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მეორე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილობის რიცხვი მცირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მეორე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილობის რიცხვი მცირდება.

17 მაისი 2021, 18:32

რეგიონი

ონის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა ონის მუნიციპალიტეტში ქალაქ ონსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში დაამტვრია ხეები, დააზიანა ელექტრო გადამცემი სადენები და მოსახლეობის კუთვნილ საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, - ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გოგი მეშველიანი

17 მაისი 2021, 18:24

რეგიონი

გოგი მეშველიანი: როგორც ვიცი, დმანისის შესასვლელთან ინციდენტი ერთ-ერთი მოქალაქის მიერ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობამ გამოიწვია

„როგორც ვიცი, ინციდენტი ერთ-ერთი მოქალაქის მიერ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობამ გამოიწვია, რომელმაც პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რასაც მოჰყვა მისი იძულებითი წესით გაჩერება და შესაბამისი ღონისძიებები. სხვა მხრივ, სხვა ლოკაციებზე, სხვა ადგილებზე ამ მომენტისთვის სიმშვიდეა“, - განაცხადა მეშველიანმა.