imedi /  11 მაისი 2021, 16:46 / სანდო წყარო

იმერეთში უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის 5 ფაქტია გამოვლენილი სამტრედიის მუნიციპალიტეტში: სოფელ ნოღასა და ტოლებში მდინარე ხევისწყალზე, სოფელ იანეთში კი მდინარე გუბისწყალზე მოქალაქეები ანკესზე გამობმული სახლართი ბადეებით, ე.წ. პარაშუტით ახდენდნენ თევზჭერას.

ბრაკონიერობის სამი ფაქტი გამოვლენილია ვანის მუნიციპალიტეტში: სოფელ შუამთაში მდინარე ყუმურზე მოქალაქეები ანკესზე გამობმული სახლართი ბადეებით, ე.წ. პარაშუტით ახდენდნენ თევზჭერას. მდინარე სულორზე კი, სამართალდამრღვევი, უკანონო თევზჭერისას, მოსასმელ ბადეს, ე.წ. საჩოკს იყენებდა, მას უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ნახევარ კილოგრამამდე შერეული სახეობის თევზი.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მდინარე რიონზე, მოქალაქე 40-მეტრიანი სახლართი ტიპის ბადით ახდენდა თევზჭერას. სამართალდარღვევის გამოვლენისას, მას მოპოვებული ჰქონდა 3 ერთეული შერეული სახეობის თევზი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევებს თევზჭერის აკრძალული საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული თევზი ჩამოართვეს და დალუქეს.

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 123 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველა სიახლე

18 ივნისი 2021, 22:03

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში მოისმინეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში განიხილეს.

18 ივნისი 2021, 22:01

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 408 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 408 990 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 9 749 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კრისტიან ერიქსენი

18 ივნისი 2021, 21:54

სპორტი

კრისტიან ერიქსენი საავადმყოფოდან გაწერეს

დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი, რომელსაც ევრო 2020-ზე ფინეთთან მატჩის დროს გული გაუჩერდა, საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

18 ივნისი 2021, 21:49

მსოფლიო

პოლონეთი რუსეთს მასშტაბური კიბერშეტევის განხორციელებაში ადანაშაულებს

პოლონეთის ვიცე-პრემიერი, იაროსლავ კაჩინსკი რუსეთს მასშტაბური კიბერშეტევის განხორციელებაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც პოლიტიკოსები დაზარალდნენ.

ამირან სალუქვაძე

18 ივნისი 2021, 21:42

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე ტვ პირველს: ფალსიფიცირებული ჩანაწერები თქვენ გაქვთ, გინდათ საზღვარგარეთ წაიღეთ ექსპერტიზაზე, გინდათ მთვარეზე

სხვა რეაქციას ელოდით ცრუპენტელებისგან? გამოიყვანეს ყოფილი „ოცნებელები“ და არ ვენდობით პროკურატურასო, ექსპერტიზა თუ შსს-მ ჩაატარა, არაა სანდოო. არადა, გარკვევით თქვა პროკურორმა, რომ სამხარაულმა ჩაატარაო, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე.

18 ივნისი 2021, 21:28

სამართალი

შაორის ტბაში მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

შაორის ტბაზე მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მეხანძრე-მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

18 ივნისი 2021, 21:16

მსოფლიო

ნატო: რუსეთი წლების განმავლობაში უარს ამბობდა „ღია ცის ხელშეკრულების“ სრულად შესრულებაზე, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს ფრენებზე არასათანადო შეზღუდვების დაწესებით

ღრმად ვწუხვართ, რომ რუსეთმა „ღია ცის შესახებ ხელშეკრულებიდან“ გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში.

18 ივნისი 2021, 21:09

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, მიროსლავ იენჩას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, შეხვედრა გამართა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მიროსლავ იენჩასთან.

18 ივნისი 2021, 21:00

პოლიტიკა

კულტურის კომიტეტში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის კანონში ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა საქართველოში მოღვაწე ავტორთა და შემსრულებელთა კოლექტიური მიმართვის თაობაზე იმსჯელა. საქართველოში მოქმედმა სამასამდე ავტორმა და შემსრულებელმა საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ ნაწარმოებების საჯარო შესრულებისას ჰონორარების შეგროვებასა და განაწილებაში შექმნილ პრობლემებზე პარლამენტის კულტურის კომიტეტს წერილობით მიმართეს.

სოზარ სუბარი

18 ივნისი 2021, 20:59

რეგიონი

სოზარ სუბარმა ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ორდღიანი სამუშაო ფორმატით პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფება.

გიორგი ხარძეიშვილი

18 ივნისი 2021, 20:48

საზოგადოება

რას ჰყვება საბერძნეთში დაკავებული გიორგი ხარძეიშვილი, რომელსაც პოლიცია მკვლელობის აღიარებას აიძულებდა

საზარელი მკვლელობა, უდანაშაულო ქართველი და რეალური დამნაშავე, რომელიც პოლიციასაც და მედიასაც ერთი თვის განმავლობაში ატყუებდა. „ქრონიკამ“ ქალაქ ღლიკანარაში მომხდარის დეტალები გაარკვია და კორიდალოს ციხეში მყოფ საქართველოს მოქალაქესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც გიორგი ხარძეიშვილი ადგილობრივი პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ ჰყვება.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 ივნისი 2021, 20:40

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვაფასებთ საქართველოს საჭიროებებზე მსოფლიო ბანკის სწრაფ რეაგირებას და პანდემიის პერიოდში აქტიურ ჩართულობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანა ბიერდესთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

18 ივნისი 2021, 20:35

COVID19

ჯანმოს დირექტორი: სექტემბრისთვის თითოეული ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, 10% ვაქცინირებული უნდა იყოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ სექტემბრისთვის თითოეული ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, 10% ვაქცინირებული უნდა იყოს.

კარლ ჰარცელი

18 ივნისი 2021, 20:28

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: იმედი მაქვს და მჯერა, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ შეუერთდება მიშელის შეთანხმებას

თითქმის 6 თვე დასჭირდა დასკვნამდე მისვლას, იყო სირთულეები, ფასილიტაცია და შემდგომ მედიაცია. ამ პროცესის 19 აპრილის შეთანხმებით დაგვირგვინებით, ჩვენ შევძელით რაღაცის მიღწევა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ამ შეთანხმებით, საქართველო გამოვიდა კრიზისიდან და შევიდა ახალ სიტუაციაში, სადაც დისკუსიებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა, რაც ფუნდამენტალური მნიშვნელობისაა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განუცხადა.

დავით ზალკალიანი

18 ივნისი 2021, 20:17

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ანტალიაში საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმს ესწრება

ჩემთვის პატივია, ვესწრებოდე ანტალიის დიპლომატიურ ფორუმს, ჩემი კოლეგის და მეგობრის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მოწვევით. ლიდერთა მსგავსი სახის შეხვედრა და დიპლომატიის როლის ხაზგასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური და რეგიონული გამოწვევების საპასუხოდ, - წერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-გვერდზე.

18 ივნისი 2021, 19:55

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანში რომის პაპთან აუდიენცია გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანში ოფიციალური ვიზიტისას მის უწმინდესობასთან, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენცია გამართა.

ანრი ოხანაშვილი

18 ივნისი 2021, 19:54

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნისას მიმართავდა უკანონო, გაუმართლებელ მეთოდებს, რაც საგამოძიებო მოქმედებებით დადასტურდა

პროკურატურის მხრიდან გავიგეთ, რომ შესაბამისი ჩანაწერების ფაბრიკაცია და გაყალბება მოხდა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ასე არ არის, მაშინ ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან და დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერზე დაწყებული გამოძიების შუალედურ შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

18 ივნისი 2021, 19:47

COVID19

აშშ-სა და კანადას შორის საზღვარი, სულ მცირე, 21 ივლისამდე არ გაიხსნება

აშშ-სა და კანადას შორის საზღვარი, სულ მცირე, 21 ივლისამდე არ გაიხსნება. ამის შესახებ კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, უილიამ ბლერმა განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

18 ივნისი 2021, 19:44

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ჩემი ვარაუდით, წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია იქნება დაძლეული

საქართველოში 2021 წლის ბოლოსთვის ვირუსის ერთეული შემთხვევები იქნება, რასაც კლინიკური სექტორი მარტივად გაუმკლავდება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

18 ივნისი 2021, 19:34

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა, სავარაუდოდ, მოიხსნება

ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა, სავარაუდოდ, მოიხსნება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ეპიდვითარების კუთხით, ყველა გზა აქეთ მიდის.