imedi /  16 მაისი 2021, 16:25 / სანდო წყარო

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ATM“ ეცნობიან, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში უმსხვილეს გამოფენაზე რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარმოადგენს.

გამოფენაში ტურიზმის სფეროს ძირითადი მოთამაშეები, ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, ავიაკომპანიები, მედიისა და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსოფლიოს 62 ქვეყნიდან მონაწილეობენ.

გამოფენა დღეს გაიხსნა და 19 მაისს დასრულდება.

ყველა სიახლე

13 ივნისი 2021, 00:53

ტექნოლოგიები

ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში გამგზავრების მსურველი $28 მილიონს გადაიხდის

Amazon-ის მფლობელის ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში გამგზავრების მსურველი $28 მილიონს გადაიხდის. კოსმოსურ ხომალდზე ბეზოსის გვერდით ადგილი აუქციონზე ამ ფასად გაიყიდა. ინფორმაციას ორგანიზაცია Blue Origin ავრცელებს, რომელმაც აუქციონი გამართა.

13 ივნისი 2021, 00:31

ტაბლოიდი

ამერიკელ კაცს სამი კვირა საფულეში მილიონი დოლარი ჰქონდა და არ იცოდა

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ქალაქ კოტსში მცხოვრებმა კაცმა მილიონი დოლარის მოგების შესახებ სამი კვირის შემდეგ შეიტყო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო UPI წერს.

13 ივნისი 2021, 00:08

ტაბლოიდი

რიო დე ჟანეიროში ალიგატორმა პოლიციელებს კაცის ცხედარი მოპარა

​ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში ალიგატორმა კაცის ცხედარი მოიპარა და გამოძიებას ხელი შეუშალა. ამის შესახებ Daily Mirror წერს. მომხდარის შემდეგ, პოლიცია კაცის ცხედარს 24 საათი ეძებდა. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ალიგატორს გვამი არ დაუზიანებია და ექსპერტიზაზე გადაიტანეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

12 ივნისი 2021, 23:39

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვამაყობ საქართველოს როლით, რომელიც შევასრულეთ აშშ-თან მჭიდრო კოორდინაციით, კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ხელშესაწყობად

ვამაყობ საქართველოს როლით, რომელიც შევასრულეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ, ფილიპ რიკერთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით, აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ხელშესაწყობად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

გია აბაშიძე

12 ივნისი 2021, 23:36

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ცხადია, ამგვარი განცხადებები აქაურ დესტრუქციულ, სექტანტურ ოპონენტებს რეალობის ლოგიკურ აღქმაში, ვერ დაეხმარება

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციითა და აშშ-ის ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებას ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმაურება და მას ქართული დიპლომატიის მნიშვნელოვანსა და წარმატებული ნაბიჯს უწოდებს.

ნიკოლ ფაშინიანი

12 ივნისი 2021, 23:26

პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი: ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით, ჩვენი ქართველი ძმებისა და ევროკავშირის პარტნიორების წყალობით, ჩვენი 15 მოქალაქე სომხეთში ბრუნდება

ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით, ჩვენი ქართველი ძმებისა და ევროკავშირის პარტნიორების წყალობით, ჩვენი 15 მოქალაქე სომხეთში ბრუნდება, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა გეღარქუნიკის რაიონის ქალაქ გავარში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი

12 ივნისი 2021, 23:20

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციითა და აშშ-ის ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება.

შარლ მიშელი

12 ივნისი 2021, 23:11

პოლიტიკა

შარლ მიშელი: მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის პარალელურ ჟესტს - პირველი ნაბიჯი ნდობის განახლებისკენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველ ნაბიჯს ნდობის განახლებისკენ. ამის შესახებ, ის სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბ ქადაგიძე

12 ივნისი 2021, 22:49

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ჩვენი ისტორიული როლია სტაბილურობისა და მშვიდობის ბალანსის დაცვა რეგიონში

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციით სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას ეხმიანება და საქართველოს მთავრობის იმ ნაბიჯებს აფასებს, რომელიც საქართველოს კავკასიაში ისტორიული როლის დაბრუნებაში ეხმარება.

12 ივნისი 2021, 22:48

კულტურა

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში“, აუდიო-მუსიკალური საღამო „ციფრული ტაეპი“ გაიმართა

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, „არტარეის“ და თბილისის მერიის თანამშრომლობით აუდიო-მუსიკალური საღამო „ციფრული ტაეპი“ გაიმართა. ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრნენ.

დირკ ბუშლე

12 ივნისი 2021, 22:30

ეკონომიკა

დირკ ბუშლე: თუ მედიაციის პროცესში გამოიკვეთა ჰესის პროექტის რაიმე რისკი, ჩვენ მის გამოსწორებას შევეცდებით

„ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ეხება თვით ნამახვანის პროექტს, კერძოდ, ჩვენს მიერ იმის იდენტიფიცირებას, თუ რამდენად გამოიკვეთება პროექტთან დაკავშირებული რაიმე ისეთი რისკი, რაც გადახედვას საჭიროებს. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ისეთი რისკი იქნა გამოვლენილი, რომლის აღმოფხვრის გარეშეც შესაძლოა დადგეს მნიშნელოვანი ზიანი, ჩვენი ამოცანა იქნება რისკის პრევენციის გზების იდენტიფიცირება“, - აღნიშნა ბუშლემ.

დირკ ბუშლე

12 ივნისი 2021, 22:26

ეკონომიკა

დირკ ბუშლე: ენერგოუსაფრთხოება არა მხოლოდ საქართველოს უფლება, არამედ ვალდებულებაცაა

„ნამახვანი ჰესი“ არის მნიშვნელოვანი და მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული პროექტი საქართველოსთვის და ზოგადად ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის. ჩვენ ვხედავთ შემდგომი წარმატებული განხილვების პერპექტივას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი, როგორც მედიატორების ჩართულობით, არა მხოლოდ სიტუაციის დროებით განმუხტვას, არამედ პრობლემის გადაჭრას მივაღწევთ“ - განაცხადა მედიასთან საუბრისას ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელმა, დირკ ბუშლემ.

12 ივნისი 2021, 22:18

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მადლობას ვუხდით ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს მთავრობას შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი ტყვის გათავისუფლებას და თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას. ჩვენ ასევე მივესალმებით სომხეთის გადაწყვეტილებას, მიაწოდოს აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის წყალობითაც განხორციელდება ჰუმანიტარული განაღმვა და თავიდან იქნება აცილებული სავარაუდო მსხვერპლი მომავალში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

ლევან ნიკოლეიშვილი

12 ივნისი 2021, 22:15

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: წარმოიდგინეთ სომხეთის იმ 15 მოქალაქისა და მათი ოჯახების სიხარული და მუდმივი მადლიერება არა მარტო ირაკლი ღარიბაშვილის, არამედ საქართველოს მიმართ

თითქმის არ არსებობს შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიუხედავად იმისა თუ როგორ დასრულდება, რომ არ ტოვებდეს ისეთ ძალიან მძიმე შედეგს, როგორიც ტყვეებია. ეს ის ადამიანებია, რომლებიც მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩნდნენ, შედეგად პატიმრობაში ყოფნა უწევთ და არავინ იცის თუ როდის დაუბრუნდებიან საკუთარ კერას და ოჯახებს...- ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზერბაიჯანის მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება.

გია აბაშიძე

12 ივნისი 2021, 22:14

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს რეგიონული მედიატორის ფუნქცია დაუბრუნდა და ამაში უმნიშვნელოვანესია პირადად ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფსილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

გიორგი ხელაშვილი

12 ივნისი 2021, 22:12

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ვიმედოვნოთ, რომ ეს პირველი ნაბიჯი იქნება კავკასიაში ყოვლისმომცველი რეგიონული სამშვიდობო პროცესის მიღწევისკენ

ვიმედოვნოთ, რომ ეს პირველი ნაბიჯი იქნება კავკასიაში ყოვლისმომცველი რეგიონული სამშვიდობო პროცესის მიღწევისკენ, - ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციითა და აშშ-ის ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებას.

დირკ ბუშლე

12 ივნისი 2021, 22:05

ეკონომიკა

დირკ ბუშლე: დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ხეობაში არსებული ვითარების განმუხტვა დისკუსიაში ჩართული ყველა მხარის ინტერესში შედის

„ჩვენ ვისაუბრეთ რიონის ხეობაში არსებულ ვითარებაზე. ისევე, როგორც ყველა მხარეს, გვსურდა მონაწილეობა მიგვეღო ხეობაში არსებული ვითარების დეესკალაციაში და მოხარული ვარ, რომ ყველა საკმაოდ კონსტრუქციული იყო, - ამის შესახებ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელმა, დირკ ბუშლემ „ნამახვანიჰესთან “დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ენტონი ბლინკენი

12 ივნისი 2021, 22:04

პოლიტიკა

ენტონი ბლინკენი: მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამდგომლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში

მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამდგომლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში, - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციითა და აშშ-ის ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებას.

ნედ პრაისი

12 ივნისი 2021, 22:02

პოლიტიკა

ნედ პრაისი: აშშ მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი ხელშეწყობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, დაძაბულობის დეესკალაციისა და ნდობის გამტკიცების მიზნით

აშშ მხარს უჭერს სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი ხელშეწყობით, დაძაბულობის დეესკალაციისა და ნდობის გამტკიცების მიზნით, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ქართული მხარის ფასილიტაციით მიღწეულ, სომხეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმებას სოციალურ ქსელ Twitter-ზე.

აშშ-ის საელჩო საქართველოში

12 ივნისი 2021, 22:01

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო: მადლობელი ვართ ირაკლი ღარიბაშვილის როლისთვის, რომელიც საქართველომ ითამაშა იმ ნაბიჯების განხორციელების ხელშესაწყობად, რითაც რეგიონის მოსახლეობა დააახლოვა მშვიდობიან და წარმატებულ მომავალთან

მადლობელი ვართ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს მთავრობის მეტად მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც საქართველომ ითამაშა იმ ნაბიჯების განხორციელების ხელშესაწყობად, რითაც რეგიონის მოსახლეობა დააახლოვა ისეთ მშვიდობიან და წარმატებულ მომავალთან, რომელსაც ის იმსახურებს, - ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.