imedi /  08 ივნისი 2021, 15:11 / სანდო წყარო

ანზორ ბოლქვაძე: ჩვენ ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს და გავაკეთებთ ყველაფერს, მათი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის

ანზორ ბოლქვაძე

ანზორ ბოლქვაძე

ხელვაჩაურის რაიონში მიმდინარე კვირაში ვხვდებოდით მოსახლეობას, სადაც სტიქიის შედეგად გზები დაზიანდა, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და საქართველოს მთავრობის მიერ გამოიყო ფინანსები, ოჯახები ქირით არის გაყვანილი, მიმდინარეობს დაზიანებული ობიექტების აღსადგენად სამუშაოები, ჩვენ ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს და გავაკეთებთ ყველაფერს, მათი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, - ამის შესახებ დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ განაცხადა.

„გვქონდა კომიტეტის გასვლითი სხდომა, სადაც ქედა-შუახევი-ხულოს ცენტრალურ გზაზე, ოპოზიციის მხრიდან იყო შენიშვნები, რაც შეეხება აღნიშნულ გზას, სამუშაოები მიმდინარეობს, მშენებლობა მაქსიმალურადდაჩქარებულია, როგორც გაფართოებითი, ასევე შავი საფარით. სოფლებში გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

ხულო-ადიგენის გზაზე მშენებლობა დაწყებულია, პირველი საკითხი იყო მოსახლეობისგან მიწების გამოსყიდვა, ეს თემა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და კიდევ არის ხარვეზები დარჩენილი, რისთვისაც მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის შეხვედრა დაგეგმილია.

მე არ ვლაპარაკობ რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა პლენარურ სხდომაზე ანზორ ბოლქვაძემ.

ყველა სიახლე

13 ივნისი 2021, 11:45

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 965 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 339 392, გარდაიცვალა 5 048 პაციენტი.

თეა წულუკიანი

13 ივნისი 2021, 11:41

საზოგადოება

თეა წულუკიანი: 13 ივნისი არის ტრაგიკული დღე, რომელმაც, ამავდროულად, სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთად დგომის საოცარი პრეცედენტი შექმნა

13 ივნისი არის ტრაგიკული დღე, რომელმაც, ამავდროულად, სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთად დგომის საოცარი პრეცედენტი შექმნა, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

ან ლინდე

13 ივნისი 2021, 11:31

პოლიტიკა

ეუთოს თავმჯდომარე სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაზე: ეს ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების სივრცის შექმნას - ბედნიერი ვარ საქართველოსთან, აშშ-თან და ევროკავშირთან მუშაობით

„მივესალმებით 15 დაკავებულის სომხეთში დაბრუნებასა და აზერბაიჯანისთვის იმ ინფორმაციის გადაცემას, რომელიც განაღმვას შეუწყობს ხელს. ნდობის აღდგენის ეს ზომა ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების სივრცის შექმნას, მინსკის თანათავმჯდომარეების ეგიდით. ბედნიერი ვარ საქართველოსთან, აშშ-სთან და ევროკავშირთან მუშაობით“, - წერს ან ლინდე.

13 ივნისი 2021, 11:30

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 299 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრე მხარგრძელი

13 ივნისი 2021, 11:19

საზოგადოება

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი კრწანისის ქუჩაზე ავარიის დროს დაშავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას განმარტავს

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკის რეანიმატოლოგის ალექსანდრე მხარგრძელის განცხადებით, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულებიდან ორ პაციენტთან, მათ შორის არასრულწლოვანთან ოპერაციული ჩარევა დღეს იგეგმება. მისი თქმით, ამ დროისთვის სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არც ერთი პაციენტი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

13 ივნისი 2021, 11:04

სამართალი

შს სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ქუთაისში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.კ. ქუთაისში დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 11:00

საზოგადოება

მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მეხანძრე-მაშველებმა მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს 6 წლის წინ გმირულად გარდაცვლილი თანამებრძოლი, ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სამაშველო ოპერაციის დროს 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

13 ივნისი 2021, 10:52

სამართალი

პოლიციამ მაღაზია „აიპლუსის“ გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული გ.რ., ქურდობის ბრალდებით, შიდა ქართლში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 10:42

რეგიონი

კახეთის რეგიონში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, თელავისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, სოფელ კისისხევის ტყეში და სოფელ ოზაანის მიმდებარედ, მოქალაქეები, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ უკანონოდ მოპოვებული წიფლის, რცხილასა და თელას სახეობის, I და II ხარისხის - ჯამში - 3 მ3-მდე ხე-ტყის ტრანსპორტირებას.

ნათია თურნავა

13 ივნისი 2021, 10:38

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ქუთაისის ერთ-ერთ უძველეს საწარმოს, რომელიც 90 წლის არის, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ახალი სიცოცხლე მიეცა

ქუთაისის ერთ-ერთ უძველეს საწარმოს „იმერს“, რომელიც 90 წლის არის, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ახალი სიცოცხლე მიეცა. პროგრამაში მონაწილეობით მოხდა საწარმოს გადაიარაღება. დღეს „იმერი“ წარმოებული პროდუქციის უდიდეს ნაწილს ექსპორტზე გზავნის, უშუალოდ საწარმოში კი 400 ადამიანია დასაქმებული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც ქუთაისში სამკერვალო საწარმო „იმერის“ საწარმოო პროცესს გაეცნო.

13 ივნისი 2021, 10:23

საზოგადოება

საქართველოს კულტურის სამინისტროში ოსტატების რეესტრში ჩარიცხვა გრძელდება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ოსტატების რეესტრში ჩარიცხვის მსურველებთან გასაუბრება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არქიტექტორ-რესტავრატორებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია 50-მდე პრაქტიკოს ოსტატს გაესაუბრა. ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

13 ივნისი 2021, 10:22

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ნატოს სამიტიდან უაღრესად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს

„ნატოს სამიტიდან უაღრესად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. ძალიან აქტიური დიპლომატიური საქმიანობაა გაწეული ყველა დედაქალაქში, ყველა პარტნიორთან, იმისთვის, რომ ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით, შესაბამისად აისახოს ნატოს დეკლარაციასა და გადაწყვეტილებებში“, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზაკლალიანი.

13 ივნისი 2021, 10:17

რეგიონი

შიდა ქართლის რეგიონში ახალი სამაცივრე მეურნეობა შეიქმნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ახალი სამაცივრე მეურნეობა მზადაა პროდუქციის მისაღებად, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 10:10

COVID19

ერთ დღეში, თურქეთში კოვიდვაქცინით 450 ათასამდე ადამიანი აიცრა

12 ივნისს თურქეთში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, 449 684 ადამიანი აიცრა. ეს იმ ადამიანთა 99.485%-ია, რომელთაც ამ დღეს ვაქცინაცია ჰქონდათ ჩანიშნული, - ამის შესახებ Anadolu ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს. „ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ნორმალურ ცხოვრებას“, - აცხადებს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი.

13 ივნისი 2021, 10:09

თავდაცვა

საპარაშუტო მომზადების სკოლაში სასწავლო პროგრამა პარაშუტით ხტომის საჩვენებელი ელემენტებით დასრულდა

ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში იძულებითი გახსნის პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამის დასრულება პარაშუტით ხტომის საჩვენებელი ელემენტებით აღინიშნა. მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა თავისუფალი ვარდნის პარაშუტით ხტომა შეასრულეს და ჰაერში საქართველოს სახელმწიფო და ბოლნისის ჯვრის დროშები გაშალეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 10:04

პოლიტიკა

საგარეო უწყება: ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ ბრიუსელის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი ადეკვატურად აისახება

2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება ნატო-ს სამიტი, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება. საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.

13 ივნისი 2021, 09:38

მსოფლიო

ფრანგული მედია, აზერბაიჯანის მიერ სომხეთისთვის მოქალაქეების გადაცემის პროცესში, ირაკლი ღარიბაშვილის როლზე წერს

როგორც „ფიგარო“ წერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით, სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა ერთ-ერთი ტერიტორიის ანტისანაღმო რუკები, რომელსაც ის კონფლიქტამდე აკონტროლებდა და შემდეგ, ბაქოს კონტროლქვეშ აღმოჩნდა.

13 ივნისი 2021, 09:13

COVID19

საფრანგეთში კოვიდვაქცინის პირველი დოზით უკვე 30 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა

საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე 30.14 მილიონმა ადამიანმა გაიკეთეა, - ამის შესახებ France 24 ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

13 ივნისი 2021, 09:01

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 11 905 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 174 მილიონს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 3 782 490 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 174 918 667 ადამიანი დაინფიცირდა.

13 ივნისი 2021, 08:37

მსოფლიო

შვეიცარიაში, პესტიციდების აკრძალვის შესახებ, რეფერენდუმი ტარდება

შვეიცარიელები მონაწილეობენ რეფერენდუმში, რომლის შედეგების მიხედვით გადაწყდება, გახდება თუ არა ეს ქვეყანა მსოფლიოში მეორე, სადაც სინთეზური პესტიციდები აიკრძალება. ერთი ინიციატივა ითვალისწინებს სუბსიდირების შეწყვეტას ამ პესტიციდების მომხმარებელი ფერმერებისთვის, მეორე კი - 10 წლის განმავლობაში, მათი გამოყენების აკრძალვას ყველასთვის.