imedi /  08 ივნისი 2021, 17:23 / სანდო წყარო

​მეხანძრე-მაშველებმა მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ჩარჩენილი დაშავებული მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს

​მეხანძრე-მაშველებმა მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ჩარჩენილი დაშავებული მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოქალაქე მეორე ნაპირზე ბაგირის საშუალებით ცდილობდა გადასვლას, რა დროსაც, ბაგირი გაწყდა და კაცი წყალში ჩავარდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლენტეხში, ლათქარიას მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე იმყოფებოდა დაშავებული მოქალაქე, რომელიც ვერ ახერხებდა გადაადგილებას და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

მოქალაქე მეორე ნაპირზე ბაგირის საშუალებით ცდილობდა გადასვლას, რა დროსაც, ბაგირი გაწყდა და კაცი წყალში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად, მას ქვედა კიდური დაუზიანდა, თუმცა მეორე ნაპირზე დამოუკიდებლად ასვლა მაინც მოახერხა.

შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა.
მეხანძრე-მაშველებმა მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ჩარჩენილი დაშავებული მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

16 ივნისი 2021, 20:02

საზოგადოება

ლაშა ხუციშვილი: განათლების სისტემა და ძლიერი ადამიანური კაპიტალი ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია

განათლების სისტემა და ძლიერი ადამიანური კაპიტალი ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

16 ივნისი 2021, 19:46

მსოფლიო

ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები დასრულდა

ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები დასრულდა. აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე დატოვა შეხვედრის გამართვის ადგილი.

16 ივნისი 2021, 19:45

საზოგადოება

თანასწორობაზე, მრავალფეროვნებასა და ინკლუზიაზე საქართველოს პარლამენტის მრჩეველთა ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

მრჩეველთა ჯგუფის შემადგენლობაში ვიმ ქვეყნების ელჩები შედიან, რომლებსაც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ, მათ შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ისრაელის, ნორვეგიის, საფრანგეთის, შვედეთის ელჩები.

16 ივნისი 2021, 19:43

პოლიტიკა

კახა კუჭავა სახელწიფო ინსპექტორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა სახელწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ ისაუბრეს.

16 ივნისი 2021, 19:32

საზოგადოება

„საქართველოს რკინიგზა“ უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიაში სახელმწიფო აუდიტი არ შეუშვეს

„საქართველოს რკინიგზა“ უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის კომპანიაში არ შემოშვებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზაში სახელმწიფო აუდიტი შემოწმებაზე შემოსული იყო 2016 წელს, პარალელურად კი ,,აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ბუნდოვანი ნორმის გამო, საქართველოს რკინიგზის, როგორც არაპირდაპირი სახელმწიფო საწარმოს სახელმწიფო აუდიტის ქვემდებარეობასთან დაკავშირებით, კომპანიასა და აუდიტს შორის მიმდინარეობდა დამაზუსტებელი სამართლებრივი პროცედურები.

16 ივნისი 2021, 19:17

სამართალი

ირაკლი შოთაძე ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელს, მოსამართლე რენატე ვინტერს შეხვდა

საქართველოში ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე პროექტის ხელმძღვანელს, მოსამართლე რენატე ვინტერს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩოჩუა ესწრებოდნენ.

16 ივნისი 2021, 18:50

მსოფლიო

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები გაფართოებული შემადგენლობით მიმდინარეობს

ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები გაფართოებული შემადგენლობით მიმდინარეობს. მოლაპარაკებების პირველი ნაწილი თითქმის ორი საათი გაგრძელდა.

16 ივნისი 2021, 18:31

პოლიტიკა

ევროკავშირი: ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასა და საქართველოში რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის მუდმივი დარღვევების საკითხის წამოწევას

ევროკომისიამ ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია წარადგინა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი განაგრძობს წინააღმდეგობის გაწევას რუსეთის მთავრობის მცდელობებისადმი, საკუთარი თავი წარმოაჩინოს მედიატორად და არა მხარედ ტერიტორიულ კონფლიქტებში უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში.

16 ივნისი 2021, 18:23

რეგიონი

ავიაკომპანია Armenia ერევანსა და ბათუმს შორის სეზონურ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

სომხური ავიაკომპანია Armenia ერევნიდან ბათუმის მიმართულებით სეზონურ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს. პირველი რეისი აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ავიაგადამზიდველმა გუშინ განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

16 ივნისი 2021, 18:22

საზოგადოება

აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დელეგაცია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს ეწვია

15 ივნისს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრში ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე და წამყვანი სპეციალისტები აკაკი აბუთიძე, ლალი შარვაძე და ვახტანგ ქერაშვილი შეხვდნენ აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების ასოცირებულ დირექტორს პეიჯ ამსტრონგსა და ამერიკული დელეგაციის სხვა წევრებს.

16 ივნისი 2021, 18:09

საზოგადოება

თბილისის მერიამ და აზიის განვითარების ბანკმა ურბანული განვითარების გზამკვლევები წარადგინეს

თბილისის მერიამ და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ერთობლივად შექმნილი, ურბანული განვითარების სამი გზამკვლევი წარადგინეს.

რემდესივირი

16 ივნისი 2021, 17:58

COVID19

10 000 კოლოფი „რემდესივირი“ ამერიკიდან საქართველოში გამოიგზავნა

„კომპანია „გილიადს“ მივმართეთ თხოვნით და გამონაკლისის სახით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოგვეწოდება 10 000 კოლოფი „რემდესივირი“, თანაც არა ინდური ჯენერიკის, არამედ ბრენდის, ამერიკული, ორიგინალი წარმოების მოგვეწოდება. რამდენადაც ვიცი, ის გუშინ გამოიგზავნა ამერიკიდან და დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე

16 ივნისი 2021, 17:49

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინისგან განსხვავებით, პირბადეზე კითხვის ნიშანი - გვიცავს თუ არა კორონავირუსის რომელიმე შტამისგან, არ არსებობს - პირბადე ყველა შტამისგან გვიცავს

„ძალიან მნიშვნელოვანია, იცავს თუ არა ინდური შტამისგან ვაქცინები და კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი. მთელი რიგი კვლევებია, რომ იცავს როგორც კოვიდგადატანილების იმუნიტეტი, ისე დღეს არსებული ვაქცინები, მაგრამ შედარებით ნაკლები პროცენტის გარანტიით, ვიდრე იცავდა ჩვეულებრივი სტანდარტული შტამის დროს, თუნდაც ბრიტანული შტამის შემთხვევაში. თუმცა, საერთაშორისოდ აღიარებული წამყვანი ვაქცინები საკმარისად საიმედოდ იცავენ ინდური შტამისგან“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რატი იონათამიშვილი

16 ივნისი 2021, 17:38

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ახალი რეგლამენტით ოპოზიციას აქვს სრული შესაძლებლობა იმისა, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ზედამხედველობის საპარლამენტო მექანიზმები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ახალი რეგლამენტით ოპოზიციას აქვს სრული შესაძლებლობა იმისა, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ზედამხედველობის საპარლამენტო მექანიზმები. მისი თქმით, თუ ვინმე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმებს ვერ იყენებს, ეს არაკომპეტენტურობის, ან უპასუხისმგებლობის ბრალია.

16 ივნისი 2021, 17:36

მსოფლიო

შვეიცარიაში მცხოვრებმა ქართველებმა უკრაინელებთან ერთად ჟენევაში აქცია გამართეს

შვეიცარიაში მცხოვრებმა ქართველებმა უკრაინელებთან ერთად ჟენევაში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა მოიხოვეს, რომ შეწყდეს რუსეთის აგრესია, საქართველოს ოკუპაცია დასრულდეს, გათავისუფლდეს ზაზა გახელაძე.

თენგიზ ცერცვაძე

16 ივნისი 2021, 17:33

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში მეოთხე ტალღა იქნება თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, როგორ დაიცავს მოსახლეობა რეგულაციებს

ამბობენ, რომ მეოთხე ტალღას აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში უნდა ველოდოთ, მაგრამ ეს მაინც დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეასრულებს მოსახლეობა რეგულაციებს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აუცილებელია შევასრულოთ ის მინიმალური რეგულაციები, რომლებიც საქართველოში ამ ეტაპზე რჩება.

გიორგი ვაშაძე

16 ივნისი 2021, 17:29

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიში შეაფასა

„პარლამენტი არის მთავარი ორგანო, რომელმაც მათრახი უნდა გადასცხოს მთავრობას, რომ ცოტა აამუშაოს, უნდა მოსცხოს ერთ ადგილზე წკეპლა, როცა ის არ მუშაობს. „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტი დააკნინა და უფუნქციო გახადა. მინისტრები, მოადგილეები თვლიან, რომ პარლამენტში დადიან, როგორც რომელიღაც კაფეში, იმისთვის რომ უბრალოდ ორი სიტყვა თქვათ ფორმალურად. რეგლამენტი არის აწყობილი ისე, ოპოზიციას ჰქონდეს მაქსიმალურად ნაკლები უფლებები. ეს ყველაფერი შეიცვლება. ამის გარანტიას პირადად გაძლევთ“, - აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

რომან გოცირიძე

16 ივნისი 2021, 17:26

საზოგადოება

რომან გოცირიძე: როგორ უნდა გააკონტროლოს კომიტეტმა ესა თუ ის დარგი, როდესაც მინისტრები არ ემორჩილებიან

ოპოზიციონერი დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო კონტროლი არაეფექტურია, ვინაიდან მინისტრები საკანონმდებლო ორგანოს საერთოდ არ ემორჩილებიან. ასე აფასებს ის საპარლამენტო კონტროლის განხორციელების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას.

16 ივნისი 2021, 17:15

COVID19

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების გათვალისწინებით, საფრანგეთში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება და კომენდანტის საათი უქმდება

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების გათვალისწინებით, საფრანგეთში 21 ივნისიდან კომენდანტის საათი გაუქმდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

გიორგი გაგნიძე

16 ივნისი 2021, 17:04

კულტურა

გრან კანარიის საოპერო თეატრი სეზონს ჯუზეპე ვერდის ოპერა „მაკბეტით“ ხურავს, რომელშიც ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე მონაწილოებს

Opera de Las Palmas - ში ვერდის „მაკბეტი“-ს სპექტაკლები ასევე 17 და 19 ივნისს გაიმართება. სპექტაკლი ცნობილმა ესპანელმა რეჟისორმა ალფონსო რომერომ დადგა. წარმოდგენებს იტალიელი მაესტრო ფრანჩესო ივან ჩამპა უდირიჟორებს.