02 ივლისი 2021, 14:55 / სანდო წყარო

გიორგი ურუშაძე: გურიის რეგიონი სტუმრებს მოწესრიგებული სანაპირო ზოლით დახვდება

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძემ, მოადგილე ქეთი მოისწრაფეშვილთან ერთად საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო რწმუნებულთა ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში შავი ზღვის სანაპირო ზოლის მოვლა-დასუფთავებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებზე.

გიორგი შუხოშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულს ინფორმაცია მიაწოდა სამომავლო გეგმის შესახებ, რომელიც მოიცავს, როგორც რეგიონის სანაპირო ზოლის დასუფთავებისთვის განკუთვნილი მძიმე ტექნიკით აღჭურვას, ასევე მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერებისა და შესაბამისი ნაგავმზიდებით უზრუნველყოფას.

“მნიშვნელოვანია, რომ გურია ტურისტულ სეზონს მომზადებული ხვდება, ამისთის სრული მზადყოფნაა, როგორც ხელისუფლების ასევე კერძო სექტორის მხრიდან, კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მყარი ნარჩენების მართვას მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, უკვე აქტიურად ჩაერთო სანაპირო ზოლის მოვლის სამუშაოებში. ამ ურთიერთთანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების საფუძველზე მოხდება გურიაში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება, სანაპირო ზოლის მუდმივი მოვლა და მონიტორინგი,”- განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მერები, ასევე, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.

ყველა სიახლე

01 აგვისტო 2021, 10:51

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 2654 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2654 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2319 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 422 188 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 384 712, გარდაიცვალა 5853 პაციენტი.

01 აგვისტო 2021, 10:48

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 422 188 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 384 712, გარდაიცვალა 5 853 პაციენტი.

01 აგვისტო 2021, 10:45

პოლიტიკა

პარტიებს, რომლებმაც საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების მიღების უფლება 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან აღუდგებათ

პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების მიღების უფლება 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან აღუდგებათ. პარლამენტმა ივნისის ბოლოს მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება დაკარგა, ეს უფლება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან აღუდგებოდა. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვადა შეიცვალა და დაფინანსების აღდგენა 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან განისაზღვრა.

01 აგვისტო 2021, 10:41

სამართალი

შსს ავსტრალიელი ტურისტის საქმეზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებენ“, - ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

01 აგვისტო 2021, 10:31

მსოფლიო

ფოტოები თურქეთიდან, სადაც ტყის 100-მდე ხანძარს ებრძვიან

თურქეთში ტყის ხანძრებმა ათობით სახლი ფერფლად აქცია. დაღუპულია 6 ადამიანი. ევაკუირებულია ასობით პირი - მათ შორის, ტურისტებიც. ხანძრის გამო, 400-მდე ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მათგან 10 ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

01 აგვისტო 2021, 10:12

რეგიონი

იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის მიმდებარედ, მოქალაქემ სპეციალური ტექნიკით (ესკავატორი), უკანონოდ მოიპოვა 15 კუბური მეტრი ოდენობის კირქვის საღორღე ნედლეული.

01 აგვისტო 2021, 10:03

COVID19

ბოლო ერთ კვირაში, კოვიიდინფიცირების დადებითობის მაჩვენებელმა 8%-ს უკვე მეორედ გადააჭარბა

31 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6.95%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 7.57%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 422 188 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 384 712, გარდაიცვალა 5 853 პაციენტი.

01 აგვისტო 2021, 09:50

რეგიონი

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, აშენდება სცენა, მოეწყო - დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო მოედნები, გამწვანება, დაიდგა და მოიხატა საპარკო სკამები.

01 აგვისტო 2021, 09:46

COVID19

ფოთში მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს

ფოთში, ცენტრალური საავადმყოფოში, „ბომონდში“, მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ვაქცინაციაში 5 ამცრელი ბრიგადაა ჩართული. აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით - „ფაიზერით“ , „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათი“ ტარდება.

01 აგვისტო 2021, 09:33

პოლიტიკა

​ხვალ პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, პატიმრები ნებისმიერ დროს შეძლებენ ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დარეკვას

ხვალ, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტს განიხილავენ.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

01 აგვისტო 2021, 09:18

საზოგადოება

ილია მეორე: მამა იოაკიმეს წასვლით საქართველოს ეკლესიას ძველი თაობის რჩეული წარმომადგენელი გამოაკლდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, არქიმანდრიტ იოაკიმეს (ასათიანი) გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს ავრცელებს.

01 აგვისტო 2021, 09:08

მსოფლიო

თურქეთის პოპულარულ კურორტზე, ბოდრუმში, ტურისტების ევაკუაცია დაიწყო. ვიდეო

თურქეთის პოპულარულ კურორტზე, ბოდრუმში, სამი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროდან ტურისტების ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი ხანძარია, რომლიც, ქვეყნის მასშტაბით, უკვე არაერთ ლოკაციაზე მძვინვარებს.

01 აგვისტო 2021, 08:50

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1-ელ აგვისტოს ქუთაისში +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. დღე უმტესად უნალექოდ ჩაივლის. ოზურგეთში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.

01 აგვისტო 2021, 08:09

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 197 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 197 790 073 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 216 479 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 34 976 147 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 613 135 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

01 აგვისტო 2021, 00:16

სამართალი

მთაწმინდის ფერდობზე ნაპოვნი ქალის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს

მთაწმინდის ფერდობზე ნაპოვნი ქალის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

01 აგვისტო 2021, 00:01

მსოფლიო

reuters: გერმანიაში ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ტოქსიკური ნივთიერებების გავრცელება არ მოჰყოლია

გერმანიაში ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ტოქსიკური ნივთიერებების გავრცელება არ მოჰყოლია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო reuters-ი ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძე

31 ივლისი 2021, 23:42

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ორჯერ ვაქცინირებულ პაციენტებს დაავადება ძალიან იოლად გადააქვს, არცერთი სასიკვდილო შემთხვევა დაფიქსირებული არ არის

როდესაც ჩვენთან ორჯერ ვაქცინირებული პაციენტები ხვდებიან, სულ ერთია იგი, რომელი ვაქცინითაა აცრილი, ყველა მათგანს ძალიან იოლად გადააქვს დაავადება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ეტაპობრივად „ფაიზერის“ ვაქცინის საკმაო რაოდენობა შემოდის. ამასთან, მან მოუწოდა მოსახლეობას, აიცრან ნებისმიერი ვაქცინით, რადგან აცრილ ადამიანებს დაავადება იოლად გადააქვთ.

თენგიზ ცერცვაძე

31 ივლისი 2021, 23:08

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ქვეყანას დასჭირდება, იფიქროს შეზღუდვებზე, მე ძალიან არ მინდა, რომ ეს დღე დადგეს

„დღეს ჩვენ 5400 ჰოსპიტალიზებული პაციენტი გვყავს. ძალიან დიდი რაოდენობაა, მაგრამ სამინისტრო აცხადებს, რომ კიდევ 1000 მძიმე პაციენტის მიღების შესაძლებლობა აქვთ, თუმცა დადგება რაღაც ზღვარი, რომლის იქითაც კლინიკური სექტორი დიდი დანაკარგების გარეშე მართვას ვეღარ უზრუნველყოფს. ასეთ შემთხვევაში ქვეყანას დასჭირდება, იფიქროს შეზღუდვებზე. მე ძალიან არ მინდა, რომ ეს დღე დადგეს. იმედს გამოვთქვამ, რომ კლინიკური სექტორი, ჯანდაცვის სამინისტრო მოახდენენ პატარა სასწაულს და ამ ძალიან გართულებულ ეპიდსიტუაციაში პაციენტების მართვას მოახერხებენ და სიკვდილიანობის შენარჩუნებას იმ დაბალ მაჩვენებელზე, რომელიც დღეს გვაქვს. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ჯერ მასობრივი ვაქცინაცია არ არის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

31 ივლისი 2021, 22:55

მსოფლიო

ერაყში დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეებს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 10 ადამიანი

ათზე მეტი დაღუპული და 50-მდე დაშავებული - ერაყში დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეებს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ Deutsche Welle წერს

თენგიზ ცერცვაძე

31 ივლისი 2021, 22:54

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძე: არის რაღაც ზღვარი, რომლის იქეთ კლინიკურმა სექტორმა შესაძლოა, პაციენტთა ნაკადები ასე კარგად ვეღარ მართოს

გასაგებია, რომ პანდემიის მართვაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მას ადამიანები დაუჯერებენ. თუ არ დაუჯერებენ, სახელმწიფო არ არის სასწაულმოქმედი. არის რაღაც ზღვარი, რომლის იქეთ კლინიკურმა სექტორმა შესაძლოა, პაციენტთა ნაკადები ასე კარგად ვეღარ მართოს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.