imedi /  09 ივლისი 2021, 20:45 / სანდო წყარო

აჭარის მთავრობის სხდომაზე ქედის გაზრდილი ბიუჯეტი და მნიშვნელოვანი პროექტები წარადგინეს

დღეს აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ქედის მუნიციპალიტეტში გაიმართა. ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზარდა და 16 792 400 ლარი შეადგინა. გარდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა, ქედაში სტრატეგიული პროექტები განხორციელდება საქართველოს და აჭარის მთავრობის დაფინანსებით.

მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ქედის მუნიციპალიტეტის სწორი, სისტემური განვითარება.

,,მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, რაც გულისხმობს დაგეგმილი პროექტების განხორციელებას თითოეული ქედელისთვის. გავზარდეთ ბაღის თანამშრომლების ხელფასი ქედაში. ეტაპობრივად, ყველა მუნიციპალიტეტში, გაიზრდება ხელფასები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თამბაქოს დარგი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის თამბაქოს დარგის ხელშეწყობა არის პრიორიტეტი. ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა საკანონმდებლო დონეზე, მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს დარგი და უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდეთ გლეხებს და ფერმერებს. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ფარგლებში დაახლოებით 60-ზე მეტ მეწარმეს კონკრეტული ფინანსური გრანტებით, საშუალება მივეცით დაეწყო ან განევითარებინა ბიზნესი და ინტენსიური გამხდარიყო მათი ფერმერული მეურნეობა. ჯამში, აჭარაში, ფერმერთა მხარდაჭერის ფარგლებში 250-ზე მეტი ბენეფიციარი შევარჩიეთ და 60-ზე მეტი სწორედ ქედაში დაფინანსდა. აქ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, 500-ზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ქედაში მიმდინარეობს გაზიფიცირების და წყლის სისტემების მასშტაბური პროექტები. ასევე, განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქედის ცენტრის რეაბილიტაცია. ქედაში მზარდია ახალი ტურისტული, ინოვაციური პროექტების რაოდენობა, რომელიც სწორედ სახელმწიფო და კერძო სექტორის ეფექტიანი კომუნიკაციის შედეგია.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით აფინანსებს დანადგარების შეძენას 100 000 ლარის ფარგლებში. მიმდინარე წელს ღვინის ლაბორატორია ამოქმედდება. სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში უკვე ამოქმედდა მშრალი ხილის საწარმო სოფელ ძენწმანში, რომელიც 100 000 ლარით დაფინანსდა. საწარმოში 40 ადგილობრივი მკვიდრია დასაქმებული. შენდება რამდენიმე საწარმო, მათ შორის ფრის საწარმო და სპირტის საწარმო.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქედის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციისთვის 10 616 000 ლარის ღირებულების სამუშაოებს განახორციელებს.

აჭარის წყლის ალიანსის მიერ განხორციელდება წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქედის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემების მოსაწყობად 5 664 809 ევრო დაიხარჯება.

ქედაში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მრავალბინიანი საცხოვრებელი სოციალური სახლი. მიმდინარეობს ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. დაბის ქუჩების კეთილმოწყობისთვის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.

გრძელდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა. დონორი ორგანიზაცია CENN-ის ჩართულობით, ქედის ყველა საჯარო სკოლაში მზის პანელები დამონტაჟდება. მიმდინარეობს დაბა ქედის სკოლის რეაბილიტაცია, ასევე ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რისთვისაც 1 444 441 ლარი დაიხარჯება.

დაგეგმილია 6 სპორტული მოედნის მშენებლობა - რეაბილიტაცია, რისთვისაც 443 690 ლარი დაიხარჯება.

სოფელ გეგელიძეებში, ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე მოეწყობა ზაზა ხალვაშის სახელობის კინოჩვენების სივრცე. დაბა ქედაში განხორციელდება ისტორიული მუზეუმის მშენებლობა.

ყველა სიახლე

ლევან ვეფხვაძე

28 იანვარი 2022, 14:56

ეკონომიკა

ლევან ვეფხვაძე: ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლა გარდაუვალი იყო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლა გარდაუვალი და აუცილებელი იყო, ვინაიდან სექტორი ბირჟაზე გადადის და „თელმიკოს“ ელექტროენერგიის ყიდვა ბირჟაზე მოუწევს.

ნონა გაფრინდაშვილი

28 იანვარი 2022, 14:46

საზოგადოება

ნონა გაფრინდაშვილი: ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია - მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ

როგორც მოჭადრაკის განცხადებაში წერია, პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აისახება ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების უძლიერეს გუნდში, რომლებმაც საოცარი სამუშაო გასწიეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

28 იანვარი 2022, 14:45

სამართალი

სუსი: ე.წ. ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს, - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

28 იანვარი 2022, 14:44

სამართალი

საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. დაიკითხა სამი მოწმე, მფლობელი და გამქირავებლები იმ ავტომობილისა, რომელსაც ბრალდებულები იყენებდნენ.

ოთარ ჩოკოშვილი

28 იანვარი 2022, 14:36

COVID19

ოთარ ჩოკოშვილი: ეს არ არის ბოლო ანტირეკორდი, სამწუხაროდ კოვიდინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება კიდევ იქნება

ასეთი ანტირეკორდული მაჩვენებლები ჯერ არ დაფიქსირებულა აქამდე და ეს არ არის ბოლო ანტირეკორდი. სამწუხაროდ შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება კიდევ იქნება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ოთარ ჩოკოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ომიკრონი“ უმეტესად მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, არა.

28 იანვარი 2022, 14:32

რეგიონი

აჭარიდან 38 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ციტრუსის სეზონი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ წლევანდელი სეზონი გამორჩეული იყო, რაც თითოეულ მეციტრუსე ფერმერზე დადებითად აისახა.

ალუდა ღუდუშაური

28 იანვარი 2022, 14:32

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: როდესაც დიპლომატიურ სტანდარტს გიწუნებს მხარე, რომლის დროსაც ქვეყანამ ტერიტორიები და გმირები დაკარგა ცოტა უხერხულია ამათგან ასეთი პოლიტიკური კეკლუცობა

როდესაც დიპლომატიურ სტანდარტს გიწუნებს მხარე, რომლის დროსაც ქვეყანამ ტერიტორიები და გმირები დაკარგა ცოტა უხერხულია ამათგან ასეთი პოლიტიკური კეკლუცობა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

28 იანვარი 2022, 14:30

პოლიტიკა

საკომიტეტო მოსმენაზე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში დაჩქარებული წესით შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, ჩამოყალიბდეს სამინისტროს ინსტიტუციური მოწყობისა და მმართველობის იმგვარი მოდელი, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად აღსრულდეს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაინერგოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ისეთი სისტემა, რომელიც მორგებული იქნება როგორც ქვეყნის არსებულ რეალობას, ასევე მიმართული იქნება ბიზნეს პროცესების გამარტივებისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვისკენ.

სერგეი ლავროვი

28 იანვარი 2022, 14:22

მსოფლიო

სერგეი ლავროვი: ომი არ გვსურს, თუმცა ჩვენი ინტერესების უგულებელყოფას არ დავუშვებთ

რუსეთი ომში დაინტერესებული არ არის, თუმცა უსაფრთხოების სფეროში თავისი ინტერესების უგულებელყოფას არ დაუშვებს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

28 იანვარი 2022, 14:21

საზოგადოება

ოკუპანტები სოფელ ჯარიაშენთან გააქტიურდნენ - ე.წ. ბორდერიზაციის თაობაზე ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები

კირბალისა და მეჯვრისხევის შემდეგ, ოკუპანტები ჯარიაშენთანაც გააქტიურდნენ. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკით თხრილებია გაკეთებული. ადგილობრივების თქმით, ეს ის ადგილია, რომელსაც სოფელი საძოვრად იყენებდა. სუსი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტს ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, საკითხი უკვე განიხილეს ოც იანვარს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე. უკანონო სამუშაოს შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორებიც.

ანა ბუჩუკური

28 იანვარი 2022, 14:20

პოლიტიკა

ანა ბუჩუკური: უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის კანონპროექტის საკომიტეტო და პლენარულ განხილვებში მონაწილეობას მივიღებთ

„ინიციირებული გვაქვს, ჩემი აზრით, ოპოზიციისთვისაც მისაღები პროექტი. ყველა ის საკითხი, რაზეც ოპოზიცია აპელირებს, წარმოდგენილი იყო ჩვენს რეზოლუციის პროექტში. ჩვენ დავაფიქსირეთ უკვე პოზიცია, რომ ჩვენთვის ეს ზეპარტიული საკითხია. არ გვაქვს კომპლექსი, რომ ამა თუ იმ კანონპროექტს მაინც და მაინც ვიღაცის სახელი ერქვას. მთავარია, კანონპროექტის არსებით შინაარსზე შევთანხმდეთ. შესაბამისად, საკომიტეტო და პლენარულ განხილვებში მონაწილეობას მივიღებთ. წარვადგენთ ჩვენს კონკრეტულ წინადადებას. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ თემაზე მაინც პოლიტიკური პარტიები შეთანხმებას შევძლებთ“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

იაგო ხვიჩია

28 იანვარი 2022, 14:20

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ამ სპექტაკლს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩემი აზრით, არანაირი კავშირი არ აქვს სოლიდარობის გამოხატვასთან

„ვფიქრობთ, რომ სოლიდარობა სხვანაირად უნდა გამოვხატოთ უკრაინელი ხალხის მიმართ. რითაც შეგვეძლება, ყველა ჩვენი საშუალებით დავაფიქსირებთ სოლიდარობას. ამ სპექტაკლს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩემი აზრით, არანაირი კავშირი არ აქვს სოლიდარობის გამოხატვასთან, უფრო შიდაპოლიტიკური ბრძოლის ნაწილია - ვინ უფრო მამაცია და ვის უფრო გულმხურვალედ უყვარს უკრაინელი ხალხი და მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში მონაწილეობა საჩვენო საქმე არაა”,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

პაატა მანჯგალაძე

28 იანვარი 2022, 14:12

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე: თუ რუსეთს სიმხდალე ვანახეთ, ხვალ ეს ქვეყანა გაგვიბედავს უფრო მეტს

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი. მისი შეფასებით, მმართველი გუნდი „სირაქლემას პოზიციაშია“.

კახა კალაძე

28 იანვარი 2022, 13:54

საზოგადოება

კახა კალაძე: ბიზნესში ხელს არავის ვუშლით, მაგრამ როდესაც ტროტუარზე გავლა შეუძლებელია, ეს ხელს ათიათასობით ადამიანს უშლის

ბიზნესისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში ხელს არავის ვუშლით, თუმცა როდესაც ტროტუარზე გავლა შეუძლებელია, ეს ხელს უშლის ათიათასობით ადამიანს, – ასეთი კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების გაყვანის გადაწყვეტილებაზე.

28 იანვარი 2022, 13:52

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის მრჩეველს, ჟულიენ კრამპს და ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების პროგრამის მრჩეველს, ანე ბირგიტე ჰენსენს.

28 იანვარი 2022, 13:52

ტექნოლოგიები

საიდუმლო ჩათის „დასქრინშოთების“ შემთხვევაში, Facebook-ის მომხმარებელი შეტყობინებას მიიღებს

Messenger-ის საიდუმლო ჩათის „დასქრინშოთების“ შემთხვევაში, Facebook-ის მომხმარებელი შეტყობინებას მიიღებს. ამ სიახლის შესახებ თავად სოციალური ქსელის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა დაწერა.

28 იანვარი 2022, 13:42

პოლიტიკა

დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს და დაამტკიცეს დღეს კომიტეტის სხდომაზე.

ანალენა ბერბოკი

28 იანვარი 2022, 13:37

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ ინვესტორებს უკრაინაში გაურკვეველი ან არასტაბილური სიტუაციის შეგრძნება ექნებათ, მათი მხრიდან ინვესტირების მზადყოფნა შემცირდება - ეს ზუსტად ის არის, რაც პუტინს აწყობს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დაადასტურა, რომ უკრაინაში გერმანიის საელჩოს პერსონალი ამჟამად კიევში რჩება.

28 იანვარი 2022, 13:33

საზოგადოება

Paragraph Resort & Spa Shekvetili ყოფილი თანამშრომლების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს

Paragraph Resort & Spa Shekvetili ცილისმწამებლურს უწოდებს ყოფილი თანამშრომლების მიერ, ერთ-ერთ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოთქმულ ბრალდებებს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ასაჯაროებს რამდენიმე ფაქტს, რომელიც ასახავს გუნდის მიმართ მათ დამოკიდებულებას.

28 იანვარი 2022, 13:13

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთის ელჩს შეხვდა

შეხვედრისას ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას დაეთმო.